მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - რა ცვლილებები ამოქმედდება წლის ბოლომდე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - რა ცვლილებები ამოქმედდება წლის ბოლომდე

"დღეს არ­სე­ბუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და, შეც­ვლი­ლი გა­მოც­დის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ვინც იქ გა­მოც­დას ვერ აბა­რებს, ქუ­ჩა­ში რომ გა­იყ­ვა­ნო, უკვე რის­კია" - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, უწყე­ბას მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც სა­ბო­ლო­ოდ შე­ჯე­რე­ბა მოხ­დე­ბა.

რო­გორც შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შსს-მ ამ მხრივ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ეც­ნო და შე­ის­წავ­ლა.

"გა­მოც­და მხო­ლოდ ერთ ქუ­ჩა­ზე არ იქ­ნე­ბა, ის ჩა­ტარ­დე­ბა, ალ­ბათ, ქა­ლაქ­ში. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აღი­ჭურ­ვოს კა­მე­რე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც ამას ყვე­ლა­ფერს და­ა­ფიქ­სი­რებს. მან­ქა­ნაც და გა­მომ­ცდე­ლიც იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ავ­ტო­მან­ქა­ნა­შიც და მას­ზეც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ჩევს ღერ­ძუ­ლა ხაზს, წი­თელ შუქს და ა.შ. ანუ სა­გა­მოც­დო მან­ქა­ნე­ბი ქა­ლაქ­ში გავ­ლენ და ქა­ლა­ქის ის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც ისი­ნი ივ­ლი­ან, იქ­ნე­ბა უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლად და­ხა­ზუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა კა­მე­რამ აღიქ­ვას. ეს არის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი", - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად: გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბი, "ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი" და ცვლი­ლე­ბე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა­ში - შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც გაქვთ

მი­სი­ვე თქმით, მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის სი­ახ­ლე­ებ­ზე მო­მა­ვალ­ში პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ლო­დი­ნე­ბი სწო­რი იყოს.

"წელს ჩვენ ამას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რად­გან ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. მე ვფიქ­რობ, რომ ამას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბაც დას­ჭირ­დეს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ მო­დელს ავირ­ჩევთ. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­დე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დაც, ალ­ბათ, ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ გა­მოც­დას ვერ აბა­რებს, ქუ­ჩა­ში რომ გა­იყ­ვა­ნო, უკვე რის­კია. ანუ მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბა ორ ან სა­მე­ტა­პი­ა­ნი იყოს. მთა­ვა­რია, მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მოხ­დე­ბა. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც", - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - რა ცვლილებები ამოქმედდება წლის ბოლომდე

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - რა ცვლილებები ამოქმედდება წლის ბოლომდე

"დღეს არსებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ვინც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია" - ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყებას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომელზეც საბოლოოდ შეჯერება მოხდება.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, შსს-მ ამ მხრივ რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო და შეისწავლა.

"გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს. მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და ა.შ. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად: გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

მისივე თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიახლეებზე მომავალში პრეზენტაცია გაიმართება, რათა საზოგადოებაში მოლოდინები სწორი იყოს.

"წელს ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ. შესაბამისად, მისი განხორციელება პარლამენტის პროცედურებისა და პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით მოხდება. დღეს არსებული პრაქტიკული გამოცდაც, ალბათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია. ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი