პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს
"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს

თა­მა­ში გარ­თო­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხით გა­მორ­ჩე­ულ, დამ­თრგუნ­ველ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში რე­ა­ლო­ბი­დან გა­რი­დე­ბი­სა და თავ­და­ვი­წყე­ბის მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც არის. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც ჩემს სა­ნაც­ნო­ბო-სა­მე­გობ­რო­ში რამ­დე­ნი­მეს თუ და­ვით­ვლი, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით არ არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი თა­მა­შო­ბენ - ზოგი მე­ტად, ზოგი ნაკ­ლე­ბად, ზოგი კი ოჯა­ხის და­მაქ­ცევ­ლად.

დღეს ამ უკა­ნას­კნელ­ზე მინ­და შევ­ჩერ­დე. უფრო სწო­რედ კი თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე: მშობ­ლებ­ზე, და-ძმა­ზე, პარტნი­ორ-მე­უღ­ლე­სა და მე­გობ­რებ­ზე. ეს სტა­ტია სწო­რედ მათ­თვი­საა - ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ თან­დაშ­ვი­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს:

დეპ­რე­სია ხომ იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის შავ ჭი­რად მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ულ პა­ცი­ენ­ტებს ვი­ზი­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში მხო­ლოდ მე­ო­რე ად­გი­ლი უჭი­რავს. პირ­ვე­ლო­ბას აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის (რო­გორც წესი, ახალ­გაზ­რდა კა­ცის) პატ­რო­ნი არა­ვის უთ­მობს. ყვე­ლა­ზე მეტ წე­რილ­საც მათ­გან ვი­ღებ, რო­მე­ლიც ერთი და იგი­ვე ტექ­სტით იწყე­ბა: ოღონდ ეშ­ვე­ლოს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რა­საც მე­ტყვით.

სრუ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით და უზარ­მა­ზა­რი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მო­ცე­მულ ამ პი­რო­ბას შეს­რუ­ლე­ბა არ უწე­რია. იმი­ტომ რომ, ის რაც გემბლე­რის პატ­რონ­მა მის და­სახ­მა­რებ­ლად უნდა გა­ა­კე­თოს, ქი­რურ­გის ლან­ცეტს მო­ი­თხოვს და არა მო­ა­ლერ­სე ღვთის­მშობ­ლის ნა­ტიფ თი­თებს.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ გემბლე­რი

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით თა­ვის შემ­ქცე­ვი ადა­მი­ა­ნი თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ქცე­ვის ისეთ ფორ­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც ზო­მი­ე­რე­ბი­სა და საღი აზ­რის გან­სა­ზღვრე­ბას ცდე­ბა:

1. ინ­ტე­რე­სე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვეთ­რი გა­ღა­ტა­კე­ბა - გემბლერს თა­მა­შის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან გემბლინ­გი მის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი და ხში­რად ერ­თა­დერ­თი წყა­როა. მას სხვა ინ­ტე­რე­სი თით­ქმის არ გა­აჩ­ნია. რო­გორც კი დად­გე­ბა იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ თა­მაშ­ზე წვდო­მა შე­ე­ზღუ­დოს, მოს­ვე­ნე­ბას კარ­გავს და ად­გილს ვერ პო­უ­ლობს.

ნატა (29 წლის): როცა დავ­ქორ­წინ­დით, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე გიჟ­დე­ბო­და. ქორ­წი­ლის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ფული 5 კვი­რას გვე­ყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ. იმ­დე­ნი რამ აინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თად ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ­დით. ერთ დღეს მე ვირ­ჩევ­დი ფილ­მს, მე­ო­რე დღეს თვი­თონ და მერე ვარ­ჩევ­დით სა­ა­თო­ბით. სუ­შის კე­თე­ბა მინ­და ვის­წავ­ლოო, აი­ჩე­მა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვერ შეხ­ვი­დო­დი, ყველ­გან დაჭ­რი­ლი თევ­ზი და სხვა­დას­ხვა ფე­რის ბრინ­ჯი იდო. კა­რა­ტე­ზე შე­ვე­დით; შვე­დურს ვსწავ­ლობ­დით. ყვე­ლა გიჟ­დე­ბო­და, ერთ ად­გი­ლას ვერ ჩერ­დე­ბი­თო...

ეხლა მისი ერ­თა­დერ­თი ჰობი თა­მა­შია. მე­გობ­რე­ბიც კი და­ი­ვი­წყა. მხო­ლოდ ისი­ნი და­ი­ტო­ვა გვერ­დით, ვინც თა­მა­შობს. სექ­სი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ნული; არ გე­ლა­პა­რა­კე­ბა; კომ­პი­უ­ტე­რი აქვს აფა­რე­ბუ­ლი, როცა სახ­ლშია და უმე­ტეს­წი­ლად იმ თა­ვის მე­გობ­რებ­თან არის. ადა­მი­ანს არა­ფე­რი აღარ აინ­ტერ­სებს ფსო­ნე­ბის გარ­და. ბოლო წვე­თი იყო თა­ვი­სი ძმის ნიშ­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ცო­ლეს აგა­რაკ­ზე გა­და­ვი­ხა­დეთ. ტე­ლე­ფო­ნი ცუ­დად იჭერ­და და ინ­ტერ­ნე­ტი სა­ერ­თოდ არ ქონ­დათ. ღა­მის 2 სა­ათ­ზე მე­გო­ბარს მან­ქა­ნა გა­მო­არ­თვა და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და, მე მგო­ნი გაზი დამ­რჩა ჩარ­თუ­ლიო. ვეხ­ვე­წე და არ წა­მო­მიყ­ვა­ნა. კა­ზი­ნო­ში გა­ა­თე­ნა: ხელ­ფა­სი და კრე­დი­ტში აღე­ბუ­ლი თან­ხა წა­ა­გო...

2. ტყუ­ი­ლის დახ­ვე­წი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა

გემბლე­რის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი არის ტყუ­ი­ლი. ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი და ალა­ლი ადა­მი­ა­ნიც კი თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ ტყუ­ი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბას ბრწყინ­ვა­ლედ ეუფ­ლე­ბა. მას შე­უძ­ლია ისე­თი გა­უ­გო­ნა­რი და დახ­ვე­წი­ლი სი­უ­ჟე­ტის ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ, რომ­ლის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­შიც ეჭვს არ შე­ი­ტანთ.

ნინო (48 წლის): და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი შე­მო­ვი­და და მი­თხრა: ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მსაყ­ვე­დუ­რობ­დი, შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვერ გი­პო­ვი­აო და ა ბა­ტო­ნო, რო­გორც იქნა, მი­ვა­გე­ნი, მაგ­რამ ისე­თი ძვი­რია, რომ უნდა და­ვი­ვი­წყოო. გახ­სნა ლეპ­ტო­პი და მაჩ­ვე­ნა ვებ-დი­ზა­ი­ნის ერ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა ინ­გლი­სის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 8 თვე მე­ცა­დი­ნე­ობ­დი ონ­ლა­ინ და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ულ სერ­ტი­ფი­კატს გაძ­ლევ­დნენ, რომ­ლი­თაც მთელს მსოფ­ლი­ო­ში შე­გეძ­ლო ამ გან­ხრით მუ­შა­ო­ბა. ირაკ­ლის მამა და ძმა შე­პირ­დნენ სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას, მე გა­მო­ვარ­თმევ მა­სა­ლას და ჩე­მით ვი­მე­ცა­დი­ნე­ბო. გული მო­მიკ­ვდა.

ბინა მინ­დო­და გა­მე­ყი­და და უფრო დიდი მე­ყი­და და კარ­გა ხანს ვზო­გავ­დი. გა­მო­ვი­ტა­ნე და ან­გა­რიშ­ზე 7 ათა­სი დო­ლა­რი და­ვუ­დე. ის დიპ­ლო­მი თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. იმა­ვე დღეს წა­ა­გო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ირაკ­ლის ამ პროგ­რა­მა­ზე არა­ფე­რი გა­ე­გო და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და. აქეთ მე­ჩხუ­ბა: მინ­დო­და დაგ­ხმა­რე­ბო­დი და გა­მე­ორ­მა­გე­ბი­ნა ის თან­ხა, რომ ჩემი სწავ­ლის ფული თა­ვად გა­და­მე­ხა­და და ჩემ­მა კე­თილ­შო­ბი­ლე­ბად დამ­ღუ­პაო. ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. ეს ჩემი შვი­ლი არ იყო.

ნა­თია (20 წლის): ფან­ჯრებს მუქი ფარ­დე­ბი გა­და­ა­ფა­რა, ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯა და მი­თხრა, არა­ვის ზარს არ უპა­სუ­ხო. იცი­ან, რომ ჩემი ცოლი ხარ. ასე მო­მაგ­ნე­ბე­ნო. რამე თუ არ ვი­ღო­ნეთ, და­ვი­ღუ­პეო და მოყ­ვა, რო­გორ დას­დევ­და ერთი კა­ზი­ნოს მფლო­ბე­ლი მა­ფი­ო­ზი და მისი დაც­ვა მო­საკ­ლა­ვად. გული გა­მის­კდა და ვუ­თხა­რი, მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კავ, ჩემი ნათ­ლია პო­ლი­ცი­ე­ლია და გვე­ტყვის, რა გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. და­მარ­წმუ­ნა, რომ ამ ვალს არა­ვინ შე­არ­ჩენ­და და მას თუ ვერ მის­წვდე­ბოდ­ნენ, მე მომ­კლავ­დნენ.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­მა­შე­ნი ხომ ვერ და­გი­ცავს, სად­მე გა­მო­გი­ჭე­რენ, ან მე ჩა­მი­საფ­რდე­ბი­ან და ტყვი­ას და­მახ­ლი­ა­ნო. და­მა­ფი­ცა, რომ არა­ვის ვე­ტყო­დი, მით უმე­ტეს - მა­მა­ჩემს. მე­ო­რე დი­ლით ჩემი მან­ქა­ნა წა­ი­ღო და 16 ათა­სად გა­ყი­და. მარ­თა­ლია, ეს მხო­ლოდ ვა­ლის მე­სა­მე­დი იყო, მაგ­რამ ცოტა ხნით თავს გა­ა­ნე­ბებ­დნენ, რო­გორც ამიხ­სნა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე.

ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და თა­კოს მო­ვუ­ყე­ვი, ჩემს და­ქალს. ის ქმარს მო­უყ­ვა. ერთ სა­ღა­მო­საც თა­კოს ქმარ­მა ამიხ­სნა, რომ კა­ზი­ნო "პოს­ლე­ზე" არ თა­მა­შობს და ამი­ტომ კა­ზი­ნოს ვალი არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­საკ­ლა­ვად არა­ვინ გა­მო­გე­კი­დე­ბა. შენს ქმარს ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბი გა­და­ბულ­ბუ­ლე­ბუ­ლი ჰქო­ნი­აო. მა­მას­თან გა­და­ვა­მოწ­მე და ის სულ გა­გიჟ­და: არ მე­გო­ნა, ასე­თი აფე­რის­ტი რომ იყო.

ფული გა­მოგ­ძა­ლა კლა­სი­კუ­რად, თან ლა­მის აქეთ გათ­ქმე­ვი­ნა მად­ლო­ბაო. კარ­გა ხანს ვერ ვი­ჯე­რებ­დი. მე­გო­ნა, რომ თა­კოს ქმარს და მა­მა­ჩემს გიგი არ მო­წონ­დათ და ჩვენს და­ცი­ლე­ბას ამ გზით ცდი­ლობ­დნენ.

3. გემბლე­რი იდე­ა­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რია

მან კარ­გად უწყის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის სი­სუს­ტე­ე­ბი და წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი, ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სწო­რედ მათ­ზე ზე­მოქ­მე­დებს.

ანა (52 წლის): "ივი­კოს მა­მა­მის­თან სა­ში­ნე­ლი ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და. კი ვი­ცო­დით, რომ თა­მა­შობ­და, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ "ქუ­ჩის მა­ზავ­ში­კებ­თან" წა­ა­გებ­და. მოკ­ლედ, ფული გვთხო­ვა, 4 ათა­სი ლარი. თუ არ მომ­ცემთ, ხელ-ფეხს და­მამ­ტვრე­ვე­ნო. იტი­რა, იჩხუ­ბა, გვეხ­ვე­წა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც შე­ეძ­ლო. შვი­ლი არ გიყ­ვარ­თო, გაჰ­კი­ო­და.

ჩემი ქმა­რი ისე­თი ტი­პია, გულს ად­ვი­ლად ვერ მო­ულ­ბობ. თან ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. ადგა და მი­ა­ხა­ლა, კი­სე­რი მო­გამ­ტვრი­ონ, თუ უნ­დათ, ჩემ­გან ფულს ვერ მი­ი­ღე­ბო. ივი­კო თა­ვის ოთახ­ში შე­ვარ­და და აღარც გა­მო­სუ­ლა. შუ­ა­ღა­მეს რა­ღაც ბრა­გუ­ნი მეს­მის. აბა­ზა­ნის კარი შე­ვა­ღე და ძირს გდია, ხე­ლი­დან სის­ხლი მოს­დის. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. სას­წრა­ფო, მე­ზობ­ლე­ბი. კი­დევ კარ­გი, ზე­და­პი­რუ­ლი ჭრი­ლო­ბა იყო და ნა­კე­რის და­დე­ბაც არ და­ჭირ­დათ. სას­წრა­ფოს გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარი ვუ­თხა­რით და სახ­ლში და­ვი­ტო­ვეთ. მა­გის ბავ­შვო­ბის ძმა­კაცს და­ვუ­რე­კეთ. ამო­ვი­და. ივი­კოს ოთახ­ში და­ი­ძი­ნა იმ ღა­მით.

ვე­ლო­დე­ბი, რომ ჩემი ქმა­რი ეხლა მა­ინც და­ეხ­მა­რე­ბა. კა­პიკს არ მივ­ცე­მო, თა­ვი­სას აგ­რძე­ლებს. კი­ნა­ღამ ტვინ­ში სის­ხლი ჩა­მექ­ცა. შვი­ლი თუ აღარ მე­ყო­ლე­ბა, ჯან­და­ბა­ში წა­სულ­ხარ მეთ­ქი. აე­ჩე­მე­ბი­ნა: მა­გას თა­ვის მოკ­ვლა აზ­რა­დაც არ მოს­ვლია, უბ­რა­ლოდ შეგ­ვა­ში­ნაო. დიდ­ხანს ვი­ჩხუ­ბეთ ამის ნი­ა­დაგ­ზე. ვე­რაფ­რით რომ ვერ გა­და­მარ­წმუ­ნა, აბა­ზა­ნა­ში გა­მიყ­ვა­ნა და კარი მაჩ­ვე­ნა: გა­იხ­სე­ნე, ხმა რომ გა­ი­გე, კა­რე­ბი შე­ამ­ტვრიე თუ ღია დაგ­ხვდაო. არ შე­მიმ­ტვრე­ვია. ცოტა შე­ღე­ბუ­ლიც კი იყო. კარ­გად მახ­სოვს. უცებ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეჭ­ვდი.

წა­ი­კი­თხეთ: პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 21-ე სა­უ­კუ­ნის ნარ­კო­მა­ნი­ად იქცა

ივი­კოს ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და ასე­თი ჩვე­ვა, ხე­ლის გა­და­სა­ბა­ნა­დაც რომ შე­სუ­ლი­ყო, აბა­ზა­ნის კარს შიგ­ნი­დან მა­ინც კე­ტავ­და. დავ­ცი­ნო­დით, კარი ჩა­რა­ზე, არ მო­გი­ტა­ცო­ნო. რა ვიცი, სიკ­ვდილ­თან თა­მა­ში რო­გო­რი საქ­მეა. მაგ­რამ თვით­მკვლე­ლო­ბით ად­რეც დამ­მუქ­რე­ბია. მხო­ლოდ მე. მა­მა­მისს - არა. უფრო მცი­რე თან­ხა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და მე თვი­თონ ვშო­უ­ლობ­დი და ქმარს არც ვე­უბ­ნე­ბო­დი, ისე ვაძ­ლევ­დი. ეხლა ხომ მო­გი­ყე­ვით ეს ამ­ბა­ვი?... მაგ­რამ, იცით, რომ ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რა, ჩემ­მა შვილ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა რომ გა­ი­თა­მა­შა. თით­ქოს რა­ღაც შიგ­ნი­დან მე­უბ­ნე­ბა, რომ ივი­კოს უნდა და­ვუ­ჯე­რო. რა სი­სუ­ლე­ლე­ებს ვლა­პა­რა­კობ"

  • გემბლე­რის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ოჯა­ხის წევ­რი (წევ­რე­ბი)

ანას ამ ბოლო ფრა­ზა­ზე მინ­და შევ­ჩერ­დე. ფაქ­ტე­ბის და­მარ­წმუ­ნებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც წესი, გემბლე­რის პატ­რო­ნი ვე­რაფ­რით იჯე­რებს, რომ შვი­ლი ატყუ­ებს, ფულს სძა­ლავს, იყე­ნებს და აშან­ტა­ჟებს. ყო­ველ ახალ შე­პი­რე­ბას (შვი­ლის და­ფი­ცე­ბა, ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა, დე­დის და­ფი­ცე­ბა, მა­მა­ოს­თვის აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა გა­მოს­წო­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით) რომ ეს ბოლო თა­მა­შია და ამის შემ­დეგ სამ­სა­ხურს იშო­ვის, იმ­კურ­ნა­ლებს, თავს გა­ა­ნე­ბებს, პატ­რო­ნი გულ­წრფე­ლად აი­ტა­ცებს და მო­რი­გი გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან იხ­სნის.

დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფრო უა­რე­სი შემ­თხვე­ვე­ბიც შემ­ხვედ­რია. 19 წლის ბიჭს, რო­მელ­მაც სახ­ლი­დან ოქ­როს სამ­კა­უ­ლი გა­ი­ტა­ნა და ლომ­ბარ­დში ჩა­ა­ბა­რა, რათა ქუ­ჩა­ში წა­გე­ბუ­ლი ვალი გა­და­ე­ხა­და, მშო­ბელ­მა არა მხო­ლოდ ვა­ლის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლის გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა მის­ცა, არა­მედ "ღრმა მწუ­ხა­რე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილს" მან­ქა­ნა უყი­და - იქ­ნებ ხა­სი­ათ­ზე მო­ვი­დე­სო. მან­ქა­ნამ ერთი თვე გაძ­ლო მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში.

მალე უფ­რო­სი შვი­ლის­თვის ნა­ყი­დი ბინა უფ­რო­სი შვი­ლის­ვე შე­თა­ვა­ზე­ბით გა­ყი­დეს და გემბლე­რი შვი­ლის "სი­ცო­ცხლე ასე გა­მო­ის­ყი­დეს." ამ ოჯახს ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მალე ყვე­ლა­ფერს და­კარ­გავს, რაც კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უგ­რო­ვე­ბია და მხო­ლოდ მა­შინ­ღა მო­ე­გე­ბა გონს. ან არ მო­ე­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო სავ­სეა ოჯა­ხის და­მაქ­ცევ­ლის "ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლი" დე­დე­ბით, მა­მე­ბით, ცო­ლე­ბით, შვი­ლე­ბით, და-ძმით.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ ლო­ბი­რებს ხალ­ხის ღლე­ტის ბიზ­ნესს?!

გემბლინ­გის და­მან­გრე­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა არა მხო­ლოდ ოჯა­ხის ფი­ნან­სურ ნა­წილ­ზე მო­დის, არა­მედ ოჯა­ხის წევ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც. "შენ შვი­ლი არ გიყ­ვარს. გინ­და, რომ მოკ­ვდეს!" ან "შენი ძმაა და ასე ხე­ლა­ღე­ბით უა­რის თქმა რო­გორ შე­გიძ­ლია!" - ამ სი­ტყვე­ბით გემბლე­რის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ოჯა­ხის წევ­რი ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებს და ზრუნ­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში სდებს ბრალს ოჯა­ხის სა­ღად მო­აზ­როვ­ნე წევ­რს.

ფი­ნან­სურ ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, გემბლერს ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­დე­ნის გა­ნი­ა­ვე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, რომ სხვა წევ­რებს (შვი­ლებს, დებს, ძმებს) აღა­რა­ფე­რი რჩე­ბა. ისი­ნი სა­ში­ნე­ლი უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლე­ბი ხდე­ბი­ან. ამ ადა­მი­ა­ნებს სახ­ლი­სა და სწავ­ლის ფუ­ლის და­კარ­გვას­თან ერ­თად ეკარ­გე­ბა მოს­ვე­ნე­ბა, სიმ­შვი­დე, ტკბი­ლი და ალერ­სი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, ზრუნ­ვა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა...

წყა­რო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ თან­დაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს

"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს

თამაში გართობის ერთ-ერთი ფორმაა და ფსიქოლოგიური წნეხით გამორჩეულ, დამთრგუნველ ქართულ კულტურაში რეალობიდან გარიდებისა და თავდავიწყების მარტივი საშუალებაც არის. შეიძლება ამიტომაც ჩემს სანაცნობო-სამეგობროში რამდენიმეს თუ დავითვლი, რომელიც აზარტული თამაშებით არ არის გატაცებული. დანარჩენები თამაშობენ - ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი ოჯახის დამაქცევლად.

დღეს ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე. უფრო სწორედ კი თამაშზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებზე: მშობლებზე, და-ძმაზე, პარტნიორ-მეუღლესა და მეგობრებზე. ეს სტატია სწორედ მათთვისაა - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს ძალიან საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

დეპრესია ხომ იმდენად გავრცელებული დიაგნოზია, რომ 21-ე საუკუნის შავ ჭირად მოვიხსენიებთ, მაგრამ დეპრესიულ პაციენტებს ვიზიტების სტატისტიკაში მხოლოდ მეორე ადგილი უჭირავს. პირველობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის (როგორც წესი, ახალგაზრდა კაცის) პატრონი არავის უთმობს. ყველაზე მეტ წერილსაც მათგან ვიღებ, რომელიც ერთი და იგივე ტექსტით იწყება: ოღონდ ეშველოს და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით.

სრული გულწრფელობით და უზარმაზარი გულისტკივილით მოცემულ ამ პირობას შესრულება არ უწერია. იმიტომ რომ, ის რაც გემბლერის პატრონმა მის დასახმარებლად უნდა გააკეთოს, ქირურგის ლანცეტს მოითხოვს და არა მოალერსე ღვთისმშობლის ნატიფ თითებს.

  • როგორ ამოვიცნოთ გემბლერი

აზარტული თამაშებით თავის შემქცევი ადამიანი თამაშზე დამოკიდებული ადამიანისგან ძალიან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ქცევის ისეთ ფორმებს ახორციელებს, რომელიც ზომიერებისა და საღი აზრის განსაზღვრებას ცდება:

1. ინტერესების და ურთიერთობების მკვეთრი გაღატაკება - გემბლერს თამაშის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, რადგან გემბლინგი მისთვის სიამოვნების ძირითადი და ხშირად ერთადერთი წყაროა. მას სხვა ინტერესი თითქმის არ გააჩნია. როგორც კი დადგება იმის საშიშროება, რომ თამაშზე წვდომა შეეზღუდოს, მოსვენებას კარგავს და ადგილს ვერ პოულობს.

ნატა (29 წლის): როცა დავქორწინდით, მოგზაურობაზე გიჟდებოდა. ქორწილისთვის გამოყოფილი ფული 5 კვირას გვეყო, მაგრამ ყველაფერი ვნახეთ. იმდენი რამ აინტერესებდა. ერთად ფილმებს ვუყურებდით. ერთ დღეს მე ვირჩევდი ფილმს, მეორე დღეს თვითონ და მერე ვარჩევდით საათობით. სუშის კეთება მინდა ვისწავლოო, აიჩემა და სამზარეულოში ვერ შეხვიდოდი, ყველგან დაჭრილი თევზი და სხვადასხვა ფერის ბრინჯი იდო. კარატეზე შევედით; შვედურს ვსწავლობდით. ყველა გიჟდებოდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებითო...

ეხლა მისი ერთადერთი ჰობი თამაშია. მეგობრებიც კი დაივიწყა. მხოლოდ ისინი დაიტოვა გვერდით, ვინც თამაშობს. სექსისადმი ინტერესი ნული; არ გელაპარაკება; კომპიუტერი აქვს აფარებული, როცა სახლშია და უმეტესწილად იმ თავის მეგობრებთან არის. ადამიანს არაფერი აღარ აინტერსებს ფსონების გარდა. ბოლო წვეთი იყო თავისი ძმის ნიშნობა, რომელიც საცოლეს აგარაკზე გადავიხადეთ. ტელეფონი ცუდად იჭერდა და ინტერნეტი საერთოდ არ ქონდათ. ღამის 2 საათზე მეგობარს მანქანა გამოართვა და თბილისში წამოვიდა, მე მგონი გაზი დამრჩა ჩართულიო. ვეხვეწე და არ წამომიყვანა. კაზინოში გაათენა: ხელფასი და კრედიტში აღებული თანხა წააგო...

2. ტყუილის დახვეწილი ხელოვნება

გემბლერის საუკეთესო მეგობარი არის ტყუილი. ყველაზე მართალი და ალალი ადამიანიც კი თამაშზე დამოკიდებულების განვითარების შემდეგ ტყუილის ხელოვნებას ბრწყინვალედ ეუფლება. მას შეუძლია ისეთი გაუგონარი და დახვეწილი სიუჟეტის ისტორია მოგიყვეთ, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვს არ შეიტანთ.

ნინო (48 წლის): დადარდიანებული შემოვიდა და მითხრა: ხომ მთელი ცხოვრება მსაყვედურობდი, შენი საყვარელი საქმე ვერ გიპოვიაო და ა ბატონო, როგორც იქნა, მივაგენი, მაგრამ ისეთი ძვირია, რომ უნდა დავივიწყოო. გახსნა ლეპტოპი და მაჩვენა ვებ-დიზაინის ერთწლიანი პროგრამა ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. 8 თვე მეცადინეობდი ონლაინ და გამოცდების ჩაბარების შემდეგ პროფესიულ სერტიფიკატს გაძლევდნენ, რომლითაც მთელს მსოფლიოში შეგეძლო ამ განხრით მუშაობა. ირაკლის მამა და ძმა შეპირდნენ სწავლის დაფინანსებას, მე გამოვართმევ მასალას და ჩემით ვიმეცადინებო. გული მომიკვდა.

ბინა მინდოდა გამეყიდა და უფრო დიდი მეყიდა და კარგა ხანს ვზოგავდი. გამოვიტანე და ანგარიშზე 7 ათასი დოლარი დავუდე. ის დიპლომი თვალით არ მინახავს. იმავე დღეს წააგო. როგორც აღმოჩნდა, ირაკლის ამ პროგრამაზე არაფერი გაეგო და სწავლის გაგრძელებას საერთოდ არ აპირებდა. აქეთ მეჩხუბა: მინდოდა დაგხმარებოდი და გამეორმაგებინა ის თანხა, რომ ჩემი სწავლის ფული თავად გადამეხადა და ჩემმა კეთილშობილებად დამღუპაო. ყურებს არ დავუჯერე. ეს ჩემი შვილი არ იყო.

ნათია (20 წლის): ფანჯრებს მუქი ფარდები გადააფარა, ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, არავის ზარს არ უპასუხო. იციან, რომ ჩემი ცოლი ხარ. ასე მომაგნებენო. რამე თუ არ ვიღონეთ, დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა ერთი კაზინოს მფლობელი მაფიოზი და მისი დაცვა მოსაკლავად. გული გამისკდა და ვუთხარი, მამაჩემს დავურეკავ, ჩემი ნათლია პოლიციელია და გვეტყვის, რა გავაკეთოთ-მეთქი. დამარწმუნა, რომ ამ ვალს არავინ შეარჩენდა და მას თუ ვერ მისწვდებოდნენ, მე მომკლავდნენ.

მთელი ცხოვრება მამაშენი ხომ ვერ დაგიცავს, სადმე გამოგიჭერენ, ან მე ჩამისაფრდებიან და ტყვიას დამახლიანო. დამაფიცა, რომ არავის ვეტყოდი, მით უმეტეს - მამაჩემს. მეორე დილით ჩემი მანქანა წაიღო და 16 ათასად გაყიდა. მართალია, ეს მხოლოდ ვალის მესამედი იყო, მაგრამ ცოტა ხნით თავს გაანებებდნენ, როგორც ამიხსნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სიკვდილს გადავარჩინე.

ყველაფერი რომ დამთავრდა, ვეღარ მოვითმინე და თაკოს მოვუყევი, ჩემს დაქალს. ის ქმარს მოუყვა. ერთ საღამოსაც თაკოს ქმარმა ამიხსნა, რომ კაზინო "პოსლეზე" არ თამაშობს და ამიტომ კაზინოს ვალი არ შეიძლება გქონდეს. შესაბამისად, მოსაკლავად არავინ გამოგეკიდება. შენს ქმარს ჰოლივუდის ფილმები გადაბულბულებული ჰქონიაო. მამასთან გადავამოწმე და ის სულ გაგიჟდა: არ მეგონა, ასეთი აფერისტი რომ იყო.

ფული გამოგძალა კლასიკურად, თან ლამის აქეთ გათქმევინა მადლობაო. კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ თაკოს ქმარს და მამაჩემს გიგი არ მოწონდათ და ჩვენს დაცილებას ამ გზით ცდილობდნენ.

3. გემბლერი იდეალური მანიპულატორია

მან კარგად უწყის ოჯახის წევრებისა და მეგობრების სისუსტეები და წინასწარ გათვლილი, ტაქტიკური ნაბიჯებით სწორედ მათზე ზემოქმედებს.

ანა (52 წლის): "ივიკოს მამამისთან საშინელი ჩხუბი მოუვიდა. კი ვიცოდით, რომ თამაშობდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ "ქუჩის მაზავშიკებთან" წააგებდა. მოკლედ, ფული გვთხოვა, 4 ათასი ლარი. თუ არ მომცემთ, ხელ-ფეხს დამამტვრევენო. იტირა, იჩხუბა, გვეხვეწა, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. შვილი არ გიყვართო, გაჰკიოდა.

ჩემი ქმარი ისეთი ტიპია, გულს ადვილად ვერ მოულბობ. თან ძალიან გაბრაზებული იყო. ადგა და მიახალა, კისერი მოგამტვრიონ, თუ უნდათ, ჩემგან ფულს ვერ მიიღებო. ივიკო თავის ოთახში შევარდა და აღარც გამოსულა. შუაღამეს რაღაც ბრაგუნი მესმის. აბაზანის კარი შევაღე და ძირს გდია, ხელიდან სისხლი მოსდის. ატყდა ერთი ამბავი. სასწრაფო, მეზობლები. კიდევ კარგი, ზედაპირული ჭრილობა იყო და ნაკერის დადებაც არ დაჭირდათ. სასწრაფოს გადაყვანაზე უარი ვუთხარით და სახლში დავიტოვეთ. მაგის ბავშვობის ძმაკაცს დავურეკეთ. ამოვიდა. ივიკოს ოთახში დაიძინა იმ ღამით.

ველოდები, რომ ჩემი ქმარი ეხლა მაინც დაეხმარება. კაპიკს არ მივცემო, თავისას აგრძელებს. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. შვილი თუ აღარ მეყოლება, ჯანდაბაში წასულხარ მეთქი. აეჩემებინა: მაგას თავის მოკვლა აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ შეგვაშინაო. დიდხანს ვიჩხუბეთ ამის ნიადაგზე. ვერაფრით რომ ვერ გადამარწმუნა, აბაზანაში გამიყვანა და კარი მაჩვენა: გაიხსენე, ხმა რომ გაიგე, კარები შეამტვრიე თუ ღია დაგხვდაო. არ შემიმტვრევია. ცოტა შეღებულიც კი იყო. კარგად მახსოვს. უცებ ყველაფერში დავეჭვდი.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

ივიკოს ბავშვობიდან ჰქონდა ასეთი ჩვევა, ხელის გადასაბანადაც რომ შესულიყო, აბაზანის კარს შიგნიდან მაინც კეტავდა. დავცინოდით, კარი ჩარაზე, არ მოგიტაცონო. რა ვიცი, სიკვდილთან თამაში როგორი საქმეა. მაგრამ თვითმკვლელობით ადრეც დამმუქრებია. მხოლოდ მე. მამამისს - არა. უფრო მცირე თანხაზე იყო ლაპარაკი და მე თვითონ ვშოულობდი და ქმარს არც ვეუბნებოდი, ისე ვაძლევდი. ეხლა ხომ მოგიყევით ეს ამბავი?... მაგრამ, იცით, რომ ბოლომდე მაინც არ მჯერა, ჩემმა შვილმა თვითმკვლელობა რომ გაითამაშა. თითქოს რაღაც შიგნიდან მეუბნება, რომ ივიკოს უნდა დავუჯერო. რა სისულელეებს ვლაპარაკობ"

  • გემბლერის წამახალისებელი ოჯახის წევრი (წევრები)

ანას ამ ბოლო ფრაზაზე მინდა შევჩერდე. ფაქტების დამარწმუნებლობის მიუხედავად, როგორც წესი, გემბლერის პატრონი ვერაფრით იჯერებს, რომ შვილი ატყუებს, ფულს სძალავს, იყენებს და აშანტაჟებს. ყოველ ახალ შეპირებას (შვილის დაფიცება, ხატზე დაფიცება, დედის დაფიცება, მამაოსთვის აღსარების ჩაბარება გამოსწორების პერსპექტივით) რომ ეს ბოლო თამაშია და ამის შემდეგ სამსახურს იშოვის, იმკურნალებს, თავს გაანებებს, პატრონი გულწრფელად აიტაცებს და მორიგი გამოუვალი მდგომარეობიდან იხსნის.

დათვური სამსახურის უფრო უარესი შემთხვევებიც შემხვედრია. 19 წლის ბიჭს, რომელმაც სახლიდან ოქროს სამკაული გაიტანა და ლომბარდში ჩააბარა, რათა ქუჩაში წაგებული ვალი გადაეხადა, მშობელმა არა მხოლოდ ვალის დარჩენილი ნაწილის გადასახდელი თანხა მისცა, არამედ "ღრმა მწუხარებაში ჩავარდნილს" მანქანა უყიდა - იქნებ ხასიათზე მოვიდესო. მანქანამ ერთი თვე გაძლო მის მფლობელობაში.

მალე უფროსი შვილისთვის ნაყიდი ბინა უფროსი შვილისვე შეთავაზებით გაყიდეს და გემბლერი შვილის "სიცოცხლე ასე გამოისყიდეს." ამ ოჯახს ჩემდა სამწუხაროდ არაფერი ეშველება. მალე ყველაფერს დაკარგავს, რაც კი წლების განმავლობაში შეუგროვებია და მხოლოდ მაშინღა მოეგება გონს. ან არ მოეგება. საქართველო სავსეა ოჯახის დამაქცევლის "ბოლომდე ერთგული" დედებით, მამებით, ცოლებით, შვილებით, და-ძმით.

წაიკითხეთ: ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

გემბლინგის დამანგრეველი ზემოქმედება არა მხოლოდ ოჯახის ფინანსურ ნაწილზე მოდის, არამედ ოჯახის წევრების ურთიერთობაზეც. "შენ შვილი არ გიყვარს. გინდა, რომ მოკვდეს!" ან "შენი ძმაა და ასე ხელაღებით უარის თქმა როგორ შეგიძლია!" - ამ სიტყვებით გემბლერის გამამართლებელი ოჯახის წევრი ხშირად ადანაშაულებს და ზრუნვის ნაკლებობაში სდებს ბრალს ოჯახის საღად მოაზროვნე წევრს.

ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, გემბლერს ოჯახის წევრები იმდენის განიავების უფლებას აძლევენ, რომ სხვა წევრებს (შვილებს, დებს, ძმებს) აღარაფერი რჩება. ისინი საშინელი უსამართლობის მსხვერპლები ხდებიან. ამ ადამიანებს სახლისა და სწავლის ფულის დაკარგვასთან ერთად ეკარგება მოსვენება, სიმშვიდე, ტკბილი და ალერსიანი ოჯახური გარემო, ზრუნვა და განვითარების შესაძლებლობა...

წყარო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს