სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ
გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

ბოლო ხანს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მსხვერ­პლთა სტა­ტის­ტი­კა მარ­თლაც შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია. მხო­ლოდ დე­კემ­ბრის ბო­ლოს და იან­ვრის პირ­ველ ორ კვი­რა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს 25-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და ეს სტა­ტის­ტი­კა სამ­წუ­ხა­როდ დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა...

ექ­სპერ­ტე­ბი ავა­რი­ე­ბის გა­მომ­წვევ სხვა­დას­ხვა მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ, შე­სა­ბა­მის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს კი დარ­ღვე­ვე­ბის ფაქ­ტებ­ზე მეტი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გეგ­მავს შსს საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის, რას გუ­ლის­ხმობს და რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია. რა ეტაპ­ზეა ამ სტრა­ტე­გი­ის მუ­შა­ო­ბა და რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

- მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად შე­იქ­მნა უწყე­ბათ­შო­რი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა და და­ამ­ტკი­ცა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა მო­ი­ცავს რო­გორც სა­პო­ლი­ციო, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სეგ­მენ­ტებს. სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გლებ­ში, ჩვენ გვაქვს რამ­დე­ნი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის ქუ­ჩა­ში გა­ტა­ნა და გარ­თუ­ლე­ბა. ჩვენ ასე­ვე ვგეგ­მავთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის უფრო ეფექ­ტურ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას და სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რო­ლის გაზ­რდას.

ახლა ვმუ­შა­ობთ კონ­ტრო­ლის ძა­ლი­ან ძლი­ერ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლი­დან თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, ასე­ვე, ავ­ტო­ბან­ზე ამოქ­მედ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ე.წ. "ჭკვი­ან კა­მე­რებ­ზე", რაც, რე­ა­ლუ­რად, კონ­ტრო­ლის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მაა. ჩვენ ასე­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­ზარ­დთა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. კერ­ძოდ, ეს არის შსს-ს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა "უსაფრ­თხო­ე­ბის 10 გაკ­ვე­თი­ლი" და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია. ამა­ვე გეგ­მის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ერთ-ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა. მათ შო­რი­საა მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლა­თა სის­ტე­მა და უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბა. ამა­ზე უკვე გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან.

- ამ­ჟა­მად ამ სტრა­ტე­გი­ი­დან რა მუ­შა­ობს? თუ არ ვცდე­ბი, იგეგ­მე­ბო­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ნიშ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შსს-სთვის გა­და­ცე­მა ამ სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით. გად­მო­ე­ცა ეს ნა­წი­ლი თქვენს უწყე­ბას?

- ეს სა­კი­თხი ისევ ისე დარ­ჩა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან ჩვენ მუ­შა­ო­ბა გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ყვე­ლა მათ­განს და­ვუ­გეგ­მეთ, თუ სად უნდა გა­ნა­თავ­სონ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი კა­მე­რე­ბი, რათა კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დეს. თით­ქმის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბი და რა­და­რე­ბი ჩვენ მიერ და­გეგ­მილ ად­გი­ლებ­ზე გა­ნა­თავ­სოს, რაც ერ­თი­ა­ნი პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, კა­მე­რე­ბის სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა შსს-მ თა­ვის თავ­ზე აიღო და ამ პრო­ცეს­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი. ფი­ნან­სურ ნა­წილ­ში უწყე­ბას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი, ასე ვთქვათ, შე­ე­ხი­დე­ბი­ან. თუმ­ცა, აქ ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ სის­ტე­მით სარ­გე­ბელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ, რად­გან ჯა­რი­მე­ბის ნა­წი­ლი მათ ბი­უ­ჯეტ­ში ირი­ცხე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წლი­დან სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას ექ­ნე­ბა ინ­ცი­დენ­ტე­ბის ზუს­ტი აღ­რი­ცხვა - სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვი­სა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის. ამას­თა­ნა­ვე, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან, კერ­ძოდ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად შე­ვის­წავ­ლით იმ მო­ნაკ­ვე­თებს, რო­მე­ლიც ავა­რი­ე­ბის მა­ღალ რისკს შე­ი­ცავს. ჩვენ მიერ გა­კეთ­დე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ტი, მა­გა­ლი­თად, ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ფარ­გლებ­ში, თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ი­დან და კა­მე­რე­ბი­დან თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ შე­მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვუგ­ზავ­ნით თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას და მას უკვე ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­ზეც უნდა მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა.

- თქვენ ახლა იმა­ზე ისა­უბ­რეთ რა იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს. დღეს რო­გორ ხდე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა? მხო­ლოდ ბოლო ერთ თვე­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. რა პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს ატა­რებს შსს და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია იმის­თვის, რომ მსგავ­სმა შემ­თხვე­ვებ­მა იკ­ლოს?

- არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ისევ და ისევ და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცო­ცხალ ძა­ლა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა. ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ მძღო­ლე­ბის უფრო აქ­ტი­უ­რად შე­მოწ­მე­ბას. ვა­პი­რებთ, უფრო მკაც­რად მო­ვახ­დი­ნოთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვახ­დენ­დით.

რა­ტომ ვის­წრაფ­ვით მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის­კენ? მარ­ტო თბი­ლი­სის მა­გა­ლით­ზე რომ გან­ვი­ხი­ლოთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 550 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს. ამ ეტაპ­ზე სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გვაქვს ჩარ­თუ­ლი ე.წ. "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბი, რა­მაც გვაჩ­ვე­ნა, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, ჩვე­ნი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, სხვა­დას­ხვა დროს და გზის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 3 ათას დარ­ღვე­ვას აფიქ­სი­რებს. 550 ათა­სი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, სულ მცი­რე, 10%-დან 20%-მდე არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, რაც ავა­რი­ე­ბის საფრ­თხეს იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, პატ­რუ­ლის არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სით, რაც უნდა ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვოს მან, სა­ერ­თო სუ­რათ­ში პრინ­ცი­პუ­ლად არ­სე­ბი­თი გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა, პატ­რუ­ლის ცო­ცხა­ლი ძა­ლის სა­ხით, აკე­თებს იმას, რისი გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია. მაგ­რამ ჩვენ თუ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც რომ გავ­ზარ­დოთ, რაც არც თუ ისე იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რე­ა­ლუ­რად, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგ­ვწონს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ გვინ­და, გა­და­ვი­დეთ ისეთ სის­ტე­მა­ზე, რო­მელ­საც არ­ცერ­თი დარ­ღვე­ვა არ გა­მო­ე­პა­რე­ბა. იქ­ნე­ბა ეს 2000, 3000, 5000, 10 000 თუ 20 000 დარ­ღვე­ვა, ყვე­ლა იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პატ­რუ­ლი მუ­შა­ობს იმ ბერ­კე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით აქვს.

- ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბა ახ­სე­ნეთ და სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად სწო­რია ის მიდ­გო­მა, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბა, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ვა­და­ზე ადრე უკან და­იბ­რუ­ნოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ? ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ამ მხრი­ვაც გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია მიდ­გო­მა და პირ­მა ბო­ლომ­დე მო­ი­ხა­დოს ის სას­ჯე­ლი, რაც მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვით გა­ნე­სა­ზღვრა?

- კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს დის­კრე­ცია აქვს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, რომ მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ჯა­რი­მით შე­უც­ვა­ლოს. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ დის­კრე­ცი­ას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებს, თუ მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა პირ­ვე­ლად ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დეს ავ­ტო­მან­ქა­ნას და პირ­ვე­ლად მოხ­დეს, რომ სიმ­თვრა­ლის გამო მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მო­არ­თვან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა ამ და სხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუ პირს ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის გამო რამ­დენ­ჯერ­მე აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, დის­კრე­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი უარს ეტყვის თან­ხის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ სა­ბუ­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ანუ აქ საკ­მა­ოდ გამ­კაც­რე­ბუ­ლია მიდ­გო­მა. თუმ­ცა, ეს მიდ­გო­მა რამ­დე­ნად სწო­რია - ეს ცალ­კე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია და ზო­გა­დად, კა­ნო­ნის შეც­ვლა­საც გუ­ლის­ხმობს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 2016 წელს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სიმ­თვრა­ლის გამო 30 174 მარ­თვის მოწ­მო­ბა იყო ჩა­მორ­თმე­უ­ლი.

- და რამ­დე­ნი იყო დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ეს ციფ­რე­ბიც ხომ არ გაქვთ?

- სა­დღაც, მაქ­სი­მუმ, 10%. საკ­მა­ოდ მკაც­რი მიდ­გო­მაა ამ სა­კი­თხი­სად­მი. ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა პრობ­ლე­მე­ბის პირ­ველ სა­მე­ულ­ში რჩე­ბა.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი რა არის? ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე და სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე?

- მთელ მსოფ­ლი­ო­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბია - ავ­ტო­პარ­კი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე ვთქვათ, მძღო­ლის მომ­ზა­დე­ბის დონე და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი კომ­პლექ­სუ­რია და ჩვენ არ­ცერ­თი არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ. ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ცია საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ სა­დაც რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბია, ამის შე­სა­ხებ და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, ჩვენ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვართ, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს დე­ტა­ლუ­რად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად, რა მი­ზე­ზით და რამ­დე­ნი ავა­რია მოხ­და ან რამ­დე­ნი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ხდე­ბა. ვფიქ­რობთ, ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რად სრულ სუ­რათს შექ­მნის.

- გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რო­გორც თქვით ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი...

- ე.წ. "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რო­გორც ქა­ლაქ­ში, ასე­ვე მა­გის­ტრა­ლებ­ზე. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას ვერ გრძნო­ბენ, რად­გან სის­ტე­მის სრუ­ლად ამუ­შა­ვე­ბას გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბა. სის­ტე­მამ უკვე გვაჩ­ვე­ნა პრობ­ლე­მე­ბი და ჩვენ უკვე გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ხედ­ვა.

ამას პირ­ვე­ლად თქვენ­თან ვამ­ბობ. ამ სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც დღეს დარ­ღვე­ვებს აფიქ­სი­რებს და თა­ვი­სი ანა­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მით ით­ვლის, თუ რა სა­ხის დარ­ღვე­ვა იყო ყვე­ლა­ზე მეტი, აჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლაქ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. არ­ღვე­ვენ რო­გორც ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ასე­ვე, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი. ჩვენ ეს ტენ­დენ­ცია ე.წ. "ჭკვი­ან­მა" კა­მე­რებ­მა დაგ­ვი­ფიქ­სი­რა, რომ­ლე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დე­გებს არ იწ­ვევს. ამ ეტაპ­ზე გვაქვს ის რე­ჟი­მი, რომ ცო­ცხა­ლი ძალა უყუ­რებს კა­მე­რებს და ვი­საც აფიქ­სი­რებს, აჯა­რი­მებს კი­დეც, მაგ­რამ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლე­ბის გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ, რო­გორც კი ე.წ. "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბის სის­ტე­მა სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, ძა­ლი­ან მკაც­რი ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა, ამ სის­ტე­მას არ­ცერ­თი მსგავ­სი დარ­ღვე­ვა არ გა­მო­ე­პა­რე­ბა. პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლებს მო­ვუ­წო­დებ, რომ და­იც­ვან მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ხუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს, რაც ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი გვაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მე­რი­ას­თან ერ­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ჯა­რი­მე­ბას, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის და­ჯა­რი­მე­ბის სა­კი­თხი მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. კონ­ტრო­ლის ახა­ლი სის­ტე­მა გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დარ­ღვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თი მი­ვი­ღოთ. შე­იძ­ლე­ბა, მე­რი­ამ მოგ­ვცეს თა­ვი­სი ბაზა, სა­ი­და­ნაც გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­მელ მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტს რო­მე­ლი მძღო­ლი მარ­თავს და პირ­და­პირ მძღო­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა. გა­ნი­ხი­ლე­ბა ის ვერ­სი­აც, რომ და­ჯა­რიმ­დეს მე­რია და შემ­დეგ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა რეგ­რე­სის წე­სით მოს­თხო­ვოს მძღოლს. ეს ტექ­ნი­კუ­რად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხია.

- სა­ნამ მარ­თვის მოწ­მო­ბებ­ზე 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა არ შე­მო­ვა, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე რჩე­ბა ის ჯა­რი­მა, რაც დღე­ისვის არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ხომ არ თვლით, რომ ვი­ნა­ი­დან კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა შე­ჩერ­და წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მიერ, უნდა შე­გეც­ვა­ლათ თუნ­დაც ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე?

- კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ. იმის გამო, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, ეს არ მოხ­და, თუმ­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტშია შე­სუ­ლი, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბის გაზ­რდა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მოხ­დე­ბა. მა­ნამ­დე რომ გაგ­ვე­ზარ­და, მა­ინც კა­ნონ­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო ცვლი­ლე­ბე­ბი და რად­გან პარ­ლა­მენ­ტში კომ­პლექ­სუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი შე­ვი­ტა­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­კე სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯა­რი­მას ვე­ღარ გავზრდი­დით.

- სა­მი­ნის­ტრო სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ქვე­ი­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­ღვე­ო­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, ზებ­რა­ზე ახალ­გაზ­რდას დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა და იმ­სხვერ­პლა. ხში­რად, ე.წ. ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი არ კონ­ტროლ­დე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ. რას აკე­თებს სა­მი­ნის­ტრო ქვე­ი­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად?

- სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გვყავს. სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა ქვე­ი­თე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა აკ­რძა­ლულ ად­გი­ლას გა­დას­ვლა და მძღო­ლე­ბის მიერ "ზებ­რა­ზე" გზის არ­დათ­მო­ბა. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის პატ­რუ­ლი არ იძ­ლე­ვა იმ შე­დეგს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გლო­ბა­ლუ­რი დაკ­ვე­თაა. იმის­თვის, რომ შე­დე­გი ეფექ­ტუ­რი იყოს, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი პო­ლი­ცი­ე­ლი უნდა გან­ვა­ლა­გოთ. ამი­ტომ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს სა­კი­თხი რჩე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ის დო­ნე­ზე საზ­რუ­ნა­ვად, ვი­ნა­ი­დან სხვა მე­ქა­ნიზ­მი, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ამ დარ­ღვე­ვას ავა­რი­დოთ და არ გა­დაკ­ვე­თოს არას­წორ ად­გილ­ზე გზა, არ გვაქვს. თუმ­ცა, ვნა­ხოთ, რა­ღაც დო­ნე­ზე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ამ ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც ქვე­ი­თებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის, რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ იმ კამ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო - "შენი გუ­ლის­თვის, შენი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის"?

- ვფიქ­რობ, კამ­პა­ნია არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რად­გან, რო­დე­საც ჩვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, მა­შინ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იყო. ავა­რი­ე­ბი მა­ში­ნაც ხდე­ბო­და, ხალ­ხი მა­ში­ნაც იღუ­პე­ბო­და, თუმ­ცა გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არც თუ ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. რო­დე­საც ჩვენ კამ­პა­ნია და­ვი­წყეთ, ამის შემ­დეგ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, თუნ­დაც, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­აც შეც­ვლი­ლია, პრო­ტეს­ტი უფრო დი­დია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა და და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ბევ­რად უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, ვიდ­რე დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც დო­ნე­ზე მძღოლ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს, მაგ­რამ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ღირს იმად, რომ სხვე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. ამ კამ­პა­ნი­ამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა ეს თუ პრე­ვენ­ცი­ის ნა­წი­ლი, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ კამ­პა­ნი­ას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რად­გან ეს არის ჩვე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა კი პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. მხო­ლოდ ჯა­რი­მის გამ­კაც­რე­ბა ვერ შეც­ვლის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი­სად­მი მძღო­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

- რო­დე­საც AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა და­ა­ნონ­სეთ, მა­შინ არ იყო ზუს­ტი კონ­ტუ­რე­ბი რა სა­ხის ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ში. ახლა თუ არის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­გორ გად­მო­ი­ნაც­ვლებს გა­მოც­და ქუ­ჩა­ში, რე­ა­ლურ დრო­ში?

- ჩვენ ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის რამ­დე­ნი­მე გზა გვაქვს შერ­ჩე­უ­ლი, გა­ვე­ცა­ნით რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას. გა­მოც­და მხო­ლოდ ერთ ქუ­ჩა­ზე არ იქ­ნე­ბა, ის ჩა­ტარ­დე­ბა, ალ­ბათ, ქა­ლაქ­ში. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აღი­ჭურ­ვოს კა­მე­რე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც ამას ყვე­ლა­ფერს და­ა­ფიქ­სი­რებს.

- ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მოხ­დე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა?

- მან­ქა­ნაც და გა­მომ­ცდე­ლიც იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ავ­ტო­მან­ქა­ნა­შიც და მას­ზეც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ჩევს ღერ­ძუ­ლა ხაზს, წი­თელ შუქს და ა.შ. ანუ სა­გა­მოც­დო მან­ქა­ნე­ბი ქა­ლაქ­ში გავ­ლენ და ქა­ლა­ქის ის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც ისი­ნი ივ­ლი­ან, იქ­ნე­ბა უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლად და­ხა­ზუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა კა­მე­რამ აღიქ­ვას. ეს არის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი. გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ალ­ბათ, შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ გა­ი­მარ­თე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყოს და მო­ლო­დი­ნე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იყოს სწო­რი.

- ამის ამოქ­მე­დე­ბა 2017 წლის ბო­ლომ­დე იგეგ­მე­ბა?

- წელს ჩვენ ამას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რად­გან ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. მე ვფიქ­რობ, რომ ამას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბაც დას­ჭირ­დეს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ მო­დელს ავირ­ჩევთ. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­დე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დაც, ალ­ბათ, ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ გა­მოც­დას ვერ აბა­რებს, ქუ­ჩა­ში რომ გა­იყ­ვა­ნო, უკვე რის­კია. ანუ მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბა ორ ან სა­მე­ტა­პი­ა­ნი იყოს. მთა­ვა­რია, მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მოხ­დე­ბა. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც.

- ჯერ კი­დევ არ და­წყე­ბუ­ლა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონპ­რო­ქ­ტის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში, ხომ არ გეგ­მავთ და­მა­ტე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას მას­ში, თუნ­დაც მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბის ჩა­მოკ­ლე­ბის კუ­თხით?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, ამა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ გვქო­ნია. ჩვენ გვაქვს შე­თან­ხმე­ბა, რომ, რო­გორც კი პარ­ლა­მენ­ტი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე შე­იკ­რი­ბე­ბა, და­ვუბ­რუნ­დეთ ამ თე­მებს და გან­ხილ­ვის პე­რი­ოდ­ში თუ რამე ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი, გან­ვი­ხი­ლოთ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­კი­თხის გა­რე­შე მოხ­დე­ბა, რად­გან მათ­ზე სხვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია მი­ღე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნად გა­დაჭ­რის უკვე მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იმ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნებ­ზე თქვე­ნი მო­დე­ლით იჭ­რე­ბო­და?

- ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს შე­ამ­ცი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბას, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს, რომ საფრ­თხე - გვყო­ლო­და თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ან პი­რი­ქით, აღარ დაგ­ვე­მუქ­რე­ბა.

- 2016 წელს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გზებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30% ან უხა­რის­ხოა ან სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს. თუმ­ცა მა­შინ აღ­ნიშ­ნეთ, რომ იგეგ­მე­ბა ახა­ლი კა­მე­რე­ბის შე­ძე­ნა, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ანა­ლი­ტი­კით. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახლა? მუ­შა­ობს თუ არა კა­მე­რე­ბი?

- ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ვა­ტა­რეთ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია და რისი აღ­დგე­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და, მოხ­და იმ კა­მე­რე­ბის აღ­დგე­ნა. ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია. გარ­და ამი­სა, და­ე­მა­ტა ის კა­მე­რე­ბი, რო­მელ­თა პროგ­რა­მის გა­ტესტვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ ხედ­ვას ისი­ნიც გვაძ­ლევს. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის - "უსაფრ­თხო ქა­ლა­ქი, უსაფრ­თხო რე­გი­ო­ნი, უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა" სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბა, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ანა­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას გუ­ლის­ხმობს, ვფიქ­რობ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს.

ესა­უბ­რა თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

ბოლო ხანს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა სტატისტიკა მართლაც შემაძრწუნებელია. მხოლოდ დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ ორ კვირაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 25-მდე ადამიანი ემსხვერპლა და ეს სტატისტიკა სამწუხაროდ დღითიდღე მძიმდება...

ექსპერტები ავარიების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, მოსახლეობას სიფრთხილისკენ, შესაბამის სამთავრობო უწყებებს კი დარღვევების ფაქტებზე მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს შსს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რას გულისხმობს და როდის ამოქმედდება რეალურად მთავრობის მიერ დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- რამდენიმე თვის წინ მთავრობამ დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია. რა ეტაპზეა ამ სტრატეგიის მუშაობა და როგორ ხორციელდება?

- მთავრობის მიერ დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმა მოიცავს როგორც საპოლიციო, ასევე განათლებისა და ინფრასტრუქტურულ სეგმენტებს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გატანა და გართულება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების უფრო ეფექტურ სისტემაზე გადასვლას და საპოლიციო საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდას.

ახლა ვმუშაობთ კონტროლის ძალიან ძლიერ სისტემაზე, რომელიც მიმდინარე წლიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ავტობანზე ამოქმედდება. საუბარია ე.წ. "ჭკვიან კამერებზე", რაც, რეალურად, კონტროლის ძალიან ეფექტური სისტემაა. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ განათლების მიმართულებით, უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. კერძოდ, ეს არის შსს-ს საგანმანათლებლო პროგრამა "უსაფრთხოების 10 გაკვეთილი" და სხვადასხვა სოციალური კამპანია. ამავე გეგმის თანახმად, ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება. მათ შორისაა მართვის მოწმობის ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ამაზე უკვე გვქონდა კონსულტაციები პარლამენტთან.

- ამჟამად ამ სტრატეგიიდან რა მუშაობს? თუ არ ვცდები, იგეგმებოდა მუნიციპალიტეტების მიერ საგზაო მოძრაობის ნიშნების განთავსების უფლებამოსილების შსს-სთვის გადაცემა ამ სტრატეგიის მიხედვით. გადმოეცა ეს ნაწილი თქვენს უწყებას?

- ეს საკითხი ისევ ისე დარჩა. მუნიციპალიტეტებთან ჩვენ მუშაობა გავააქტიურეთ იმ მიმართულებით, რომ ყველა მათგანს დავუგეგმეთ, თუ სად უნდა განათავსონ საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები, რათა კონტროლის სისტემა უფრო ეფექტური გახდეს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა სურვილი, "ჭკვიანი" კამერები და რადარები ჩვენ მიერ დაგეგმილ ადგილებზე განათავსოს, რაც ერთიანი პროცესის ფარგლებში მოხდება. შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამერების სისტემის მოწესრიგება შსს-მ თავის თავზე აიღო და ამ პროცესში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული. ფინანსურ ნაწილში უწყებას მუნიციპალიტეტები, ასე ვთქვათ, შეეხიდებიან. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სისტემით სარგებელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ, რადგან ჯარიმების ნაწილი მათ ბიუჯეტში ირიცხება.

მიმდინარე წლიდან საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას ექნება ინციდენტების ზუსტი აღრიცხვა - სამართალდარღვევისა და ავტოსაგზაო შემთხვევების. ამასთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად შევისწავლით იმ მონაკვეთებს, რომელიც ავარიების მაღალ რისკს შეიცავს. ჩვენ მიერ გაკეთდება ანალიტიკური პროდუქტი, მაგალითად, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის ფარგლებში, თელავის პოლიციიდან და კამერებიდან თელავის რაიონში არსებული პრობლემების შესახებ შემოსულ ინფორმაციას გავუგზავნით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მას უკვე ექნება რეალური მონაცემები, რომელზეც უნდა მოახდინოს რეაგირება.

- თქვენ ახლა იმაზე ისაუბრეთ რა იგეგმება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. დღეს როგორ ხდება არსებული პრობლემების გადაჭრა? მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რა პრევენციულ ზომებს ატარებს შსს და საპატრულო პოლიცია იმისთვის, რომ მსგავსმა შემთხვევებმა იკლოს?

- არსებული მდგომარეობით, საპატრულო პოლიცია ისევ და ისევ დამოკიდებულია ცოცხალ ძალაზე. პარალელურად გამკაცრდება ადმინისტრირება. ადმინისტრირების გამკაცრებაში ვგულისხმობ მძღოლების უფრო აქტიურად შემოწმებას. ვაპირებთ, უფრო მკაცრად მოვახდინოთ პრევენციული შემოწმება, ვიდრე მანამდე ვახდენდით.

რატომ ვისწრაფვით მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ? მარტო თბილისის მაგალითზე რომ განვიხილოთ, დღის განმავლობაში დედაქალაქში, დაახლოებით, 550 ათასი ავტომობილი მოძრაობს. ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში გვაქვს ჩართული ე.წ. "ჭკვიანი" კამერები, რამაც გვაჩვენა, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. საპატრულო პოლიცია, თბილისის მასშტაბით, ჩვენი საგზაო მოძრაობის პირობებში, სხვადასხვა დროს და გზის სხვადასხვა მონაკვეთებში, საშუალოდ, 3 ათას დარღვევას აფიქსირებს. 550 ათასი ავტომანქანიდან, სულ მცირე, 10%-დან 20%-მდე არღვევს მოძრაობის წესებს, რაც ავარიების საფრთხეს იწვევს. შესაბამისად, პატრულის არსებული რესურსით, რაც უნდა ეფექტურად იმუშავოს მან, საერთო სურათში პრინციპულად არსებითი გარდატეხის შეტანა შეუძლებელია. დღეს არსებული სისტემა, პატრულის ცოცხალი ძალის სახით, აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. მაგრამ ჩვენ თუ რადიკალური ცვლილებები არ განვახორციელეთ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც რომ გავზარდოთ, რაც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა, რეალურად, სასურველი შედეგი მიღწეული ვერ იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს არსებული ვითარება. ამიტომ გვინდა, გადავიდეთ ისეთ სისტემაზე, რომელსაც არცერთი დარღვევა არ გამოეპარება. იქნება ეს 2000, 3000, 5000, 10 000 თუ 20 000 დარღვევა, ყველა იქნება დაფიქსირებული. პატრული მუშაობს იმ ბერკეტების ფარგლებში, რაც დღეის მდგომარეობით აქვს.

- ადმინისტრირების გამკაცრება ახსენეთ და საინტერესოა, რამდენად სწორია ის მიდგომა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობა, მოქალაქეს შეუძლია ვადაზე ადრე უკან დაიბრუნოს გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მხრივაც გასამკაცრებელია მიდგომა და პირმა ბოლომდე მოიხადოს ის სასჯელი, რაც მართვის მოწმობის ჩამორთმევით განესაზღვრა?

- კანონიდან გამომდინარე, ეს დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ მძღოლს მართვის მოწმობის ჩამორთმევა ჯარიმით შეუცვალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება. მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა. თუმცა, ეს მიდგომა რამდენად სწორია - ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ზოგადად, კანონის შეცვლასაც გულისხმობს. შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობა იყო ჩამორთმეული.

- და რამდენი იყო დაბრუნებული ეს ციფრებიც ხომ არ გაქვთ?

- სადღაც, მაქსიმუმ, 10%. საკმაოდ მკაცრი მიდგომაა ამ საკითხისადმი. ალკოჰოლური თრობა პრობლემების პირველ სამეულში რჩება.

- ბატონო შალვა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის ძირითადი გამომწვევი მიზეზი რა არის? ადამიანური ფაქტორის გარდა, შეიძლება ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე და სხვა ფაქტორებზე?

- მთელ მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების კომპონენტებია - ავტოპარკი, ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, მძღოლის მომზადების დონე და რიგ შემთხვევაში, ბუნებრივი პირობები. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები კომპლექსურია და ჩვენ არცერთი არ უნდა გამოვრიცხოთ. ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით იმაში დაგვეხმარება, რომ სადაც რა სახის პრობლემებია, ამის შესახებ დახარისხებული ინფორმაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თვითმმართველობებს დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას, სად, რა მიზეზით და რამდენი ავარია მოხდა ან რამდენი სამართალდარღვევა ხდება. ვფიქრობთ, ეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრად სრულ სურათს შექმნის.

- გარკვეულ წერტილებში უკვე დამონტაჟებულია როგორც თქვით ე.წ. ჭკვიანი კამერები...

- ე.წ. "ჭკვიანი" კამერები დამონტაჟებულია როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალებზე. მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ, რადგან სისტემის სრულად ამუშავებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. სისტემამ უკვე გვაჩვენა პრობლემები და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა.

ამას პირველად თქვენთან ვამბობ. ამ სისტემამ, რომელიც დღეს დარღვევებს აფიქსირებს და თავისი ანალიტიკური სისტემით ითვლის, თუ რა სახის დარღვევა იყო ყველაზე მეტი, აჩვენა, რომ ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. ეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. არღვევენ როგორც ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო ტაქსები. ჩვენ ეს ტენდენცია ე.წ. "ჭკვიანმა" კამერებმა დაგვიფიქსირა, რომლებიც ჯერჯერობით რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს. ამ ეტაპზე გვაქვს ის რეჟიმი, რომ ცოცხალი ძალა უყურებს კამერებს და ვისაც აფიქსირებს, აჯარიმებს კიდეც, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი ე.წ. "ჭკვიანი" კამერების სისტემა სრულად ამოქმედდება, ძალიან მკაცრი ზომები გატარდება, ამ სისტემას არცერთი მსგავსი დარღვევა არ გამოეპარება. პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოვუწოდებ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დახურულ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ მერიასთან ერთად.

რაც შეეხება დაჯარიმებას, მუნიციპალური ტრანსპორტის დაჯარიმების საკითხი მარტივად მოსაგვარებელია. კონტროლის ახალი სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარღვევის ამსახველი სურათი მივიღოთ. შეიძლება, მერიამ მოგვცეს თავისი ბაზა, საიდანაც გვეცოდინება, რომელ მუნიციპალურ ტრანსპორტს რომელი მძღოლი მართავს და პირდაპირ მძღოლი დაჯარიმდება. განიხილება ის ვერსიაც, რომ დაჯარიმდეს მერია და შემდეგ მუნიციპალიტეტმა რეგრესის წესით მოსთხოვოს მძღოლს. ეს ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხია.

- სანამ მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემა არ შემოვა, სიჩქარის გადაჭარბებაზე რჩება ის ჯარიმა, რაც დღეისვის არის განსაზღვრული. ხომ არ თვლით, რომ ვინაიდან კანონპროექტის განხილვა შეჩერდა წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, უნდა შეგეცვალათ თუნდაც ჯარიმების ოდენობა სიჩქარის გადაჭარბებაზე?

- კანონპროექტის ფარგლებში, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმის გამო, რომ კანონპროექტის განხილვა შეჩერებული იყო, ეს არ მოხდა, თუმცა კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტშია შესული, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობის გაზრდა რაციონალურად მოხდება. მანამდე რომ გაგვეზარდა, მაინც კანონში უნდა შესულიყო ცვლილებები და რადგან პარლამენტში კომპლექსური ცვლილებების პაკეტი შევიტანეთ, შესაბამისად, ცალკე სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით ჯარიმას ვეღარ გავზრდიდით.

- სამინისტრო სატესტო რეჟიმში ახორციელებდა ქვეითი პატრულების მუშაობას ისეთ ადგილებში, სადაც ქვეითების უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა. რამდენიმე კვირის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, ზებრაზე ახალგაზრდას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და იმსხვერპლა. ხშირად, ე.წ. ზებრა გადასასვლელები არ კონტროლდება საპატრულო პოლიციის მიერ. რას აკეთებს სამინისტრო ქვეითების უფლებების დასაცავად?

- სამწუხაროდ, ქვეითი პატრულები შეზღუდული რაოდენობით გვყავს. საერთო პრობლემაა ქვეითების მიერ სხვადასხვა აკრძალულ ადგილას გადასვლა და მძღოლების მიერ "ზებრაზე" გზის არდათმობა. მცირე რაოდენობის პატრული არ იძლევა იმ შედეგს, რაც საზოგადოების მხრიდან გლობალური დაკვეთაა. იმისთვის, რომ შედეგი ეფექტური იყოს, მთელი ქალაქის მასშტაბით, ალბათ, რამდენიმე ათასი პოლიციელი უნდა განვალაგოთ. ამიტომ, ჯერჯერობით, ეს საკითხი რჩება, ცნობიერების ამაღლების კამპანიის დონეზე საზრუნავად, ვინაიდან სხვა მექანიზმი, რომ ქვეითად მოსიარულე ამ დარღვევას ავარიდოთ და არ გადაკვეთოს არასწორ ადგილზე გზა, არ გვაქვს. თუმცა, ვნახოთ, რაღაც დონეზე ტექნოლოგიების განვითარება შეიძლება ამ მიმართულებითაც იქნას გამოყენებული.

- ამ ტენდენციიდან გამომდინარე რაც ქვეითებთან მიმართებაში არის, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ კამპანიის წარმატებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის"?

- ვფიქრობ, კამპანია არის წარმატებული, რადგან, როდესაც ჩვენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, მაშინ ქართულ საზოგადოებაში ეს თემა აქტუალური არ იყო. ავარიები მაშინაც ხდებოდა, ხალხი მაშინაც იღუპებოდა, თუმცა გარკვეულწილად ეს თემა საზოგადოებაში არც თუ ისე აქტუალური იყო. როდესაც ჩვენ კამპანია დავიწყეთ, ამის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება ექცევა, თუნდაც, ავარიის შედეგად გარდაცვლილებს, საზოგადოების რეაქციაც შეცვლილია, პროტესტი უფრო დიდია. საზოგადოებამ დაინახა, რომ 100-ქულიანი სისტემა და დამატებითი შეზღუდვები ბევრად უფრო რაციონალურია, ვიდრე დღეს არსებული ვითარება.

შეიძლება, რაღაც დონეზე მძღოლთა თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ ეს თავისუფლების შეზღუდვა ღირს იმად, რომ სხვების სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამ კამპანიამ, დარწმუნებული ვარ, ქვეითთა გადასასვლელების საკითხი იქნება ეს თუ პრევენციის ნაწილი, შედეგი გამოიღო და შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიას გავაგრძელებთ, რადგან ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ცნობიერების ამაღლება კი პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მხოლოდ ჯარიმის გამკაცრება ვერ შეცვლის საგზაო მოძრაობის წესებისადმი მძღოლის დამოკიდებულებას. ცნობიერების ამაღლება მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა.

- როდესაც AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მართვის მოწმობის გამოცდების გართულება დაანონსეთ, მაშინ არ იყო ზუსტი კონტურები რა სახის ცვლილება მოხდება პრაქტიკულ გამოცდაში. ახლა თუ არის კონკრეტული გეგმა, როგორ გადმოინაცვლებს გამოცდა ქუჩაში, რეალურ დროში?

- ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე გზა გვაქვს შერჩეული, გავეცანით რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას. გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს.

- ვირტუალურად მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება?

- მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და ა.შ. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. გამზადებული გვაქვს რამდენიმე პროექტი. საბოლოო გადაწყვეტილება, ალბათ, შიდა კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. ამის შესახებ გაიმართება პრეზენტაცია, რათა საზოგადოებამ შეიტყოს და მოლოდინები ამ მიმართულებით იყოს სწორი.

- ამის ამოქმედება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება?

- წელს ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ. შესაბამისად, მისი განხორციელება პარლამენტის პროცედურებისა და პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით მოხდება. დღეს არსებული პრაქტიკული გამოცდაც, ალბათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია. ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც.

- ჯერ კიდევ არ დაწყებულა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროქტის განხილვა პარლამენტში, ხომ არ გეგმავთ დამატებით ცვლილებების შეტანას მასში, თუნდაც მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლების კუთხით?

- ჯერჯერობით, ამაზე კონსულტაციები არ გვქონია. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ, როგორც კი პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეიკრიბება, დავუბრუნდეთ ამ თემებს და განხილვის პერიოდში თუ რამე ცვლილებები იქნება ინიცირებული, განვიხილოთ. კანონპროექტის განხილვა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საკითხის გარეშე მოხდება, რადგან მათზე სხვა რეგულაციებია მიღებული.

- რამდენად გადაჭრის უკვე მიღებული რეგულაციები იმ პრობლემას, რომელიც მარჯვენასაჭიანებზე თქვენი მოდელით იჭრებოდა?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეამცირებს საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის რაოდენობას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საფრთხე - გვყოლოდა თანაბარი რაოდენობის მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილები ან პირიქით, აღარ დაგვემუქრება.

- 2016 წელს ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში გზებზე დამონტაჟებული კამერების დაახლოებით 30% ან უხარისხოა ან საერთოდ არ მუშაობს. თუმცა მაშინ აღნიშნეთ, რომ იგეგმება ახალი კამერების შეძენა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ანალიტიკით. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ახლა? მუშაობს თუ არა კამერები?

- ჩვენ მაქსიმალურად ჩავატარეთ ინვენტარიზაცია და რისი აღდგენაც შეიძლებოდა, მოხდა იმ კამერების აღდგენა. ამორტიზებული კამერების რიცხვი გაცილებით დაბალია. გარდა ამისა, დაემატა ის კამერები, რომელთა პროგრამის გატესტვა მიმდინარეობს და შესაბამისად, გარკვეულ ხედვას ისინიც გვაძლევს. ჩვენი პროექტის - "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" სრულად ამოქმედება, რაც ქვეყნის მასშტაბით ანალიტიკური ფუნქციებით აღჭურვილი, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას გულისხმობს, ვფიქრობ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

ესაუბრა თორნიკე კოშკაძე, AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი