სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"
რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში; რა ხდე­ბო­და, რა აწუ­ხებ­დათ და რო­გო­რი იყო მა­შინ­დე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...

სა­ინ­ტე­რე­სოა რას წერ­და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ქარ­თუ­ლი პრე­სა იმ­დრო­ინ­დელ კრი­მი­ნა­ლურ ფაქ­ტებ­ზე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ეროვ­ნუ­ლი ბი­ბი­ლი­თე­კის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ზე­თე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი თბი­ლი­სის (და არა მხო­ლოდ) კრი­მი­ნა­ლურ ქრო­ნი­კებ­ზე მოგ­ვი­თხრობს:

1915 წელი, გა­ზე­თი "თა­ნა­მედ­რო­ვე აზრი":

"ხორ­ცის და­წე­სე­ბულ ფას­ზე მე­ტად გა­ყიდ­ვის­თვის 100-100 მა­ნე­თით და­ა­ჯა­რი­მეს მო­ვაჭ­რე­ე­ბი ქი­ტე­სა იაშ­ვი­ლი და და­თი­კო ტა­ტა­პაშ­ვი­ლი"

"თბი­ლი­სის პო­ლიც­მე­ის­ტერ­მა ბო­ქა­უ­ლებს და­ა­ვა­ლა, გა­მო­არ­კვი­ონ ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის მი­ზე­ზე­ბი. მისი აზ­რით, ქურ­დო­ბის მი­ზე­ზი მე­ე­ზო­ვე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მეს რი­გი­ა­ნად ვერ ას­რუ­ლე­ბენ. პო­ლიც­მე­ის­ტერ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა მე­ე­ზო­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ვე დროს ეზოს მცვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, კერ­ძო საქ­მე­ზე არ უნდა მო­აც­დი­ნონ."

"ვინ­მე მი­ხა­ნოვ­მა გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში და ნე­ბარ­თვა ითხო­ვა ერევ­ნის მო­ედ­ნი­დან პეტ­რე დი­დის ქუ­ჩის გავ­ლით ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რამ­დე მი­მოს­ვლა მო­ა­წყოს, რო­მე­ლიც ივ­ლის დი­ლის 12 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე." იქი­თო­ბის ფასი იქ­ნე­ბა 3 შა­უ­რი, აქე­თო­ბას შა­უ­რი. ის ასე­ვე ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, ვი­ნა­ი­დან ამ ბოლო დროს თბი­ლი­სის გზე­ბი მე­ტად სა­ხი­ფა­თო გახ­და".

"მე­ხუ­თე დღეა უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გა პირ­ვე­ლი სა­პო­ლი­ციო უბ­ნის თა­ნა­შემ­წე სე­ლეც­კი. შე­საძ­ლოა, ის მას­ზედ გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მოკ­ლა..."

"ძვე­ლი ტა­ნი­სა­მო­სით მო­ვაჭ­რე­ე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის პო­ლიც­მე­ის­ტერ­მა ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას და ეზო­ებ­ში წან­წალს უკ­რძა­ლავს მათ, ვი­საც ამის შე­სა­ფე­რი­სი ნე­ბარ­თვა და ნი­შა­ნი არ გა­აჩ­ნია. ბრძა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ტა­ნი­სა­მო­სის გახ­ში­რე­ბულ­მა ქურ­დო­ბამ."

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი" წერს, 1911 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ბა­თუმ­ში მოხ­და. ბა­თუ­მის ამ­ბე­ბის რუბ­რი­კა­ში გა­ზე­თი წერს:

"რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში, მე­სა­მე კლა­სის დარ­ბაზ­ში 26 წლის, ლა­მაზ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მელ­საც თან პა­ტა­რა ბო­ღჩა ჰქონ­და, ჟან­დარ­მე­რი­ის უნ­ტერ ოფი­ცერ სა­ვენ­კოს, არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი, ძმარმ­ჟა­ვა შე­ას­ხა სა­ხე­ში; ეს იყო იუ­ლია ეგო­რო­ვა. ის და­ა­პა­ტიმ­რეს. ტუ­სა­ღი რკი­ნიგ­ზის სამ­მარ­თვე­ლოს კორ­პუ­სის პოლ­კოვ­ნიკ­მა, დე­მინ­მა გა­ჩხრი­კა და შე­ად­გი­ნა ოქმი. იუ­ლი­ას აღ­მო­აჩ­ნდა: - თბი­ლი­სის სა­გუ­ბერ­ნიო ცი­ხის კვი­ტან­ცია 60 კა­პი­კის მი­ღე­ბა­ზე; ქა­ღალ­დის ნაფ­ლე­თი მი­სა­მარ­თით ново-чертовская улица ЧУМВУРИДЗЕ; ასე­ვე ნაფ­ლე­თი მი­სა­მარ­თით: ძვე­ლი-თფი­ლი­სის ქუჩა. ჭუმ­ბუ­რი­ძე; ასე­ვე ნაფ­ლე­თი წარ­წე­რით - "გე­გუ­თის ქუჩა, ილია ოტი­ას ძე მას­ხა­რაშ­ვი­ლი"; ასე­ვე, ბა­ღის ქუ­ჩის მე­ო­რე შე­სახ­ვე­ვი, პე­ლა­გია ლო­რია. სა­კუ­თა­რი სახ­ლი; ასე­ვე მარ­გა­ნე­ცის მწარ­მო­ე­ბე­ლი ზდა­ნო­ვი­ჩი; ახალ­ქა­ლა­ქი მენ­დე­ლე­ე­ვის ქუჩა აშ­კი­რო­ვი; მე­ჩე­თის ქუჩა, გა­ლა­დი­ნის სახ­ლი-გოლ­დენ­ბერ­გი; ასე­ვე ოლ­დემ­ბურ­გის ქუჩა რად­ზე­ვი­ჩი, ფოს­ტის გვერ­დით; ასე­ვე პა­ტა­რა ბაზ­რის ქუჩა, გავ­რი­ლო­ვის სახ­ლი, ბინა # 9; ასე­ვე ექი­მი კა­კი­შე­ლაშ­ვი­ლი, პუშ­კი­ნის ქუჩა, ვი­ტუ­შინ­სკის აფ­თი­აქთან, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - გა­ზეთ "კოლ­ხი­დას" რე­დაქ­ცია. ელექტრო-თე­ატრ "თა­მა­რის" წინ, ბა­ლახ­ვა­ნის ქუჩა, სი­ლო­ვან თო­მას ძე ხუნ­და­ძე.

რო­გორც შემ­დეგ ირ­კვე­ვა, მას აღ­მო­უ­ჩი­ნეს ქა­ღალ­დის ნაფ­ლე­თი, სა­დაც ორი­ვე მხა­რეს არის შა­ვად ნა­წე­რი თხოვ­ნა ბა­ქოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე, სა­დაც ის უნ­ტერ ოფი­ცერს - გავ­რილ ლე­ვიც­კის ადა­ნა­შა­უ­ლებს უღირს საქ­ცი­ელ­ში მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას, მე­ო­რე მხა­რეს არის სია; უნტ. ოფ შლა­ხო­ვი. უფრ. უნტ. ოფ ლე­ვიც­კი. უმც. უნტ. ოფ აქვსენ­ტი ტირ­ბა, მოწ­მე ტა­რახ­ჩე­ვი, ახალ­ცი­ხე. ლა­ზა­რე აბ­რა­შე­ვი, მცხოვ­რე­ბი ტიფ­ლის­ში და ნი­კო­ლოზ მარ­კო­ვი.

კი­დევ ერთი წე­რილ­ში ასე ეწე­რა თურ­მე, - ღმერ­თო ჩემო, რო­გორ გა­მი­ხარ­და თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა... ო, რო­დის გა­მო­ვაღ­წევ მე ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან! მე ხომ, იუ­ლი­ჩკა, გა­რეთ დამ­რჩა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და წმინ­და. დამ­რჩა უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი (ის-ის იყო ჯვრის­წე­რას ვა­პი­რებ­დით, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მა­პა­ტიმ­რეს). ის პე­ტერ­ბურ­გში პო­ლი­ტექ­ნი­კურ კურ­სებ­ზე სწავ­ლობს, ახლა იან­ვრამ­დე სახ­ლშია. ჩემი სამ­შობ­ლოა ვო­რო­ნე­ჟის გუ­ბერ­ნია, ქა­ლა­ქი ბი­რი­უ­ჩი. თუ მო­ა­ხერ­ხოთ, მას გა­და­უგ­ზავ­ნეთ ჩემი წე­რი­ლი, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით. ახლა კი აი­ღეთ თქვე­ნი კორ­სე­ტი და სარ­ჩულ­ზე ფან­ქრით და­წე­რეთ მი­სა­მარ­თი. ვო­რო­ნე­ჟის გუ­ბერ­ნია, ქა­ლა­ქი ბი­რი­უ­ჩი. ვსე­ვო­ლოდ ემა­ნუ­ე­ლის ძე ორ­ლო­ვი.

თუ გახ­ვალთ ცი­ხი­დან, გა­უგ­ზავ­ნეთ მას ჩემი წე­რი­ლი... კორ­სე­ტი­დან ამო­აგ­დეთ ჩხი­რი. მე დავ­წერ წე­რილს, და­ვახ­ვევ წვრი­ლად და ხვალ დი­ლით კა­რის ქვეშ შე­მო­გი­ცუ­რებ. თქვენ აკუ­რა­ტუ­ლად ჩა­დეთ ის ჩხი­რის ად­გი­ლას და ისევ ამო­კე­რეთ კორ­სე­ტი. ნემსსა და ძაფს მე მოგ­ცემთ. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ასე ად­რეც ხში­რად გა­მიგ­ზავ­ნია. მო­კი­თხვა და მად­ლო­ბა ანი­უ­ტა­სა­გან... თუ თქვენ დღეს გა­მო­გიშ­ვე­ბენ და მე ვერ მო­ვას­წრებ წე­რი­ლის და­წე­რას, გთხოვ, ნახო ჩემი საქმრო და სი­ტყვი­ე­რად გა­დას­ცე, რომ მა­მა­ჩემს უთხრას, გა­მო­აგ­ზავ­ნოს თხოვ­ნის ასლი, იცის რო­მე­ლი, და რომ ცი­ხის უფ­როსს მოს­თხო­ვოს თხოვ­ნას და­ურ­თოს ცი­ხე­ში ჩემი ყო­ფაქ­ცე­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბა. თუ თა­ნახ­მა ხართ, ოთხჯერ და­ა­კა­კუ­ნეთ კე­დელ­ზე. მად­ლო­ბა თქვენ. რო­გორ მინ­და მალე აღ­მოვ­ჩნდე სახ­ლში, ჯერ კი მაგ­რად გარ­თმევთ ხელს, ძვირ­ფა­სო იუ­ლია".

"ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის ჟან­დარ­მე­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წე ბა­თუ­მის ოლ­ქში. - გთხოვთ, გას­ცეთ გან­კარ­გუ­ლე­ბა, რათა მაც­ნო­ბონ, იჯდა თუ არა სიმ­ფე­რო­პო­ლის ცი­ხე­ში იუ­ლია ეგო­რო­ვა; თუკი იჯდა - რა საქ­მის­თვის, რო­დის იმ­ყო­ფე­ბო­და და რითი დას­რულ­და საქ­მე, გა­ა­სახ­ლეს თუ არა ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში, რა მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვთ მას­ზე. 1911 წლის 15 ნო­ემ­ბე­რი".

პა­სუ­ხი: - "ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის ჟან­დარ­მე­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წეს ბა­თუ­მის ოლ­ქში: - 1910 წელს ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პო­ლი­დან გა­სახ­ლე­ბუ­ლი კო­ლე­ჟის რე­გის­ტრა­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, იუ­ლია ეგო­რო­ვა, წლის და­სა­წყის­ში შედ­გა სა­ი­დუმ­ლო აგენტ-დამსმე­ნად სო­ცი­ალ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის პარ­ტი­ა­ში. სამ­მარ­თვე­ლო­ში ჩემი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, მხი­ლე­ბულ იქნა იმა­ში, რომ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ პი­რებ­ზე გას­ცემ­და სამ­მარ­თვე­ლოს ფი­ლე­რებს (მა­ძებ­რებს). ამი­ტო­მაც მას შეს­თა­ვა­ზეს გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო სიმ­ფე­რო­პო­ლი­დან 21 აპ­რილს. ის გზი­დან გა­მობ­რუნ­და სიმ­ფე­რო­პოლ­ში და ჩემს თა­ნა­შემ­წეს, როტ­მის­ტრ ლე­უ­სუს, რო­მელ­საც ის თვლი­და დამ­ნა­შა­ვედ მის გა­სახ­ლე­ბა­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ქვე­ბით და­უმ­სხვრია ბი­ნის ფან­ჯრე­ბი. ამის შემ­დეგ ეგო­რო­ვა და­პა­ტიმ­რე­ბულ იქნა 24 აპ­რილს და გა­სახ­ლე­ბულ იქნა თავ­რი­ზის გუ­ბერ­ნი­ი­დან. მას მი­ე­ცა უფ­ლე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის გარ­და აერ­ჩია ად­გი­ლი ორი წლით და ის გა­ემ­გზავ­რა ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და მას­ზე და­წეს­და თვალ­თვა­ლი.

თავ­რი­ზის გუ­ბერ­ნი­ის ჟან­დარ­მე­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი. 1912 წლის 23 ნო­ემ­ბე­რი".

"ამა წლის 14 ნო­ემ­ბერს, ბა­თუმ­ში, დი­ლის 8 სა­ათ­ზე, III კლა­სის დარ­ბაზ­ში იდგა ჟან­დარ­მე­რი­ის უნ­ტერ ოფი­ცე­რი - სა­ვენ­კო. მას­თან მი­ვი­და ვი­ღაც უც­ნო­ბი ქალი და სა­ხე­ში შე­ას­ხა სი­თხე, რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ძმ­რის ესენ­ცია. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნი­ლი სა­ვენ­კო მე­ო­რე დღეს გა­მო­ე­წე­რა. ქალი კი - და­ა­კა­ვეს. მან უარი გა­ნა­ცხა­და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის ახ­სნა­ზე...

რო­გორც პოლ­კოვ­ნი­კი წერს, მას ჩხრე­კის დროს აღ­მო­აჩ­ნდა დღი­უ­რი, რომ­ლი­თაც ირ­კვე­ვა, რომ ის თავს მი­ა­კუთ­ვნებს ანარ­ქის­ტე­ბის პარ­ტი­ას. შემ­დეგ, მისი იმ­პე­რა­ტო­რო­ბი­თი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვალ­მა თან­ხმო­ბა მის­ცა იუ­ლია ეგო­რო­ვას პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ერთი თვით გაგ­რძე­ლე­ბას, რის შე­სა­ხე­ბაც კან­ცე­ლა­რია, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტან­ტის, გრაფ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვის და­ვა­ლე­ბით აც­ნო­ბებს მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას ბა­თუ­მის გუ­ბერ­ნა­ტორს"

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

რა დანაშაულებებს ჩადიოდნენ საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში - "26 წლის ლამაზმა ქალიშვილმა ოფიცერს ძმარმჟავა შეასხა"

როგორ ცხოვრობდნენ საუკუნის წინანდელ საქართველოში; რა ხდებოდა, რა აწუხებდათ და როგორი იყო მაშინდელი ყოველდღიურობა...

საინტერესოა რას წერდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა იმდროინდელ კრიმინალურ ფაქტებზე. გთავაზობთ ამონარიდებს ეროვნული ბიბილითეკის არქივში დაცული სხვადასხვა გაზეთებიდან, რომლებიც ძველი თბილისის (და არა მხოლოდ) კრიმინალურ ქრონიკებზე მოგვითხრობს:

1915 წელი, გაზეთი "თანამედროვე აზრი":

"ხორცის დაწესებულ ფასზე მეტად გაყიდვისთვის 100-100 მანეთით დააჯარიმეს მოვაჭრეები ქიტესა იაშვილი და დათიკო ტატაპაშვილი"

"თბილისის პოლიცმეისტერმა ბოქაულებს დაავალა, გამოარკვიონ ბოლო დროს გახშირებული ქურდობის მიზეზები. მისი აზრით, ქურდობის მიზეზი მეეზოვეები არიან, რომლებიც თავიანთ საქმეს რიგიანად ვერ ასრულებენ. პოლიცმეისტერმა გასცა ბრძანება, რომ სახლის მეპატრონეებმა მეეზოვეები, რომლებიც ამავე დროს ეზოს მცველების ფუნქციას ასრულებენ, კერძო საქმეზე არ უნდა მოაცდინონ."

"ვინმე მიხანოვმა განცხადება შეიტანა ქალაქის თვითმმართველობაში და ნებართვა ითხოვა ერევნის მოედნიდან პეტრე დიდის ქუჩის გავლით ფუნიკულიორამდე მიმოსვლა მოაწყოს, რომელიც ივლის დილის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე." იქითობის ფასი იქნება 3 შაური, აქეთობას შაური. ის ასევე ითხოვს უსაფრთხოების ზომებს, ვინაიდან ამ ბოლო დროს თბილისის გზები მეტად სახიფათო გახდა".

"მეხუთე დღეა უკვალოდ დაიკარგა პირველი საპოლიციო უბნის თანაშემწე სელეცკი. შესაძლოა, ის მასზედ გაბრაზებულმა მოსახლეობამ მოკლა..."

"ძველი ტანისამოსით მოვაჭრეების შესახებ თბილისის პოლიცმეისტერმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც ძველმანებით ვაჭრობას და ეზოებში წანწალს უკრძალავს მათ, ვისაც ამის შესაფერისი ნებართვა და ნიშანი არ გააჩნია. ბრძანება გამოიწვია ტანისამოსის გახშირებულმა ქურდობამ."

კიდევ ერთი საინტერესო კრიმინალური შემთხვევა, რომლის შესახებაც "ქართული გაზეთი" წერს, 1911 წლის ნოემბერში, ბათუმში მოხდა. ბათუმის ამბების რუბრიკაში გაზეთი წერს:

"რკინიგზის სადგურში, მესამე კლასის დარბაზში 26 წლის, ლამაზმა ქალიშვილმა, რომელსაც თან პატარა ბოღჩა ჰქონდა, ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერ სავენკოს, არც მეტი და არც ნაკლები, ძმარმჟავა შეასხა სახეში; ეს იყო იულია ეგოროვა. ის დააპატიმრეს. ტუსაღი რკინიგზის სამმართველოს კორპუსის პოლკოვნიკმა, დემინმა გაჩხრიკა და შეადგინა ოქმი. იულიას აღმოაჩნდა: - თბილისის საგუბერნიო ციხის კვიტანცია 60 კაპიკის მიღებაზე; ქაღალდის ნაფლეთი მისამართით ново-чертовская улица ЧУМВУРИДЗЕ; ასევე ნაფლეთი მისამართით: ძველი-თფილისის ქუჩა. ჭუმბურიძე; ასევე ნაფლეთი წარწერით - "გეგუთის ქუჩა, ილია ოტიას ძე მასხარაშვილი"; ასევე, ბაღის ქუჩის მეორე შესახვევი, პელაგია ლორია. საკუთარი სახლი; ასევე მარგანეცის მწარმოებელი ზდანოვიჩი; ახალქალაქი მენდელეევის ქუჩა აშკიროვი; მეჩეთის ქუჩა, გალადინის სახლი-გოლდენბერგი; ასევე ოლდემბურგის ქუჩა რადზევიჩი, ფოსტის გვერდით; ასევე პატარა ბაზრის ქუჩა, გავრილოვის სახლი, ბინა # 9; ასევე ექიმი კაკიშელაშვილი, პუშკინის ქუჩა, ვიტუშინსკის აფთიაქთან, ხოლო მეორე მხარეს - გაზეთ "კოლხიდას" რედაქცია. ელექტრო-თეატრ "თამარის" წინ, ბალახვანის ქუჩა, სილოვან თომას ძე ხუნდაძე.

როგორც შემდეგ ირკვევა, მას აღმოუჩინეს ქაღალდის ნაფლეთი, სადაც ორივე მხარეს არის შავად ნაწერი თხოვნა ბაქოს საოლქო პროკურორის სახელზე, სადაც ის უნტერ ოფიცერს - გავრილ ლევიცკის ადანაშაულებს უღირს საქციელში მატარებლით მგზავრობისას, მეორე მხარეს არის სია; უნტ. ოფ შლახოვი. უფრ. უნტ. ოფ ლევიცკი. უმც. უნტ. ოფ აქვსენტი ტირბა, მოწმე ტარახჩევი, ახალციხე. ლაზარე აბრაშევი, მცხოვრები ტიფლისში და ნიკოლოზ მარკოვი.

კიდევ ერთი წერილში ასე ეწერა თურმე, - ღმერთო ჩემო, როგორ გამიხარდა თქვენი თავისუფლება... ო, როდის გამოვაღწევ მე ამ ჯოჯოხეთიდან! მე ხომ, იულიჩკა, გარეთ დამრჩა ყველაზე ძვირფასი და წმინდა. დამრჩა უსაყვარლესი ადამიანი (ის-ის იყო ჯვრისწერას ვაპირებდით, როდესაც მოულოდნელად დამაპატიმრეს). ის პეტერბურგში პოლიტექნიკურ კურსებზე სწავლობს, ახლა იანვრამდე სახლშია. ჩემი სამშობლოა ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. თუ მოახერხოთ, მას გადაუგზავნეთ ჩემი წერილი, მადლიერი დაგრჩებით. ახლა კი აიღეთ თქვენი კორსეტი და სარჩულზე ფანქრით დაწერეთ მისამართი. ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. ვსევოლოდ ემანუელის ძე ორლოვი.

თუ გახვალთ ციხიდან, გაუგზავნეთ მას ჩემი წერილი... კორსეტიდან ამოაგდეთ ჩხირი. მე დავწერ წერილს, დავახვევ წვრილად და ხვალ დილით კარის ქვეშ შემოგიცურებ. თქვენ აკურატულად ჩადეთ ის ჩხირის ადგილას და ისევ ამოკერეთ კორსეტი. ნემსსა და ძაფს მე მოგცემთ. სხვანაირად არ შეიძლება. ასე ადრეც ხშირად გამიგზავნია. მოკითხვა და მადლობა ანიუტასაგან... თუ თქვენ დღეს გამოგიშვებენ და მე ვერ მოვასწრებ წერილის დაწერას, გთხოვ, ნახო ჩემი საქმრო და სიტყვიერად გადასცე, რომ მამაჩემს უთხრას, გამოაგზავნოს თხოვნის ასლი, იცის რომელი, და რომ ციხის უფროსს მოსთხოვოს თხოვნას დაურთოს ციხეში ჩემი ყოფაქცევის დახასიათება. თუ თანახმა ხართ, ოთხჯერ დააკაკუნეთ კედელზე. მადლობა თქვენ. როგორ მინდა მალე აღმოვჩნდე სახლში, ჯერ კი მაგრად გართმევთ ხელს, ძვირფასო იულია".

"ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწე ბათუმის ოლქში. - გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რათა მაცნობონ, იჯდა თუ არა სიმფეროპოლის ციხეში იულია ეგოროვა; თუკი იჯდა - რა საქმისთვის, როდის იმყოფებოდა და რითი დასრულდა საქმე, გაასახლეს თუ არა ქალაქ ქუთაისში, რა მონაცემები გაქვთ მასზე. 1911 წლის 15 ნოემბერი".

პასუხი: - "ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწეს ბათუმის ოლქში: - 1910 წელს ქალაქ სევასტოპოლიდან გასახლებული კოლეჟის რეგისტრატორის ქალიშვილი, იულია ეგოროვა, წლის დასაწყისში შედგა საიდუმლო აგენტ-დამსმენად სოციალ-რევოლუციონერების პარტიაში. სამმართველოში ჩემი მუშაობის პერიოდში, მხილებულ იქნა იმაში, რომ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებზე გასცემდა სამმართველოს ფილერებს (მაძებრებს). ამიტომაც მას შესთავაზეს გამგზავრებულიყო სიმფეროპოლიდან 21 აპრილს. ის გზიდან გამობრუნდა სიმფეროპოლში და ჩემს თანაშემწეს, როტმისტრ ლეუსუს, რომელსაც ის თვლიდა დამნაშავედ მის გასახლებაში, შურისძიების მიზნით ქვებით დაუმსხვრია ბინის ფანჯრები. ამის შემდეგ ეგოროვა დაპატიმრებულ იქნა 24 აპრილს და გასახლებულ იქნა თავრიზის გუბერნიიდან. მას მიეცა უფლება დედაქალაქის გარდა აერჩია ადგილი ორი წლით და ის გაემგზავრა ქალაქ ქუთაისში და მასზე დაწესდა თვალთვალი.

თავრიზის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი, პოდპოლკოვნიკი. 1912 წლის 23 ნოემბერი".

"ამა წლის 14 ნოემბერს, ბათუმში, დილის 8 საათზე, III კლასის დარბაზში იდგა ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერი - სავენკო. მასთან მივიდა ვიღაც უცნობი ქალი და სახეში შეასხა სითხე, როგორც შემდეგ გაირკვა, ძმრის ესენცია. საავადმყოფოში წაყვანილი სავენკო მეორე დღეს გამოეწერა. ქალი კი - დააკავეს. მან უარი განაცხადა თავისი საქციელის ახსნაზე...

როგორც პოლკოვნიკი წერს, მას ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა დღიური, რომლითაც ირკვევა, რომ ის თავს მიაკუთვნებს ანარქისტების პარტიას. შემდეგ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კავკასიის მეფისნაცვალმა თანხმობა მისცა იულია ეგოროვას პატიმრობის ვადის ერთი თვით გაგრძელებას, რის შესახებაც კანცელარია, გენერალ-ადიუტანტის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის დავალებით აცნობებს მის აღმატებულებას ბათუმის გუბერნატორს"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი