სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 დაღუპული ორ დღეზე, ეს კატასტროფაა" - გახშირებული ავარიები, ლიბერალური სანქციები და პრობლემის გადაჭრის გზები
"11 დაღუპული ორ დღეზე, ეს კატასტროფაა" - გახშირებული ავარიები, ლიბერალური სანქციები და პრობლემის გადაჭრის გზები

გა­სულ კვი­რას ავა­რი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ექ­სპერ­ტე­ბი ავა­რი­ის გა­მომ­წვევ ნო­მერ პირ­ველ მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბულ სიჩ­ქა­რეს ასა­ხე­ლე­ბენ, ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მას მოს­დევს - საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, მან­ქა­ნის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გა­რე­შე (მო­ბი­ლურ­ზე სა­უ­ბა­რი), მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, თა­ნა­ბარმ­ნიშ­ვნე­ლო­ვან გზებ­ზე "და­უთ­მე გზის" ნიშ­ნის არარ­სე­ბო­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა, გზა­ზე გა­დას­ვლის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა ქვე­ი­თე­ბის მიერ და სხვა.

ახა­ლი წლის დღე­ებ­ში კი ყვე­ლა­ზე ხში­რად ავა­რი­ის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა. მძღო­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ იმ დღე­ებ­ში აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას იმოძ­რა­ონ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით, როცა ქუ­ჩა­ში ნაკ­ლე­ბი მან­ქა­ნაა. ასე­ვე, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ისიც, რომ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ მძღო­ლე­ბის ნა­წილს მან­ქა­ნის და­ტო­ვე­ბა და სახ­ლში ტაქ­სით წას­ვლა არ სურს.

გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად Ambebi.ge-მ სპე­ცი­ა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით რო­გორც შე­სა­ბა­მის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტებს, ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რას ფიქ­რო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ქუ­ჩის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზეზ­თა საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სია გა­მოვ­ლინ­და:

არ­ჩილ ზა­ქა­რა­ია, პენ­სი­ო­ნე­რი:

- ავა­რი­ებს იწ­ვევს მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რის მო­წეს­რი­გე­ბა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დღე და ღამე უნდა ფიქ­რობ­დეს. ჩვენ, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ვიც­ვათ წე­სე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, წე­სე­ბი და ჯა­რი­მე­ბია გა­სამ­კაც­რე­ბე­ლი, რომ მძღო­ლე­ბი უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი გახ­დნენ.

ნი­კო­ლოზ თო­დუა, სტუ­დენ­ტი:

- ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბაა, ამას ემა­ტე­ბა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მძღო­ლე­ბი სა­ჭეს­თან. ასე­ვე, ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის არ­ცოდ­ნა და დაბ­ნე­უ­ლო­ბა იწ­ვევს ცუდ შე­დე­გებს. ქარ­თვე­ლებს გვჭირ­დე­ბა მეტი სიმ­კაც­რე და ჯა­რი­მა. კონ­ტრო­ლის მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა.

თემო ზა­ქა­რა­ძე, ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- თა­ნაბ­რად დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ რო­გორც მძღო­ლე­ბი, ასე­ვე ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი. ხან­და­ხან ჩვენც ვარ­ღვევთ და ისი­ნიც და იწყე­ბა გაბ­რა­ზე­ბე­ბის სე­რია და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი. მენ­ტა­ლო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს, რომ ეს სა­კი­თხი მო­წეს­რიგ­დეს. უფრო მეტი სიმ­კაც­რეა სა­ჭი­რო. ვიცი, არა­ვინ და­მა­ჯა­რი­მებს და ახლა ვა­პი­რებ პე­კი­ნის ქუჩა გა­დავკვე­თო ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­თან მის­ვლამ­დე. მან­ქა­ნას როცა ვა­ტა­რებ და ვხე­დავ, რომ ყვე­ლა არ­ღვევს, მეც ვარ­ღვევ, სხვაგ­ვა­რად გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

მა­რი­ამ ქე­ბა­ძე, სტუ­დენ­ტი:

- სულ სა­დღაც გვეჩ­ქა­რე­ბა, ქვე­ით­საც და მძღოლ­საც. ზო­გა­დი მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის ამ­ბა­ვია ავა­რი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქოს ტალ­ღე­ბა­დაა მი­წყო­ბი­ლი მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის მთე­ლი სე­რია, ეს მხო­ლოდ საგ­ზაო წე­სებს არ ეხე­ბა, ყველ­გან უწეს­რი­გო­ბაა.

აკა­კი ჩა­ფო­ძე, მძღო­ლი:

- არი­ან გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბის წე­სებს არ­ღვე­ვენ და ავა­რი­ე­ბი ამ მი­ზე­ზი­თაც ხში­რია. ქვე­ი­თე­ბიც ნამ­დვი­ლად დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ზებ­რამ­დე მის­ვლა და ქუ­ჩის ისე გა­დაკ­ვე­თა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს ისე კვე­თენ, თით­ქოს იქ მოძ­რა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ. ასეთ დროს ხდე­ბა ავა­რი­ე­ბიც.

მა­რი­ამ ხუ­გაშ­ვი­ლი, მე­ნე­ჯე­რი:

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ავა­რი­ას იწ­ვევს უყუ­რა­დღე­ბო­ბა, ორი­ვე დამ­ნა­შა­ვეა მძღო­ლიც და ქვე­ი­თიც, მაგ­რამ მა­ინც მძღო­ლებს მარ­თებთ უფრო მეტი თავ­შე­კა­ვე­ბა და ყუ­რა­დღე­ბა, ქვე­ი­თი უპი­რა­ტე­სია.

მო­მა­ტე­ბულ საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­სა და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერტს, "ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნელს და­ვით მეს­ხიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- როცა ხდე­ბა ავ­ტოსგზაო შემ­თხვე­ვა და ის მთავ­რდე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით, ვინ­ტე­რეს­დე­ბით, რა არის ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სრულ­ყო­ფი­ლი სტა­ტის­ტი­კა, თუ რა­ტომ მოხ­და ავა­რია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ აქვს. მხო­ლოდ მი­თი­თე­ბუ­ლია ის, რომ მი­ზე­ზი არის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა ან არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა. ნე­ბის­მი­ერ დარ­ღვე­ვას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა და ამი­ტო­მაც, როცა არ ვი­ცით ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი, რთულ­დე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვაც. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­იხ­ვე­წოს სტა­ტის­ტი­კა, დად­გინ­დეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი.

დე­და­ქა­ლაქ­ში გვაქვს ე.წ "შავი წერ­ტი­ლე­ბი", სა­დაც ხში­რად ხდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი. ავა­რი­ის შემ­დეგ ად­გილ­ზე მი­დის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და, რო­გორც წესი, დგინ­დე­ბა, რომ ყო­ველ­თვის მძღო­ლია დამ­ნა­შა­ვე. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თვე­ში 100 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა და ასეთ დროს შე­საძ­ლოა, არა მხო­ლოდ მძღო­ლია დამ­ნა­შა­ვე, არა­მედ, სხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. მსგავს წერ­ტი­ლებ­ში ექ­სპერტთა ჯგუ­ფი უნდა და­დი­ო­დეს და სწავ­ლობ­დეს, რა მი­ზე­ზით გახ­შირ­და იმ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი.

თბი­ლის­ში, ხში­რად ქვე­ით­თან შე­ჯა­ხე­ბა ხდე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად მწვა­ნეა ქვე­ი­თის­თვის და მძღო­ლის­თვის. მა­გა­ლი­თად, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩი­დან მივ­დი­ვართ ყაზ­ბე­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და უნდა შე­ვუხ­ვი­ოთ პე­კინ­ზე. აქ ვხვდე­ბით მწვა­ნე შუქ­ნი­შანს რო­გორც მძღო­ლის­თვის, ასე­ვე ქვე­ი­თის­თვის. კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, რომ მძღოლ­მა გზა უნდა და­უთ­მოს ქვე­ითს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ის გვაქვს, რომ ქე­ი­თი გა­დარ­ბის ზებ­რა­ზე, ვერ ას­წრებს გა­დას­ვლას იმი­ტომ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­კა­დი არის უწყვე­ტი და ასეთ დროს ხდე­ბა შე­ჯა­ხე­ბა.

დე­და­ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რგა­ნაა ასე­თი "კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია" და ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია არის თბი­ლი­სის მე­რი­ის მი­მართ, რომ მწვა­ნე შუქ­ნი­შა­ნი არ იყოს ერ­თდრო­უ­ლად ქვე­ი­თე­ბის­თვის და მძღო­ლე­ბის­თვის.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი ქვე­ი­თე­ბის თე­მა­ზე არის ის, რომ ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არის მო­წყო­ბი­ლი ისე, რომ ზებ­რამ­დე მძღოლ­მა და­აგ­დოს სიჩ­ქრე. მა­გა­ლი­თად, მშრა­ლი ხი­დის ქვეშ, ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნას­თან არის ზებ­რა, მაგ­რამ აქ ჩვენ ვმოძ­რა­ობთ 60 კი­ლო­მეტ­რი სა­ათ­ში სიჩ­ქა­რით, უცებ გვხვდე­ბა ზებ­რა, ისე, რომ არ ვი­ცით, რომ უნდა შეგ­ხვდეს, ვერ ვა­ხერ­ხებთ და­მუხ­რუ­ჭე­ბას. ამ დროს რის­კი არის ორ­მა­გი, ერთი - ქვე­ით­თან შე­ჯა­ხე­ბის, მე­ო­რე კი - უცა­ბე­დი და­მუხ­რუ­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენს უკან მოძ­რა­ვი მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არის ხელ­შემ­წყო­ბი, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის­გან ვი­ყოთ და­ცუ­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, პატ­რუ­ლი ლო­ი­ა­ლუ­რი ხომ არ არის დამ­რღვე­ვი მძღო­ლე­ბის მი­მართ?

- პატ­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო ძი­რე­უ­ლი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე ლო­ი­ა­ლო­ბის სა­კი­თხი. ჩვე­ნი პო­ლი­ცია, ერთი მხრივ, ებ­რძვის ქურ­დებ­სა და ყა­ჩა­ღებს და, მე­ო­რე მხრივ, არე­გუ­ლი­რებს სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბას. ამ ორ სა­კითხს ერ­თად ვერ უმკლავ­დე­ბა, თა­ნაც ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რი­ცხვმა, ლო­ი­ა­ლო­ბა იძუ­ლე­ბი­თია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გეგ­მავს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბის კუ­თხით. არსი ამ კა­ნო­ნი­სა არის ის, რომ ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის პატ­რუ­ლი არ უნდა გა­მო­გე­კი­დოს მძღოლს და­სა­ჯა­რი­მებ­ლად. ეს უნდა მოხ­დეს ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბით, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი 8 თვეა გა­ჭე­დი­ლია პარ­ლა­მენ­ტში. მე მოხმრე ვარ უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბის, ეს არ არის "ნოუ ჰაუ" და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გვხვდე­ბა. მომ­წონს გერ­მა­ნი­ის, ბელ­გი­ის, ჰო­ლან­დი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა. სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­მა­გა­ლი­თოა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის და ამ დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ციფ­რე­ბია.

ბელ­გი­ამ მაქ­სი­მა­ლუ­რი ენერ­გია ჩადო იმა­ში, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი გან­ვი­თარ­დეს. ბრი­ტა­ნეთ­ში არის სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, თუ სად და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მძღო­ლი და თუ ისე არ მო­იქ­ცე­ვა, რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვებს.

შეც­დო­მად მი­მაჩ­ნია, როცა 2012 წელს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯა­რი­მე­ბი გა­ა­ნა­ხევ­რა ისეთ დარ­ღვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, უწყვე­ტი ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა, გას­წრე­ბა. ახალ პროგ­რა­მა­ში წე­რია, რომ ჯა­რი­მე­ბი უნდა გა­ი­ზარ­დოს ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის. გა­მო­დის, რომ შეც­დო­მა იყო ჯა­რი­მე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა. მას შემ­დეგ დღემ­დე 40%-ით არის გაზ­რდი­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

- საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2016 წლის სტა­ტის­ტი­კა ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი. თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა ტენ­დენ­ცი­აა ამ მხრივ, იმა­ტა თუ იკლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა?

- 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბიც არ არის სა­ი­მე­დო, 2015 წლის შე­დეგ­ზე უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბა, პი­რი­ქით, გაზ­რდი­ლია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის, და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბე­ბი.

გა­სულ კვი­რას მხო­ლოდ ორ დღე­ში და­ფიქ­სირ­და 11 გარ­დაც­ვლი­ლი. ახ­მე­ტა­ში იყო ავა­რია, რუს­თავ­ში, ურეკ­ში. 11 ადა­მი­ა­ნი ორ დღე­ზე, ეს უბ­რა­ლოდ კა­ტას­ტრო­ფაა. ჩვე­ნი გზე­ბი არის სა­საკ­ლაო შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, არა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბა არ არის და­ცუ­ლი. ამას თან ერ­თვის და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ერთხელ არ­ღვევს, ორ­ჯერ, ხუთ­ჯერ და არ ის­ჯე­ბა.

- რა ასაკ­ში და რო­გორ უნდა ის­წავ­ლოს ადა­მი­ან­მა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და რა არის თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ამ მხრივ?

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში არ ის­წავ­ლე­ბა არა­ფე­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი უნდა არ­ჩევ­დეს შუქ­ნი­შანს და ზებ­რას და უნდა იცო­დეს რო­გორ გა­და­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი გზებ­ზე. და­წყე­ბით კლა­სებ­შიც არა­ფე­რი ის­წავ­ლე­ბა. მა­ღა­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს კი მან­და­ტუ­რი ას­წავ­ლის, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მან­და­ტუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში არის არა­თუ და­ბა­ლი, არა­მედ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არა­ნა­ირ სტან­დარ­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტოს­კო­ლებს, მათი ნა­წი­ლი ას­წავ­ლის "თაღ­ლი­თუ­რად". არ­სე­ბობს ხრი­კე­ბი, რომ­ლებ­საც აზე­პი­რე­ბენ და ადა­მი­ა­ნი გა­დის გა­მოც­და­ზე, კო­რუფ­ცი­ის გა­რე­შე იღებს მარ­თვის მოწ­მო­ბას, მაგ­რამ არა­ა­დექ­ვა­ტუ­რია იმ გა­რე­მოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, სა­დაც მო­უ­წევს მან­ქა­ნის ტა­რე­ბა. ჩვენ ვი­თხოვთ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას ამ კუ­თხი­თაც.

რა სტრა­ტე­გია აქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა და­გეგ­მი­ლი 2017 წელს, რა მიდ­გო­მე­ბი აქვს სა­მი­ნის­ტროს მო­ზარ­დე­ბის­თვის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის სწავ­ლე­ბის კუ­თხით, რა ეტაპ­ზეა ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და კი­დევ სხვა კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში გაგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა შსს-ს პო­ზი­ცია.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: 7 ად­გი­ლი თბი­ლის­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ავა­რია ხდე­ბა

გა­და­დი ბმულ­ზე და გა­ე­ცა­ნი ყვე­ლა სი­ახ­ლეს 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მომ­ხდა­რი ავა­რი­ე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"11 დაღუპული ორ დღეზე, ეს კატასტროფაა" - გახშირებული ავარიები, ლიბერალური სანქციები და პრობლემის გადაჭრის გზები

"11 დაღუპული ორ დღეზე, ეს კატასტროფაა" - გახშირებული ავარიები, ლიბერალური სანქციები და პრობლემის გადაჭრის გზები

გასულ კვირას ავარიის შედეგად საქართველოს მასშტაბით 11 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები ავარიის გამომწვევ ნომერ პირველ მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ, ჩამონათვალში მას მოსდევს - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა, სატრანსპორტო საშუალების მართვა კონცენტრაციის გარეშე (მობილურზე საუბარი), მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თანაბარმნიშვნელოვან გზებზე "დაუთმე გზის" ნიშნის არარსებობა, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა, გზაზე გადასვლის წესების დარღვევა ქვეითების მიერ და სხვა.

ახალი წლის დღეებში კი ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზად სახელდება სიჩქარის გადაჭარბება და სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა. მძღოლები ყველაზე ხშირად სწორედ იმ დღეებში აძლევენ თავს უფლებას იმოძრაონ მაღალი სიჩქარით, როცა ქუჩაში ნაკლები მანქანაა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ მძღოლების ნაწილს მანქანის დატოვება და სახლში ტაქსით წასვლა არ სურს.

გახშირებული ავარიების მიზეზების გამოსავლენად Ambebi.ge-მ სპეციალური მოკვლევა ჩაატარა. ჩვენ დავუკავშირდით როგორც შესაბამის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს, ასევე დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ქუჩის გამოკითხვის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზთა საკმაოდ ვრცელი სია გამოვლინდა:

არჩილ ზაქარაია, პენსიონერი:

- ავარიებს იწვევს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რის მოწესრიგებაზეც საქართველოს მთავრობა დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს. ჩვენ, ფეხით მოსიარულეებს გვაქვს ვალდებულება დავიცვათ წესები, მაგრამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, წესები და ჯარიმებია გასამკაცრებელი, რომ მძღოლები უფრო მობილიზებულნი გახდნენ.

ნიკოლოზ თოდუა, სტუდენტი:

- ავარიების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, სიჩქარის გადაჭარბებაა, ამას ემატება ნასვამ მდგომარეობასა და სხვა საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები საჭესთან. ასევე, ტარების პრაქტიკული ნაწილის არცოდნა და დაბნეულობა იწვევს ცუდ შედეგებს. ქართველებს გვჭირდება მეტი სიმკაცრე და ჯარიმა. კონტროლის მკაცრი მექანიზმის გარეშე არაფერი გვეშველება.

თემო ზაქარაძე, ბანკის თანამშრომელი:

- თანაბრად დამნაშავეები ვართ როგორც მძღოლები, ასევე ქვეითად მოსიარულეები. ხანდახან ჩვენც ვარღვევთ და ისინიც და იწყება გაბრაზებების სერია და ურთიერთბრალდებები. მენტალობა უნდა შეიცვალოს, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს. უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო. ვიცი, არავინ დამაჯარიმებს და ახლა ვაპირებ პეკინის ქუჩა გადავკვეთო ზებრა გადასასვლელთან მისვლამდე. მანქანას როცა ვატარებ და ვხედავ, რომ ყველა არღვევს, მეც ვარღვევ, სხვაგვარად გავლა შეუძლებელი ხდება.

მარიამ ქებაძე, სტუდენტი:

- სულ სადღაც გვეჩქარება, ქვეითსაც და მძღოლსაც. ზოგადი მოუწესრიგებლობის ამბავია ავარიები. საქართველოში თითქოს ტალღებადაა მიწყობილი მოუწესრიგებლობის მთელი სერია, ეს მხოლოდ საგზაო წესებს არ ეხება, ყველგან უწესრიგობაა.

აკაკი ჩაფოძე, მძღოლი:

- არიან გამოუცდელი მძღოლები, რომლებიც მოძრაობის წესებს არღვევენ და ავარიები ამ მიზეზითაც ხშირია. ქვეითებიც ნამდვილად დამნაშავეები არიან იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ ზებრამდე მისვლა და ქუჩის ისე გადაკვეთა. არის შემთხვევები, როცა რუსთაველის გამზირს ისე კვეთენ, თითქოს იქ მოძრაობის ვალდებულება ჰქონდეთ. ასეთ დროს ხდება ავარიებიც.

მარიამ ხუგაშვილი, მენეჯერი:

- ვფიქრობ, ყველაზე მეტად ავარიას იწვევს უყურადღებობა, ორივე დამნაშავეა მძღოლიც და ქვეითიც, მაგრამ მაინც მძღოლებს მართებთ უფრო მეტი თავშეკავება და ყურადღება, ქვეითი უპირატესია.

მომატებულ საგზაო შემთხვევებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარეგულირებასთან დაკავშირებით ექსპერტს, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს ვესაუბრეთ:

- როცა ხდება ავტოსგზაო შემთხვევა და ის მთავრდება ფატალური შედეგით, ვინტერესდებით, რა არის ავარიის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. სამწუხაროდ, სრულყოფილი სტატისტიკა, თუ რატომ მოხდა ავარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. მხოლოდ მითითებულია ის, რომ მიზეზი არის სიჩქარის გადაჭარბება ან არასწორი მანევრირება. ნებისმიერ დარღვევას შეგვიძლია ვუწოდოთ არასწორი მანევრირება და ამიტომაც, როცა არ ვიცით ზუსტი მიზეზები, რთულდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაც. პირველ რიგში, აუცილებელია, დაიხვეწოს სტატისტიკა, დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები.

დედაქალაქში გვაქვს ე.წ "შავი წერტილები", სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ავარიის შემდეგ ადგილზე მიდის საპატრულო პოლიცია და, როგორც წესი, დგინდება, რომ ყოველთვის მძღოლია დამნაშავე. არის ადგილები, სადაც თვეში 100 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ასეთ დროს შესაძლოა, არა მხოლოდ მძღოლია დამნაშავე, არამედ, სხვა გარემო ფაქტორები წარმოადგენს პრობლემას. მსგავს წერტილებში ექსპერტთა ჯგუფი უნდა დადიოდეს და სწავლობდეს, რა მიზეზით გახშირდა იმ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები.

თბილისში, ხშირად ქვეითთან შეჯახება ხდება ისეთ ადგილებში, სადაც ერთდროულად მწვანეა ქვეითისთვის და მძღოლისთვის. მაგალითად, საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მივდივართ ყაზბეგის მიმართულებით და უნდა შევუხვიოთ პეკინზე. აქ ვხვდებით მწვანე შუქნიშანს როგორც მძღოლისთვის, ასევე ქვეითისთვის. კანონი არეგულირებს, რომ მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს ქვეითს, მაგრამ რეალური სურათი ის გვაქვს, რომ ქეითი გადარბის ზებრაზე, ვერ ასწრებს გადასვლას იმიტომ, რომ ავტომობილების ნაკადი არის უწყვეტი და ასეთ დროს ხდება შეჯახება.

დედაქალაქში ძალიან ბევრგანაა ასეთი "კონფლიქტური სიტუაცია" და ჩვენი რეკომენდაცია არის თბილისის მერიის მიმართ, რომ მწვანე შუქნიშანი არ იყოს ერთდროულად ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის.

მეორე ფაქტორი ქვეითების თემაზე არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი ისე, რომ ზებრამდე მძღოლმა დააგდოს სიჩქრე. მაგალითად, მშრალი ხიდის ქვეშ, ნახატების გამოფენასთან არის ზებრა, მაგრამ აქ ჩვენ ვმოძრაობთ 60 კილომეტრი საათში სიჩქარით, უცებ გვხვდება ზებრა, ისე, რომ არ ვიცით, რომ უნდა შეგხვდეს, ვერ ვახერხებთ დამუხრუჭებას. ამ დროს რისკი არის ორმაგი, ერთი - ქვეითთან შეჯახების, მეორე კი - უცაბედი დამუხრუჭების შემთხვევაში, ჩვენს უკან მოძრავი მანქანის შეჯახების. ინფრასტრუქტურა არ არის ხელშემწყობი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან ვიყოთ დაცული.

- როგორ ფიქრობთ, პატრული ლოიალური ხომ არ არის დამრღვევი მძღოლების მიმართ?

- პატრულთან დაკავშირებით უფრო ძირეული პრობლემაა, ვიდრე ლოიალობის საკითხი. ჩვენი პოლიცია, ერთი მხრივ, ებრძვის ქურდებსა და ყაჩაღებს და, მეორე მხრივ, არეგულირებს სატრანსპორტო მოძრაობას. ამ ორ საკითხს ერთად ვერ უმკლავდება, თანაც ძალიან მოიმატა სატრანსპორტო საშუალებების რიცხვმა, ლოიალობა იძულებითია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულების განვითარებას და პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი უკონტაქტო პატრულირების კუთხით. არსი ამ კანონისა არის ის, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის პატრული არ უნდა გამოგეკიდოს მძღოლს დასაჯარიმებლად. ეს უნდა მოხდეს ავტომატურ რეჟიმში, უკონტაქტო პატრულირებით, მაგრამ ეს საკითხი 8 თვეა გაჭედილია პარლამენტში. მე მოხმრე ვარ უკონტაქტო პატრულირების, ეს არ არის "ნოუ ჰაუ" და ბევრ ქვეყანაში გვხვდება. მომწონს გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის გამოცდილება. სკანდინავიის ქვეყნები საერთოდ გამორჩეული და სამაგალითოა ავტოსაგზაო შემთხვევების და ამ დროს გარდაცვალების ყველაზე ნაკლები ციფრებია.

ბელგიამ მაქსიმალური ენერგია ჩადო იმაში, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარდეს. ბრიტანეთში არის სოციალური კამპანიები, თუ სად და როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი და თუ ისე არ მოიქცევა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვებს.

შეცდომად მიმაჩნია, როცა 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ ჯარიმები გაანახევრა ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, გასწრება. ახალ პროგრამაში წერია, რომ ჯარიმები უნდა გაიზარდოს ასეთი დარღვევებისთვის. გამოდის, რომ შეცდომა იყო ჯარიმების განახევრება. მას შემდეგ დღემდე 40%-ით არის გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

- საგზაო შემთხვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის სტატისტიკა ჯერ არ არის ცნობილი. თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენციაა ამ მხრივ, იმატა თუ იკლო ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რიცხვმა?

- 2016 წლის მონაცემებიც არ არის საიმედო, 2015 წლის შედეგზე უკეთესი არ იქნება, პირიქით, გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობები.

გასულ კვირას მხოლოდ ორ დღეში დაფიქსირდა 11 გარდაცვლილი. ახმეტაში იყო ავარია, რუსთავში, ურეკში. 11 ადამიანი ორ დღეზე, ეს უბრალოდ კატასტროფაა. ჩვენი გზები არის სასაკლაო შეიძლება ვთქვათ, არანაირი უსაფრთხოება არ არის დაცული. ამას თან ერთვის დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ადამიანი ერთხელ არღვევს, ორჯერ, ხუთჯერ და არ ისჯება.

- რა ასაკში და როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა საგზაო მოძრაობის წესები და რა არის თქვენი რეკომენდაცია ამ მხრივ?

- საქართველოს საბავშვო ბაღებში არ ისწავლება არაფერი. საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ ბაღის აღსაზრდელი უნდა არჩევდეს შუქნიშანს და ზებრას და უნდა იცოდეს როგორ გადადიან ადამიანები გზებზე. დაწყებით კლასებშიც არაფერი ისწავლება. მაღალი კლასების მოსწავლეებს კი მანდატური ასწავლის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მანდატურის კვალიფიკაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში არის არათუ დაბალი, არამედ არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს.

რაც შეეხება ავტოსკოლებს, მათი ნაწილი ასწავლის "თაღლითურად". არსებობს ხრიკები, რომლებსაც აზეპირებენ და ადამიანი გადის გამოცდაზე, კორუფციის გარეშე იღებს მართვის მოწმობას, მაგრამ არაადექვატურია იმ გარემოსთან შესაბამისობაში, სადაც მოუწევს მანქანის ტარება. ჩვენ ვითხოვთ ახალი სტანდარტების დანერგვას ამ კუთხითაც.

რა სტრატეგია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების კუთხით, რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა დაგეგმილი 2017 წელს, რა მიდგომები აქვს სამინისტროს მოზარდებისთვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლების კუთხით, რა ეტაპზეა ევროკავშირის დირექტივების შესრულება და კიდევ სხვა კითხვებთან დაკავშირებით უწყებაში გაგზავნილ შეკითხვებზე ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს სამინისტროს მაღალჩინოსანთან, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შსს-ს პოზიცია.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: 7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

გადადი ბმულზე და გაეცანი ყველა სიახლეს 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მომხდარი ავარიების შესახებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი