პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე ახალ დეტალებს და ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე ახალ დეტალებს და ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ე.წ ცი­ა­ნი­დის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ზე მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ვი­დეო| პრო­კუ­რა­ტუ­რამ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა

მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ოც­და­ათ­ზე მეტი მოწ­მის და­კი­თხვა, სულ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ოთხმოც­და­ა­თამ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის დათ­ვა­ლი­ერ­და და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა მა­ტა­რებ­ლე­ბი, და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­ზე უკვე მი­ვი­ღეთ დას­კვნე­ბი, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს ვი­სა­უბ­როთ გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ზე და გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. ამას­თან ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­მო­ად­გი­ნა მის მი­ერ­ვე ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დიო-ვი­დეო მა­სა­ლა და ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი ფურ­ცე­ლი, რო­მელ­ზეც იყო ბრალ­დე­ბუ­ლის ხელ­ნა­წე­რი სი­ტყვე­ბი - "კა­ლი­უმ ცი­ა­ნი­დი". ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მან შეხ­ვედ­რი­სას გა­არ­კვია, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გეგ­მავ­და მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფას.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს სთხოვ­და შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბას, რის სა­ნაც­ვლო­დაც მზად იყო გა­და­ე­ხა­და ფუ­ლა­დი თან­ხა, ხოლო თა­ვის მხრივ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის ასე­ვე ჰპირ­დე­ბო­და მო­მა­ვალ­ში არა­მარ­თლზო­მი­ერ სარ­გე­ბელს. ბრალ­დე­ბუ­ლი გეგ­მავ­და გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას, სა­დაც პატ­რი­არ­ქი იმ­ყო­ფე­ბო­და თან­მხლებ პი­რებ­თან, მათ შო­რის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, რის გა­მოც იგი ცდი­ლობ­და, სას­წრა­ფო წე­სით შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე შე­ე­ძი­ნა.

ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ფაქ­ტის სირ­თუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შე­მუ­შავ­და სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა­თა გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ვი­ნა­ი­დან ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და მზად­ყოფ­ნა ჩარ­თუ­ლი­ყო შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, და­ი­გეგ­მა განმცხა­დებ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის შეხ­ვედ­რე­ბი და მათი ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა. ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი­ყო ბრალ­დე­ბუ­ლის რე­ა­ლუ­რი გან­ზრახ­ვა, მი­ზა­ნი, მო­ტი­ვი და შე­საძ­ლო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი.

სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბით და­დას­ტურ­და გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის შე­ძე­ნის გან­ზრახ­ვა, ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ იგი შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავ­და ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ დე­კა­ნოზს აც­ნო­ბა, რომ კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შეს­თა­ვა­ზა მის ნაც­ვლად ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რეს­და ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნიდს ექ­ნე­ბო­და თუ არა რე­აქ­ცია და მი­ი­ღებ­და თუ არა სა­სურ­ველ შე­დეგს.

სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რი­სას, 4 თე­ბერ­ვალს - 16 სა­ათ­სა და 28 წუთ­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა მი­სი­ვე ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­არ­კვია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო ძლი­ერ­მოქ­მე­დი შხა­მი და მისი ზე­მოქ­მე­დე­ბის მომ­წამ­ვლე­ლი ეფექ­ტი ადა­მი­ან­ზე კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის ანა­ლო­გი­უ­რია. მას შემ­დეგ, რაც ბრალ­დე­ბუ­ლი დარ­წმუნ­და, რომ ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გის დად­გო­მა, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს სთხო­ვა მისი შე­ძე­ნა. ამავდრო­უ­ლად, სა­უ­ბარ­ში ჩანს, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მისი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გებს უკავ­ში­რებ­და გარ­კვე­ულ იერ­არ­ქი­ულ წინსვლას, რაც გაზ­რდი­და მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას სა­პატ­რი­არ­ქო­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე­საც ჰპირ­დე­ბო­და "კარგ ად­გილს".

2017 წლის 6 თე­ბერ­ვლის შეხ­ვედ­რის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლი ელო­დე­ბო­და თან­ხის გა­მოგ­ზავ­ნას შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის­თვის გა­და­სა­ცე­მად, თუმ­ცა მათ შო­რის შეხ­ვედ­რა აღარ შედ­გა და ბრალ­დე­ბულ­მა ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლი სხვა პი­რის­გან შე­ი­ძი­ნა და ისე რომ აღარ და­კავ­ში­რე­ბია ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს, 10 თე­ბერ­ვალს მი­ემ­გზავ­რე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს წინა თვე­ებ­შიც ჰქონ­და მცდე­ლო­ბა მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დი შე­ე­ძი­ნა სხვა პი­როვ­ნე­ბის­გა­ნაც, რო­მელ­საც სთხოვ­და შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნას.

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე - თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, ხოლო მისი ბარ­გის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ფა­რუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა -"ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი".

ბრალ­დე­ბუ­ლის კუთ­ვნილ SAMSUNG-ის ფირ­მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, დად­გინ­და რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას ცდი­ლობ­და ინ­ტერ­ნეტ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა Google-ის მეშ­ვე­ო­ბით. იგი ასე­ვე ინ­ტე­რეს­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი ახ­დენ­და მის­სა­ვე სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით 2016 წლის 27 დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტი­უ­რად. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბით.

ასე­ვე, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნილ ფურ­ცელ­ზე ხელ­ნა­წე­რით "კა­ლი­უმ ცი­ა­ნი­დი" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნომ­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 6 ცალი საბ­რძო­ლო ვაზ­ნა, რომ­ლე­ბიც მან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინა­ხავ­და.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე.

ვი­ნა­ი­დან, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობ­და ეჭვი, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შე­საძ­ლოა ამ­ზა­დებ­და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­საც, ასე­ვე, რომ იგი სა­ვა­რა­უ­დოდ მოქ­მე­დებ­და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, გაძ­ლი­ე­რე­ბულ იქნა გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნის დროს პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე გა­სა­ჯა­როვ­და მხო­ლოდ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის და ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი.

ასე­ვე გვინ­და შე­ვე­ხოთ ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვას. შე­იძ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ით­ქვას, რომ ბრალ­დე­ბულ­მა აქამ­დე დას­მულ ვერც ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი ვერ გას­ცა, იყო კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზე­დაც სა­ერ­თოდ უარი გა­ნა­ცხა­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე. ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას, პირ­და­პირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­საძ­ლო ფაქ­ტი და მათ შო­რის იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს გა­სა­ჯა­როვ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ვერ­სია, რომ თით­ქოს­და ის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის თხოვ­ნით ცდი­ლობ­და კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის შე­ძე­ნას, რო­მე­ლიც თით­ქოს­და სა­ჭი­რო იყო სა­პატ­რი­არ­ქო­ში მო­მუ­შა­ვე ოქ­რომ­ჭედ­ლის­თვის, არის აბ­სურ­დუ­ლი და ცალ­სა­ხად ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბით იგი ცდი­ლობს ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­და­აბ­რა­ლოს იმ მხა­რეს, ვის­თა­ნაც მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც მი­მარ­თუ­ლი იყო მისი ქმე­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ამით ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­ლა­ძე ცდი­ლობს ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ნა­თე­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს წარ­მოჩ­ნდეს მსხვერ­პლად და თავი აა­რი­დოს მო­სა­ლოდ­ნელ მძი­მე სას­ჯელს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ამ ეტაპ­ზე უკვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შე­ას­რუ­ლებს პი­რო­ბას და გას­ცემს პა­სუ­ხებს გა­მო­ძი­ე­ბას მის მი­მართ არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და ის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც არ და­ა­ზი­ა­ნებ­და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს ამ საქ­მის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა, გვინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დოთ მოთ­მი­ნე­ბის­კენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ა­ტა­როს საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ბრალ­დე­ბის მხა­რე წარ­სდგე­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. ამავდრო­უ­ლად, პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად გა­აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

იხი­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე ახალ დეტალებს და ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე ახალ დეტალებს და ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების შუალედური შედეგები გააცნეს საზოგადოებას.

"ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

იხილეთ ვიდეო| პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - "კალიუმ ციანიდი". ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა.

ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფაქტის სირთულის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ. ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ. პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს.

სწორედ ამ შეხვედრისას, 4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა "კარგ ადგილს".

2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი".

ბრალდებულის კუთვნილ SAMSUNG-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში, ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.

ასევე, ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე ხელნაწერით "კალიუმ ციანიდი" ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხსენებული ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ. ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე.

ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი.

ასევე გვინდა შევეხოთ ბრალდებულის დაკითხვას. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი და მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას.

ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე.

საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე" - განაცხადეს პროკურატურაში.

იხილეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ