კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - "ობიეტქივი" პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს
"რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - "ობიეტქივი" პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვი" სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის 16 თე­ბერ­ვლის მი­მარ­თვის სრულ ვერ­სი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მტკი­ცე­ბით, თვი­თონ მო­ი­პო­ვეს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 16 თე­ბერ­ვალს მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პატ­რი­არ­ქი ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებ­ზე. ილია მე­ო­რის პირ­ვე­ლი მი­მარ­თვი­დან, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის გვერ­დზე გავ­რცელ­და, ამოჭ­რი­ლია შემ­დე­გი ნა­წი­ლი:

"რა მოხ­და, რა­ტომ მოხ­და, რომ მამა გი­ორ­გი ლა­პა­რა­კობს ხან ერთს, ხან - მე­ო­რეს, ვისი და­ვა­ლე­ბით ხდე­ბა ეს? - ამ­ბობს პატ­რი­არ­ქი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ობი­ექ­ტი­ვის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვის სრუ­ლი ვერ­სია ასე­თია:

"მწუ­ხა­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი ტყუ­პი ძმე­ბი­ვით და­დი­ან ერ­თად. როცა ადა­მი­ა­ნი სი­ხა­რულ­შია, ის უნდა ელო­დოს მწუ­ხა­რე­ბას. ჰოი, მწუ­ხა­რე­ბავ, შენ სა­წყი­სი ხარ სი­ხა­რუ­ლის. ჰოი, სი­ხა­რუ­ლო, შენ სა­წყი­სი ხარ მწუ­ხა­რე­ბი­სა. ეს არის აღ­მო­სავ­ლუ­რი სიბ­რძნე. სამ­წუ­ხა­როდ, მე მო­მიხ­და გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვლა და გა­მი­კე­თეს ნაღ­ვლის ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცია კარ­გად დამ­თავ­რდა, კარ­გი შე­დე­გე­ბია და ექი­მე­ბი იტყვი­ან ამის შე­სა­ხებ. მე ასე­ვე მინ­და შე­ვე­ხო იმ უც­ნა­ურ და რა­ღაც არა­ნორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან. მე ვიც­ნობ მამა გი­ორ­გის უკვე კარ­გა ხა­ნია და კარ­გის მეტი მე არა­ფე­რი მო­მის­მე­ნია და მი­ნა­ხავს მის­გან.

რა მოხ­და, რა­ტომ მოხ­და, რომ მამა გი­ორ­გი ლა­პა­რა­კობს ხან ერთს, ხან მე­ო­რეს, ვისი და­ვა­ლე­ბით ხდე­ბა ეს?

მე მინ­და ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სია და ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მუ­დამ იყო ერთი გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი და იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს ჩვე­ნი ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის დარ­ღვე­ვას. მე სამ დღე­ში ჩა­მო­ვალ თბი­ლის­ში და იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დამ­შვიდ­დე­ბა, გა­ირ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ზე დად­გე­ბა. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო", - აცხა­დებს პატ­რი­არ­ქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - "ობიეტქივი" პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს

"რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - "ობიეტქივი" პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს

ტელეკომპანია "ობიექტივი" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. დღეს გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:

"რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? - ამბობს პატრიარქი.

იხილეთ ვიდეო

"ობიექტივის" მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია:

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - აცხადებს პატრიარქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი