კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ დარღვევაზე ჩამოგაკლდებათ ყველაზე მაღალი ქულა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ
რომელ დარღვევაზე ჩამოგაკლდებათ ყველაზე მაღალი ქულა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

მარ­თვის მოწ­მო­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლის ჩა­მოკ­ლე­ბა მოხ­დე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ან ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

ნა­ხეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრაგ­მენ­ტი გა­და­ცე­მი­დან

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ შსს-ს 2017 წელს რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე აქვს და­გეგ­მი­ლი.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ის, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და შე­იც­ვლე­ბა და გარ­კვე­ულ­წი­ლად გარ­თულ­დე­ბა, ანუ რე­ა­ლურ დრო­ში გა­და­ვა ქუ­ჩა­ში. ამის­თვის ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ მთე­ლი რიგი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას კი­დევ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რათა მდი­და­რი და ღა­რი­ბი გა­თა­ნაბრდეს და ჯა­რი­მა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნის დამ­რღვევ­თა მი­მართ. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლის ჩა­მოკ­ლე­ბა მოხ­დე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ან ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, უწყე­ბის მი­ზა­ნია ასე­ვე საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე პატ­რუ­ლი აღარ მოც­დეს და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, მთლი­ა­ნად თუ არა 80% იყოს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ უფრო მე­ტად იმუ­შა­ოს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, ვიდ­რე ისეთ დარ­ღვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა წი­თელ შუქ­ზე გავ­ლა ან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მით, მათ შო­რის ნომ­რის ამოც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. სწო­რედ ეს სის­ტე­მა და­ა­ფიქ­სი­რებს ავ­ტო­მა­ტუ­რად დარ­ღვე­ვებს, მათ შო­რის წი­თელ შუქ­ზე გავ­ლას, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას, ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თას და ამა­ვე დროს ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­წერს ჯა­რი­მას. რაც შე­ე­ხე­ბა უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბას, იმის გამო, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად პარ­ლა­მენ­ტში საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვე­ბი შე­ნელ­და და პრო­ცე­სი წინ არ წა­ვი­და სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ და­ვი­წყეთ მის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ასე­თი ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბით საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. უკან­ტაქ­ტო პატ­რუ­ლის სის­ტე­მას აზრი არ და­უ­კარ­გავს და თუ პარ­ლა­მენ­ტი გა­ი­ზი­ა­რებს ამ სის­ტე­მას, ჩვენ დავ­ნერ­გავთ, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბა, ჩვენ მა­ინც დაგ­ვრჩე­ბა ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

რომელ დარღვევაზე ჩამოგაკლდებათ ყველაზე მაღალი ქულა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

რომელ დარღვევაზე ჩამოგაკლდებათ ყველაზე მაღალი ქულა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

მართვის მოწმობებზე ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ნახეთ მნიშვნელოვანი ფრაგმენტი გადაცემიდან

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ შსს-ს 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.

"საგზაო მოძრაობის მიმართულებით სიახლე იქნება ის, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება, ანუ რეალურ დროში გადავა ქუჩაში. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ქულების მინიჭებას კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მდიდარი და ღარიბი გათანაბრდეს და ჯარიმაში არ გამოიხატებოდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონის დამრღვევთა მიმართ. ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, უწყების მიზანია ასევე საგზაო წესების დარღვევაზე პატრული აღარ მოცდეს და მისი საქმიანობა, მთლიანად თუ არა 80% იყოს დანაშაულის პრევენცია.

"ჩვენი მიზანია, რომ საპატრულო პოლიციამ უფრო მეტად იმუშაოს დანაშაულის პრევენციაზე, ვიდრე ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა წითელ შუქზე გავლა ან სიჩქარის გადაჭარბება. ამ ყველაფერს გააკეთებს ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელიც აღჭურვილი იქნება ანალიტიკური პროგრამით, მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობით. სწორედ ეს სისტემა დააფიქსირებს ავტომატურად დარღვევებს, მათ შორის წითელ შუქზე გავლას, სიჩქარის გადაჭარბებას, ღერძულა ხაზის გადაკვეთას და ამავე დროს ავტომატურად გამოწერს ჯარიმას. რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, იმის გამო, რომ გარკვეულწილად პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტის განხილვები შენელდა და პროცესი წინ არ წავიდა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მის ალტერნატივებზე მუშაობა და ალტერნატივა არის მთელი ქალაქის მასშტაბით ასეთი ჭკვიანი კამერებით საგზაო მოძრაობის გაკონტროლება. უკანტაქტო პატრულის სისტემას აზრი არ დაუკარგავს და თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ სისტემას, ჩვენ დავნერგავთ, მაგრამ იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება პარლამენტში მსჯელობა, ჩვენ მაინც დაგვრჩება ეფექტური მექანიზმი ამ მიმართულებით", - განაცხადა ხუციშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი