საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა
პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წლე­ბია აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ფეხ­ბურ­თე­ლი და­ქორ­წინ­და და დღეს მა­მაც გახ­და. AMBEBI.GEგი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- გი­ორ­გი, რა და­არ­ქვით პა­ტა­რას?

- ჩემი შვი­ლი დე­დის დღეს და­ი­ბა­და და მას ნა­ტა­ლია და­ვარ­ქვით. 40 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გავ­ხდი მამა და ეს ისე­თი ენით აუღ­წე­რე­ლი შეგ­რძნე­ბა ყო­ფი­ლა, მარ­თლა არ ვიცი, ეს ემო­ცია რო­გორ გად­მოვ­ცე. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ვინ არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- ჩემი რჩე­უ­ლი არის თეა მო­სი­აშ­ვი­ლი. ბევ­რი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, არც კი მახ­სოვს სად გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო და­ვახ­ლოვ­დით და უკვე ორი წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ. ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვართ. თეა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ყვე­ლაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რი­თაც მომ­ხიბ­ლა.

- მას შემ­დეგ, რაც ცი­ხი­დან გა­მოხ­ვე­დით, თით­ქმის არ­სად გა­მო­ჩე­ნილ­ხართ, რას აკე­თებს გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე?

- რას უნდა ვა­კე­თებ­დე? ვმუ­შა­ობ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და ვცხოვ­რობ, ისე რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვე­ღარ ვთა­მა­შობ ფეხ­ბურთს და ამა­ზე გული მწყდე­ბა, მაგ­რამ ბი­ჭე­ბი ყო­ველ სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბით.

- ვის­თან ერ­თად თა­მა­შობთ ფეხ­ბურთს სა­ღა­მო­ო­ბით?

- მე, კა­ლა­ძე, კო­ბი­აშ­ვი­ლი, მუ­ჯი­რი და იაშ­ვი­ლი, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებთ ფეხ­ბურ­თის თა­მაშს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა

პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე საზოგადოების წინაშე წლებია აღარ გამოჩენილა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელი დაქორწინდა და დღეს მამაც გახდა. AMBEBI.GE გიორგი დემეტრაძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რა დაარქვით პატარას?

- ჩემი შვილი დედის დღეს დაიბადა და მას ნატალია დავარქვით. 40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუღწერელი შეგრძნება ყოფილა, მართლა არ ვიცი, ეს ემოცია როგორ გადმოვცე. უბედნიერესი ადამიანი ვარ.

- ვინ არის თქვენი რჩეული?

- ჩემი რჩეული არის თეა მოსიაშვილი. ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, არც კი მახსოვს სად გავიცანი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო დავახლოვდით და უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ ვართ. თეა ძალიან კარგი გოგოა, ყველაფრით გამორჩეული ადამიანია, რითაც მომხიბლა.

- მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით, თითქმის არსად გამოჩენილხართ, რას აკეთებს გიორგი დემეტრაძე?

- რას უნდა ვაკეთებდე? ვმუშაობ ფეხბურთის ფედერაციაში და ვცხოვრობ, ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, პროფესიონალურად ვეღარ ვთამაშობ ფეხბურთს და ამაზე გული მწყდება, მაგრამ ბიჭები ყოველ საღამოს ვიკრიბებით.

- ვისთან ერთად თამაშობთ ფეხბურთს საღამოობით?

- მე, კალაძე, კობიაშვილი, მუჯირი და იაშვილი, თითქმის ყოველდღე ვახერხებთ ფეხბურთის თამაშს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი