მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი
"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

2 თვი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­ის სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის დროს, მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბო­და და "წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, რა­ზეც გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებ­შია სა­უ­ბა­რი".

- ამ პა­ცი­ენტს თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გარ­თუ­ლე­ბა, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია. იმის გამო, რომ ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას, ჩა­ტარ­და გა­რე­თა რენ­ტრუ­გი­ნუ­ლი დრე­ნი­რე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბევ­რი ასე­თი პა­ცი­ენ­ტი წევს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის ეს იშ­ვი­ა­თი პრო­ცე­დუ­რა არ არის. ჩა­ვუდ­გით დრე­ნა­ჟი, პრო­ცე­დუ­რა სტან­დარ­ტუ­ლი წე­სით შეს­რულ­და. ოპე­რა­ცი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი იყო სი­თხე, 35 მი­ლი­ლიტ­რი. ამის შემ­დეგ ჩა­იდ­გა დრე­ნა­ჟი, რათა თა­ვის ტვი­ნი დაც­ლი­ლი­ყო ზედ­მე­ტი სი­თხის­გან. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დრე­ნა­ჟის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვის ტვი­ნი­დან წა­მო­ვი­და 250-270 მი­ლი­ლიტ­რი სი­თხე. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დრე­ნა­ჟის ჩა­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და. შე­სა­ბა­მი­სად, დრე­ნა­ჟი იდგა თა­ვის ად­გი­ლას და ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ და­დე­ბი­თი შე­დე­გი. ბავ­შვი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი, და­უ­წია სი­ცხემ და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. გარ­და ამი­სა, როცა ბავ­შვი მიჰ­ყავ­დათ თურ­ქეთ­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­მე­ო­რე­ბით შე­ფას­და და­დე­ბი­თად. კერ­ძოდ, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის იყო. მძი­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, თურ­ქი ექი­მე­ბი გა­ა­კე­თებ­დნენ შე­ფა­სე­ბას და არ მოხ­დე­ბო­და მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა.

- რაზე დაყ­რდნო­ბით გი­ყე­ნებთ ბე­ბია ამ მძი­მე ბრალ­დე­ბას?

- ბე­ბია რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს ამ ყვე­ლა­ფერს, არ ვი­ცით. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ თურ­ქულ კლი­ნი­კას და დღის ბო­ლოს მი­ვი­ღებთ პა­სუხს. ამ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბო­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, რა­საც ბე­ბია წე­რილ­ში ამ­ბობს.

- რო­დის მო­იყ­ვა­ნეს ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში?

- პა­ცი­ენ­ტი ჩვენს კლი­ნი­კა­ში 26 ნო­ემ­ბერს შე­მო­იყ­ვა­ნეს, მას მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, 30 ნო­ემ­ბერს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, კი­დევ იყო და­გეგ­მი­ლი ერთი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, მაგ­რამ ოჯახს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი მისი სა­ზღვარ­გა­რეთ წაყ­ვა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ: "მე­დი­კალ პარ­კის" ექი­მე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­მოქ­მე­და­რით" - ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

2 თვისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებას Ambebi.ge-სთან საუბარში იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ეხმაურება. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში ყოფნის დროს, მუდმივად კონტროლდებოდა და "წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რაზეც გაჟღერებულ ბრალდებებშია საუბარი".

- ამ პაციენტს თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ განუვითარდა დამახასიათებელი გართულება, ჰიდროცეფალია. იმის გამო, რომ ჰიდროცეფალია არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ჩატარდა გარეთა რენტრუგინული დრენირება, ნეიროქირურგიული პროცედურა. იაშვილის კლინიკაში ბევრი ასეთი პაციენტი წევს, შესაბამისად, ჩვენთვის ეს იშვიათი პროცედურა არ არის. ჩავუდგით დრენაჟი, პროცედურა სტანდარტული წესით შესრულდა. ოპერაციის დროს მიღებული იყო სითხე, 35 მილილიტრი. ამის შემდეგ ჩაიდგა დრენაჟი, რათა თავის ტვინი დაცლილიყო ზედმეტი სითხისგან. 24 საათის განმავლობაში დრენაჟის საშუალებით თავის ტვინიდან წამოვიდა 250-270 მილილიტრი სითხე. ბავშვის მდგომარეობა დრენაჟის ჩაყენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, დრენაჟი იდგა თავის ადგილას და ამიტომაც მივიღეთ დადებითი შედეგი. ბავშვი იყო კონტაქტური, დაუწია სიცხემ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარდა ამისა, როცა ბავშვი მიჰყავდათ თურქეთში, მისი მდგომარეობა განმეორებით შეფასდა დადებითად. კერძოდ, საშუალო სიმძიმის იყო. მძიმე რომ ყოფილიყო მისი მდგომარეობა, თურქი ექიმები გააკეთებდნენ შეფასებას და არ მოხდებოდა მისი ტრანსპორტირება.

- რაზე დაყრდნობით გიყენებთ ბებია ამ მძიმე ბრალდებას?

- ბებია რაზე დაყრდნობით ამბობს ამ ყველაფერს, არ ვიცით. ოფიციალურად მივმართეთ თურქულ კლინიკას და დღის ბოლოს მივიღებთ პასუხს. ამ პაციენტის მდგომარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც ბებია წერილში ამბობს.

- როდის მოიყვანეს ანასტასია ზაალიშვილი იაშვილის კლინიკაში?

- პაციენტი ჩვენს კლინიკაში 26 ნოემბერს შემოიყვანეს, მას მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, 30 ნოემბერს ჩაუტარდა ოპერაცია, კიდევ იყო დაგეგმილი ერთი ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ოჯახს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი მისი საზღვარგარეთ წაყვანა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი