ბოლო დროს ერთგვარ მოდადად იქცა თილისმის სახით წითელი ძაფის ხელზე შებმა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა ამ თილისმით საზოგადოების წინაშე. ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" თილისმის გასაყიდად სპეციალური გვერდი შეიქმნა, სახელწოდებით, "წითელი ძაფები იერუსალიმიდან".
"ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 3 და 7 ცალიანი ძაფები.
3 ცალის ღირებულებაა 15 ლარი
7 ცალის ღირებულებაა 25 ლარი.
გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისიც, ვაგზავნით რეგიონებშიც.
შეკვეთებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში", - ვკითხულობთ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
წითელ ძაფებთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.
"ყველაფერი დებილობა და ღვთის უარმყოფელი ჩვენ როგორ უნდა ავითვისოთ ხოლმე.
მრავალს გასჩენია კითხვა, ამ ბოლო დროს რატომ ატარებს ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ძალზედ ცნობილი პიროვნებაც მარჯვენა ან მარცხენა მაჯაზე შემოხვეულ წითელ ძაფს? ხშირად მას შემოხვევენ პატარებსაც. რა არის ეს - აქსესუარი, დამცავი საშუალება თუ უბრალოდ წითელი ბრასლეტების მოყვარულთა საზოგადოება? ყოველივეს მიზეზი გახლავთ რელიგიური სწავლება, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა ჰპოვა დასავლეთში და თანდათანობით იპყრობს პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებსაც. ამ სწავლებას ეწოდება - კაბალა.
რა არის კაბალა?
კაბალა - ეს არის ეზოთერული თეოსოფიური სწავლება, რომელიც თავისი ფესვებით მიდის იუდაიზმისკენ და თანდათანობით გადაგვარდა ოკულტურ და მაგიურ რიტუალთა პრაქტიკად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს "დახმარება", რომელსაც მისი მიმდევრები ღებულობენ, დემონური ხასიათისაა. და აქ იბადება სერიოზული კითხვა: გვჭირდება კი ასეთი დახმარება?
კაბალა (ივრითზე ნიშნავს "მიღებას, გადმოცემას") - ეს გახლავთ ეზოთერული სწავლება იუდაიზმში, რომელიც პრეტენზიას აცხადებს თორაში მოცემული საღმრთო გამოცხადების საიდუმლოს ცოდნაზე.
წითელი ძაფი - ეს უწყინარი აქსესუარი როდია. ეს არის ე. წ. - "დამცავი" საშუალება, თუ გნებავთ ამულეტი, თილისმა, რომელიც თავისი წარმომავლობით კაბალს უკავშირდება და ადამიანს ვითომცდა "გათვალვისა" და "წახდენისგან" იცავს. სხვადასხვა ეზოთერული საიტების რჩევით, ის ჩამოტანილ უნდა იქნას იერუსალიმიდან (მხოლოდ იქ არის სპეციალური ადგილები, რომლებიც ამ ძაფს განსაკუთრებულ ძალას ანიჭებენ) და მომზადებულია სპეციალური კაბალისტური ლოცვების თანხლებით. წითელი ძაფი განსაკუთრებული წესით უნდა იქნას შემოხვეული: მას უნდა ჰკრავდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთსიყვარული გაგაჩნია და რომელსაც სრულიად ენდობი, - ჩვეულებისამებრ ესენი არიან მშობლები, ბებიები, ბაბუები და სხვა ახლობელი ადამიანები. მოკლედ, ეს უნდა იყოს "კარგი, დადებითი ენერგეტიკის" მქონე პიროვნება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ეზოთერული საიტი რეკომენდაციას იძლევა ძაფი შემოხვეულ იქნას მღვდლის ან მონაზვნის მიერ, რადგან ისინი, როგორც წესი "კარგი აურის" მქონე ადამიანები არიან.
ეს ოკულტური რიტუალური მოქმედება წარმოიშვა ჯერ კიდე ძველაღთქმისეულ პერიოდში, როდესაც ებრაელებმა წარმართი ხალხებისგან მათი ღმერთების თაყვანისცემა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები გადმოიღეს. ასე, მაგალითად, წითელი ძაფი, რომელსაც ბავშვის მაჯაზე ჰკრავდნენ, ნიშანი იყო იმისა, რომ როდესაც ბავშვი გაიზრდება, მისი უბიწოება უნდა მიძღვნოდა "ღმერთ" ბაალს (ეს ნიშნავდა სქესობრივ აქტს ამ კულტის მოგვთან, მიუხედავად მისი სქესისა). ეს ეხებოდა მოზარდსაც, რომელსაც სწირავდნენ ბაალს და ამის გამო მაჯაზე შემოაკრავდნენ წითელს ძაფს: განსაზღვრულ დროს ის უნდა მისცემოდა სქესობრივ აქტს ბაალის კულტის მოგვთან. გარდა ამისა, ეს იყო მოწმობა იმისა, რომ ასეთი ადამიანი ან ბავშვი ცოცხლად უნდა შეეწირად ღმერთ ბაალისთვის, რაც მის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა.
ბიბლია ასწავლის, რომ ცრურწმენები ყოვლად შეუთავსებელნი არიან ჭეშმარიტ რწმენასთან, რადგან ეს არის ცოდვა ღმრთის პირველი მცნების მიმართ: "არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები" ("არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა") (ძვ. აღთქმა. გამოსვლა 20:3).
P.შ ინტერნეტიდან ამოღებული მასალაა მაგრამ არა მგონია შორს იყოს სინამდვილისგან", - წერს არქიმანდრიტი.