სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში
თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კვლე­ვე­ბით, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 400 000 მო­ქა­ლა­ქე თა­მა­შობს, ანუ ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი! მხო­ლოდ 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სა­ვალ­მა 2 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ანუ ეს 2 მი­ლი­არ­დი ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა წა­ა­გეს!

სამ­წუ­ხა­როდ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ვერ, ან არ ხერ­ხდე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნიტ­რის 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზე მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ერთი წელი გა­დის, თუმ­ცა არც მთავ­რო­ბას და არც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ ლო­ბი­რებს ხალ­ხის ღლე­ტის ბიზ­ნესს?!

ჯერ კი­დევ პრემ­იე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "ჩვე­ნი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­მა­ოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ეს ბიზ­ნე­სი (ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი), თუ არ იქნა ძა­ლი­ან­ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მე უბ­რა­ლოდ მინ­და გა­ვერ­კვე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ტი­პის­ ბიზ­ნეს­ში მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. თუ ჩვენ მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, სხვა ტი­პის ზო­მე­ბიც მივი­ღოთ. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე­ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლით ამ სა­კითხს­ და ვეც­დე­ბით, რომ ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მო­აქვს ამ ბიზ­ნესს და ნამ­დვი­ლად არის ეს პრობ­ლე­მა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი", - აცხა­დებ­და კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი მათ­თვის, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი რა­ი­მე შე­მო­სა­ვალს და­კარ­გავს­ - პირს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­რი­ნეს მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს გახ­ნის უფ­ლე­ბაც ენი­ჭე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით აღა­რა­ფერს იხ­დის, ანუ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს შე­მო­სა­ვა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იბეგ­რე­ბა, ეს ფული სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის და­კარ­გუ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ: ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა! - ვინ ლო­ბი­რებს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს?!

ამა­ვეს ამ­ტკი­ცებს ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სი. ზუ­რაბ კუ­კუ­ლა­ძის თქმით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ზი­ნო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ინ­ტენ­რეტ­კა­ზი­ნო­ებს სა­ხელ­წმი­ფოს­თვის არა­ნა­ი­რი მო­გე­ბა არ მო­აქვს.

"ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ სივ­რცე­ში ფლო­ბენ მსგავს ლი­ცენ­ზი­ებს. ანუ, თუ სუ­ბი­ექტს სურს ფლობ­დეს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს, მას უკვე უნდა ჰქონ­დეს რე­ა­ლუ­რი კა­ზი­ნოს ლი­ცენ­ზია. ან თუ ინ­ტერ­ნეტ­ში ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის შექ­მნა უნდა, მა­შინ რე­ა­ლუ­რად უნდა ჰქონ­დეს ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ლი­ცენ­ზია და ა.შ.

- ამ ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა მარ­ტი­ვია?

- მარ­ტი­ვია, მაგ­რამ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­კვე­ულ ხარ­ჯებ­თან. მა­გა­ლი­თად კა­ზი­ნოს 5-წლი­ა­ნი ლი­ცენ­ზია 5 მი­ლი­ო­ნი ლარი ღირს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბობს შე­ღა­ვა­თე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ კა­ზი­ნოს გახ­სნი­ან აჭა­რა­ში, სიღ­ნაღ­ში ან წყალ­ტუ­ბო­ში, 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ნაც­ვლად შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ თან­ხას იხ­დი­ან.

- ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მო­სა­წყო­ბად თუ არის და­წე­სე­ბუ­ლი რა­ი­მე გა­და­სა­ხა­დი ან ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი მო­გე­ბი­დან სუ­ბი­ექტს თუ შე­აქვს ბი­უ­ჯეტ­ში რა­ი­მე თან­ხა?

- ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი, ვინც რე­ა­ლუ­რი კა­ზი­ნო­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ას ფლო­ბენ, თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მო­წყო­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან. და­მა­ტე­ბი­თი მო­საკ­რე­ბე­ლის გა­დახ­და არ არის სა­ჭი­რო გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რე­ა­ლუ­რი კა­ზი­ნოს მო­წყო­ბის დროს სუ­ბი­ექ­ტმა უკვე გა­და­ი­ხა­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა აღარ შე­აქვს.

ჩემი აზ­რით, ამ სის­ტე­მის მთა­ვა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა სწო­რედ ის არის, რომ რე­ა­ლურ კა­ზი­ნოს­თან შე­და­რე­ბით, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მუმ ამ მი­მა­რუ­ლე­ბი­თაც ისე­ვე უნდა იბეგ­რე­ბო­დეს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გორც რე­ა­ლუ­რი კა­ზი­ნოს შემ­თხვე­ვა­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ელი­ო­ზე­ბად" ქცე­უ­ლი კა­ზი­ნოს ტყვე­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

არასამთავრობოების კვლევებით, ონლაინკაზინოებში საქართველოს 400 000 მოქალაქე თამაშობს, ანუ ყოველი მეოთხე ადამიანი! მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნე­სის შემოსავალმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ანუ ეს 2 მილიარდი ჩვენ­მა თანამოქალაქეებმა წააგეს!

სამწუხაროდ, საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ვერ, ან არ ხერხდება. პრემიერ-მინიტრის 2015 წლის დეკემბერში მიცემული დაპირებიდან, რომელიც ონლაინკაზინოებზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, ერთი წელი გადის, თუმცა არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ორგანოს, ამ ერთი წლის მანძილზე პრობლემის გადაჭრისთვის არაფერი გაუკეთებია.

წაიკითხეთ: ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

ჯერ კიდევ პრემ­იერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი (ონლაინკაზინოები), თუ არ იქნა ძალიან­ მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის­ ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება­ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივი­ღოთ. მაგრამ ამ ეტაპზე­ შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს­ და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების, თავიდან იქნას აცილებული", - აცხადებდა კვირიკაშვილი.

ერთი საინტერესო დეტალი მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ონლაინკაზინოებზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი რაიმე შემოსავალს დაკარგავს­ - პირს ჩვეულებრივი სამორინეს მოსაწყობად საჭირო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ონლაინკაზინოს გახნის უფლებაც ენიჭება. შესაბამისად, მისი ამუშავების შემთხვევაში, დამატებით აღარაფერს იხდის, ანუ ონლაინკაზინოს შემოსავალი, ფაქტობრივად, არ იბეგრება, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაკარგულია.

წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

ამავეს ამტკიცებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი. ზურაბ კუკულაძის თქმით, ჩვეულებრივი კაზინოებისგან განსხვავებით, ინტენრეტკაზინოებს სახელწმიფოსთვის არანაირი მოგება არ მოაქვს.

"ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ ისეთ პირებს, რომლებიც რეალურ სივრცეში ფლობენ მსგავს ლიცენზიებს. ანუ, თუ სუბიექტს სურს ფლობდეს ონლაინკაზინოს, მას უკვე უნდა ჰქონდეს რეალური კაზინოს ლიცენზია. ან თუ ინტერნეტში ტოტალიზატორის შექმნა უნდა, მაშინ რეალურად უნდა ჰქონდეს ტოტალიზატორის ლიცენზია და ა.შ.

- ამ ლიცენზიის მოპოვება მარტივია?

- მარტივია, მაგრამ დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. მაგალითად კაზინოს 5-წლიანი ლიცენზია 5 მილიონი ლარი ღირს, თუმცა საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე არსებობს შეღავათები. მაგალითად, თუ კაზინოს გახსნიან აჭარაში, სიღნაღში ან წყალტუბოში, 5 მილიონი ლარის ნაცვლად შედარებით ნაკლებ თანხას იხდიან.

- ონლაინკაზინოების მოსაწყობად თუ არის დაწესებული რაიმე გადასახადი ან ამ საქმიანობიდან მიღებული ყოველწლიური მოგებიდან სუბიექტს თუ შეაქვს ბიუჯეტში რაიმე თანხა?

- ეკონომიკური სუბიექტები, ვინც რეალური კაზინოების ლიცენზიას ფლობენ, თავისუფლდებიან ონლაინკაზინოების მოწყობის გადასახადისგან. დამატებითი მოსაკრებელის გადახდა არ არის საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ რეალური კაზინოს მოწყობის დროს სუბიექტმა უკვე გადაიხადა გარკვეული თანხა და ბიუჯეტში დამატებითი თანხა აღარ შეაქვს.

ჩემი აზრით, ამ სისტემის მთავარი ნაკლოვანება სწორედ ის არის, რომ რეალურ კაზინოსთან შედარებით, ონლაინკაზინო გაცილებით მასშტაბური საქმიანობაა და შესაბამისად, მინიმუმ ამ მიმარულებითაც ისევე უნდა იბეგრებოდეს ეს ორგანიზაციები, როგორც რეალური კაზინოს შემთხვევაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი