საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს
თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და მის და­სახ­მა­რებ­ლად უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­რი­ცხა თან­ხა. ანას­ტა­სია, რო­მელ­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი, სწრაფმ­ზარ­დი სიმ­სივ­ნე) და­უდ­გინ­და, თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და თით­ქოს ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო ამ­დენ დატ­ვირ­თვას და გო­გო­ნა გუ­შინ და­ი­ღუ­პა.

ანას­ტა­სი­ას დედა ქეთი ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე შვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს. რო­გორც და­ღუ­პუ­ლის დედა წერს, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის და სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფორ­მა­ლო­ბე­ბის გამო დღის ბო­ლომ­დე შვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს. ქეთი ზა­ა­ლიშ­ვი­ლი დახ­მა­რე­ბას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სო­ლი­და­რო­ბის ფონდს თხოვს (სწო­რედ სო­ლი­და­რო­ბის ფონდმა და­ფა­რა დე­კემ­ბრის ბო­ლოს პა­ცი­ენ­ტის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის და სა­ჰა­ე­რო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თან­ხა):

"აი, ეხლა სულ და­ვი­ვი­წყებ რომ შვი­ლი მკვდა­რი მყავს. რაღა დროს ფორ­მა­ლო­ბე­ბია. სამ­გზავ­რო ბი­ლეთს აგი­ღებ­თო და იმით გვიშ­ვე­ბენ... თურ­მე ამ სპე­ცი­ა­ლურ თვითმფრი­ნავს არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის უფ­ლე­ბა, იმი­ტო რო დიდი პრო­ცე­დუ­რე­ბია სა­ჭი­რო... მა­შინ რო­გორ გად­მოგ­ვაფ­რი­ნეს აქ???? მო­ვი­თხოვ ისე­თი­ვე თვითმფრი­ნა­ვით გა­და­მიყ­ვა­ნონ!!!! შე­ა­წუ­ხეთ ყვე­ლა ხალ­ხო, სო­ლი­და­რო­ბა და ჯან­დაც­ვა არ გა­მამ­წა­როთ, სულ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს არა­ფე­რი!" - წერს ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის დედა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

იმის გა­სარ­კვე­ვად, რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას და ვინ აი­ღებს სა­კუ­თარ თავ­ზე გად­მოს­ვე­ნე­ბის ხარ­ჯებს, ჩვენ სო­ლი­და­რო­ბის ფონდს და­ვუ­კავ­შირ­დით. ფონდში გან­გვი­მარ­ტეს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამ ეტაპ­ზე კონ­ტაქ­ტი აქვთ გო­გო­ნას ბა­ბუ­ას­თან, თუმ­ცა რო­მე­ლი უწყე­ბა და­ფა­რავს გო­გო­ნას გად­მოს­ვე­ნე­ბის ხარ­ჯებს, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­კვე­უ­ლი არ არის და უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­ცხა­დეს, გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­აა და უწყე­ბა უკვე აწარ­მო­ებს და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რებს.

თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა. ანასტასია, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა გუშინ დაიღუპა.

ანასტასიას დედა ქეთი ზაალიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. როგორც დაღუპულის დედა წერს, გარკვეული პროცედურების და საბუთებთან დაკავშირებული ფორმალობების გამო დღის ბოლომდე შვილის გადმოსვენებას ვერ ახერხებს. ქეთი ზაალიშვილი დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდს თხოვს (სწორედ სოლიდარობის ფონდმა დაფარა დეკემბრის ბოლოს პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და საჰაერო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირების თანხა):

"აი, ეხლა სულ დავივიწყებ რომ შვილი მკვდარი მყავს. რაღა დროს ფორმალობებია. სამგზავრო ბილეთს აგიღებთო და იმით გვიშვებენ... თურმე ამ სპეციალურ თვითმფრინავს არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, იმიტო რო დიდი პროცედურებია საჭირო... მაშინ როგორ გადმოგვაფრინეს აქ???? მოვითხოვ ისეთივე თვითმფრინავით გადამიყვანონ!!!! შეაწუხეთ ყველა ხალხო, სოლიდარობა და ჯანდაცვა არ გამამწაროთ, სულ აღარ მაინტერესებს არაფერი!" - წერს ანასტასია ზაალიშვილის დედა ფეისბუქის გვერდზე.

იმის გასარკვევად, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში გარდაცვლილ გოგონას და ვინ აიღებს საკუთარ თავზე გადმოსვენების ხარჯებს, ჩვენ სოლიდარობის ფონდს დავუკავშირდით. ფონდში განგვიმარტეს, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებულები არიან და ამ ეტაპზე კონტაქტი აქვთ გოგონას ბაბუასთან, თუმცა რომელი უწყება დაფარავს გოგონას გადმოსვენების ხარჯებს, ჯერჯერობით გარკვეული არ არის და უახლოეს საათებში ოფიციალური ინფორმაცია ექნებათ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, გადმოსვენების საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და უწყება უკვე აწარმოებს დაღუპული ბავშვის გადმოსვენების პროცედურებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი