უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 23, 23ა, 25 და 27 მცხოვრებლებს.

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12 და 18 მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასში" აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1007 აბონენტს წილკნის დევნილების დასახლებაში, წილკანში, ერედაში, ახალდაბაში, ფრეზეთში, ფრეზეთის დევნილების დასახლებაში, უფურეთში და უფურეთის აგარაკებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი