პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად
 საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად

"ევ­რო­პე­ლი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ 2016-2017 წლის ზამ­თა­რი

ბოლო 100 წლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ცივი იქ­ნე­ბა," - ეს ინ­ფორ­მა­ცია ცოტა ხნის წინ უცხო­ურ სა­ა­გენ­ტო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ადრე აცივ­და, - ნო­ემ­ბრის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ ცივა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში -10 გრა­დუ­სი ყინ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად, თუ რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ზამ­თა­რი გვე­ლის, გა­ვე­სა­უბ­რეთ რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვას, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს: 

"რა­ი­მე ანო­მა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან ნამ­დვი­ლად არ გვაქვს საქ­მე, ანუ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ზამ­თარ­თან, სხვა დროს რომ არ ყო­ფი­ლა და ასე­თი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის... ახ­ლან­დე­ლი აცი­ვე­ბა ციმ­ბი­რის ან­ტი­ციკ­ლონ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლა აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და­ი­წყო და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აცივ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­თა სხვა­ო­ბა გაჩ­ნდა, რა­მაც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი ქარი წარ­მოქ­მნა, რაც გრი­გა­ლის სა­ხით გა­მო­ი­ხა­ტა (32 მ/წმ ეს ქა­რის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რეა). თან, ხან­გრძლი­ვი იყო და გარ­კვე­უ­ლი ზა­რა­ლიც გა­მო­იწ­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინდს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში გა­მო­და­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნა­ლექს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვე­ლო­დე­ბით," - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ხოლო კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა წელს რე­ა­ლუ­რად უმ­კაც­რე­სი ზამ­თა­რი, ასე პა­სუ­ხობს: "ამის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ჩვენ მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა მსოფ­ლი­ოს ამინ­დის პროგ­ნო­ზის მო­წი­ნა­ვე ცენ­ტრებ­თან, სა­ი­და­ნაც არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ წელს ანო­მა­ლუ­რი ზამ­თა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ან პროგ­ნო­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რედ ახლა იტა­ლი­ა­ში მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე იმ­ყო­ფე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­მი­წის მას­შტა­ბით რა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზიც გა­კეთ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­კემ­ბერ­ში, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სა­ერ­თოდ, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ნორ­მა­ზე თბილ ზამ­თარს ელო­დე­ბი­ან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დე­კემ­ბე­რი იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით თბი­ლი. თუმ­ცა შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ გვაქვს," - ამ­ბობს ბა­ტო­ნი რა­მა­ზი.

- აბა, ბოლო ას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში წელს ყვე­ლა­ზე ცივი ზამ­თრის შე­სა­ხებ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­ნონსდა?

- არ­სე­ბობს ატ­მოს­ფე­როს ცირ­კუ­ლა­ცი­ის გა­მოთ­ვლის სხვა­დას­ხვა მო­დე­ლი, რო­მელ­საც მეც­ნი­ერ­თა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი ით­ვლი­ან. რის სა­ფუძ­ველ­ზეც, გარ­კვე­ულ შე­დე­გებს იღე­ბენ. თუ გახ­სოვთ, სწო­რედ მაგ გათ­ვლე­ბით იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, რომ წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი ანო­მა­ლუ­რად ცხე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არა­ფე­რი მსგავ­სი მომ­ხდა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იყო და სა­ერ­თოდ, რაც უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნია პროგ­ნო­ზი, მით არას­წო­რია. ეს გინ­დაც ამე­რი­კა­ში იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი და გინ­დაც, ია­პო­ნი­ა­ში, გა­მარ­თლე­ბის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი არ­სე­ბობს. მით უფრო, რომ სი­ნოპ­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი უმ­კაც­რეს ზამ­თარ­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად

 საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად

"ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი

ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება," - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უცხოურ სააგენტოებზე დაყრდნობით, ჩვენმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოშიც ადრე აცივდა, - ნოემბრისთვის უჩვეულოდ ცივა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დედაქალაქში -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დეტალებში გასარკვევად, თუ რეალურად როგორი ზამთარი გველის, გავესაუბრეთ რამაზ ჭითანავას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს: 

"რაიმე ანომალურ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ანუ რაღაც განსაკუთრებულ ზამთართან, სხვა დროს რომ არ ყოფილა და ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის... ახლანდელი აცივება ციმბირის ანტიციკლონმა გამოიწვია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აღმოსავლეთის მიმართულებიდან დაიწყო და აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად აცივდა. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ტემპერატურათა სხვაობა გაჩნდა, რამაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი წარმოქმნა, რაც გრიგალის სახით გამოიხატა (32 მ/წმ ეს ქარის საკმაოდ მაღალი სიჩქარეა). თან, ხანგრძლივი იყო და გარკვეული ზარალიც გამოიწვია. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გამოდარებაა მოსალოდნელი, ნალექს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველოდებით," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა წელს  რეალურად უმკაცრესი ზამთარი, ასე პასუხობს: "ამისთვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანა ვართ, გვაქვს ურთიერთობა მსოფლიოს ამინდის პროგნოზის მოწინავე ცენტრებთან, საიდანაც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ წელს ანომალური ზამთარია მოსალოდნელი.

ამინდის გრძელვადიან პროგნოზებთან დაკავშირებით სწორედ ახლა იტალიაში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიება ტარდება, სადაც ჩვენი წარმომადგენელი, გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე იმყოფება. მისი ინფორმაციით, დედამიწის მასშტაბით რა გრძელვადიანი პროგნოზიც გაკეთდა, იქიდან გამომდინარე, დეკემბერში, ჩვენს ტერიტორიაზე და საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ნორმაზე თბილ ზამთარს ელოდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბერი იქნება შედარებით თბილი. თუმცა შემდეგი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს," - ამბობს ბატონი რამაზი.

- აბა, ბოლო ასწლეულის განმავლობაში წელს ყველაზე ცივი ზამთრის შესახებ რის საფუძველზე დაანონსდა?

- არსებობს ატმოსფეროს ცირკულაციის გამოთვლის სხვადასხვა მოდელი, რომელსაც მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფები ითვლიან. რის საფუძველზეც, გარკვეულ შედეგებს იღებენ. თუ გახსოვთ, სწორედ მაგ გათვლებით იყო დაანონსებული, რომ წლევანდელი ზაფხული ანომალურად ცხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი მსგავსი მომხდარა. საქართველოში ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო და საერთოდ, რაც უფრო გრძელვადიანია პროგნოზი, მით არასწორია. ეს გინდაც ამერიკაში იყოს გაკეთებული და გინდაც, იაპონიაში, გამართლების დაბალი პროცენტი არსებობს. მით უფრო, რომ სინოპტიკური პროგნოზის დეპარტამენტები უმკაცრეს ზამთარზე არაფერს ამბობენ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი