პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?
"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?

თე­ლა­ვის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს მეშ­ვი­დე კლა­სელ მოს­წავ­ლე­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე მას შემ­დეგ ამო­ი­ჩე­მა, რაც მან სა­კონ­ტრო­ლოს ნი­შა­ნი გა­აპ­რო­ტეს­ტა და პე­და­გოგს არ­გუ­მენ­ტე­ბით და­უმ­ტკი­ცა, რომ უფრო მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა ეკუთ­ვნო­და. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ გო­გო­ნას ოჯა­ხი და მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

Ambebi.ge-ს გო­გო­ნას კლა­სე­ლის დედა ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

"პე­და­გოგს ბავ­შვი იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავს, დე­დის­თვის უკი­თხავს, რა წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ლია, რომ მე­ო­რე დღეს ცო­ცხა­ლი აღარ ყო­ფი­ლი­ყო. ბავ­შვს შე­ა­ჯავ­რა სკო­ლა. მის გაკ­ვე­თი­ლებს არ ეს­წრე­ბა, სკო­ლის დე­რე­ფან­ში უწევს 45 წუ­თის გა­ტა­რე­ბა, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს გაგ­რძელ­დეს?! მშობ­ლებ­მა ხელ­მწე­რე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ, ბრა­ლი დავ­დეთ მას მოს­წავ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ში. ამის შემ­დეგ ყვე­ლას დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, რომ თუ ვერ და­ვუმ­ტკი­ცებ­დით ამას, გვი­ჩივ­ლებ­და. მეტი რო­გორ­ღა და­ვუ­დას­ტუ­როთ? ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც ჰყვე­ბი­ან ოჯა­ხებ­ში", - გა­ნა­ცხა­და მან.

თე­ლა­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან მრე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის ფაქ­ტის ნიშ­ნებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სკო­ლის შიდა დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი იმ­სჯე­ლებს და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ერეკ­ლე ცო­ცა­ნი­ძე

Ambebi.ge

"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?

"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?

თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელს მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით,  ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლე მას შემდეგ ამოიჩემა, რაც მან საკონტროლოს ნიშანი გააპროტესტა და პედაგოგს არგუმენტებით დაუმტკიცა, რომ უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნოდა. ამბობენ იმასაც, რომ გოგონას ოჯახი და მასწავლებელი მეზობლები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

Ambebi.ge-ს გოგონას კლასელის დედა ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"პედაგოგს ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი შეიძლებოდა დაელია, რომ მეორე დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ბავშვს შეაჯავრა სკოლა. მის გაკვეთილებს არ ესწრება, სკოლის დერეფანში უწევს 45 წუთის გატარება, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! მშობლებმა ხელმწერები შევაგროვეთ, ბრალი დავდეთ მას მოსწავლის ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. ამის შემდეგ ყველას დაგვირეკა და გვითხრა, რომ თუ ვერ დავუმტკიცებდით ამას, გვიჩივლებდა. მეტი როგორღა დავუდასტუროთ? ამის შესახებ ჩვენი შვილებიც ჰყვებიან ოჯახებში", - განაცხადა მან.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი ჩვენთან საუბარში სკოლაში ბულინგის ფაქტის ნიშნებზე საუბრობს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში აღნიშნულის შესახებ სკოლის შიდა დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ერეკლე ცოცანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი