დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 22 წლის მამაკაცი ნაღმზე აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლი.გე" ოსურ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცხინვალის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აფეთქება შუადღისას ზნაურის რაიონის სოფელ ავნევთან მოხდა. დაიღუპა ამავე რაიონის სოფელ ძაგინაში მცხოვრები ახსარ გუსალოვი.
ცხინვალის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მიმდებარე ტერიტორია განაღმული იყო.