მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"
"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"

"პატ­რი­არ­ქს არ სჯე­რა, რომ მისი მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბა იყო" - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი აცხა­დებს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მიტ­რო­პო­ლიტს თა­ვა­დაც არ სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ამას გა­ა­კე­თებ­და.

"ჩემს აზ­რსაც გე­ტყვით და თვი­თონ პატ­რი­არ­ქი­საც. მე არ მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი აზრი გა­უჩ­ნდეს. რა მოხ­და, არა­ვინ იცის. არც პატ­რი­არ­ქს სჯე­რა ამის. ეგე­თი რამე სა­ერ­თოდ არ გა­მი­გია, რომ ვინ­მეს ვინ­მე მო­ე­წამ­ლოს, წიგ­ნებ­ში წა­მი­კი­თხავს მარ­ტო", - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მამა ნი­კო­ლო­ზი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხსაც და აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რი იყო ბერ­ლი­ნი­დან პატ­რი­არ­ქის დაც­ვის უფ­რო­სის, სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა.

"ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი გა­ა­კე­თა, რომ იგი ჩა­ვი­და, და­ეხ­მა­რა გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვენ­მა აქ ჩა­მოს­ვლამ კი ხელი შე­უ­წყო ამ სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მამა ნი­კო­ლოზ­მა.

სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სამი დღის წინ, აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. ის ბერ­ლინ­ში, პატ­რი­არ­ქთან გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და. კონ­კრე­ტუ­ლად რას უკავ­შირ­დე­ბა მისი აყ­ვა­ნა, უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, საქ­მეს გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო" ადევს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე და­ი­კი­თხა პატ­რი­არ­ქის დაც­ვის უფ­რო­სი სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ მიზ­ნით ბერ­ლი­ნი­დან თბი­ლის­ში გა­მო­ემ­გზავ­რა.

მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ამ დრო­ის­თვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ფოტო: და­ვით და­ნე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"

"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"

"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო" - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომელიც გერმანიაში იმყოფება.

მიტროპოლიტს თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა.

"ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც. მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს. რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მამა ნიკოლოზი გამოეხმაურა პატრიარქის უსაფრთხოების საკითხსაც და აღნიშნა, რომ სწორი იყო ბერლინიდან პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის თბილისში ჩამოსვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, დაეხმარა გამოძიებას. ჩვენმა აქ ჩამოსვლამ კი ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას", - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.

მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფოტო: დავით დანელია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი