პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ ანტიკური ხანის ნაქალაქარია აღმოჩენილი
აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ ანტიკური ხანის ნაქალაქარია აღმოჩენილი

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხეთ­ში აქამ­დე უც­ნო­ბი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტია აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ობი­ექ­ტი ივ­რის ნა­პირ­ზე, კო­წა­ხუ­რას ქე­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს:

"2016 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­მა, აქამ­დე უც­ნო­ბი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტი და­ა­ფიქ­სი­რა, რო­მე­ლიც კა­ხეთ­ში, ივ­რის ნა­პირ­ზე, კო­წა­ხუ­რას ქე­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ ობი­ექ­ტი ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ნა­ქა­ლა­ქარს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა­ნაც ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ყორ­ღა­ნი მდე­ბა­რე­ობს და რომ­ლის მას­შტა­ბიც, აქამ­დე შეს­წავ­ლილ ყორ­ღა­ნებს აღე­მა­ტე­ბა.

იხი­ლეთ კად­რე­ბი აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლი­დან

ობი­ექ­ტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 2,5 ჰექ­ტარ­ზე, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მისი ფარ­თო­ბის ცვლი­ლე­ბა. დან­გრე­უ­ლია მი­წის­პირ­ზე და ამ­ჟა­მად მხო­ლოდ კონ­ტუ­რე­ბი იკი­თხე­ბა. ესაა ალი­ზის ნა­გე­ბო­ბე­ბით და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი. ალი­ზის კედ­ლე­ბის სის­ქე 1-1.2 მეტრს შო­რის მერ­ყე­ობს. ნა­გე­ბო­ბა­თა­გან ნა­წი­ლი წრი­უ­ლია, ნა­წი­ლი კი მართკუ­თხა. ალი­ზის კედ­ლებს ეტყო­ბათ ძლი­ე­რი ხან­ძრის კვა­ლი. ზე­და­პი­რუ­ლი დაზ­ვერ­ვით და­ფიქ­სი­რე­ბულ მა­სა­ლას თი­ხის ბათ­ქა­შე­ბი, წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით მო­ხა­ტუ­ლი ჭურ­ჭლის ფრაგ­მენ­ტე­ბი და სა­ლე­სი ქვე­ბი შე­ად­გენს. აღ­მო­სავ­ლე­თით, მის მო­მიჯ­ნა­ვედ, 115 მ დი­ამ­ტე­რი­სა და და­ახ­ლო­ე­ბით 20მ სი­მაღ­ლის ყორ­ღა­ნია" - ვკი­თხუ­ლობთ სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 2017 წელს და­გეგ­მი­ლია კომ­პლექ­სის კვლე­ვის და­წყე­ბა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო წამ­ყვა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ ანტიკური ხანის ნაქალაქარია აღმოჩენილი

აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ ანტიკური ხანის ნაქალაქარია აღმოჩენილი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს:

"2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

იხილეთ კადრები აღმოჩენის ადგილიდან

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია" - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი