სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი გალერის" თანამშრომლები საპროტესტო მიმართვას ავრცელებენ
"ბიბლუსი გალერის" თანამშრომლები საპროტესტო მიმართვას ავრცელებენ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუქ­ში "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გავ­რცელ­და "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მი­მარ­თვა, რომ­ლე­ბიც "მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მით პი­რო­ბებ­ზე" სა­უბ­რო­ბენ.

მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ვი­დე­ოც ახ­ლავს, 6 ახალ­გაზ­რდა რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი­ან გან­ცხა­დე­ბას კი­თხუ­ლობს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ აქვთ "მძი­მე და არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი", თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 300 ლა­რია და ა.შ.

გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას სრუ­ლად:

"ბიბ­ლუს გა­ლე­რე­ას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მი­მარ­თვა:

ჩვენ, ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში, და­საქ­მე­ბულ კონ­სულ­ტან­ტებს გვინ­და იმ მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მით პი­რო­ბებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რა­შიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა.

1. გვაქვს მძი­მე და არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი. კვი­რა­ში 6 დღე და და­ახ­ლო­ე­ბით 60 სა­ა­თი ვმუ­შა­ობთ. დღის მან­ძილ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 10 სა­ა­თი გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, არ გვაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეს­ვე­ნე­ბა და ერ­თმა­ნე­თის შეც­ვლის ხარ­ჯზე და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის მან­ძილ­ზე ვა­ხერ­ხებთ სა­მუ­შაო ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბას. არ გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი დრო და სივ­რცე კვე­ბის­თვის.

2. არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 300 ლა­რია. იგი­ვე დატ­ვირ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ზერვში მყო­ფი კონ­სულ­ტან­ტე­ბის 250 ლარი.

3. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვი­წევს ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მა და ღამე მუ­შა­ო­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ შრო­მას არ ანა­ზღა­უ­რებს.

4. კონ­სულ­ტან­ტებს გვი­წევს ყვე­ლა ტი­პის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად ვას­რულ­ბეთ კონ­სულ­ტან­ტის, მო­ლა­რის, დამ­ლა­გებ­ლის, სა­წყო­ბის მიმ­თვლე­ლის და მტვირ­თა­ვე­ბის ფუნ­ქცი­ებს;

5. ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ყიდ­ვე­ბის წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას გვთხოვს ყო­ველ­თვი­უ­რად, რაც იძუ­ლე­ბულს გვხდის არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლად და მძი­მე დატ­ვირ­თვით ვი­მუ­შა­ვოთ, რად­გან გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას ებ­მის ჩვენ­თვის ბო­ნუ­სე­ბის და­რი­ცხვა. ბო­ნუ­სი ჩვენ­თვის გა­უმჭვირ­ვა­ლე და გა­ურ­კვე­ვე­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით ან­გა­რიშ­დე­ბა და შე­საძ­ლოა იყოს თვე­ში 27 ლა­რი­დან 250 ლა­რამ­დე. ამას­თან, თა­ნა­ბა­რი და მძი­მე შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ბუ­ნუ­სებს არ იღე­ბენ რე­ზერვში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი;

6. მა­ღა­ზი­ა­ში არ არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა და ამის შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბა ჩვენ. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ნაკ­ლის­სა და ზი­ან­ზე, რაც ათე­უ­ლო­ბით ათას ლარს შე­იძ­ლე­ბა ად­გენ­დეს, ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბის არ­ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გვი­წევს მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჩვე­ნი­ვე შე­მო­სავ­ლი­დან. კომ­პა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად აკე­თებს და­ნაკ­ლი­სე­ბის აღ­რი­ცხვას, რო­მელ­საც ანა­წი­ლებს ჩვენ­ზე თა­ნაბ­რად და გვიქ­ვი­თავს ბო­ნუ­სი­დან. ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი ავი­ცი­ლოთ და­ნაკ­ლი­სე­ბი ან წი­ნას­წარ გან­ვსა­ზღვროთ რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვექ­ვი­თოს ბო­ნუ­სე­ბი­დან, რაც კი­დევ ამ­ცი­რებს ჩვენს ყო­ველ­თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აუ­ტა­ნე­ლი გახ­და დე­კემ­ბრის თვე­ში, როცა დიდი გა­ყიდ­ვე­ბის გამო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ვი­მუ­შა­ვეთ. ჩვე­ნი მძი­მე შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნი­ამ გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ბო­ნუ­სე­ბი დაგ­ვი­რი­ცხა, რა­საც ჩვენ­გან სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სა­პა­სუ­ხოდ, კომ­პა­ნი­ამ ორი კონ­სულ­ტან­ტი სამ­სა­ხუ­რი­დან იმა­ვე დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და 6 ჩვენ­გა­ნის მი­მართ მი­ი­ღო ქსე­ლის სხვა მა­ღა­ზი­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბის მი­ზა­ნი აქვს.

ჩვენ ვი­თხოვთ:

1. სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­დგე­ნას;

2. მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, რო­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას;

3. ჩვენ­თან და­დე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას და მის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მოქ­მედ შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. მო­ვი­თხოვთ რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თოს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

4. შე­იც­ვა­ლოს მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მის პი­რო­ბე­ბი, მათ შო­რის, მოხ­დეს სა­მუ­შაო დრო­ის ნორ­მი­რე­ბა და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი და ღა­მის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფით;

5. ბო­ნუ­სე­ბის და­რი­ცხვის სის­ტე­მა გახ­დეს გამჭვირ­ვა­ლე და დათ­ვლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი და სა­თა­ნა­დო. ასე­ვე ვი­თხოვთ, ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა გავ­რცელ­დეს რე­ზერვში მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე;

6. გა­უქ­მდეს და­ნაკ­ლი­სე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბი­დან დაქ­ვით­ვის უსა­მარ­თლო და თვით­ნე­ბუ­რი სის­ტე­მა, ამ მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს მი­მართ მოხ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ნაკ­ლი­სი ჩვენს მიერ სა­მუ­შა­ოს არა­სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბას და უშუ­ა­ლო ბრალს უკავ­შირ­დე­ბა.

კარ­გად ვი­ცით თუ რო­გო­რი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სერ­ვი­სის სფე­რო­ში. ჩვენ გავ­ბე­დეთ ხმის ამო­ღე­ბა და ამ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა. ვი­აზ­რებთ, რომ პრობ­ლე­მე­ბი არის სა­ერ­თო. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სო­ლი­და­რო­ბა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა და­საქ­მე­ბულს შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ. ბრძო­ლა სა­ერ­თოა, გი­ცხა­დებთ სო­ლი­და­რო­ბას.

გა­ბე­დე შენც და შე­მოგ­ვი­ერ­თდი!" - ნათ­ქვა­მია "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ბიბლუსი გალერის" თანამშრომლები საპროტესტო მიმართვას ავრცელებენ

"ბიბლუსი გალერის" თანამშრომლები საპროტესტო მიმართვას ავრცელებენ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში "აუდიტორია 115"-ის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა "ბიბლუსი გალერის" რამდენიმე თანამშრომლის მიმართვა, რომლებიც "მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე" საუბრობენ.

მიმართვაში, რომელსაც ვიდეოც ახლავს, 6 ახალგაზრდა რამდენიმე პუნქტიან განცხადებას კითხულობს. ისინი ამბობენ, რომ აქვთ "მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი", თვიური ანაზღაურება 300 ლარია და ა.შ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"ბიბლუს გალერეას თანამშრომლების საპროტესტო მიმართვა:

ჩვენ, ბიბლუსი გალერიში, დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.

3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.

4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;

5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;

6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.

ჩვენ ვითხოვთ:

1. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;

2. მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;

3. ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;

4. შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;

5. ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;

6. გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.

კარგად ვიცით თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა მომსახურებისა და სერვისის სფეროში. ჩვენ გავბედეთ ხმის ამოღება და ამ არაადამიანური პირობების წინააღმდეგ წასვლა. ვიაზრებთ, რომ პრობლემები არის საერთო. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა და გაერთიანება არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველა დასაქმებულს შემოგვიერთდეთ. ბრძოლა საერთოა, გიცხადებთ სოლიდარობას.

გაბედე შენც და შემოგვიერთდი!" - ნათქვამია "ბიბლუსი გალერის" თანამშრომლების მიმართვაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი