პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნით გარდაიცვალა: "ჯაზმენი იყო სულით და მაგ სულს ვუძღვნი..."
 "ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნით გარდაიცვალა: "ჯაზმენი იყო სულით და მაგ სულს ვუძღვნი..."

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი გირ­შელ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. პი­ა­ნის­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს გა­და­ცე­მა "ვა­ნოს შო­უ­დან" ახ­სოვს, 37 წლის იყო. ის 5 წლის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს.

პი­ა­ნის­ტი თით­ქმის 6 წელი "ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შოუს" მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დის წევ­რი იყო და რამ­დე­ნი­მე თვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კი­დეც ბენ­დს, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლის ნაც­ვლად.

2010 წელს გირ­შე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად აშშ-ში წა­ვი­და და ბოლო წლებ­ში ნიუ-იორკში ცხოვ­რობ­და. 2011 წელს ჯაზ-პი­ა­ნისტს ძვლის სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და რე­მი­სია 2 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. 2016 წლის და­სა­წყის­ში კი სიმ­სივ­ნე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და ახალ­გაზ­რდის ორ­გა­ნიზ­მში.

მუ­სი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბი.

კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ: "ქედს ვიხ­რი, პა­ტივს ვცემ და ვემ­შვი­დო­ბე­ბი ჩემს კო­ლე­გას.... ნა­თელ­ში გამ­ყო­ფოს ღმერ­თმა გირ­შელ".

მუ­სი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს პი­ა­ნის­ტი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი: "აი ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა რო­გორ და­მაკ­ვრე­ვი­ნებს ამ ტურ­ზე არ ვიცი, მაგ­რამ თვი­თო­ნაც ჯაზ­მე­ნი იყო სუ­ლით ხორ­ცით და მაგ სულს ვუ­ძღვნი. მე­ნატ­რე­ბი ძმაო გირ­შელ!"

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნით გარდაიცვალა: "ჯაზმენი იყო სულით და მაგ სულს ვუძღვნი..."

 "ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნით გარდაიცვალა: "ჯაზმენი იყო სულით და მაგ სულს ვუძღვნი..."

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა. პიანისტი, რომელიც ქართველ მაყურებელს გადაცემა "ვანოს შოუდან" ახსოვს, 37 წლის იყო. ის 5 წლის მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს.

პიანისტი თითქმის 6 წელი "ვანო ჯავახიშვილის შოუს" მუსიკალური ბენდის წევრი იყო და რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა კიდეც ბენდს, თამუნა ლეკვეიშვილის ნაცვლად.

2010 წელს გირშელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში წავიდა და ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 2011 წელს ჯაზ-პიანისტს ძვლის სიმსივნე დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ შედეგი გამოიღო და რემისია 2 წელიწადს გაგრძელდა. 2016 წლის დასაწყისში კი სიმსივნე სწრაფად განვითარდა ახალგაზრდის ორგანიზმში.

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს მისი გარდაცვალების შესახებ: "ქედს ვიხრი, პატივს ვცემ და ვემშვიდობები ჩემს კოლეგას.... ნათელში გამყოფოს ღმერთმა გირშელ".

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ წერს პიანისტი ბექა გოჩიაშვილი: "აი ამ ბედნიერების ადამიანის დაკარგვა როგორ დამაკვრევინებს ამ ტურზე არ ვიცი, მაგრამ თვითონაც ჯაზმენი იყო სულით ხორცით და მაგ სულს ვუძღვნი. მენატრები ძმაო გირშელ!"

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი