საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან
მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მე­ნინ­გი­ტი, მე­ნინ­გო­კუ­რი ინ­ფექ­ცია, მე­ნინ­გო­კო­კცე­მია - ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თობ სა­ში­შია, თუმ­ცა მას­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. ეს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხში­რად არ ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, რათა შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად არ დას­რულ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის 20-მდე შემ­თხვე­ვა რე­გის­ტრირ­დე­ბა. მა­ღა­ლია მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლე­ტა­ლო­ბა (10-20%), გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის ელ­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მე­ბის დროს. მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ით უპი­რა­ტე­სად ავად­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი ავად­მყოფ­თა 70%-ს შე­ად­გე­ნენ. შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა იწყე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე და პიკს აღ­წევს გა­ზა­ფხულ­ზე.

მე­ნინ­გო­კო­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მებ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის­გან თავ­დაც­ვის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

- მე­ნინ­გო­კო­კი არის მიკ­რო­ბი, რო­მე­ლიც იწ­ვევს მე­ნინ­გიტ­საც და მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ა­საც, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მაა, სის­ხლით მო­წამ­ვლა, ოღონდ მე­ნინ­გო­კო­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი და ის აზი­ა­ნებს ბევრ ორ­გა­ნოს.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სიპ­ტო­მე­ბი?

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს არა­ფე­რი სჭირ­დეს, უბ­რა­ლოდ, ჰქონ­დეს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ისე დამ­ძიმ­დეს, რომ გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლოს, ამი­ტომ მე­ნინ­გო­კო­კცე­მის ერ­თა­დერ­თი თავ­დაც­ვა არის ის, რომ თუ აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და თა­ვის ტკი­ვი­ლი, ბავ­შვს გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­დამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როს სხე­უ­ლი და ერთი ცალი პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვი­სე­ბუ­რი სის­ხლჩაქ­ცე­ვაც რომ ნა­ხოს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს ექიმს.

მე­ნინ­გო­კო­კურ ინ­ფექ­ცი­ას მტა­რებ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, ეს ნიშ­ნავს, დღეს თბი­ლის­ში რომ გა­მო­იკ­ვლი­ოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, 1% იქ­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის მტა­რე­ბე­ლი, ოღონდ მათ არა­ფე­რი არ ჭირთ, ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, ორი კვი­რა ერთი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა მტა­რე­ბე­ლი, ორი კვი­რა სხვა და ასე რომ ჩა­მო­ივ­ლის ყვე­ლას, ვი­ღა­ცას ამო­არ­ჩევს, რო­მელ­საც და­ე­მარ­თე­ბა მე­ნინ­გო­კო­კცე­მია. ამ და­ა­ვა­დე­ბის თვი­სე­ბა ის არის, რომ ვერ გა­ვი­გებთ, შე­იძ­ლე­ბა ისე უცებ დაგ­ვე­მარ­თოს.

- რო­გორ ვრცელ­დე­ბა?

- ვრცელ­დე­ბა წვე­თო­ვა­ნი გზით, ანუ მე რომ და­ვახ­ვე­ლებ, და­ვა­ცე­მი­ნებ, თუ წვე­თი მოხ­ვდე­ბა თქვენს ლორ­წო­ვან გარსზე. ეს მიკ­რო­ბი ძა­ლი­ან სუს­ტია და გა­რე­მო­ში მალე კვდე­ბა. ეს არის წვე­თო­ვა­ნი და არა ჰა­ე­რო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა. მაგ­რამ ვის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა გად­მოგ­ვე­დოს, ის ადა­მი­ა­ნი ავად­მყო­ფი არ არის, უბ­რა­ლოდ მტა­რე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, ვი­საც მე­ნინ­გო­კო­კი არ შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს ცხვირ-ხა­ხა­ში, ეს ნიშ­ნავს რომ 1000 ადა­მი­ა­ნი­დან 999-ს არა­ფე­რი მო­უ­ვა.

- ვაქ­ცი­ნა თუ არ­სე­ბობს?

- ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რებ­ში არ შე­დის. დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, მას­ში შე­დის C ტი­პის მე­ნინ­გო­კო­კის ვაქ­ცი­ნაც, რო­მე­ლიც ჩვენ­თან გვხვდე­ბა. 2015 წლი­დან ევ­რო­პა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია B ტი­პის ვაქ­ცი­ნაც, რო­მე­ლიც ასე­ვე ცირ­კუ­ლი­რებს ჩვენ­თან.

- რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის 10-15 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. 90% არის 4 წლამ­დე ბავ­შვე­ბი. მახ­სოვს, 60 წლის კაცს ჰქონ­და, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვე­ბია. 2016 წელს მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის 8 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან ერთი იყო მოზ­რდი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, 2 გარ­და­იც­ვა­ლა.

2015 წელს მე­ნინ­გო­კო­კცე­მი­ის 19 შემ­თხვე­ვა გვქონ­და, აქე­დან 1 იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი ძი­რი­თა­დად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ხოლ­მე.

- ამ მხრივ სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში ავა­დო­ბა უფრო მა­ღა­ლია, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში უფრო და­ბა­ლი, ჩვენ­თან კი­დევ უფრო და­ბა­ლია. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია აფ­რი­კა­ში, მე­ნინ­გი­ტე­ბის სარ­ტყე­ლი ქვია, სა­დაც არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ავა­დო­ბა - სუბ­სა­ჰა­რის აფ­რი­კა.

- და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- მთა­ვა­რია ექიმ­თან დრო­უ­ლი მი­მარ­თვა. ბავ­შვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და თა­ვის ტკი­ვი­ლის ფონ­ზე, კან­ზე ერთი პა­ტა­რა სის­ხლჩაქ­ცე­ვაც თუ გა­უჩ­ნდა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს. ხში­რად სა­ა­თებს და წუ­თებ­საც კი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ანამ­ნე­ზუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და გა­სინ­ჯვის სა­ფუძ­ველ­ზე, ექი­მი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბი­სა და ადექ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია. ეს ინფექციური დაავადებები საქართველოში საბედნიეროდ, ხშირად არ ვლინდება, თუმცა აუცილებელია დროული ყურადღება, რათა შემთხვევა ლეტალურად არ დასრულდეს.

საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ. შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.

მენინგოკოკით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებზე, განვითარებასა და მისგან თავდაცვის გზებზე გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

- მენინგოკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა, სისხლით მოწამვლა, ოღონდ მენინგოკოკით გამოწვეული და ის აზიანებს ბევრ ორგანოს.

- როგორია ამ დაავადების სიპტომები?

- შეიძლება ადამიანს არაფერი სჭირდეს, უბრალოდ, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი და შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ გადარჩენა ვეღარ შეძლოს, ამიტომ მენინგოკოკცემის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ აქვს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, ბავშვს განსაკუთრებით, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთი ცალი პატარა ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევაც რომ ნახოს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

მენინგოკოკურ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს, დღეს თბილისში რომ გამოიკვლიოთ მოსახლეობა, 1% იქნება ამ დაავადების მტარებელი, ოღონდ მათ არაფერი არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან, ორი კვირა ერთი ადამიანი იქნება მტარებელი, ორი კვირა სხვა და ასე რომ ჩამოივლის ყველას, ვიღაცას ამოარჩევს, რომელსაც დაემართება მენინგოკოკცემია. ამ დაავადების თვისება ის არის, რომ ვერ გავიგებთ, შეიძლება ისე უცებ დაგვემართოს.

- როგორ ვრცელდება?

- ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ მე რომ დავახველებ, დავაცემინებ, თუ წვეთი მოხვდება თქვენს ლორწოვან გარსზე. ეს მიკრობი ძალიან სუსტია და გარემოში მალე კვდება. ეს არის წვეთოვანი და არა ჰაეროვანი დაავადება. მაგრამ ვისგანაც შეიძლება გადმოგვედოს, ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მტარებელია. ადამიანი არ არსებობს, ვისაც მენინგოკოკი არ შეიძლება არ ჰქონდეს ცხვირ-ხახაში, ეს ნიშნავს რომ 1000 ადამიანიდან 999-ს არაფერი მოუვა.

- ვაქცინა თუ არსებობს?

- ვაქცინაცია სავალდებულო აცრებში არ შედის. დიდი ხანია არსებობს ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, მასში შედის C ტიპის მენინგოკოკის ვაქცინაც, რომელიც ჩვენთან გვხვდება. 2015 წლიდან ევროპაში რეგისტრირებულია B ტიპის ვაქცინაც, რომელიც ასევე ცირკულირებს ჩვენთან.

- როგორია სტატისტიკა საქართველოში?

- წელიწადში საშუალოდ, მენინგოკოკცემიის 10-15 შემთხვევა ფიქსირდება. 90% არის 4 წლამდე ბავშვები. მახსოვს, 60 წლის კაცს ჰქონდა, მაგრამ უმეტესობა პატარა ასაკის ბავშვებია. 2016 წელს მენინგოკოკცემიის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი იყო მოზრდილი, დანარჩენი ბავშვები. სამწუხაროდ, 2 გარდაიცვალა.

2015 წელს მენინგოკოკცემიის 19 შემთხვევა გვქონდა, აქედან 1 იყო გარდაცვალება. ლეტალური შედეგი ძირითადად დაგვიანებული შემთხვევებია ხოლმე.

- ამ მხრივ სხვა ქვეყნებში როგორი მდგომარეობაა?

- დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთში ავადობა უფრო მაღალია, აღმოსავლეთ ევროპაში უფრო დაბალი, ჩვენთან კიდევ უფრო დაბალია. ყველაზე მაღალია აფრიკაში, მენინგიტების სარტყელი ქვია, სადაც არის ყველაზე მაღალი ავადობა - სუბსაჰარის აფრიკა.

- დაავადების პრევენცია შესაძლებელია?

- მთავარია ექიმთან დროული მიმართვა. ბავშვს მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის ფონზე, კანზე ერთი პატარა სისხლჩაქცევაც თუ გაუჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე

მამუკა ბახტაძის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა - ვინ არის ყოფილი პრემიერის რჩეული

BTU-ში იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„ ჩატარდა