"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოური მედია ეხმაურება.
სააგენტო Reuters წერს, რომ ტელეარხი 2015 წლის აგვისტოდან იბრძოდა სასამართლოში, როდესაც ქვემდგომმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მისთვის საკონტროლო პაკეტის დაბრუნება მოითხოვა განაჩენში".
სააგენტო იუწყება, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან "აღნიშნულმა შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის წვდომა ქართულ მაუწყებელ მედიაზე".
ბრიტანული BBC აღნიშნავს, რომ "საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის უმსხვილესი დამოუკიდებელი ტელეარხი გადაეცეს მის ყოფილ თანამფლობელს".
BBC წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეშფოთება გამოიწვია საქართველოში აშშ-ის საელჩოში, ეუთო-ში.