მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"
საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

თით­ქმის დღე არ გა­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის შე­სა­ხებ არ შე­ვი­ტყოთ, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლით სრულ­დე­ბა. გორი, სიღ­ნა­ღი, წნო­რი, ფოთი, რუს­თა­ვი, თბი­ლი­სი... - ეს იმ ად­გი­ლე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც მხო­ლოდ იან­ვრის თვე­ში მომ­ხდარ ავა­რი­ებს 25-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­გან­გა­შოა: 2016 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 939 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა 581 და და­შავ­და 9 951 ადა­მი­ა­ნი.

გუ­შინ, 24 იან­ვარს ღა­მით კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა მოხ­და თბი­ლის­ში: თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დროს ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. თვითმხილ­ველ­თა თქმით, ავა­რია "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ჯი­პის მძღო­ლის მი­ზე­ზით მოხ­და, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თავ­და.

საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზე­ბად მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა სა­ხელ­დე­ბა. თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს მივ­მარ­თეთ.

ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის":

"არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, სიჩ­ქა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა - ეს ის მი­ზე­ზე­ბია რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა. 2016 წელს 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 170 000 ჯა­რი­მაა გა­მო­წე­რი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­მე­ტე­ბის გამო. როცა ვსა­უბ­რობთ ნას­ვა­მო­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვათ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით ეს არის მე­ო­რე მი­ზე­ზი. პირ­ვე­ლი მკვლე­ლი კი არის სიჩ­ქა­რის გა­და­მე­ტე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რად ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი მო­დის თბი­ლის­ზე.

- ხომ არ არის სა­ჭი­რო კა­ნო­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბა ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდა?

- 2015 წელს არის გა­მო­წე­რი­ლი მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, ეს დღე­ში არის 3 500 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, შსს-ში კი აცხა­დე­ბენ, რომ არ არის პატ­რუ­ლის საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ყვე­ლა დამ­რღვე­ვი რომ და­ჯა­რიმ­დეს. მთა­ვა­რი არის, გან­ცდა შე­იქ­მნას ქვე­ყა­ნა­ში იმი­სა, რომ დამ­რღვე­ვი ჯა­რიმ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც დავ­ნერ­გოთ, შე­მო­ვი­ტა­ნოთ "ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი" და სხვა, რათა საგ­ზაო უბე­დუ­რე­ბა რო­გორ­მე შე­ვამ­ცი­როთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი მან­ქა­ნაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი აქ­ტი­უ­რი მძღო­ლი გვყავს, რე­ა­ლუ­რად გვჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, გვჭირ­დე­ბა ქუ­ლა­თა სის­ტე­მა.

წა­ი­კი­თხეთ: გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბი, "ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი" და ცვლი­ლე­ბე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა­ში - შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც გაქვთ

ნას­ვა­მო­ბა­ზე როცა ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­დი­ან ჯა­რი­მას, მე თუ მაქვს ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვარ­ღვევ კა­ნონს, გა­და­ვიხ­დი ჯა­რი­მას და ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ მან­ქა­ნის ტა­რე­ბას, მაგ­რამ ქუ­ლა­თა სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, როცა ყო­ველ დარ­ღვე­ვა­ზე ქულა და­გაკ­ლდე­ბა და შემ­დეგ მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მო­გერ­თმე­ვა, უფრო ფრთხი­ლად იქ­ნე­ბი, რა­ი­მე შეც­დო­მა რომ არ და­უშ­ვა, რად­გან მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვით უამ­რა­ვი პი­რა­დი თუ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მე გა­გი­ფუჭ­დე­ბა. იმე­დია თე­ბერ­ვალ­ში პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონს გა­ნი­ხი­ლავს. როცა ერთ წელ­ზე მე­ტია გა­ჭე­დი­ლია ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი, გზებ­ზე მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს ენი­ჭე­ბა!

- სა­გან­გა­შოა სტა­ტის­ტი­კა გზებ­ზე ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მხრივ. რო­გორ და რა ფორ­მით არის და­ცუ­ლი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა?

- ჩვენ­თან მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა კა­ნო­ნით და­უც­ვე­ლია. კა­ნონ­ში წე­რია, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე არას­რულ­წლო­ვანს შე­უძ­ლია 3 წლამ­დე ბავ­შვი კალ­თა­ში ჩა­ი­ჯი­ნოს, ხოლო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ორი­ვე ბავ­შვი სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლია. ბავ­შვი თა­ვი­სი ზო­მი­სა და წო­ნის მი­ხედ­ვით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იჯ­დეს სა­ვარ­ძელ­ში. ვი­ცით, რომ ავ­ტო­პარ­კი არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ამ ძველ მან­ქა­ნებ­ში ღვე­დე­ბის გა­რე­შე ბავ­შვებს აშ­კა­რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ. 2015 წელს 28 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, ვერ გე­ტყვით, რო­მე­ლი იყო მგზავ­რი და რო­მე­ლი ქვე­ი­თი, მაგ­რამ ისიც ვი­ცით, რომ ქვე­ით­თა უფ­ლე­ბე­ბიც არ არის და­ცუ­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რამ­დენ მძღოლს ჩა­მო­ერ­თვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თვის მოწ­მო­ბა სიმ­თვრა­ლის გამო გა­სულ წელს

სკო­ლებ­ში გვაქვს საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სწავ­ლე­ბა, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი. 600 ადა­მი­ა­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად იღუ­პე­ბა, მსგავ­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არც გა­ზის გა­ჟონ­ვით და არც სხვა არა­ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას.

ასე­ვე უნდა გამ­კაცრ­დეს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ლაქ­ში მა­მა­კა­ცი მძღო­ლე­ბი უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით უფრო არ­ღვე­ვენ კა­ნონს და ამას სტა­ტის­ტი­კაც აჩ­ვე­ნებს. ქალ­ბა­ტო­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მეს არ­ცოდ­ნით და­არ­ღვი­ონ კა­ნო­ნი, თუმ­ცა, ისი­ნი სიჩ­ქა­რის გა­და­მე­ტე­ბის და სხვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ დარ­ღვე­ვებს არ აჩ­ვე­ნე­ბენ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მძღო­ლი, გზა, სა­მარ­თლის" პრე­ზი­დენ­ტი რო­ბერტ იანტბე­ლი­ძე:

- სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას არა­ვი­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი თუ რე­გი­ო­ნუ­ლი და­ნა­ყო­ფის უფ­რო­სი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უნდა იყოს მის მო­ნაკ­ვეთ­ში მომ­ხდარ საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­ზე. ეს პა­სუხსმგებ­ლო­ბა დღეს არა­ვის არ გა­აჩ­ნია და არ ანაღ­ვლებთ, რად­გან მათ არ ემუქ­რე­ბათ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ვე­რა­ვი­თა­რი კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა ვერ უშ­ვე­ლის, თუ არ დად­გა სა­პატ­რუ­ლი პო­ლი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბის სა­კი­თხი. მთავ­რო­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას არას­წო­რი გზით იწყებს. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას უნდა ჩა­ე­წე­როს კა­ნონ­ში, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და პოს­ტფაქ­ტუმ კი არ უნდა მი­დი­ო­დეს, მა­ნამ­დე უნდა აკე­თებ­დეს პრე­ვენ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს. როცა მე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვარ და არ მა­დარ­დებს ჩემს მო­ნაკ­ვეთ­ში 1 კაცი და­უ­ღუ­პე­ბა თუ 10, ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

პატ­რუ­ლი კი დღეს შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მი­დის და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე, შე­მო­სა­ზღვრა­ვენ შემ­თხვე­ვის ად­გილს, მი­ი­ღე­ბენ მე­თა­უ­რის­გან გან­კარ­გუ­ლე­ბას რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, აღ­წე­რენ შემ­თხვე­ვის ად­გილს და ამით მთავ­რდე­ბა.

მე­ო­რე სა­კი­თხი, არის მძღო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში მძღო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ხდე­ბა. ჩვენ­თან კი უნ­დათ ახალ­ბე­და მძღო­ლე­ბი გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­მო­იყ­ვა­ნონ და ასე ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნონ გა­მოც­და და ისი­ნი აუც­ლებ­ლად ჩა­იჭ­რე­ბი­ან, რად­გან ჩვენ­თან არ არის მოძ­რა­ო­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ვინ იცის, გა­მოც­დის დროს რო­მე­ლი გიჟი ჩა­უჭ­რის გზას. სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ჰქონ­დეს ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ის შეძ­ლებს მძღო­ლე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­ამ­ზა­დოს და მათ არ დას­ჭირ­დე­ბათ კერ­ძოდ მომ­ზა­დე­ბა, სა­კი­თხე­ბის და­ზე­პი­რე­ბა და შემ­დეგ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ავა­რი­ა­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­მე­ტე­ბით ხდე­ბა, ხოლო შემ­დე­გი პრობ­ლე­მა არა­ფხი­ზე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ეს კი შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია და ჩემი აზ­რით, სან­ქცია ამ და­ნა­შა­ულ­ზე უნდა გამ­კაცრ­დეს.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი არას­წო­რა­დაა გზებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი. ხოლო ამ საგ­ზაო ნიშ­ნებ­თან ვი­დე­ოთ­ვა­ლია და­ყე­ნე­ბუ­ლი და როცა ჩვენ ვარ­ღვევთ წესს, ვი­დე­ოთ­ვა­ლი გვა­ფიქ­სი­რებს და ჯა­რი­მაც გვე­წე­რე­ბა. ასე­ვე უნდა გა­და­ი­ხე­დოს შსს-ს ვებ გვერ­დი, სა­დაც ზო­გი­ერთ ტეს­ტი არას­წო­რა­დაა შედ­გე­ნი­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ შსს-ს გვერ­დზე მოძ­რა­ო­ბის არას­წორ წე­სებს ვსწავ­ლობთ.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

გიორგი
0

კანონი სამართლიანი და არსებულ სინამდვილეს მორგებული უნდა იყოს.დასჯა კი არა ,მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა მთავარი.სკოლაში არაფერს ვასწავლით,მანქანა გასართობი ჰგონიათ,გზები არაა მზად ჩქაროსნული გადაადგილებისათვის,რომელი ერთი?უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავთ,ვისაც სულ არ ადარდებს ჩვენი ადამიანების უსაფრთხოება,სამაგიეროდ,ვიღაც ნაძირალა მდიდრდება......ესაა სინამდვილე.ჯარიმები კი ბიუჯეტის შევსებას ემსახურება,თუ ასე არაა,ვითარება რატომ მძიმდება და არ სწორდება.ჯარიმები ხომ გაიზარდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. გორი, სიღნაღი, წნორი, ფოთი, რუსთავი, თბილისი... - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მხოლოდ იანვრის თვეში მომხდარ ავარიებს 25-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საგანგაშოა: 2016 წელს, საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

გუშინ, 24 იანვარს ღამით კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა მოხდა თბილისში: თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. თვითმხილველთა თქმით, ავარია "მერსედესის" მარკის ჯიპის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. თემაზე სასაუბროდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტებს მივმართეთ.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის":

"არასწორი მანევრირება, სიჩქარი გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა - ეს ის მიზეზებია რის გამოც საქართველოში საგზაო შემთხვევებმა იმატა. 2016 წელს 10 თვის განმავლობაში 170 000 ჯარიმაა გამოწერილი სიჩქარის გადამეტების გამო. როცა ვსაუბრობთ ნასვამობაზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალური სტატისტიკით ეს არის მეორე მიზეზი. პირველი მკვლელი კი არის სიჩქარის გადამეტება. სტატისტიკურად ძირითადი ნაწილი კი მოდის თბილისზე.

- ხომ არ არის საჭირო კანონების გამკაცრება ან საპატრულო პოლიციის პასუხისმგებლობის გაზრდა?

- 2015 წელს არის გამოწერილი მილიონნახევარი ადმინისტრაციული ჯარიმა, ეს დღეში არის 3 500 ადმინისტრაციული ჯარიმა, შსს-ში კი აცხადებენ, რომ არ არის პატრულის საკმარისი ადამიანური რესურსი ყველა დამრღვევი რომ დაჯარიმდეს. მთავარი არის, განცდა შეიქმნას ქვეყანაში იმისა, რომ დამრღვევი ჯარიმდება. აუცილებელია სხვა საშუალებებიც დავნერგოთ, შემოვიტანოთ "ჭკვიანი კამერები" და სხვა, რათა საგზაო უბედურება როგორმე შევამციროთ. საქართველოში მილიონზე მეტი მანქანაა დარეგისტრირებული და დაახლოებით მილიონი აქტიური მძღოლი გვყავს, რეალურად გვჭირდება თანამედროვე კონტოლის მექანიზმები, გვჭირდება ქულათა სისტემა.

წაიკითხეთ: გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

ნასვამობაზე როცა ადამიანები იხდიან ჯარიმას, მე თუ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა, დავარღვევ კანონს, გადავიხდი ჯარიმას და ისევ გავაგრძელებ მანქანის ტარებას, მაგრამ ქულათა სისტემის შემოღების შემთხვევაში, როცა ყოველ დარღვევაზე ქულა დაგაკლდება და შემდეგ მართვის მოწმობა ჩამოგერთმევა, უფრო ფრთხილად იქნები, რაიმე შეცდომა რომ არ დაუშვა, რადგან მართვის მოწმობის ჩამორთმევით უამრავი პირადი თუ სამსახურებრივი საქმე გაგიფუჭდება. იმედია თებერვალში პარლამენტი ამ კანონს განიხილავს. როცა ერთ წელზე მეტია გაჭედილია ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, გზებზე მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!

- საგანგაშოა სტატისტიკა გზებზე ბავშვების სიკვდილიანობის მხრივ. როგორ და რა ფორმით არის დაცული ბავშვების უსაფრთხოება?

- ჩვენთან მგზავრების უსაფრთხოება კანონით დაუცველია. კანონში წერია, რომ უკანა სავარძელზე არასრულწლოვანს შეუძლია 3 წლამდე ბავშვი კალთაში ჩაიჯინოს, ხოლო უბედური შემთხვევის დროს ორივე ბავშვი სასიკვდილოდ განწირულია. ბავშვი თავისი ზომისა და წონის მიხედვით აუცილებლად უნდა იჯდეს სავარძელში. ვიცით, რომ ავტოპარკი არის მოძველებული და ამ ძველ მანქანებში ღვედების გარეშე ბავშვებს აშკარა საფრთხე ემუქრებათ. 2015 წელს 28 ბავშვი დაიღუპა, ვერ გეტყვით, რომელი იყო მგზავრი და რომელი ქვეითი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ქვეითთა უფლებებიც არ არის დაცული.

ასევე წაიკითხეთ: რამდენ მძღოლს ჩამოერთვა საქართველოში მართვის მოწმობა სიმთვრალის გამო გასულ წელს

სკოლებში გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სწავლება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. 600 ადამიანი წლის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად იღუპება, მსგავსი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც გაზის გაჟონვით და არც სხვა არაბუნებრივი სიკვდილის დაფიქსირებისას.

ასევე უნდა გამკაცრდეს გამოცდის ჩაბარება და აღსანიშნავია, რომ ქალაქში მამაკაცი მძღოლები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალბატონები, ისინი აგრესიულობით უფრო არღვევენ კანონს და ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ქალბატონებმა შეიძლება რაიმეს არცოდნით დაარღვიონ კანონი, თუმცა, ისინი სიჩქარის გადამეტების და სხვა სიცოცხლისთვის საშიშ დარღვევებს არ აჩვენებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტი რობერტ იანტბელიძე:

- საპატრულო პოლიციას არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია საგზაო შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიციის რაიონული თუ რეგიონული დანაყოფის უფროსი, პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მონაკვეთში მომხდარ საგზაო შემთხვევებზე. ეს პასუხსმგებლობა დღეს არავის არ გააჩნია და არ ანაღვლებთ, რადგან მათ არ ემუქრებათ თანამდებობის დატოვება. ვერავითარი კანონის გამკაცრება ვერ უშველის, თუ არ დადგა საპატრული პოლიციის პასუხისმგელობის საკითხი. მთავრობა პრობლემის მოგვარებას არასწორი გზით იწყებს. საპატრულო პოლიციას უნდა ჩაეწეროს კანონში, რომ ის ვალდებულია ავტოსაგზაო შემთხვევების პასუხისმგებლობაზე და პოსტფაქტუმ კი არ უნდა მიდიოდეს, მანამდე უნდა აკეთებდეს პრევენციულ ქმედებებს. როცა მე პოლიციის უფროსი ვარ და არ მადარდებს ჩემს მონაკვეთში 1 კაცი დაუღუპება თუ 10, ეს არის უპასუხისმგებლობა.

პატრული კი დღეს შემთხვევის შემდეგ მიდის დანაშაულის ადგილზე, შემოსაზღვრავენ შემთხვევის ადგილს, მიიღებენ მეთაურისგან განკარგულებას როგორ უნდა მოიქცნენ, აღწერენ შემთხვევის ადგილს და ამით მთავრდება.

მეორე საკითხი, არის მძღოლების მომზადება. ევროკავშირში მძღოლების მომზადება უფრო პროფესიონალურად ხდება. ჩვენთან კი უნდათ ახალბედა მძღოლები გმირთა მოედანზე გამოიყვანონ და ასე ჩააბარებინონ გამოცდა და ისინი აუცლებლად ჩაიჭრებიან, რადგან ჩვენთან არ არის მოძრაობა მოწესრიგებული და ვინ იცის, გამოცდის დროს რომელი გიჟი ჩაუჭრის გზას. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ტერიტორია, სადაც ის შეძლებს მძღოლები პროფესიონალურად მოამზადოს და მათ არ დასჭირდებათ კერძოდ მომზადება, საკითხების დაზეპირება და შემდეგ გამოცდებზე გასვლა.

მნიშვნელოვანია, რომ ავარიათა უმეტესი ნაწილი სიჩქარის გადამეტებით ხდება, ხოლო შემდეგი პრობლემა არაფხიზელი მდგომარეობაა, ეს კი შეგნებულად ჩადენილი დანაშაულია და ჩემი აზრით, სანქცია ამ დანაშაულზე უნდა გამკაცრდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ნიშნები არასწორადაა გზებზე განთავსებული. ხოლო ამ საგზაო ნიშნებთან ვიდეოთვალია დაყენებული და როცა ჩვენ ვარღვევთ წესს, ვიდეოთვალი გვაფიქსირებს და ჯარიმაც გვეწერება. ასევე უნდა გადაიხედოს შსს-ს ვებ გვერდი, სადაც ზოგიერთ ტესტი არასწორადაა შედგენილი. ეს ნიშნავს, რომ შსს-ს გვერდზე მოძრაობის არასწორ წესებს ვსწავლობთ.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

რა აცვიათ სასწრაფოს ექიმებს, რომლებიც აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეებს ამოწმებენ და თქვა თუ არა უარი მათმა ნაწილმა სამუშაოს შესრულებაზე

როგორია ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ვირუსის გამო, შესაძლოა, გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება