პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით
რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით

ჩვენს ქვე­ყა­ნას ბოლო დროს ბევ­რი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს, რომ­ლებ­საც მას­პინ­ძლო­ბას უმე­ტე­სად ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა თუ კერ­ძო გი­დე­ბი უწე­ვენ. გიდი ტურ­გამ­ცი­ლე­ბე­ლია, ტუ­რის­ტე­ბის თან­მხლე­ბი პირი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ქა­ლა­ქის, მხა­რის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას უცხო­ე­ლებს ეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც სკმაო რა­ო­დე­ნო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გი­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. მათი მი­ზა­ნია, სტუმ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას ყვე­ლა წე­სის, ნორ­მის, ეტი­კე­ტი­სა თუ სტან­დარ­ტის დაც­ვა. ამი­ტო­მაც არის, რომ ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ქეთი მე­ლა­ძე გი­დებს ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტებ­სა და ელ­ჩენს უწო­დებს. 

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რისი ნახ­ვა სურთ და რო­გორ ხვდე­ბი­ან მათ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

თე­მის ირ­გვლივ სა­უ­ბარს ამ ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ გიდ­თან, გი­ორ­გი გვი­ში­ან­თან ვი­წყებთ.

გი­ორ­გი სამ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც გი­დია. პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მოს­წონს, რად­გა­ნაც უამ­რავ ადა­მი­ან­თან უწევს ურ­თი­ერ­თო­ბა. "გიდი დიპ­ლო­მა­ტია, ტუ­რის­ტი - ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუ­მა­რი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნას ისე­თი თვა­ლით უყუ­რებს, რო­გო­რა­დაც გიდი აწ­ვდის. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი სტუ­მა­რი ვის ხელ­ში მოხ­ვდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ყო­ვე­ლი მე­ო­რე, მძღო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, თა­ვის მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რე­ზე უფრო ფიქ­რობს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯ­ზე", - ამ­ბობს გი­ორ­გი.

მისი თქმით, "აზი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებს ცოტა სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან ჩა­მო­სუ­ლებს - სხვა, - ჩვე­ნი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ია­პო­ნე­ლებს, ჩი­ნე­ლებს, კო­რე­ე­ლებს უმე­ტე­სად ქვეყ­ნის ხე­დე­ბი, ბუ­ნე­ბა იზი­დავთ".

ჩემს კი­თხვა­ზე, რითი შე­იძ­ლე­ბა ტუ­რის­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყოს, მპა­სუ­ხობს, შე­იძ­ლე­ბა სას­ტუმ­რო, რეს­ტო­რა­ნი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ მო­ე­წო­ნოს და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე უკეთ იყოს, ვიდ­რე ამ­ჟა­მად არის. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ტუ­რებს რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში უძღვე­ბა. მისი თქმით, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეროვ­ნე­ბის გამო, ესა თუ ის სტუ­მა­რი გა­უ­ლან­ძღავთ, ასეთ დროს გი­ორ­გი ცდი­ლობს, მათ აუხ­სნას, რომ ტუ­რის­ტე­ბი ქვეყ­ნის სა­ნა­ხა­ვად არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი. "ხოლო სტუმ­რებს კი თა­ვი­დან­ვე ვა­ტყო­ბი­ნებ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის ტო­ლე­რან­ტუ­ლი იყო და არას­დროს ჰქო­ნია სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის, ან ამა თუ იმ რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ის მი­უ­ღებ­ლო­ბა. აქ ბევ­რი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით, მუ­დამ ცხოვ­რობ­და...

სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ტუ­რის­ტთან სხვა­დას­ხვა ურ­თი­ერ­თო­ბა ყა­ლიბ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიდს არ აქვს უფ­ლე­ბა, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­როს ქვეყ­ნის სტუ­მარ­თან, ვი­ნა­ი­დან ეს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ბას სცდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან მა­ინც ვმე­გობ­რობ... სავ­რა­უ­დოდ, 4.000-მდე ტუ­რის­ტი მყო­ლია. ხან­და­ხან კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ტუ­რე­ბი მაქვს ხოლ­მე და ავ­ტო­ბუს­ში შე­იძ­ლე­ბა 50 კა­ციც მეჯ­დეს. ამ დროს ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ნა­ი­რი აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო და ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მო­ვიქ­ციო...

ისე­თი ფაქ­ტე­ბიც ხდე­ბა, როცა სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში 30 წლის უნა­ხა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვდე­ბი­ან, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს. ვინც ერთხელ ყო­ფი­ლა, თით­ქმის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქ მე­ო­რედ ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა. ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის 1-ელი მა­ი­სი­დან უკვე მე­ო­თხედ ჩა­მო­ვი­და აქ და მა­ის­ში მე­ხუ­თედ აპი­რებს ჩა­მობ­რძა­ნე­ბას.

ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რია სწო­რი მიდ­გო­მა, გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა.

მა­გა­ლი­თად, ვიც­ნობ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც 2011 წელს პირ­ვე­ლად მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და დღე­ი­სათ­ვის 15-ჯერ გახ­ლდათ აქ, - უკვე სახ­ლსე­ძებს კა­ხეთ­ში ალაზ­ნის ვე­ლის ხე­დით.

- სა­ი­დან არის?

- მოს­კო­ვი­დან. შარ­შან­წინ აქ იყო უკ­რა­ი­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯგუ­ფი, სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, მა­ნამ­დე ჩვენს ერთ-ერთ სკო­ლას­თან ჰქო­ნი­ათ მი­მო­წე­რა. და­მე­გობ­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ...მო­ე­წო­ნათ ხინ­კა­ლი და ერ­თმა ბავ­შვმა მკი­თხა, - მოდი, სა­ნაძ­ლე­ოს და­გი­დებთ, 35 უკ­რა­ი­ნულ "ვა­რე­ნიკს" ვერ შე­ჭამ­თო. შევ­ჭამ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. გა­ვი­და დრო და ამ ბავ­შვებ­მა თა­ვის­თან მი­მიწ­ვი­ეს. ჩა­ვე­დი, ლექ­ცია ჩა­ვუ­ტა­რე და მერე სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა "ვა­რე­ნი­კე­ბი" სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­მიმ­ზა­დეს. მოკ­ლედ, 35 "ვა­რე­ნი­კი" ვერ შევ­ჭა­მე, გა­უ­ხარ­დათ და წა­ვა­გე სა­ნაძ­ლეო.

* * *

პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლოგ­მა მაია ტა­ბი­ძემ გი­დო­ბა თა­ვი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო და­ი­წყო, რის­თვი­საც ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რა და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც დას­ჭირ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ა­მოწ­მეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა რომ და­ე­წყო. ტუ­რის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით დაჰ­ყავ­და.

"ლი­დე­რი უნდა იყო, კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უნდა და­იბ­ნე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მუდ­მი­ვად არ უნდა ცვა­ლო და სტრე­სის ქვეშ მუ­შა­ო­ბა შეძ­ლო, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა. ჯგუფ­თან ერ­თად. მთა­ში მი­დი­ო­დე და უეც­რად თავ­ზე კლდე გად­მო­ინ­გრეს. უნდა შე­გეძ­ლოს იმ მო­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მოქ­ნი­ლად მოქ­მე­დე­ბა. ცხა­დია, ენე­ბის ცოდ­ნაც გჭირ­დე­ბა. გი­დო­ბა ხე­ლო­ბაა, რო­მელ­საც პრაქ­ტი­კა­ში სწავ­ლობ... რაც მეტს მუ­შა­ობ, მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა გიგ­როვ­დე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა გი­ად­ვილ­დე­ბა", - ამ­ბობს მაია ტა­ბი­ძე, რო­მელ­საც ამ საქ­მე­ში საკ­მა­ოდ დიდი პრაქ­ტი­კა და­უგ­როვ­და. მისი თქმით, გი­დის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყოს ლი­დე­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი.

"ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან მო­ხუ­ცე­ბიც, ერთხელ მახ­სოვს, ხან­დაზ­მულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა სას­ტუმ­როს ოთახ­ში, ყაზ­ბეგ­ში, ნეკ­ნი მო­ი­ტე­ხა. არა­და, იმა­ვე დღეს ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი ტურ­ზე უნდა წა­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ჩემს ფუნ­ქცი­ა­ში იყო, იმ ქა­ლის­თვის მი­მე­ხე­და, უნდა უზ­რუნ­ველ­მე­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, ვერ ინ­ძრე­ო­და... ხომ ვამ­ბობ, ასე­თი ტი­პის სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დო და გა­და­წყვი­ტო, რა არის შენ­თვის იმ წუ­თის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რომ არა­ვის­გან საყ­ვე­დუ­რი არ და­იმ­სა­ხუ­რო," - ამ­ბობს მაია და იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ის­წავ­ლე­ბა. სი­ტუ­ა­ცია ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ გიდს ევა­ლე­ბა, ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე იყოს, ყვე­ლას გა­უ­ცი­ნოს: "მა­ში­ნაც კი, როცა ვი­ღაც მგზავ­რი შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვებს უშ­ლი­დეს, არ აქვს უფ­ლე­ბა, უხე­შად მი­მარ­თოს".

ერთხელ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც აღ­მოჩ­ნდა, მი­წისძვრა მოხ­და, კლდემ შლა და­ი­წყო, რის გა­მოც უკან გა­მობ­რუ­ნე­ბა მო­უხ­დათ; რი­კოთ­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის გამო კი გზა­ში დიდ­ხანს შე­ფერ­ხდნენ. ხოლო იმა­ზე, თუ რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუმ­რებს, აი, რას ამ­ბობს: "ეს უფრო იმ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ტურს ვინც უკ­ვე­თავს. მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნელ ტუ­რის­ტებს უყ­ვართ ბუ­ნე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, გერ­მა­ნე­ლებს მთა­ში სი­ა­რუ­ლი სი­ა­მოვ­ნებთ, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლე­ბი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ე­ბის ტუ­რებ­ზე და­დი­ან. გა­აჩ­ნია, რო­გო­რი ჯგუ­ფია. ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ძი­რი­თა­დად არის - მთა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ტაძ­რე­ბი და ქვეყ­ნის ის­ტო­რია.

ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ტუ­რის­ტე­ბი არ შემ­ხვედ­რია. დიდი-დიდი პრე­ტენ­ზია სას­ტუმ­რო­ზე, რეს­ტო­რან­ზე, სი­სუფ­თა­ვე­ზე ჰქონ­დეთ, მაგ­რამ თუ აუხ­სნი, გა­ა­გე­ბი­ნებ, პრობ­ლე­მა მა­შინ­ვე იხ­სნე­ბა. თუმ­ცა მძღო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მარ­თლაც პრობ­ლე­მაა. გი­ჟე­ბი­ვით ატა­რე­ბენ, მან­ქა­ნე­ბი ტრა­სებ­ზე ერ­თმა­ნეთს უს­წრე­ბენ, რა­საც ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, ეში­ნი­ათ და სწო­რიც არის, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში რა­ღა­ცე­ბი არას­დროს უნდა აკე­თო! ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია ტუ­რისტს ერთ დღე­ში და­უ­გეგ­მო იმ­დე­ნი ობი­ექ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, რომ ვერ მო­ას­წროს და და­ი­ღა­ლოს".

ქეთი მე­ლა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- 2000 წელს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო ამ სფე­რო­ში. მოკ­ლედ, სა­დღაც ვი­ღა­ცას ხომ უნდა ეფიქ­რა და მე აღ­მოვ­ჩნდი ის ერთი: 2005 წელს გი­დე­ბის პირ­ვე­ლი სკო­ლა გავ­ხსე­ნი, პროგ­რა­მაც შევ­ქმე­ნი, სა­დაც თვი­თონ ვას­წავ­ლი­დი, გვყავ­და პე­და­გო­გე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი. უკვე 12 წე­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ და ვზრდით გი­დებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს პრო­ფე­სია და თვი­თო­ნაც ვმას­პინ­ძლობ ხოლ­მე ჯგუ­ფებს მა­შინ, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი ამა თუ იმ ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან...

გი­დებს ქვეყ­ნის ელ­ჩებს ვუ­წო­დებთ. ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ლი­დე­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ენე­ბი უნდა იცო­დეს, დიპ­ლო­მა­ტი უნდა იყოს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რიც...

ვი­ნა­ი­დან კულ­ტუ­რუ­ლი გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცია ვართ, ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

Georgian guides – ‘the ambassadors of the country’ talk about what tourists like and dislike

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით

ჩვენს ქვეყანას ბოლო დროს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებსაც მასპინძლობას უმეტესად ტურისტული კომპანიებისა თუ კერძო გიდები უწევენ. გიდი ტურგამცილებელია, ტურისტების თანმხლები პირი, რომელიც ამა თუ იმ ქალაქის, მხარის ღირშესანიშნაობების დათვალიერებისას უცხოელებს ეხმარება. საქართველოში არსებობს გიდების ასოციაცია, რომელიც სკმაო რაოდენობის პროფესიონალი გიდის გაერთიანებას წარმოადგენს. მათი მიზანია, სტუმრის მომსახურებისას ყველა წესის, ნორმის, ეტიკეტისა თუ სტანდარტის დაცვა. ამიტომაც არის, რომ ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთი მელაძე გიდებს ქვეყნის დიპლომატებსა და ელჩენს უწოდებს. 

ალბათ საინტერესოა, რა ინტერესები აქვთ საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რისი ნახვა სურთ და როგორ ხვდებიან მათ ჩვენს ქვეყანაში.

თემის ირგვლივ საუბარს ამ ასოციაციის პროფესიონალ გიდთან, გიორგი გვიშიანთან ვიწყებთ.

გიორგი სამ წელიწადზე მეტია, რაც გიდია. პროფესია ძალიან მოსწონს, რადგანაც უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. "გიდი დიპლომატია, ტურისტი - ჩვენი ქვეყნის სტუმარი. ეს უკანასკნელი ჩვენს ქვეყანას ისეთი თვალით უყურებს, როგორადაც გიდი აწვდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსული სტუმარი ვის ხელში მოხვდება. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღეს ყოველი მეორე, მძღოლიდან დაწყებული, თავის მატერიალურ მხარეზე უფრო ფიქრობს, ვიდრე საქართველოს იმიჯზე", - ამბობს გიორგი.

მისი თქმით, "აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულებს ცოტა სხვა ინტერესები აქვთ, პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსულებს - სხვა, - ჩვენი ისტორიით, კულტურით ინტერესდებიან. იაპონელებს, ჩინელებს, კორეელებს უმეტესად ქვეყნის ხედები, ბუნება იზიდავთ".

ჩემს კითხვაზე, რითი შეიძლება ტურისტი უკმაყოფილო იყოს, მპასუხობს, შეიძლება სასტუმრო, რესტორანი, ინფრასტრუქტურა არ მოეწონოს და სურვილი გამოთქვას, რომ ქვეყანაში ყველაფერი იმაზე უკეთ იყოს, ვიდრე ამჟამად არის. ჩვენი რესპონდენტი ტურებს როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უძღვება. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების გამო, ესა თუ ის სტუმარი გაულანძღავთ, ასეთ დროს გიორგი ცდილობს, მათ აუხსნას, რომ ტურისტები ქვეყნის სანახავად არიან ჩამოსულები. "ხოლო სტუმრებს კი თავიდანვე ვატყობინებ, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის ტოლერანტული იყო და არასდროს ჰქონია სხვადასხვა ეროვნების, ან ამა თუ იმ რელიგიური კონფესიის მიუღებლობა. აქ ბევრი ეროვნების ადამიანი, ერთმანეთის გვერდით, მუდამ ცხოვრობდა...

საერთოდ, ყველა ტურისტთან სხვადასხვა ურთიერთობა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ გიდს არ აქვს უფლება, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს ქვეყნის სტუმართან, ვინაიდან ეს სამსახურებრივ მოვალებას სცდება, გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან მაინც ვმეგობრობ... სავრაუდოდ, 4.000-მდე ტურისტი მყოლია. ხანდახან კორპორატიული ტურები მაქვს ხოლმე და ავტობუსში შეიძლება 50 კაციც მეჯდეს. ამ დროს ვალდებული ვარ, ყველანაირი აუდიტორიის ინტერესი დავაკმაყოფილო და ყველას ყურადღება მოვიქციო...

ისეთი ფაქტებიც ხდება, როცა საკუთარ ქვეყნებში 30 წლის უნახავი ადამიანები ერთმანეთს საქართველოში ხვდებიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ვინც ერთხელ ყოფილა, თითქმის უმრავლესობას აქ მეორედ ჩამოსვლის სურვილი უჩნდება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გასული წლის 1-ელი მაისიდან უკვე მეოთხედ ჩამოვიდა აქ და მაისში მეხუთედ აპირებს ჩამობრძანებას.

ყველა ამბობს, რომ ტურიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მთავარია სწორი მიდგომა, განვითარება, ახალი პროექტების შექმნა.

მაგალითად, ვიცნობ ქალბატონს, რომელიც 2011 წელს პირველად მოხვდა საქართველოში და დღეისათვის 15-ჯერ გახლდათ აქ, - უკვე სახლსეძებს კახეთში ალაზნის ველის ხედით.

- საიდან არის?

- მოსკოვიდან. შარშანწინ აქ იყო უკრაინელი მოსწავლეების ჯგუფი, სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად, მანამდე ჩვენს ერთ-ერთ სკოლასთან ჰქონიათ მიმოწერა. დამეგობრებულები ერთმანეთს შეხვდნენ...მოეწონათ ხინკალი და ერთმა ბავშვმა მკითხა, - მოდი, სანაძლეოს დაგიდებთ, 35 უკრაინულ "ვარენიკს" ვერ შეჭამთო. შევჭამ-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა დრო და ამ ბავშვებმა თავისთან მიმიწვიეს. ჩავედი, ლექცია ჩავუტარე და მერე სკოლის სასადილოში მოსწავლეებმა "ვარენიკები" საკუთარი ხელით მომიმზადეს. მოკლედ, 35 "ვარენიკი" ვერ შევჭამე, გაუხარდათ და წავაგე სანაძლეო.

* * *

პროფესიით ფსიქოლოგმა მაია ტაბიძემ გიდობა თავიდან ანაზღაურების გამო დაიწყო, რისთვისაც ტრენინგები გაიარა და გამოცდების ჩაბარებაც დასჭირდა, სერიოზულად შეამოწმეს, ამ მიმართულებით მუშაობა რომ დაეწყო. ტურისტები საქართველოში ყველა მიმართულებით დაჰყავდა.

"ლიდერი უნდა იყო, კონკრეტულ სიტუაციაში არ უნდა დაიბნე, გადაწყვეტილებები მუდმივად არ უნდა ცვალო და სტრესის ქვეშ მუშაობა შეძლო, რადგანაც შეიძლება. ჯგუფთან ერთად. მთაში მიდიოდე და უეცრად თავზე კლდე გადმოინგრეს. უნდა შეგეძლოს იმ მომენტის შესაბამისად, მოქნილად მოქმედება. ცხადია, ენების ცოდნაც გჭირდება. გიდობა ხელობაა, რომელსაც პრაქტიკაში სწავლობ... რაც მეტს მუშაობ, მეტი გამოცდილება გიგროვდება და საქმიანობა გიადვილდება", - ამბობს მაია ტაბიძე, რომელსაც ამ საქმეში საკმაოდ დიდი პრაქტიკა დაუგროვდა. მისი თქმით, გიდისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი და კომუნიკაბელური.

"ჩვენთან ჩამოდიან მოხუცებიც, ერთხელ მახსოვს, ხანდაზმულმა ქალბატონმა სასტუმროს ოთახში, ყაზბეგში, ნეკნი მოიტეხა. არადა, იმავე დღეს ჯგუფის სხვა წევრები ტურზე უნდა წამეყვანა, მაგრამ ჩემს ფუნქციაში იყო, იმ ქალისთვის მიმეხედა, უნდა უზრუნველმეყო სპეციალური მანქანით კლინიკაში გადაყვანა, ვერ ინძრეოდა... ხომ ვამბობ, ასეთი ტიპის სიტუაციებში სწრაფად უნდა იმოქმედო და გადაწყვიტო, რა არის შენთვის იმ წუთისთვის პრიორიტეტული, რომ არავისგან საყვედური არ დაიმსახურო," - ამბობს მაია და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არ ისწავლება. სიტუაცია ზოგჯერ ძალიან დამღლელია, მაგრამ გიდს ევალება, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოს, ყველას გაუცინოს: "მაშინაც კი, როცა ვიღაც მგზავრი შეიძლება ნერვებს უშლიდეს, არ აქვს უფლება, უხეშად მიმართოს".

ერთხელ ჩვენი რესპონდენტი ექსტრემალურ სიტუაციაშიც აღმოჩნდა, მიწისძვრა მოხდა, კლდემ შლა დაიწყო, რის გამოც უკან გამობრუნება მოუხდათ; რიკოთზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო კი გზაში დიდხანს შეფერხდნენ. ხოლო იმაზე, თუ რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, აი, რას ამბობს: "ეს უფრო იმ კონკრეტულ კომპანიაზეა დამოკიდებული, ტურს ვინც უკვეთავს. მაგალითად, იაპონელ ტურისტებს უყვართ ბუნებისა და ყვავილების დათვალიერება, გერმანელებს მთაში სიარული სიამოვნებთ, აღმოსავლეთ ევროპელები ღვინის დეგუსტაციების ტურებზე დადიან. გააჩნია, როგორი ჯგუფია. ტურისტების უმრავლესობის ინტერესები ძირითადად არის - მთა, ქართული ღვინო, ტაძრები და ქვეყნის ისტორია.

ძალიან პრეტენზიული ტურისტები არ შემხვედრია. დიდი-დიდი პრეტენზია სასტუმროზე, რესტორანზე, სისუფთავეზე ჰქონდეთ, მაგრამ თუ აუხსნი, გააგებინებ, პრობლემა მაშინვე იხსნება. თუმცა მძღოლებთან დაკავშირებით კი მართლაც პრობლემაა. გიჟებივით ატარებენ, მანქანები ტრასებზე ერთმანეთს უსწრებენ, რასაც ტურისტები არ არიან მიჩვეულები, ეშინიათ და სწორიც არის, სიცოცხლისთვის საშიში რაღაცები არასდროს უნდა აკეთო! ასევე დაუშვებელია ტურისტს ერთ დღეში დაუგეგმო იმდენი ობიექტის მონახულება, რომ ვერ მოასწროს და დაიღალოს".

ქეთი მელაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი:

- 2000 წელს სერიოზული პრობლემა იყო ამ სფეროში. მოკლედ, სადღაც ვიღაცას ხომ უნდა ეფიქრა და მე აღმოვჩნდი ის ერთი: 2005 წელს გიდების პირველი სკოლა გავხსენი, პროგრამაც შევქმენი, სადაც თვითონ ვასწავლიდი, გვყავდა პედაგოგების არაჩვეულებრივი ჯგუფი. უკვე 12 წელია, წარმატებულად ვმუშაობთ და ვზრდით გიდებს. ძალიან მიყვარს ეს პროფესია და თვითონაც ვმასპინძლობ ხოლმე ჯგუფებს მაშინ, როდესაც მეგობრები ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოდიან...

გიდებს ქვეყნის ელჩებს ვუწოდებთ. ამ პროფესიის ადამიანი უნდა იყოს ლიდერი, კომუნიკაბელური, ენები უნდა იცოდეს, დიპლომატი უნდა იყოს, წარმოიდგინეთ, მსახიობი და რეჟისორიც...

ვინაიდან კულტურული გიდების ასოციაცია ვართ, ჩვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია ცოდნა-გამოცდილება, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Georgian guides – ‘the ambassadors of the country’ talk about what tourists like and dislike

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი