პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს
14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს

14 წლის აი­და­ნის ბა­დი­რო­ვი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ჭი­და­ო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან და­დის, ეს სპორ­ტი მისი გა­ტა­ცე­ბაა. ოც­ნე­ბობს, დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, თუმ­ცა მის ოჯახს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ბევ­რჯერ გას­ვლებ­ზე უა­რის თქმა მო­უ­წევ­და, მწვრთნე­ლე­ბი რომ არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

აი­და­ნი­სი მშობ­ლებ­თან და სამ მცი­რე­წლო­ვან დას­თან ერ­თად სო­ფელ ველ­ში ცხოვ­რობს. მა­შინ რო­დე­საც მისი ასა­კის ბავ­შვებს სძი­ნავთ, აი­და­ნი­სი ყო­ველ დი­ლით ვაგ­ზალ­ზე მა­ტა­რებ­ლით მი­დის, რომ დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში ლი­მო­ნი გა­ყი­დოს. დღე­ში მისი შე­მო­სა­ვა­ლი 5-6 ლა­რია.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი PALITRATV.GE-ზე

დი­ლით ადრე ყი­ნავს, აი­და­ნი­სი კი სი­ცი­ვეს უკვე მი­ეჩ­ვია, თა­ვი­დან უჭირ­და, მაგ­რამ ახლა მუ­შა­ო­ბა აღარ უძ­ნელ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ დედა ხში­რად ავად­მყო­ფობს, მა­მას კი მუდ­მი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. გა­ყი­დუ­ლი ლი­მო­ნი­დან შე­მო­სუ­ლი ფული გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლია. უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გამო, აი­და­ნი­სი სკო­ლა­ში სი­ა­რულ­საც ვერ ახერ­ხებს. 4 სა­ა­თის­თვის კი სო­ფე­ლი დიღ­მის გზას და­ად­გე­ბა, რომ ჭი­და­ო­ბის გაკ­ვე­თილ­ზე არ და­აგ­ვი­ა­ნოს...

"პას­პორ­ტი უნდა გა­ვა­კე­თო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ვარ­ჯი­შო. მერე რა რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ვარ, ვაფ­შე არ მინ­და ბა­ქო­ში წას­ვლა... სა­ქარ­თვე­ლო მიყ­ვარს და აქ მინ­და ვი­ვარ­ჯი­შო" - ამ­ბობს აი­და­ნი­სი.

აი­და­ნი­სი ოც­ნე­ბოს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ჭი­და­ვე გახ­დეს და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნოს, მა­ნამ­დე კი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა უნდა გა­ნაგ­რძოს...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს

14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს

14 წლის აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში რამდენჯერმე გახდა გამარჯვებული. ჭიდაობაზე ბავშვობიდან დადის, ეს სპორტი მისი გატაცებაა. ოცნებობს, დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა მის ოჯახს უკიდურესად უჭირს და ბევრჯერ გასვლებზე უარის თქმა მოუწევდა, მწვრთნელები რომ არ ეხმარებოდნენ.

აიდანისი მშობლებთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად სოფელ ველში ცხოვრობს. მაშინ როდესაც მისი ასაკის ბავშვებს სძინავთ, აიდანისი ყოველ დილით ვაგზალზე მატარებლით მიდის, რომ დეზერტირების ბაზარში ლიმონი გაყიდოს. დღეში მისი შემოსავალი 5-6 ლარია.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE-ზე

დილით ადრე ყინავს, აიდანისი კი სიცივეს უკვე მიეჩვია, თავიდან უჭირდა, მაგრამ ახლა მუშაობა აღარ უძნელდება. ამბობს, რომ დედა ხშირად ავადმყოფობს, მამას კი მუდმივი შემოსავალი არ აქვს. გაყიდული ლიმონიდან შემოსული ფული გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. უკიდურესი გაჭირვების გამო, აიდანისი სკოლაში სიარულსაც ვერ ახერხებს. 4 საათისთვის კი სოფელი დიღმის გზას დაადგება, რომ ჭიდაობის გაკვეთილზე არ დააგვიანოს...

"პასპორტი უნდა გავაკეთო და საქართველოში ვივარჯიშო. მერე რა რომ აზერბაიჯანელი ვარ, ვაფშე არ მინდა ბაქოში წასვლა... საქართველო მიყვარს და აქ მინდა ვივარჯიშო" - ამბობს აიდანისი.

აიდანისი ოცნებოს, რომ წარმატებული მოჭიდავე გახდეს და მთელმა საქართველომ გაიცნოს, მანამდე კი თავდაუზოგავი შრომა უნდა განაგრძოს...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი