პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს იხდიდნენ მშობლები შვილების განათლებისთვის კერძო სკოლებში, რომლებმაც რეავტორიზაცია ვერ გაიარეს
რამდენს იხდიდნენ მშობლები შვილების განათლებისთვის კერძო სკოლებში, რომლებმაც რეავტორიზაცია ვერ გაიარეს

გა­სულ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მოქ­მე­დი 227 კერ­ძო სკო­ლი­დან რე­ავ­ტო­რი­ზა­ცია ექ­ვსმა კერ­ძო სკო­ლამ ვერ გა­ი­ა­რა.

"გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი იმ სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვა იყო, რო­მელ­თაც ნე­ბის­მი­ე­რი ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის, თუ რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ეს სტან­დარ­ტე­ბია: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ძი­რი­თა­დად, მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, სას­კო­ლო გეგ­მის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან არა­თავ­სე­ბა­დო­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

იმ სკო­ლე­ბი­დან, რო­მელ­თაც დარ­ღვე­ვე­ბის გამო რე­ავ­ტო­რი­ზა­ცია ვერ გა­ი­ა­რეს, 3 დე­და­ქა­ლაქ­ში, 3 კი რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობს.

თბი­ლი­სი: შპს "ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა"; "შპს ნუნუ ავა­გუ­მაშ­ვი­ლი"; შპს "გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვე­რის უბ­ნის ლი­ცე­უ­მი".

გორი: შპს "სა­უნ­ჯე - გო­რის კერ­ძო სა­შუ­ა­ლო სკო­ლა"; რუს­თა­ვი: შპს "ჯეო რე­ა­ლი";

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში გა­და­სა­ხა­დი არც ისე ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მა­გა­ლი­თად, შპს "ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში" სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 4 000$, ხოლო უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 6 000$ იყო. ამ­ჟა­მად სკო­ლა აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

კი­დევ ერთ, შპს "თბი­ლი­სი გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვე­რის უბ­ნის" ლი­ცე­უმ­ში," სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ამ­ჟა­მად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი წე­ლი­წად­ში 2 500- 3 000 ლარი იყო. სკო­ლის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი არა­საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გახ­და:

"ჩვენ­თან თვის გა­და­სა­ხა­დი 250-დან 300 ლა­რამ­დეა. ჯერ­ჯე­რო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის კონ­ტი­გენ­ტი არ გვყავს და მათი მი­ღე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან მოხ­დე­ბა," - გან­გვი­მარ­ტა სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, შპს "სა­უნ­კე - გო­რის კერ­ძო სა­შუ­ა­ლო სკო­ლა," ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე სკო­ლის მცი­რე ფარ­თო­ბის გამო დარ­ჩა, რომ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­საც, მე­პატ­რო­ნე­ე­ბი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მა­ვენ, რათა რე­ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რონ. "სა­უნ­ჯე­ში" სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი თვე­ში 70 ლარი იყო.

AMBEBI.GE-მ და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სკო­ლე­ბი, სა­დაც სწავ­ლის სა­ფა­სურ­ში მშობ­ლე­ბი სო­ლი­დურ თან­ხას იხ­დიდ­ნენ, დღეს აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, თუმ­ცა "გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" გან­ცხა­დე­ბით, არც ერთი მოს­წავ­ლე სკო­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა და ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უქ­მე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მათ­მა მშობ­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უნდა მი­მარ­თონ. სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვლა მო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რამდენს იხდიდნენ მშობლები შვილების განათლებისთვის კერძო სკოლებში, რომლებმაც რეავტორიზაცია ვერ გაიარეს

რამდენს იხდიდნენ მშობლები შვილების განათლებისთვის კერძო სკოლებში, რომლებმაც რეავტორიზაცია ვერ გაიარეს

გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით მოქმედი 227 კერძო სკოლიდან რეავტორიზაცია ექვსმა კერძო სკოლამ ვერ გაიარა.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, ავტორიზაციის გაუქმების ძირითადი მიზეზები იმ სტანდარტების დარღვევა იყო, რომელთაც ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელი ავტორიზაციის მიღების, თუ რეავტორიზაციის პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს. ეს სტანდარტებია: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პროცესში, ძირითადად, მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული დარღვევები, სასკოლო გეგმის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან არათავსებადობა და მოსწავლეების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოიკვეთა.

იმ სკოლებიდან, რომელთაც დარღვევების გამო რეავტორიზაცია ვერ გაიარეს, 3 დედაქალაქში, 3 კი რეგიონებში მდებარეობს.

თბილისი: შპს "ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა"; "შპს ნუნუ ავაგუმაშვილი"; შპს "გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვერის უბნის ლიცეუმი".

გორი: შპს "საუნჯე - გორის კერძო საშუალო სკოლა"; რუსთავი: შპს "ჯეო რეალი";

აღნიშნული სკოლებიდან რამდენიმე მათგანში გადასახადი არც ისე ხელმისაწვდომია, მაგალითად, შპს "ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლაში" სწავლის საფასური წელიწადში, საქართველოს მოქალაქეებისთვის 4 000$, ხოლო უცხოეთის მოქალაქეებისთვის 6 000$ იყო. ამჟამად სკოლა აღარ ფუნქციონირებს.

კიდევ ერთ, შპს "თბილისი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვერის უბნის" ლიცეუმში," სადაც სასწავლო პროცესი ამჟამად შეჩერებულია, წლიური გადასახადი წელიწადში 2 500- 3 000 ლარი იყო. სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი არასაკმარისი ადამიანური რესურსი გახდა:

"ჩვენთან თვის გადასახადი 250-დან 300 ლარამდეა. ჯერჯერობით მოსწავლეების კონტიგენტი არ გვყავს და მათი მიღება სექტემბრიდან მოხდება," - განგვიმარტა სკოლის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება რეგიონებს, შპს "საუნკე - გორის კერძო საშუალო სკოლა," ავტორიზაციის გარეშე სკოლის მცირე ფართობის გამო დარჩა, რომლის გაფართოებასაც, მეპატრონეები სამომავლოდ გეგმავენ, რათა რეავტორიზაცია გაიარონ. "საუნჯეში" სწავლის გადასახადი თვეში 70 ლარი იყო.

AMBEBI.GE-მ დანარჩენ სკოლებთან კომუნიკაცია სცადა, თუმცა უშედეგოდ. სკოლები, სადაც სწავლის საფასურში მშობლები სოლიდურ თანხას იხდიდნენ, დღეს აღარ ფუნქციონირებენ, თუმცა "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" განცხადებით, არც ერთი მოსწავლე სკოლის გარეშე არ დარჩება და ავტორიზაცია გაუქმებული სასწავლებლების მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ. სხვა სკოლაში გადასვლა მობილობის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი