მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"
ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ თავს და­ესხნენ. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ნიკა გვა­რა­მია აღ­ნიშ­ნავს, თავ­დას­ხმა ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მოხ­და.

იხი­ლეთ ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი 4 ფოტო

ასე­ვე ნა­ხეთ| უკო­მენ­ტა­როდ: გვა­რა­მია ტო­ვებს ად­გილს, სა­დაც მა­მის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სცე­მეს

"დღეს მამა და­ვა­საფ­ლა­ვე და მძი­მე ხა­სი­ათ­ზე ვარ. მე­გობ­რებ­მა რეს­ტო­რან და­ი­ნინგ რუმსში წა­მიყ­ვა­ნეს, ცოტა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რომ გა­მო­ვეყ­ვა­ნეთ. შუქი ჩაქ­რა და უკვე წა­მო­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ თავს დაგ­ვესხნენ ჩუ­მად, მი­პარ­ვით, სიბ­ნე­ლე­ში. მოგ­ვა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მე ბოლო დღე­ე­ბის უძი­ლო­ბის და სტრე­სის გამო, იმ­დე­ნად გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, ვერც მო­ვას­წა­რი რე­ა­გი­რე­ბა და სა­ერ­თო­დაც ვე­რა­ფერს მივ­ხვდი, სა­ნამ ია­ტაკ­ზე არ გა­მოვ­ფხიზ­ლდი. ეგ­რე­ვე გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი. ირ­გვლივ კა­მე­რე­ბია. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მა­გი­და­ზე ყვე­ლა­ფერს მათი ანა­ბეჭ­დე­ბი აქვს.

პი­რო­ბას ვდებ, არ მი­ვი­ღებ არა­ვი­თარ ბო­დიშს და მე­ტა­ნი­ებს. ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა. არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, საფ­ლა­ვის კა­რამ­დე ჩავ­ყვე­ბი და ვა­ზღვე­ვი­ნებ ბო­ლომ­დე. ცალ­კე რეს­ტო­რა­ნი გა­წე­წავს საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის.

პი­რო­ბას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა და­იწ­ვე­ბა!", - წერს გვა­რა­მია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე განაცხადა. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

იხილეთ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შემდეგ გადაღებული 4 ფოტო

ასევე ნახეთ| უკომენტაროდ: გვარამია ტოვებს ადგილს, სადაც მამის დაკრძალვის შემდეგ სცემეს

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.

პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!", - წერს გვარამია.

წაიკითხეთ ასევე: ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი