მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში
როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში

სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ პრე­სა­ში ასა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, რა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხდე­ბო­და და ზო­გა­დად რო­გო­რი იყო იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ყოფა...

გთა­ვა­ზობთ, ამო­ნა­რი­დებს გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტი­დან", რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­შია და­ცუ­ლი.

1924 წელი, მარ­ტი

"აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლ­ქის სა­სა­მარ­თლო­ში, შო­მა­ხი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, სახ, მსა­ჯუ­ლე­ბის: თევ­ზა­ძის, ბურ­ჭუ­ლა­ძის, პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წე ტა­ტიშ­ვი­ლის, მდი­ვა­ნი თა­ნა­შემ­წე პა­პი­ა­ნის მო­ან­წი­ლო­ე­ბით გა­ირ­ჩა საქ­მე, ვერა თე­დო­რეს ასუ­ლი მო­კო­ნის, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და ალექ­სან­დრე კორ­ძა­ხი­ას დაჭ­რა მისი მოკ­ვლის მიზ­ნით. მო­კო­ნის ქალი და კორ­ძა­ხია სცხოვ­რობ­დნენ ერთ სახ­ლში. ერთ დღეს კორ­ძა­ხი­ას მო­კო­ნის ქა­ლის­თვის უწო­დე­ბია ცუდი ყოფა-ქცე­ვის ქალი, -"მე­ძა­ვი". ამით გან­რის­ხე­ბულ მო­კო­ნის ქალს უს­ვრია ხუთი ტყვია კორ­ძა­ხი­ას­თვის და და­უჭ­რია. სა­სა­მარ­თლომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლად სცნო ბრალ­დე­ბა მო­კო­ნის ქა­ლი­სად­მი და 13 და 148 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მი­უ­სა­ჯა მას ერთი წლით გა­მას­წო­რე­ბე­ლი სახ­ლში და­პა­ტიმ­რე­ბა. უკა­ნას­კნე­ლი ამ­ნის­ტი­ის ძა­ლით გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქნა".

პრო­ვინ­ცი­ა­ში (დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა)

1925 წლის, აპ­რი­ლი:

"28 დე­კემ­ბერს, სოფ. ივან­წმინ­დის მცხოვ­რე­ბი ქა­ი­ხოს­რო ქავ­თა­რა­ძე მო­უ­ძღვე­ბო­და სურ­სა­თით დატ­ვირ­თულ ურემს. როცა სო­ფელს და­შორ­და და­ახ­ლო­ე­ბით ვერ­სნა­ხე­ვა­რით, მან ხა­რებს შე­უ­ძა­ხა: - "ჰეი ხა­რე­ბო, რა მენ­შე­ვი­კე­ბი­ვით მო­იზ­ლაზ­ნე­ბი­თო!" ამ შე­ძა­ხე­ბას ყური მოჰ­კრა სა­ჩხე­რი­დან მო­მა­ვალ­მა ვი­ღაც ახალ­გაზ­რდამ, რო­მელ­მაც დედა შე­ა­გი­ნა ქავ­თა­რა­ძეს. როცა ქავ­თა­რა­ძემ მოჰ­კი­თხა, რათ აგი­ნებს, მან იძრო რე­ვოლ­ვე­რი, მაგ­რამ მის­მა მხლე­ბელ­მა გლე­ხებ­მა და­ა­კა­ვეს. შე­ში­ნე­ბულ­მა ქავ­თა­რა­ძემ მი­ა­ტო­ვა ხარ-ირე­მი და გა­იქ­ცა. ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა სოფ. არ­გვე­თის მცხოვ­რე­ბი შალ­ვა ნეს­ტო­რის ძე დე­ვი­ძე გა­მო­დევ­ნა მას და ეს­რო­ლა. ქავ­თა­რა­ძე გა­დამხტა­რა ხრამ­ში და ამა დროს ფეხი უღ­რძია. გზა­ში გლე­ხე­ბი შე­მოხ­ვედ­რი­ათ და ურ­ჩე­ვი­ათ მის­თვის და შეხ­ვედ­რო­და დე­ვი­ძეს.

წა­ი­კი­თხეთ: რა და­ნა­შა­უ­ლე­ბებს ჩა­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში - "26 წლის ლა­მაზ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ოფი­ცერს ძმარმ­ჟა­ვა შე­ას­ხა"

ქავ­თა­რა­ძეც ასე მო­იქ­ცა და როცა შეხ­ვედ­რია დე­ვი­ძეს უკი­თხავს, რათ მკლა­ვო, - ქავ­თა­რა­ძეს კი, პა­სუ­ხის ნაც­ვლად უცემ­ნია მის­თვის, ისე, რომ ამ უკა­ნას­კნელს ცხვირ­ში სის­ხლი წას­კდა. ამ ჩხუ­ბით და და­ვი­და­რა­ბით მი­სუ­ლან სად­გუ­რამ­დე. დე­ვი­ძეს მა­ტა­რებლშიც უცემ­ნია ქავ­თა­რა­ძე. სა­ჭი­როა ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი ასეთ საქ­მე­ებს გა­და­აჩ­ვი­ონ... სა­ჩხე­რე."

საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლო (იშ­ვი­ა­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა)

1925 წლის ივ­ლი­სი:

"ათა­სო­ბით მო­ზღვა­ვე­ბულ ხალ­ხს ვე­ღარ იტევს სუ­რა­მის სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ოლ­ქის სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა თით­ქმის დღე და ღამე გრძელ­დე­ბა. ირ­ჩე­ვა იშ­ვი­ა­თი ბო­როტ­მოქ­მე­ბე­ბის საქ­მე... იუ­ლია ჩაგ­რო­ვი­სას, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი თა­ვი­სი გარ­ყვნი­ლე­ბი­თა და უზ­ნეო ყო­ფაქ­ცე­ვით, ბრა­ლად სდე­ბენ თა­ვი­სი ქმრის ალექ­სან­დრე ჩაგ­რო­ვის მოკ­ვლას და იქვე მახ­ლო­ბელ ფე­ხი­სად­გილ­ში ჩაგ­დე­ბას. ამ ქალ­ბა­ტონს წი­ნა­თაც კი უამ­რა­ვი "ში­ნა­უ­რი" კა­ცე­ბი ჰყო­ლია, ამ ბოლო ხა­ნებ­ში, 1924 წელ­ში, მას გა­უ­ჩე­ნია ახა­ლი მე­გო­ბა­რი კი­რი­ლე ხუნ­წა­რია, სამ­ხედ­რო პირი, მე-2 ლეგ. უმ­ცრო­სი მე­თა­უ­რი.

იუ­ლია ჩაგ­რო­ვი­სას ად­რინ­დელ "ში­ნა­კა­ცებ­თან" ჰქო­ნია ლა­პა­რა­კი, რომ მას გან­ზრახ­ვა აქვს მოჰ­კლას ქმა­რი, მაგ­რამ ეს ვერ მო­ხერ­ხე­ბუ­ლა... ჩვე­უ­ლებ­რი­სა­მებრ, ასე­თი­ვე წი­ნა­და­დე­ბით მი­უ­მარ­თვას ახა­ლი "სატ­რფო" ხუნ­წა­რი­ას­თვის. მას­თან ერ­თად, ეს გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­უყ­ვა­ნი­ათ აღ­დგო­მა ღა­მეს, 1925 წლის 25 აპ­რილს. ამ დღით იუ­ლი­ას ქმა­რი შვე­ბუ­ლე­ბით ჩა­მო­სუ­ლა სახ­ლში ცო­ლის სა­ნა­ხა­ვად. გამ­ხე­ცე­ბულ ჩაგ­რო­ვას და ხუნ­წა­რი­ას არ უკ­მა­რე­ბი­ათ ადა­მი­ა­ნის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა. მე­ო­რე ღა­მეს (მთე­ლი ღამე მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სახ­ლში ჰყო­ლი­ათ) გა­უხ­ვე­ვი­ათ ფარ­დაგ­ში და ჩა­უგ­დი­ათ იქვე 20-25 ნა­ბი­ჯის მო­შო­რე­ბით ფსი­ქი­ატ­რულ ახალ­შე­ნის უზარ­მა­ზარ ფე­ხი­სად­გილ­ში.

გა­მომ­ძი­ებ­ლის წი­ნა­და­დე­ბით, ეს ფე­ხი­სად­გი­ლი დაც­ლი­ლი იქნა, (ვი­ნა­ი­დან ხმე­ბი იყო, რომ იქ ჩაგ­დე­ბუ­ლია მიც­ვა­ლე­ბუ­ლი) სი­ბინ­ძუ­რე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ალექ­სან­დრე ჩაგ­რო­ვის გვა­მი. სა­სა­მარ­თლომ იუ­ლია ჩაგ­რო­ვას და კი­რი­ლე ხუნ­წა­რი­ას ბრალ­დე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლად ჩას­თვა­ლა და მი­უ­სა­ჯა 10 წლით გა­მას­წო­რე­ბელ სახ­ლში ჯდო­მა სას­ტი­კი იზო­ლა­ცი­ით და 5 წლით მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ხალ­ხი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით".

ავ­ტო­მა­ტი­უ­რი ტე­ლე­ფო­ნი

1925 წელი.

ფ.- ტე­ლეგ­რა­ფის კო­მი­სა­რი­ატ­მა გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­ძი­ნა ავ­ტო­მა­ტი­უ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის პარ­ტია და სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი თბი­ლის­ში ავ­ტო­მა­ტი­უ­რი სად­გუ­რის­თვის.

1925 წელი. აპ­რი­ლი:

პირ­ვე­ლი ლომ­ბარ­დი თბი­ლის­ში. იქ შე­იძ­ლე­ბა ოქ­რუ­ლო­ბი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ფუ­ლად თან­ხა­ში.

დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს (სის­ხლის სა­მარ­თლის მი­ლი­ცი­ის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ)

"1925 წელი, აპ­რი­ლი:

ივ­ნი­სის 27-ს ან­დრე­ე­ვის ქუ­ჩის ბა­ტა­რე­ის კუ­თხე­ებ­ში მე­ჩე­ქემ ირაკ­ლი პა­ი­ჭა­ძემ და­ნით მძი­მედ დას­ჭრა რკი­ნიგ­ზე­ლი, ამხ. გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი, მაგ­რამ "ძმა­ბი­ჭე­ბი­სა" და "ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის" წყა­ლო­ბით დამ­ჭრე­ლი პა­ი­ჭა­ძე დღეს თა­ვი­სუფ­ლად თბი­ლი­სი ქუ­ჩებ­ში. დაჭ­რი­ლი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი კი, სის­ხლის­გან დაც­ლი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სულს ღა­ფავს. ნე­ტავ რას იტყვის სის­ხლის სა­მარ­თლის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ამა­ზე. მე­ზო­ბე­ლი."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში

როგორ მოკლა ქალმა საყვარლის დახმარებით ქმარი აღდგომის ღამეს - რა იწერებოდა 20-იანი წლების ქართულ პრესაში

საუკუნის წინანდელ პრესაში ასახული საქართველო - როგორ ცხოვრობდნენ მაშინდელ საბჭოთა რესპუბლიკაში, რა სახის დანაშაულები ხდებოდა და ზოგადად როგორი იყო იმდროინდელი ქართველების ყოფა...

გთავაზობთ, ამონარიდებს გაზეთ "კომუნისტიდან", რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია დაცული.

1924 წელი, მარტი

"აღმოსავლეთ საქართველოში ოლქის სასამართლოში, შომახიას თავმჯდომარეობით, სახ, მსაჯულების: თევზაძის, ბურჭულაძის, პროკურორის თანაშემწე ტატიშვილის, მდივანი თანაშემწე პაპიანის მოანწილოებით გაირჩა საქმე, ვერა თედორეს ასული მოკონის, რომელსაც ბრალად ედებოდა ალექსანდრე კორძახიას დაჭრა მისი მოკვლის მიზნით. მოკონის ქალი და კორძახია სცხოვრობდნენ ერთ სახლში. ერთ დღეს კორძახიას მოკონის ქალისთვის უწოდებია ცუდი ყოფა-ქცევის ქალი, -"მეძავი". ამით განრისხებულ მოკონის ქალს უსვრია ხუთი ტყვია კორძახიასთვის და დაუჭრია. სასამართლომ დამტკიცებულად სცნო ბრალდება მოკონის ქალისადმი და 13 და 148 მუხლების მიხედვით მიუსაჯა მას ერთი წლით გამასწორებელი სახლში დაპატიმრება. უკანასკნელი ამნისტიის ძალით განთავისუფლებულ იქნა".

პროვინციაში (დამნაშავე დაისჯება)

1925 წლის, აპრილი:

"28 დეკემბერს, სოფ. ივანწმინდის მცხოვრები ქაიხოსრო ქავთარაძე მოუძღვებოდა სურსათით დატვირთულ ურემს. როცა სოფელს დაშორდა დაახლოებით ვერსნახევარით, მან ხარებს შეუძახა: - "ჰეი ხარებო, რა მენშევიკებივით მოიზლაზნებითო!" ამ შეძახებას ყური მოჰკრა საჩხერიდან მომავალმა ვიღაც ახალგაზრდამ, რომელმაც დედა შეაგინა ქავთარაძეს. როცა ქავთარაძემ მოჰკითხა, რათ აგინებს, მან იძრო რევოლვერი, მაგრამ მისმა მხლებელმა გლეხებმა დააკავეს. შეშინებულმა ქავთარაძემ მიატოვა ხარ-ირემი და გაიქცა. ახალგაზრდა, რომელიც აღმოჩნდა სოფ. არგვეთის მცხოვრები შალვა ნესტორის ძე დევიძე გამოდევნა მას და ესროლა. ქავთარაძე გადამხტარა ხრამში და ამა დროს ფეხი უღრძია. გზაში გლეხები შემოხვედრიათ და ურჩევიათ მისთვის და შეხვედროდა დევიძეს.

წაიკითხეთ: რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

ქავთარაძეც ასე მოიქცა და როცა შეხვედრია დევიძეს უკითხავს, რათ მკლავო, - ქავთარაძეს კი, პასუხის ნაცვლად უცემნია მისთვის, ისე, რომ ამ უკანასკნელს ცხვირში სისხლი წასკდა. ამ ჩხუბით და დავიდარაბით მისულან სადგურამდე. დევიძეს მატარებლშიც უცემნია ქავთარაძე. საჭიროა ეს ვაჟბატონი ასეთ საქმეებს გადააჩვიონ... საჩხერე."

საბჭოთა სასამართლო (იშვიათი ბოროტმოქმედება)

1925 წლის ივლისი:

"ათასობით მოზღვავებულ ხალხს ვეღარ იტევს სურამის საზაფხულო თეატრი. აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს სხდომა თითქმის დღე და ღამე გრძელდება. ირჩევა იშვიათი ბოროტმოქმებების საქმე... იულია ჩაგროვისას, რომელიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული თავისი გარყვნილებითა და უზნეო ყოფაქცევით, ბრალად სდებენ თავისი ქმრის ალექსანდრე ჩაგროვის მოკვლას და იქვე მახლობელ ფეხისადგილში ჩაგდებას. ამ ქალბატონს წინათაც კი უამრავი "შინაური" კაცები ჰყოლია, ამ ბოლო ხანებში, 1924 წელში, მას გაუჩენია ახალი მეგობარი კირილე ხუნწარია, სამხედრო პირი, მე-2 ლეგ. უმცროსი მეთაური.

იულია ჩაგროვისას ადრინდელ "შინაკაცებთან" ჰქონია ლაპარაკი, რომ მას განზრახვა აქვს მოჰკლას ქმარი, მაგრამ ეს ვერ მოხერხებულა... ჩვეულებრისამებრ, ასეთივე წინადადებით მიუმართვას ახალი "სატრფო" ხუნწარიასთვის. მასთან ერთად, ეს განზრახვა სისრულეში მოუყვანიათ აღდგომა ღამეს, 1925 წლის 25 აპრილს. ამ დღით იულიას ქმარი შვებულებით ჩამოსულა სახლში ცოლის სანახავად. გამხეცებულ ჩაგროვას და ხუნწარიას არ უკმარებიათ ადამიანისთვის სიკვდილით დასჯა. მეორე ღამეს (მთელი ღამე მიცვალებული სახლში ჰყოლიათ) გაუხვევიათ ფარდაგში და ჩაუგდიათ იქვე 20-25 ნაბიჯის მოშორებით ფსიქიატრულ ახალშენის უზარმაზარ ფეხისადგილში.

გამომძიებლის წინადადებით, ეს ფეხისადგილი დაცლილი იქნა, (ვინაიდან ხმები იყო, რომ იქ ჩაგდებულია მიცვალებული) სიბინძურეში აღმოაჩინეს ალექსანდრე ჩაგროვის გვამი. სასამართლომ იულია ჩაგროვას და კირილე ხუნწარიას ბრალდება დამტკიცებულად ჩასთვალა და მიუსაჯა 10 წლით გამასწორებელ სახლში ჯდომა სასტიკი იზოლაციით და 5 წლით მოქალაქეობრივი უფლების აღკვეთა. ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა საბჭოთა სასამართლოს გადაწყვეტილებით".

ავტომატიური ტელეფონი

1925 წელი.

ფ.- ტელეგრაფის კომისარიატმა გერმანიაში შეიძინა ავტომატიური ტელეფონების პარტია და საჭირო მასალები თბილისში ავტომატიური სადგურისთვის.

1925 წელი. აპრილი:

პირველი ლომბარდი თბილისში. იქ შეიძლება ოქრულობისა და სხვა ძვირფასი ნივთების ჩაბარება ფულად თანხაში.

დამნაშავე უნდა დაისაჯოს (სისხლის სამართლის მილიციის საყურადღებოდ)

"1925 წელი, აპრილი:

ივნისის 27-ს ანდრეევის ქუჩის ბატარეის კუთხეებში მეჩექემ ირაკლი პაიჭაძემ დანით მძიმედ დასჭრა რკინიგზელი, ამხ. გიორგი ჩუბინაშვილი, მაგრამ "ძმაბიჭებისა" და "ბიძაშვილების" წყალობით დამჭრელი პაიჭაძე დღეს თავისუფლად თბილისი ქუჩებში. დაჭრილი ჩუბინაშვილი კი, სისხლისგან დაცლილი საავადმყოფოში სულს ღაფავს. ნეტავ რას იტყვის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ამაზე. მეზობელი."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი