მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"
რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"

ცნო­ბი­ლი "ნი­კოლ­შო­უს" წევ­რმა გია ნი­კო­ლა­ძემ ცოტა ხნის წინ სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუკ-გვერ­დის" მეშ­ვე­ო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ C ჰე­პა­ტი­ტის­გან გა­ნი­კურ­ნა. მისი თქმით, გა­ი­ა­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი, რად­გან ჰეპ­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო წა­მა­ლი ნერ­ვი­ულ აღ­გზნე­ბას და მუ­ზე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას იწ­ვევ­და.

"ლეპ­ტო­პი არ გა­მიგ­დია ხე­ლი­დან. ნი­აღ­ვა­რი­ვით მო­დი­ოდ­ნენ აზ­რე­ბი," - იხ­სე­ნებს გია.

გია ნი­კო­ლა­ძე:

- თა­ვი­დან სო­ვალ­დით, ინ­ტერ­ფე­რო­ნით და რი­ბა­ვე­რი­ნით ვმკურ­ნა­ლობ­დი. ამ წამ­ლებს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს. იწ­ვევს ნერ­ვულ აღ­გზნე­ბას. რის შე­სა­ხე­ბაც წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბენ და ამი­ტო­მაც და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი უნდა მი­იშ­ვე­ლიო. ავ­ტო­ბუს­ში ჩვი­ლი ბავ­შვის ხმაც კი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. მსგავს მდგო­მა­რო­ე­ბა­ში მყო­ფი ხალ­ხი მი­ტინგზე რომ შე­ახ­ვედ­რო, ერ­თმა­ნეთს და­ხო­ცა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მად­ლო­ბა ღმერ­თს და იმ ხალ­ხს, ვინც მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, ვინც ჩემ­თვის მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­შოვ­ნე­ლად არა­ფე­რი გა­მაჩ­ნდა. ახლა უახ­ლე­სი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ. ჩემი მე­გობ­რე­ბი ჰარ­ვონს იღე­ბენ, რო­მელ­საც გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი თით­ქმის არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ისევ "მტკივ­ნე­უ­ლი" წამ­ლე­ბიც რომ იყოს, მა­ინც მა­გა­რია, რად­გან მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ინატ­რე­ბენ სას­წა­ულს, რაც აქ ხდე­ბა, უძ­ვი­რე­სი წამ­ლე­ბი უფა­სოდ რიგ­დე­ბა, თან უახ­ლე­სი პრე­პა­რა­ტე­ბი. ამი­ტო­მაც შან­სი არ უნდა გა­უშ­ვათ. სას­წრა­ფოდ უნდა და­ად­გი­ნოთ გაქვთ თუ არა C ჰე­პა­ტი­ტი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა. ისე­თი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან ათი წელი არა­ფერ­მა შე­გა­წუ­ხოს, მაგ­რამ მერე გვი­ან იყოს.

გია ნი­კო­ლა­ძის მსგავ­სად 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უკვე სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა C ჰე­პა­ტი­ტის­გან. თუმ­ცა, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ხალ­ხოდ თქმას ერი­დე­ბა. არა­და, ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ სტიგ­მის მო­სახ­სნე­ლად, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებს. ხალ­ხს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნია, რომ C ჰე­პა­ტი­ტი სა­მარ­ცხვი­ნო და­ა­ვა­დე­ბაა და თურ­მე მხო­ლოდ ნარ­კო­მა­ნებს და მე­ძა­ვებს სჭირთ. არა­და, C ჰე­პა­ტი­ტი გა­და­დის სის­ხლით და მისი მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ყვე­ლა, ვი­საც რა­მე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს შე­ხე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან, ან ამ სის­ხლით და­ბინ­ძუ­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­სა და ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ებ­თან.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, კომ­პა­ნია "გი­ლე­ა­დი­დან", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს C ჰე­პა­ტიტ­ზე სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბით უფა­სოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ჩა­მო­დის. ჯგუ­ფის მი­ზა­ნია დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მომ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ელი­მი­ნა­ცი­ის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ. გა­და­ღე­ბის დროს ჩა­წე­რენ გან­კურ­ნე­ბუ­ლებს, მათ შო­რის, გია ნი­კო­ლა­ძე­საც. ფილ­მი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბით გავ­რცელ­დე­ბა და C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვე­დე­ბულ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­დარ­ჩე­ნის იმედს მის­ცემს.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლია აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "გი­ლე­ა­დის­თვის" ბევ­რი სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლია:

- ამ ეტაპ­ზე C ჰე­პა­ტი­ტის აქ­ტი­უ­რი ფორ­მით 29 000 ადა­მი­ა­ნი არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მკურ­ნა­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს 28 500 პა­ცი­ენტს, და­ას­რუ­ლა 12 000-მა, გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, 87-89%. მათ შო­რის არი­ან ისი­ნიც, ვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბა ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლად შე­მო­ტა­ნი­ლი სო­ვალ­დით და­ი­წყო. მათ, ვინც პირ­ველ ეტაპ­ზე ვერ გა­ნი­კურ­ნა, შევ­თა­ვა­ზეთ და ჰარ­ვო­ნით გა­ივ­ლი­ან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ კურსს. ვე­ლო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის ახალ სტა­ტის­ტი­კას, რო­მელ­მაც უნდა გვაჩ­ვე­ნოს ჰარ­ვო­ნით გან­კურ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. ვფიქ­რობთ, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და 90%-ს გაც­დე­ბა.

- სო­ვალ­დი, ინ­ტერ­ფე­რო­ნი, სო­ფოს­ბუ­ვი­რი, რი­ბა­ვე­რი­ნი, ე.წ. ძვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი დარ­ჩე­ბა სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა­ში?

- ე.წ. ძვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი სა­ოც­ნე­ბოა ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ჰარ­ვო­ნით და შემ­დგო­მი უახ­ლე­სი პრე­პა­რა­ტე­ბით გან­ვაგ­რძობთ მკურ­ნა­ლო­ბას.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი გათ­ვლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 000 ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს C ჰე­პა­ტი­ტის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ან აქ­ტი­უ­რი ფორ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მათ გა­მო­სავ­ლე­ნად სა­ჭი­როა მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სკრი­ნინ­გი. ხალ­ხის აქ­ტი­ვო­ბა კი და­ბა­ლია. რას აპი­რებთ?

- ხალ­ხის და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წელს 400 000 ადა­მი­ა­ნის სკრი­ნინ­გი შევ­ძე­ლით. აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან, ყვე­ლა მშო­ბი­ა­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში შეს­ვლი­სას ის­კრი­ნე­ბა C ჰე­პა­ტიტ­ზე და შიდსზე. სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტიც ასე­ვე ის­კრი­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი გვაქვს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის დასკრინ­ვა. თუ ის 200 000 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლად არ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ელი­მი­ნა­ცი­ის პრო­ექტს ვერ გა­ვა­კე­თებთ. უკვე იმ­კურ­ნა­ლეს მათ, ვი­საც გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და მო­უს­წრო ამ პროგ­რა­მამ. იმ­კურ­ნა­ლეს მათ, ვინც იცო­და თა­ვი­სი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად აწუ­ხებ­და და არა ფი­ზი­კუ­რად. მო­დის ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც იცის, რომ აქვს და­ა­ვა­დე­ბა, მაგ­რამ თავს არ იკ­ლავს, ფიქ­რობს, მოდი, დავ­ლევ და მერე და­ვი­წყებ მკურ­ნა­ლო­ბა­სო. ეს ყვე­ლა­ზე მძი­მე კა­ტე­გო­რი­აა. რო­გორ­მე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბის რე­ჟიმ­ში. ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­მაც არ იცის, რომ ჰე­პა­ტი­ტი აქვს.

- და­ა­ვა­დე­ბა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი რო­მელ რე­გი­ონ­შია?

- სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში. რაც გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ე.წ. სა­ზღვრის­პი­რა და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნაა, სა­დაც დიდ­ხანს არ იყო კონ­ტრო­ლი და ნარ­კო­მა­ნი­ამ და ომის შემ­დგომ­მა პე­რი­ოდ­მა ხელი შე­უ­წყო და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ამი­ტო­მაც მო­რი­გი, დიდი, C ჰე­პა­ტი­ტის მარ­თვის ცენ­ტრი ამ დღე­ებ­ში სწო­რედ ზუგ­დიდ­ში გა­იხ­სნე­ბა. ის აშენ­და "გი­ლი­ა­დის" გრან­ტით. ანუ მხო­ლოდ წამ­ლე­ბით კი არა, ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­შიც გვეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უკვე 26 სერ­ვის ცენ­ტრი გვაქვს. ორიც და­ე­მა­ტე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის ცენ­ტრე­ბის სა­ხით, სა­დაც მე­ტა­დონს ღე­ბუ­ლო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ქსე­ლი­და­ნაც გვინ­და რო­მე­ლი­მე ცენ­ტრი ჩავ­რთოთ. ვფიქ­რობ, "გი­ლე­ადს" კარ­გი შე­დე­გე­ბით ვხვდე­ბით.

ეკა ლო­მი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"

რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"

ცნობილი "ნიკოლშოუს" წევრმა გია ნიკოლაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ "ფეისბუკ-გვერდის" მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ C ჰეპატიტისგან განიკურნა. მისი თქმით, გაიარა ძალიან რთული პროცესი, რადგან ჰეპტიტის სამკურნალო წამალი ნერვიულ აღგზნებას და მუზების მოზღვავებას იწვევდა.

"ლეპტოპი არ გამიგდია ხელიდან. ნიაღვარივით მოდიოდნენ აზრები," - იხსენებს გია.

გია ნიკოლაძე:

- თავიდან სოვალდით, ინტერფერონით და რიბავერინით ვმკურნალობდი. ამ წამლებს გვერდითი მოვლენები აქვს. იწვევს ნერვულ აღგზნებას. რის შესახებაც წინასწარ გაფრთხილებენ და ამიტომაც დამამშვიდებლები უნდა მიიშველიო. ავტობუსში ჩვილი ბავშვის ხმაც კი მაღიზიანებდა. მსგავს მდგომაროებაში მყოფი ხალხი მიტინგზე რომ შეახვედრო, ერთმანეთს დახოცავენ. მიუხედავად ამისა, მადლობა ღმერთს და იმ ხალხს, ვინც მკურნალობის შესაძლებლობა მომცა, ვინც ჩემთვის მისაწვდომი გახადა პრეპარატები, რომელთა საშოვნელად არაფერი გამაჩნდა. ახლა უახლესი პრეპარატებით მკურნალობენ. ჩემი მეგობრები ჰარვონს იღებენ, რომელსაც გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს და შესაბამისად, მკურნალობა ფაქტობრივად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ისევ "მტკივნეული" წამლებიც რომ იყოს, მაინც მაგარია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება, უძვირესი წამლები უფასოდ რიგდება, თან უახლესი პრეპარატები. ამიტომაც შანსი არ უნდა გაუშვათ. სასწრაფოდ უნდა დაადგინოთ გაქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მკურნალობა. ისეთი ვერაგი დაავადებაა, შეიძლება დაინფიცირებიდან ათი წელი არაფერმა შეგაწუხოს, მაგრამ მერე გვიან იყოს.

გია ნიკოლაძის მსგავსად 10 000-ზე მეტი ადამიანი უკვე სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან. თუმცა, მისგან განსხვავებით, აბსოლუტური უმრავლესობა სახალხოდ თქმას ერიდება. არადა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტიგმის მოსახსნელად, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს. ხალხს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ C ჰეპატიტი სამარცხვინო დაავადებაა და თურმე მხოლოდ ნარკომანებს და მეძავებს სჭირთ. არადა, C ჰეპატიტი გადადის სისხლით და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, ვისაც რამენაირად შეიძლება ჰქონდეს შეხება დაინფიცირებულ სისხლთან, ან ამ სისხლით დაბინძურებულ სამედიცინო ინსტრუმენტებთან და სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში გარკვეული პროცედურებისთვის საჭირო ხელსაწყოებთან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანია "გილეადიდან", რომელიც საქართველოს C ჰეპატიტზე სამკურნალო პრეპარატებით უფასოდ უზრუნველყოფს, რამდენიმე დღეში სპეციალური გადამღები ჯგუფი ჩამოდის. ჯგუფის მიზანია დოკუმენტური ფილმის მომზადება საქართველოში მიმდინარე ელიმინაციის პროექტის შესახებ. გადაღების დროს ჩაწერენ განკურნებულებს, მათ შორის, გია ნიკოლაძესაც. ფილმი მსოფლიოს საუკეთესო სატელევიზიო არხებით გავრცელდება და C ჰეპატიტით დაავედებულ უამრავ ადამიანს გადარჩენის იმედს მისცემს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოს "გილეადისთვის" ბევრი სასიხარულო ინფორმაცია აქვს.

ვალერი კვარაცხელია:

- ამ ეტაპზე C ჰეპატიტის აქტიური ფორმით 29 000 ადამიანი არის დარეგისტრირებული, მკურნალობა დაწყებული აქვს 28 500 პაციენტს, დაასრულა 12 000-მა, განკურნების მაჩვენებელია, 87-89%. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და მკურნალობა ჯერ კიდევ პირველად შემოტანილი სოვალდით დაიწყო. მათ, ვინც პირველ ეტაპზე ვერ განიკურნა, შევთავაზეთ და ჰარვონით გაივლიან მკურნალობის შემდგომ კურსს. ველოდებით მკურნალობის ახალ სტატისტიკას, რომელმაც უნდა გვაჩვენოს ჰარვონით განკურნების შედეგები. ვფიქრობთ, გაცილებით მაღალი იქნება და 90%-ს გაცდება.

- სოვალდი, ინტერფერონი, სოფოსბუვირი, რიბავერინი, ე.წ. ძველი პრეპარატები დარჩება სამკურნალო პროგრამაში?

- ე.წ. ძველი პრეპარატები საოცნებოა ბევრი ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ჰარვონით და შემდგომი უახლესი პრეპარატებით განვაგრძობთ მკურნალობას.

- როგორც ცნობილია, სპეციალური გათვლებით საქართველოში 200 000 ადამიანი უნდა იყოს C ჰეპატიტის ანტისხეულების მატარებელი ან აქტიური ფორმით დაავადებული, მათ გამოსავლენად საჭიროა მთელი მოსახლეობის სკრინინგი. ხალხის აქტივობა კი დაბალია. რას აპირებთ?

- ხალხის დაბალი აქტივობის მიუხედავად, წელს 400 000 ადამიანის სკრინინგი შევძელით. აგვისტოს ბოლოდან, ყველა მშობიარე სამშობიაროში შესვლისას ისკრინება C ჰეპატიტზე და შიდსზე. სტაციონარში მოხვედრილი ყველა პაციენტიც ასევე ისკრინება. მომავალი წლისთვის გამიზნული გვაქვს ნახევარი მილიონი ადამიანის დასკრინვა. თუ ის 200 000 ათასი ადამიანი სრულად არ აღმოვაჩინეთ, ელიმინაციის პროექტს ვერ გავაკეთებთ. უკვე იმკურნალეს მათ, ვისაც გამოსავალი არ ჰქონდა და მოუსწრო ამ პროგრამამ. იმკურნალეს მათ, ვინც იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ მორალურად აწუხებდა და არა ფიზიკურად. მოდის ჯგუფი, რომელმაც იცის, რომ აქვს დაავადება, მაგრამ თავს არ იკლავს, ფიქრობს, მოდი, დავლევ და მერე დავიწყებ მკურნალობასო. ეს ყველაზე მძიმე კატეგორიაა. როგორმე დაუყოვნებლივ უნდა შემოვიყვანოთ მკურნალობის რეჟიმში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ის კატეგორია, რომელმაც არ იცის, რომ ჰეპატიტი აქვს.

- დაავადება ყველაზე აქტიური რომელ რეგიონშია?

- სამეგრელოს რეგიონში. რაც განაპირობა იმან, რომ ე.წ. საზღვრისპირა და კონფლიქტის ზონაა, სადაც დიდხანს არ იყო კონტროლი და ნარკომანიამ და ომის შემდგომმა პერიოდმა ხელი შეუწყო დაავადების გავრცელებას. ამიტომაც მორიგი, დიდი, C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ამ დღეებში სწორედ ზუგდიდში გაიხსნება. ის აშენდა "გილიადის" გრანტით. ანუ მხოლოდ წამლებით კი არა, ცენტრების მშენებლობაშიც გვეხმარება. საქართველოს მასშტაბით უკვე 26 სერვის ცენტრი გვაქვს. ორიც დაემატება ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების სახით, სადაც მეტადონს ღებულობენ პაციენტები. ზიანის შემცირების ქსელიდანაც გვინდა რომელიმე ცენტრი ჩავრთოთ. ვფიქრობ, "გილეადს" კარგი შედეგებით ვხვდებით.

ეკა ლომიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი