პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი
რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი

"რო­დე­საც მიხ­ვალთ მა­ღა­ზი­ა­სა და სუ­პერ­მარ­კეტ­ში, მო­ი­თხო­ვეთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია"; "ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ში" - ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი - პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე­ებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით კამ­პა­ნია - "მო­ი­თხო­ვე ქარ­თუ­ლი" და­ი­წყო. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად, კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შიდა ქარ­თლსა და მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს - "კამ­პას", "კუ­ლას", "ქა­რე­ლის ჩი­რის" და დვან­ში კომ­პა­ნია "დი­ნას­ტი­ას" ეწ­ვია. სტუმ­რე­ბი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს გა­ეც­ნენ და მის შექ­მნა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"სო­ფელ დვა­ნი­დან სულ ახ­ლოს სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან გოგა ჩა­ნა­დირ­თან და ტა­რი­ელ ზივ­ზი­ვა­ძეს­თან ერ­თად, მინ­და კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მელ­საც ჩვენ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი - ეს არის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, ეს არ არის პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­საა, რო­მელ­საც ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ. ინი­ცი­ა­ტი­ვა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში - ჩვენ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბა, მო­ვი­თხო­ვოთ ქარ­თუ­ლი იქ, სა­დაც მივ­დი­ვართ შე­სა­ძე­ნად პრო­დუქ­ტის და ვი­ცო­დეთ, რომ ამის უკან დგას ის, რომ ჩვენ ამით ვაძ­ლი­ე­რებთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას, ვაძ­ლი­ე­რებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქარ­თულ წარ­მო­ე­ბა­ში, ვქმნით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, ვეხ­მა­რე­ბით სა­ვა­ლუ­ტო სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და იმედს ვაძ­ლევთ ერ­თმა­ნეთს, რომ ერ­თად დგო­მით შეგ­ვიძ­ლია გა­ვაძ­ლი­ე­როთ ერ­თმა­ნე­თი. კი­დევ ერთხელ, რო­დე­საც მიხ­ვალთ მა­ღა­ზი­ა­სა და სუ­პერ­მარ­კეტ­ში, მო­ი­თხო­ვეთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნახე 30 წამ­ში 10 ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ უნდა იყი­დო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი [ვი­დე­ოგ­რა­ფი­კა]

მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი. მთავ­რო­ბის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 3 ახა­ლი სა­წარ­მოს შექ­მნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი საქ­მე წა­მო­ი­წყონ.

"პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აღ­დგო­მი­ანთკარ­ში შე­იქ­მნე­ბა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მო და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 1 300 000 ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია. ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქვე­და ჩხო­რო­წყუ­ში შე­იქ­მნე­ბა თხი­ლი­სა და დაფ­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო. ინ­ვეს­ტი­ცია არის 130 000 ლარი. ჩაის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში კი, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში შე­იქ­მნე­ბა ჩაის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო. კომ­პა­ნი­ას იჯა­რის უფ­ლე­ბით გა­და­ე­ცე­მა 25 ჰა მი­წის ფარ­თო­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი სა­წარ­მოს შექ­მნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ წა­მო­ი­წყონ სა­კუ­თა­რი საქ­მე და ასე­ვე, და­ა­საქ­მონ ათო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბე­ლი. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის შექ­მნის კუ­თხით და რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო აგ­რძე­ლებს სა­კუ­თარ ძა­ლის­ხმე­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი ვერ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუ არ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მყა­რი შეგ­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა არის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ში. ეს არის ად­გი­ლობ­რი­ვი და­საქ­მე­ბუ­ლის ოჯახ­ში ცხე­ლი სა­დი­ლი იმ სა­ღა­მოს, ეს არის სახ­ლში ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მი­სუ­ლი მშო­ბე­ლი სა­ღა­მოს და ეს კავ­ში­რი მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს, რო­დე­საც ვყი­დუ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქ­ცი­ას", - გა­ნა­ცხდა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"პა­ლიტ­რა მე­დია" ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტო­რიიყო ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის. სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია #იყი­დე­ქარ­თუ­ლი მე­დი­აჰოლ­დინ­გმა 2015 წელს წა­მო­ი­წყო და იგი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ისი­ნი, ვინც კამ­პა­ნი­ას უერ­თდე­ბი­ან, არ­ჩე­ვანს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თე­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ასე­თი ქმე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში პა­ტა­რა წვლი­ლი შე­აქვთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი

რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი

"როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია"; "ადგილობრივი პროდუქციის შეძენა დამატებითი შემოსავალია ქართული ოჯახის ბიუჯეტში" - ამ განცხადებებით ქვეყნის პირველი პირები - პრეზიდენტი და პრემიერი მოქალაქეებს ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია - "მოითხოვე ქართული" დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში არსებულ ქართულ საწარმოებს - "კამპას", "კულას", "ქარელის ჩირის" და დვანში კომპანია "დინასტიას" ეწვია. სტუმრები პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნენ და მის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

"სოფელ დვანიდან სულ ახლოს საოკუპაციო ზოლთან გოგა ჩანადირთან და ტარიელ ზივზივაძესთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი - ეს არის ამ ადამიანების მიერ დაწყებული ინიციატივა, ეს არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, არამედ საზოგადოებისაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ შესაძენად პროდუქტის და ვიცოდეთ, რომ ამის უკან დგას ის, რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ნახე 30 წამში 10 ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდო ქართული პროდუქტი [ვიდეოგრაფიკა]

მოსახლეობას ქართული წარმოების წახალისებისკენ მოუწოდეს გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა 3 ახალი საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმე წამოიწყონ.

"პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტიცია არის 130 000 ლარი. ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰა მიწის ფართობი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო აგრძელებს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა და საქართველოს მოსახლეობაში, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში. ეს არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში ხელდამშვენებული მისული მშობელი საღამოს და ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას", - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

"პალიტრა მედია" ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო ქართული წარმოების გაძლიერების. სოციალური კამპანია #იყიდექართული მედიაჰოლდინგმა 2015 წელს წამოიწყო და იგი ქართული წარმოების ხელშეწყობას და შესაბამისად, ქვეყნის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ისინი, ვინც კამპანიას უერთდებიან, არჩევანს ქართული პროდუქციის სასარგებლოდ აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებით საქართველოს გაძლიერებისა და განვითარების საქმეში პატარა წვლილი შეაქვთ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი