საქართველოში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენადაა დაცული მძღოლის უფლებები. თუმცა როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი - დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომელმაც კვლევის შედეგები შეისწავლა, გამოიკვეთა მძოლების მხრიდან მგზავრთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც.
"მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია და კატეგორიულად დაუშვებელი... ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...", - აცხადებს დავით მესხიშვილი.
მისი თქმით, მერია აღნიშნული ხაზის მიკროავტობუსების მძღოლთა დაჯარიმებით შემოიფარგლა.
"თბილისის მერიამ ისინი დააჯარიმა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ასწორებს... მიკროავტობუსებში ნასვამ მგზავრებთან, ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, - ამ თემაზე მძღოლები მწვავედ საუბრობენ", - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.
წაიკითხეთ სტატიის სრული ვერსია: კატასტროფული ვითარება სატრანსპორტო სფეროში - როგორ ირღვევა მგზარებისა და მძღოლების უფლებები