პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში
როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

მო­რაგ­ბე­ე­ბის ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­დან 6 თვე გა­ვი­და. ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­მელ­საც 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მძი­მე ავა­რი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მძი­მედ და­შავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

შემ­თხვე­ვის დროს სა­ჭეს­თან ქარ­თვე­ლი "ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი" მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი იჯდა, რო­მელ­საც 4 შვი­ლი დარ­ჩა აღ­საზ­რდე­ლი. ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის დღეს მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილ­სა და ანა­ნო ბუ­ა­ძეს ქორ­წი­ნე­ბის 14 წელი შე­უს­რულ­დათ. ისი­ნი საფ­რან­გე­თი­დან ათი დღის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ქორ­წი­ნე­ბის 14 წლის­თავ­ზე, მათი სა­მა­გა­ლი­თო სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­თა­მა­შო მო­ე­დანს და­უბ­რუნ­და. ის კა­რი­ე­რას კლუბ "ლელო სა­რა­სენსში" აგ­რძე­ლებს. ცნო­ბი­ლია, რომ ამი­ე­რი­დან ის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ითა­მა­შებს და მთელ დროს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას და­უთ­მობს, რო­მელ­შიც დედა და მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ კვი­რი­კაშ­ვილ­მა ფრან­გულ კლუბ "სენ-ჟუ­ნი­ენ­თან" კონ­ტრაქ­ტი გა­ა­უქ­მა.

მეკო მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არ­სად სა­უბ­რობს. ავა­რი­ის შემ­დეგ მას­თან ერ­თად მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა მისი მე­გო­ბა­რი, მო­რაგ­ბე ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი. ისი­ნი ახლა საფ­რან­გეთ­შიც ერ­თად არი­ან, მე­კოს ვი­ზი­ტი "სენ-ჟუ­ნი­ენ­თან" კონ­ტრაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ გა­უქ­მე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

Ambebi.ge "ლელო სა­რა­სენ­სის" მწვრთნელს ლე­ვან მა­ი­საშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- იმ სა­ზა­რე­ლი ამ­ბის შემ­დეგ ფრან­გულ გუნდთან გა­ა­უქ­მა კონ­ტრაქ­ტი და ჩვენ­თან აგ­რძე­ლებს თა­მაშს. ახლა ალ­ბათ ფორ­მა­ლურ მხა­რე­ებს აგ­ვა­რებს. ვარ­ჯი­შობს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ფორ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

- ემო­ცი­უ­რად რო­გორ არის?

- მისი გან­წყო­ბა ისევ ისე­თი მძი­მეა, რო­გო­რიც იყო ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ეს კი ბუ­ნებ­რი­ვია.

- რას ყვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

- რა არის მო­სა­ყო­ლი? ის მძი­მედ არის ემო­ცი­უ­რად, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ: "მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ცდი­ლო­ბენ წუ­თი­თაც არ და­ტო­ვონ მარ­ტო" - სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის რა დე­ტა­ლებს ამ­ხელს მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

მორაგბეების ავტოავარიიდან 6 თვე გავიდა. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავარიის დღეს მერაბ კვირიკაშვილსა და ანანო ბუაძეს ქორწინების 14 წელი შეუსრულდათ. ისინი საფრანგეთიდან ათი დღის დაბრუნებულები იყვნენ. სამწუხაროდ, ქორწინების 14 წლისთავზე, მათი სამაგალითო სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეკო კვირიკაშვილი სათამაშო მოედანს დაუბრუნდა. ის კარიერას კლუბ "ლელო სარასენსში" აგრძელებს. ცნობილია, რომ ამიერიდან ის მხოლოდ საქართველოში ითამაშებს და მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობს, რომელშიც დედა და მეგობრები ეხმარებიან. სწორედ ამიტომ კვირიკაშვილმა ფრანგულ კლუბ "სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტი გააუქმა.

მეკო მომხდარი ტრაგედიის შესახებ არსად საუბრობს. ავარიის შემდეგ მასთან ერთად მუდმივად იმყოფება მისი მეგობარი, მორაგბე ირაკლი ყიასაშვილი. ისინი ახლა საფრანგეთშიც ერთად არიან, მეკოს ვიზიტი "სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტის საბოლოოდ გაუქმებას უკავშირდება.

Ambebi.ge "ლელო სარასენსის" მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა:

- იმ საზარელი ამბის შემდეგ ფრანგულ გუნდთან გააუქმა კონტრაქტი და ჩვენთან აგრძელებს თამაშს. ახლა ალბათ ფორმალურ მხარეებს აგვარებს. ვარჯიშობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს.

- ემოციურად როგორ არის?

- მისი განწყობა ისევ ისეთი მძიმეა, როგორიც იყო ტრაგედიის შემდეგ, ეს კი ბუნებრივია.

- რას ყვება მომხდარის შესახებ?

- რა არის მოსაყოლი? ის მძიმედ არის ემოციურად, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერს აკეთებს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "მორალურად განადგურებულია, ცდილობენ წუთითაც არ დატოვონ მარტო" - საზარელი ავარიის რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი