პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...
გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

აჭა­რა­ში 100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი 26 ქალი ცხოვ­რობს, კი­დევ რვას კი 100 წელი მიმ­დი­ნა­რე წელს შე­უს­რულ­დე­ბა. 8 მარტთან და­კავ­ში­რე­ბით, აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და "დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუტ­მა" ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბას 17 უხუ­ცე­სი აჭა­რე­ლი ქალი გა­აც­ნეს. უხუ­ცეს­თა ფო­ტო­ე­ბი ფო­ტოგ­რაფ­მა მა­რია ზო­ი­ძემ გა­და­ი­ღო. ფო­ტოპ­რო­ექტ - "100 წლის შემ­დეგ" ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბულ­მა პორ­ტრე­ტებ­მა ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რი და­აგ­რო­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე".

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ 100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რას იხ­სე­ნე­ბენ წინა სა­უ­კუ­ნი­დან და რო­გო­რია მათი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი "ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო" - 112 წლის ფიქ­რიე ირე­მა­ძე, 103 წლის ზე­ქიე და­ვი­თა­ძე და 100 წლის თინა თაფ­ლა­ძე, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან, ბა­დი­შის ბა­დი­შებს ანუ შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლებს, ანუ მე­ო­თხე თა­ო­ბას მო­ეს­წრნენ.

1905 წელს და­ბა­დე­ბულ ფიქ­რიე ირე­მა­ძეს 10 ბა­დი­ში (მე­ო­თხე თა­ო­ბა) ჰყავს

"29 წლის და­ვო­ჯახ­დი, რაც იმ დროს "გვი­ან ქორ­წი­ნე­ბად" ით­ვლე­ბო­და. 112 წლის ვარ, მყავს 3 შვი­ლი, 16 შვი­ლიშ­ვი­ლი, შვილ­თა შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რნი არი­ან და ვე­ღარ ვით­ვლი, მაგ­რამ 10 ბა­დი­ში რომ იზ­რდე­ბა ამით ვა­მა­ყობ.

კო­ლექ­ტივ­მა არ იცო­და არც პა­ტა­რა ბავ­შვი და არც ავად­მყო­ფო­ბა. 9 სა­ათ­ზე ზარი რომ და­ი­რე­კე­ბო­და, უკვე ად­გილ­ზე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მთე­ლი დღე ხომ გვა­მუ­შა­ვებ­დნენ, სა­ღა­მოს გაგ­ვჩხრეკ­დნენ - ჯი­ბით ერთი ცალი კარ­ტო­ფი­ლი რომ არ "გაგ­ვყო­ლო­და". ზუს­ტი წელი არ მახ­სოვს, მაგ­რამ ომამ­დე პე­რი­ო­დი იყო, რა­ი­ონ­ში გზე­ბი გა­იყ­ვა­ნეს და სო­ფელ­ში გა­ვარ­და ხმა, მან­ქა­ნა ამო­ვაო. არ ვი­ცო­დით რა იყო მან­ქა­ნა, ტე­ლე­ვი­ზო­რი არ იყო და ფო­ტო­ებ­ზე არ გვქონ­და ნა­ნა­ხი. წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვექ­მნა, რომ რა­ღაც ცხო­ვე­ლის მაგ­ვა­რი მო­დი­ო­და. მთე­ლი სო­ფე­ლი შე­იკ­რი­ბა ცენ­ტრში, ვე­ლო­დე­ბო­დით სულ­მო­უთ­ქმე­ლად. რო­გორც იქნა, მო­სახ­ვევ­ში გა­მოჩ­ნდა დიდ­თვა­ლე­ბი­ა­ნი "ცხო­ვე­ლი", რო­მე­ლიც ხმა­უ­რობ­და და მო­ე­ქა­ნე­ბო­და ჩვენ­სკენ, შეგ­ვე­შინ­და და მი­მო­ვი­ფან­ტეთ, შე­ნო­ბებს ამო­ვე­ფა­რეთ და რამ­დე­ნი­მე წუთი შო­რი­დან ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დით თუ რას გა­ა­კე­თებ­და "ეს ცხო­ვე­ლი". მერე ნელ-ნელა მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ხე­ლიც შე­ვა­ხეთ და გა­ვი­სე­ირ­ნეთ კი­დეც.

ომამ­დე პე­რი­ო­დი იყო, თქვეს პო­მი­დო­რი შე­მო­ვი­დაო, რო­მე­ლიც იჭ­მე­ვა და გემ­რი­ე­ლი­აო. სო­ფელ ირე­მა­ძე­ებ­ში ვცხოვ­რობ, ჩემ­მა ქმარ­მა პირ­ველ­მა ამო­ი­ტა­ნა ყვა­ვი­ლის მსგავ­სი ნერ­გი. ეს ნერ­გი გა­ი­ზარ­და და მო­ის­ხა პო­მიდვ­რე­ბი, კარ­გა ხანს ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დით, მერე გავ­სინ­ჯეთ და მოგ­ვე­წო­ნა. ბავ­შვო­ბი­დან ქა­ლამ­ნე­ბი მეც­ვა, მერე "კა­ლო­ში" შე­მო­ვი­და, ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი და კარ­გი იყო, თან რთუ­ლად რომ იშო­ვე­ბო­და, ვი­ნა­ხავ­დით და მხო­ლოდ სტუმ­რად წას­ვლის დროს ვიც­ვამ­დით. ახლა დაყ­რი­ლია ნა­ირ­ნა­ი­რი ფეხ­საც­მე­ლი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი არის, ფუ­ლია სა­ჭი­რო, მაგ­რამ ახლა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნაა ძნე­ლი."

101 წლის თინა თაფ­ლა­ძე სათ­ვა­ლის გა­რე­შე ქსოვს

"7 შვი­ლი გავ­ზარ­დე, 6 გო­გოს შემ­დეგ ბი­ჭის შე­ძე­ნამ მთე­ლი გვა­რი გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. 24 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, 26 შვილ­თაშ­ვი­ლი და ოთხიც ბა­დი­ში (მე­ო­თხე თა­ო­ბა). 19 წლი­სა გავ­თხოვ­დი, სამი შვი­ლი რომ გა­მიჩ­ნდა, მერე ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნე ქმარს სას­წავ­ლე­ბელ­ში, პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კი გახ­და, ერ­თმა­ნეთს მხარს ვუ­ბამ­დით და გაგ­ვქონ­და უღე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, აგერ უკვე 40 წე­ლია, ქმა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა.

ადრე გა­ჭირ­ვე­ბა იყო, ფული რომც გქო­ნო­და, ტან­საც­მელს ვერ ნა­ხავ­დი რომ გე­ყი­და. სა­ღა­მოს ვრე­ცხავ­დი ბავ­შვის ტან­საც­მელს, ვფენ­დი ღუ­მელ­თან, რომ დი­ლამ­დე გამ­შრა­ლი­ყო და გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ბავ­შვის­თვის ჩა­მეც­მია. ეს ტან­საც­მე­ლი გა­და­დი­ო­და ბავ­შვი­დან ბავ­შვზე - სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­იც­რი­ცე­ბო­და, მა­ნამ­დე ვაც­მევ­დით, არ იყო სხვა და რა გვექ­ნა?! ახლა ერთ ბავ­შვს იმ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი აქვს, ამით ძველ დროს 20 ბავ­შვს გაზ­რდი­დი.

დაბა ხუ­ლო­ში ვცხოვ­რობ. ერთი სა­უ­კუ­ნის ვარ და რომ და­ვი­წუ­წუ­ნო ფეხი მტკი­ვა-მეთ­ქი, მგო­ნი არ იქ­ნე­ბა სირ­ცხვი­ლი. სი­ა­რუ­ლი ცოტა მი­ჭირს, მაგ­რამ მხედ­ვე­ლო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი. დი­ლით ვდგე­ბი, ვჭამ, ფან­ჯა­რას­თან ვჯდე­ბი და ვი­წყებ ქსო­ვას. იმ­დე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი, შვილ­თაშ­ვი­ლი და კი­დევ ოთხი ბა­დი­ში მყავს, რომ მო­სა­წყე­ნად არ მცა­ლია, ვქსოვ ფე­რად-ფე­რად წინ­დებს და ვჩუქ­ნი მათ..."

103 წლის ზე­ქიე და­ვი­თა­ძეს მზით­ვის გუ­გუ­მით (სპი­ლენ­ძის წყლის ჭურ­ჭე­ლი) ყო­ველ დი­ლით მო­აქვს წყა­ლი...

"2 შვი­ლი, 16 შვი­ლიშ­ვი­ლი, 4 შვილ­თაშ­ვი­ლი და 1 შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლი მყავს. ბა­დი­შის ბა­დიშს მო­ვეს­წა­რი და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. შუ­ა­ხევ­ში, სო­ფელ ნაღ­ვა­რევ­ში ვცხოვ­რობ.

წინა სა­უ­კუ­ნე არ იყო კარ­გი სა­უ­კუ­ნე, სი­ფუხ­რე (სი­ღა­რი­ბე) იყო - შა­ქა­რი, პუ­რის ფქვი­ლი არ იშო­ვე­ბო­და, სა­ცო­და­ვად ვცხოვ­რობ­დით. ფუ­ლიც არ გვქონ­და, ჩვენს ნაშ­რომს კო­მუ­ნის­ტე­ბი ჭამ­დნენ. ახლა პენ­სია გვაქვს, 21-ე სა­უ­კუ­ნე კარ­გია, ხალ­ხში მეტი შეგ­ნე­ბაა, სიყ­ვა­რუ­ლით გა­თხო­ვე­ბაა, სი­ზენ­გი­ლეა (სიმ­დიდ­რე), კომ­პი­უ­ტე­რია, შუქი სულ არის...

16 წლის მო­მი­ტა­ცეს... ლა­მა­ზი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მო­ვე­წო­ნე იმ კაცს და პა­ტა­რა ბავ­შვი გა­მი­ტა­ცა. არ გავ­ჩერ­დი, უკან წა­მო­ვე­დი და მერე სხვას გავ­ყე­ვი. ვერ ვი­ტყვი, რომ კმა­ყო­ფი­ლი ვარ ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბით, მე­უღ­ლეც დიდი ხა­ნია გარ­დაც­ვლი­ლია. ჩემი მზით­ვი­დან ფა­ხი­რის გუ­გუ­მი (სპი­ლენ­ძის წყლის ჭურ­ჭე­ლი) დამ­რჩა, ყო­ველ დი­ლით, წყა­ლი შე­მო­მაქვს სახ­ლში. ასე გა­დის ცხოვ­რე­ბა, პა­ტა­რე­ბის ფე­რე­ბა­ში..."

ფოტო: მა­რია ზო­ი­ძე (იხი­ლეთ ფო­ტოპ­რო­ექ­ტის ყვე­ლა ფოტო ამ ბმულ­ზე)

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს, კიდევ რვას კი 100 წელი მიმდინარე წელს შეუსრულდება. 8 მარტთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და "დემოკრატიის ინსტიტუტმა" ინტერნეტსაზოგადოებას 17 უხუცესი აჭარელი ქალი გააცნეს. უხუცესთა ფოტოები ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო. ფოტოპროექტ - "100 წლის შემდეგ" ფარგლებში გადაღებულმა პორტრეტებმა ათასობით მოწონება და კომენტარი დააგროვა "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, რას იხსენებენ წინა საუკუნიდან და როგორია მათი თვალით დანახული "ტექნოლოგიების სამყარო" - 112 წლის ფიქრიე ირემაძე, 103 წლის ზექიე დავითაძე და 100 წლის თინა თაფლაძე, რომლებიც დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან, ბადიშის ბადიშებს ანუ შვილთაშვილის შვილებს, ანუ მეოთხე თაობას მოესწრნენ.

1905 წელს დაბადებულ ფიქრიე ირემაძეს 10 ბადიში (მეოთხე თაობა) ჰყავს

"29 წლის დავოჯახდი, რაც იმ დროს "გვიან ქორწინებად" ითვლებოდა. 112 წლის ვარ, მყავს 3 შვილი, 16 შვილიშვილი, შვილთა შვილები ძალიან ბევრნი არიან და ვეღარ ვითვლი, მაგრამ 10 ბადიში რომ იზრდება ამით ვამაყობ.

კოლექტივმა არ იცოდა არც პატარა ბავშვი და არც ავადმყოფობა. 9 საათზე ზარი რომ დაირეკებოდა, უკვე ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. მთელი დღე ხომ გვამუშავებდნენ, საღამოს გაგვჩხრეკდნენ - ჯიბით ერთი ცალი კარტოფილი რომ არ "გაგვყოლოდა". ზუსტი წელი არ მახსოვს, მაგრამ ომამდე პერიოდი იყო, რაიონში გზები გაიყვანეს და სოფელში გავარდა ხმა, მანქანა ამოვაო. არ ვიცოდით რა იყო მანქანა, ტელევიზორი არ იყო და ფოტოებზე არ გვქონდა ნანახი. წარმოდგენა შეგვექმნა, რომ რაღაც ცხოველის მაგვარი მოდიოდა. მთელი სოფელი შეიკრიბა ცენტრში, ველოდებოდით სულმოუთქმელად. როგორც იქნა, მოსახვევში გამოჩნდა დიდთვალებიანი "ცხოველი", რომელიც ხმაურობდა და მოექანებოდა ჩვენსკენ, შეგვეშინდა და მიმოვიფანტეთ, შენობებს ამოვეფარეთ და რამდენიმე წუთი შორიდან ვუთვალთვალებდით თუ რას გააკეთებდა "ეს ცხოველი". მერე ნელ-ნელა მივუახლოვდით, ხელიც შევახეთ და გავისეირნეთ კიდეც.

ომამდე პერიოდი იყო, თქვეს პომიდორი შემოვიდაო, რომელიც იჭმევა და გემრიელიაო. სოფელ ირემაძეებში ვცხოვრობ, ჩემმა ქმარმა პირველმა ამოიტანა ყვავილის მსგავსი ნერგი. ეს ნერგი გაიზარდა და მოისხა პომიდვრები, კარგა ხანს ეჭვის თვალით ვუყურებდით, მერე გავსინჯეთ და მოგვეწონა. ბავშვობიდან ქალამნები მეცვა, მერე "კალოში" შემოვიდა, ისეთი კომფორტული და კარგი იყო, თან რთულად რომ იშოვებოდა, ვინახავდით და მხოლოდ სტუმრად წასვლის დროს ვიცვამდით. ახლა დაყრილია ნაირნაირი ფეხსაცმელი. ახლა ყველაფერი არის, ფულია საჭირო, მაგრამ ახლა სამსახურის შოვნაა ძნელი."

101 წლის თინა თაფლაძე სათვალის გარეშე ქსოვს

"7 შვილი გავზარდე, 6 გოგოს შემდეგ ბიჭის შეძენამ მთელი გვარი გააბედნიერა. 24 შვილიშვილი მყავს, 26 შვილთაშვილი და ოთხიც ბადიში (მეოთხე თაობა). 19 წლისა გავთხოვდი, სამი შვილი რომ გამიჩნდა, მერე ჩავაბარებინე ქმარს სასწავლებელში, პარტიული მუშაკი გახდა, ერთმანეთს მხარს ვუბამდით და გაგვქონდა უღელი. სამწუხაროდ, აგერ უკვე 40 წელია, ქმარი გარდამეცვალა.

ადრე გაჭირვება იყო, ფული რომც გქონოდა, ტანსაცმელს ვერ ნახავდი რომ გეყიდა. საღამოს ვრეცხავდი ბავშვის ტანსაცმელს, ვფენდი ღუმელთან, რომ დილამდე გამშრალიყო და გაღვიძებული ბავშვისთვის ჩამეცმია. ეს ტანსაცმელი გადადიოდა ბავშვიდან ბავშვზე - სანამ ბოლომდე არ გაიცრიცებოდა, მანამდე ვაცმევდით, არ იყო სხვა და რა გვექნა?! ახლა ერთ ბავშვს იმდენი ტანსაცმელი აქვს, ამით ძველ დროს 20 ბავშვს გაზრდიდი.

დაბა ხულოში ვცხოვრობ. ერთი საუკუნის ვარ და რომ დავიწუწუნო ფეხი მტკივა-მეთქი, მგონი არ იქნება სირცხვილი. სიარული ცოტა მიჭირს, მაგრამ მხედველობა მაქვს ძალიან კარგი. დილით ვდგები, ვჭამ, ფანჯარასთან ვჯდები და ვიწყებ ქსოვას. იმდენი შვილიშვილი, შვილთაშვილი და კიდევ ოთხი ბადიში მყავს, რომ მოსაწყენად არ მცალია, ვქსოვ ფერად-ფერად წინდებს და ვჩუქნი მათ..."

103 წლის ზექიე დავითაძეს მზითვის გუგუმით (სპილენძის წყლის ჭურჭელი) ყოველ დილით მოაქვს წყალი...

"2 შვილი, 16 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი მყავს. ბადიშის ბადიშს მოვესწარი და ძალიან გახარებული ვარ. შუახევში, სოფელ ნაღვარევში ვცხოვრობ.

წინა საუკუნე არ იყო კარგი საუკუნე, სიფუხრე (სიღარიბე) იყო - შაქარი, პურის ფქვილი არ იშოვებოდა, საცოდავად ვცხოვრობდით. ფულიც არ გვქონდა, ჩვენს ნაშრომს კომუნისტები ჭამდნენ. ახლა პენსია გვაქვს, 21-ე საუკუნე კარგია, ხალხში მეტი შეგნებაა, სიყვარულით გათხოვებაა, სიზენგილეა (სიმდიდრე), კომპიუტერია, შუქი სულ არის...

16 წლის მომიტაცეს... ლამაზი არ ვიყავი, მაგრამ მოვეწონე იმ კაცს და პატარა ბავშვი გამიტაცა. არ გავჩერდი, უკან წამოვედი და მერე სხვას გავყევი. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ახალგაზრდობის წლებით, მეუღლეც დიდი ხანია გარდაცვლილია. ჩემი მზითვიდან ფახირის გუგუმი (სპილენძის წყლის ჭურჭელი) დამრჩა, ყოველ დილით, წყალი შემომაქვს სახლში. ასე გადის ცხოვრება, პატარების ფერებაში..."

ფოტო: მარია ზოიძე (იხილეთ ფოტოპროექტის ყველა ფოტო ამ ბმულზე)

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი