პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა
პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა

ახა­ლი წელი თოვ­ლის ბა­ბუს და სა­ჩუქ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, პა­ტა­რე­ბის გუ­ლებს თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ხე­ლით ძი­რი­თა­დად მშობ­ლე­ბი ახა­რე­ბენ, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ბავ­შვე­ბი, ვის ოჯახ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ შვილს თუნ­დაც პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თონ და ახალ წელს გა­ა­ხა­რონ...

მე­ა­თე კლა­სე­ლი რა­გულ გი­გაშ­ვი­ლი ხა­შუ­რის მკვიდ­რია და სა­ქო­ნელს მწყემ­სავს. რა­გუ­ლიმ თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი პირ­ვე­ლად და­უ­წე­რა და ეს სო­ფელ ცო­ცხნა­რას, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ სე­რა­ფი­მე გო­გა­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით გა­ა­კე­თა. წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და მას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ბიჭი წე­რილ­ში წერს: "გა­მარ­ჯო­ბა თოვ­ლის პაპა, მე ვარ რა­გუ­ლი გი­გაშ­ვი­ლი. ვარ ღა­რი­ბი, ვცხოვ­რობ სო­ფელ­ში, ვწყემ­სავ ძრო­ხებს და მინ­და ხას­კის ლეკ­ვი, რომ მო­მეხ­მა­როს და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. ძრო­ხე­ბი რომ და­მე­კარ­გე­ბა და სა­ძებ­ნად წა­ვალ სახ­ლში რომ დავრე­კო, მო­ვიდ­ნენ თუ არაო. ასე­ვე მგელ­მა რომ არ შემ­ჭა­მოს. ვარ სკო­ლის მოს­წავ­ლე".

Ambebi.ge დე­კა­ნოზ სე­რა­ფი­მეს და­უ­კავ­შირ­და.

- ეს ბი­ჭუ­ნა ჩემი მრევ­ლია, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. მშობ­ლებს სულ ხუთი ბავ­შვი ჰყავთ, გო­გო­ე­ბი გა­თხოვ­დნენ. რა­გუ­ლი პა­ტა­რა­ო­ბი­დან შრო­მობს, სი­ცხე­ში და ყინ­ვა­ში სა­ქო­ნელს მწყემ­სავს. საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა, რად­გან ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი მგლე­ბით არის სავ­სე, მაგ­რამ რა ქნას, სხვა შე­მო­სა­ვა­ლი მის ოჯახს არ აქვს. ღა­რი­ბი ოჯა­ხია და უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

- მხო­ლოდ რა­გუ­ლია შე­მომ­ტა­ნი ოჯახ­ში?

- მა­მა­მი­სი მუ­შა­ობ­და ადრე, მაგ­რამ ფილ­ტვებ­ზე მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და აღარ შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა. რა­გუ­ლი მწყემ­სავს სა­ქო­ნელს, ზოგი ფულს უხ­დის, ზოგი ისე ეხ­მა­რე­ბა და ასე გა­აქვს ცხოვ­რე­ბა.

- წე­რი­ლი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით და­უ­წე­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ას?

- მე გა­ვი­გე, რომ თურ­მე ბავ­შვე­ბი წე­რენ თოვ­ლის ბა­ბუ­ას სა­ა­ხალ­წლოდ წე­რი­ლებს და შემ­დეგ კე­თი­ლი ხალ­ხი ეხ­მა­რე­ბა მათ. ამი­ტომ ვუ­თხა­რი და­ე­წე­რა წე­რი­ლი და და­ვა­წე­რი­ნე. ბევ­რჯერ გა­დარ­ჩე­ნი­ლა მგლე­ბის­გან და­გლეჯ­ვას რა­გუ­ლი, ამი­ტომ უნდა ჰყავ­დეს სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ტყე­ში და­ი­ცავს. ხში­რად და­კარ­გუ­ლა კი­დეც და სურს ტე­ლე­ფო­ნი აჩუ­ქოს თოვ­ლის ბა­ბუ­ამ. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა რის­კის ქვეშ უწევს მას ლუკ­მა-პუ­რის შოვ­ნა, სა­ოც­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვია, ფაქ­ტი­უ­რად და­ბა­დე­ბი­დან მწყემ­სია, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­წუ­ხე­ბუ­ლია მისი ოჯა­ხის სი­ღა­ტა­კით. ამი­ტომ ვთხოვ თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს მას და მისი ოც­ნე­ბე­ბი აას­რუ­ლოს.

რა­გუ­ლი გი­გაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: 593931424

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა

პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა

ახალი წელი თოვლის ბაბუს და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია, პატარების გულებს თოვლის ბაბუის სახელით ძირითადად მშობლები ახარებენ, თუმცა არსებობენ ბავშვები, ვის ოჯახსაც საშუალება არ აქვთ შვილს თუნდაც პატარა საჩუქარი გაუკეთონ და ახალ წელს გაახარონ...

მეათე კლასელი რაგულ გიგაშვილი ხაშურის მკვიდრია და საქონელს მწყემსავს. რაგულიმ თოვლის ბაბუას წერილი პირველად დაუწერა და ეს სოფელ ცოცხნარას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ სერაფიმე გოგალაძის დახმარებით გააკეთა. წერილი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბიჭი წერილში წერს: "გამარჯობა თოვლის პაპა, მე ვარ რაგული გიგაშვილი. ვარ ღარიბი, ვცხოვრობ სოფელში, ვწყემსავ ძროხებს და მინდა ხასკის ლეკვი, რომ მომეხმაროს და მობილური ტელეფონი. ძროხები რომ დამეკარგება და საძებნად წავალ სახლში რომ დავრეკო, მოვიდნენ თუ არაო. ასევე მგელმა რომ არ შემჭამოს. ვარ სკოლის მოსწავლე".

Ambebi.ge დეკანოზ სერაფიმეს დაუკავშირდა.

- ეს ბიჭუნა ჩემი მრევლია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილია. მშობლებს სულ ხუთი ბავშვი ჰყავთ, გოგოები გათხოვდნენ. რაგული პატარაობიდან შრომობს, სიცხეში და ყინვაში საქონელს მწყემსავს. საკმაოდ რთულ პირობებში უწევს მუშაობა, რადგან ჩვენი რაიონი მგლებით არის სავსე, მაგრამ რა ქნას, სხვა შემოსავალი მის ოჯახს არ აქვს. ღარიბი ოჯახია და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

- მხოლოდ რაგულია შემომტანი ოჯახში?

- მამამისი მუშაობდა ადრე, მაგრამ ფილტვებზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და აღარ შეუძლია მუშაობა. რაგული მწყემსავს საქონელს, ზოგი ფულს უხდის, ზოგი ისე ეხმარება და ასე გააქვს ცხოვრება.

- წერილი თავისი სურვილით დაუწერა თოვლის ბაბუას?

- მე გავიგე, რომ თურმე ბავშვები წერენ თოვლის ბაბუას საახალწლოდ წერილებს და შემდეგ კეთილი ხალხი ეხმარება მათ. ამიტომ ვუთხარი დაეწერა წერილი და დავაწერინე. ბევრჯერ გადარჩენილა მგლებისგან დაგლეჯვას რაგული, ამიტომ უნდა ჰყავდეს საკუთარი ძაღლი, რომელიც ტყეში დაიცავს. ხშირად დაკარგულა კიდეც და სურს ტელეფონი აჩუქოს თოვლის ბაბუამ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რისკის ქვეშ უწევს მას ლუკმა-პურის შოვნა, საოცრად შრომისმოყვარე ბავშვია, ფაქტიურად დაბადებიდან მწყემსია, მთელი სოფელი შეწუხებულია მისი ოჯახის სიღატაკით. ამიტომ ვთხოვ თუ ვინმეს შეუძლია დაეხმაროს მას და მისი ოცნებები აასრულოს.

რაგული გიგაშვილის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 593931424

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი