Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ათბობენ "ბილთმორის" სტუმრებს დენის გამათბობლით - სასტუმროში განმარტებას აკეთებენ
რატომ ათბობენ "ბილთმორის" სტუმრებს დენის გამათბობლით - სასტუმროში განმარტებას აკეთებენ

თბი­ლი­სის ერ­თა­დერ­თი 7-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს სტუმ­რებს დე­ნის გა­მათ­ბობ­ლით ათ­ბო­ბენ. ამის თვითმხილ­ვე­ლე­ბი The Biltmore Hotel Tbilisi-ში მი­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გახ­დნენ, რომ­ლე­ბიც დღეს სას­ტუმ­რო­ში გა­მარ­თულ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მე-9 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს ეს­წრე­ბოდ­ნენ. სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში შეკ­რე­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დე­ნის ერ­თა­დერ­თი გა­მათ­ბობ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით თბე­ბოდ­ნენ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ბილთმორ­ში" 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო და ის უმაღ­ლე­სი კლა­სის სას­ტუმ­როა თბი­ლის­ში, შე­სა­ბა­მი­სად და­ვინ­ტე­რეს­დით, რა "7-ვარ­სკვლა­ვი­ან" სტან­დარტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ზამ­თარ­ში არა­სა­თა­ნა­დო გათ­ბო­ბა და რამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სას­ტუმ­როს ფოიე ერ­თა­დერ­თი დე­ნის გა­მათ­ბობ­ლით თბე­ბო­და.

AMBEBI.GE-ს სას­ტუმ­როს პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი სა­ლო­მე სა­ა­კა­ძე ესა­უბ­რა:

"დღეს დი­ლას სას­ტუმ­როს "ბალ­რუმ­ში" ტარ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 450-კა­ცი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ დი­ლას ძა­ლი­ან ცი­ო­და, თით­ქმის -5 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო. ჩვენს სას­ტუმ­როს აქვს უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­მოხ­ვი­დე ცენ­ტრა­ლუ­რი შე­მო­სას­ვლე­ლი­დან, ასე­ვე არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ "ბალ­რუ­მი­დან" შე­მოხ­ვი­დე ან ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან ამოხ­ვი­დე სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი კარი იყო ღია. ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­ი­ტა­ნეს და­მა­ტე­ბი­თი გა­მათ­ბო­ბე­ლი, რო­მე­ლიც 10 წუთ­ში გა­ი­ტა­ნეს უკან, რად­გან ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და", - გა­ნა­ცხა­და სას­ტუმ­რო "ბილთმო­რის" პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორ­მა, სა­ლო­მე სა­ა­კა­ძემ.

მისი თქმით, ეს არ იყო სას­ტუმ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იყო ერთი ადა­მი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა.

"კარი მთე­ლი დი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ღია იყო, რად­გან ჩვენ გვყავ­და სტუმ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­კა­დი დი­ლი­დან, შე­სა­ბა­მი­სად ტემ­პე­რა­ტუ­რა იმ ად­გი­ლას, მხო­ლოდ იმ არე­ალ­ში და­ვარ­და და რო­გორც კი კარი და­ი­ხუ­რა აღ­დგა ტემ­პე­რა­ტუ­რა. რა თქმა უნდა, გათ­ბო­ბა მუ­შა­ობს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, ისე­ვე რო­გორც გამ­წო­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კა­ძემ.

თუმ­ცა, რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც თით­ქმის სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­ტუმ­რო­ში და ფო­ი­ე­ში, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად იყო ჩარ­თუ­ლი დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი და არა 10 წუ­თით, რო­გორც ეს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას "ბილთმო­რის" პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა...

მეგი ნარ­სა­ვი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რატომ ათბობენ "ბილთმორის" სტუმრებს დენის გამათბობლით - სასტუმროში განმარტებას აკეთებენ

რატომ ათბობენ "ბილთმორის" სტუმრებს დენის გამათბობლით - სასტუმროში განმარტებას აკეთებენ

თბილისის ერთადერთი 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებს დენის გამათბობლით ათბობენ. ამის თვითმხილველები The Biltmore Hotel Tbilisi-ში მისული ჟურნალისტები გახდნენ, რომლებიც დღეს სასტუმროში გამართულ ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდნენ. სასტუმროს ფოიეში შეკრებილი ჟურნალისტები დენის ერთადერთი გამათბობლის საშუალებით თბებოდნენ.

მოგეხსენებათ, "ბილთმორში" 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ის უმაღლესი კლასის სასტუმროა თბილისში, შესაბამისად დავინტერესდით, რა "7-ვარსკვლავიან" სტანდარტს შეესაბამება ზამთარში არასათანადო გათბობა და რამ გამოიწვია ის, რომ სასტუმროს ფოიე ერთადერთი დენის გამათბობლით თბებოდა.

AMBEBI.GE-ს სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის დირექტორი სალომე სააკაძე ესაუბრა:

"დღეს დილას სასტუმროს "ბალრუმში" ტარდებოდა დაახლოებით 450-კაციანი ღონისძიება. მოგეხსენებათ დილას ძალიან ციოდა, თითქმის -5 გრადუსი ტემპერატურა იყო. ჩვენს სასტუმროს აქვს უპირატესობა, რომ შესაძლებელია შემოხვიდე ცენტრალური შემოსასვლელიდან, ასევე არის შესაძლებლობა, რომ "ბალრუმიდან" შემოხვიდე ან ავტოფარეხიდან ამოხვიდე სასტუმროს ტერიტორიაზე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სამი კარი იყო ღია. ერთ-ერთი თანამშრომლის ინიციატივით, რამდენიმე წუთის განმავლობაში, გამოიტანეს დამატებითი გამათბობელი, რომელიც 10 წუთში გაიტანეს უკან, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა", - განაცხადა სასტუმრო "ბილთმორის" პიარისა და მარკეტინგის დირექტორმა, სალომე სააკაძემ.

მისი თქმით, ეს არ იყო სასტუმროს გადაწყვეტილება, ეს იყო ერთი ადამიანის ინიციატივა.

"კარი მთელი დილის განმავლობაში ღია იყო, რადგან ჩვენ გვყავდა სტუმრების ძალიან დიდი ნაკადი დილიდან, შესაბამისად ტემპერატურა იმ ადგილას, მხოლოდ იმ არეალში დავარდა და როგორც კი კარი დაიხურა აღდგა ტემპერატურა. რა თქმა უნდა, გათბობა მუშაობს და ფუნქციონირებს მაღალი ხარისხით, ისევე როგორც გამწოვები", - განაცხადა სააკაძემ.

თუმცა, როგორც ღონისძიებაზე მყოფი ჟურნალისტები ადასტურებენ, რომლებიც თითქმის საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასტუმროში და ფოიეში, ამ ხნის განმავლობაში მუდმივად იყო ჩართული დენის გამათბობელი და არა 10 წუთით, როგორც ეს ჩვენთან საუბრისას "ბილთმორის" პიარისა და მარკეტინგის დირექტორმა აღნიშნა...

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი