მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!
ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

მას შემ­დეგ, რაც "პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" უარი თქვა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე და წა­მო­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო - იცხოვ­რე", ყო­ველ­დღი­უ­რად ვრწმუნ­დე­ბით, რომ ეს სწო­რი­ და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

მკი­თხვე­ლე­ბი, მსმე­ნე­ლე­ბი თუ მა­ყუ­რებ­ლები წე­რი­ლებ­ში, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის­ თუ მე­დი­ა­სახ­ლში პი­რა­დი ვი­ზი­ტი­სას ონ­ლაი­­ნკა­ზი­ნო­ე­ბით გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ თავ­იანთ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე თუ მე­გობ­რებ­ზე ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან, რომ ზოგ­ჯერ ფიქ­რობ, ნუთუ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ასე და­ე­ცეს? სამ­წუ­ხა­როდ, ეს რე­ა­ლო­ბაა. ასე­ვე, ფაქ­ტია, ის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რაც გაგ­ვი­შუ­ქე­ბია თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებთ­ან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ ზღვა­ში წვე­თია. თუმ­ცა იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვენს სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას მისი და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­დე­გი აქვს. თუნ­დაც ჩვენს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­დე­გად - "პა­ლიტ­რა­მე­დია" იმ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს, რომ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასი­ა­თა­სო­ბით მკი­თხველს, მსმე­ნელს თუ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს (მათ შო­რის არას­რუ­ლწლოვ­ნებს) არ ექ­მნე­ბა ცრუ­სა­რეკ­ლა­მო ილუ­ზია, რომ "წა­ვი­დეს, ითა­მა­შოს და უც­ბად გამ­დიდ­რდეს". რა თქმა უნდა, ჩვენ­მა მე­დი­აჰოლ­დინ­გმა შეგ­ნე­ბუ­ლად თქვა უარი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალ­ზე, თუმ­ცა ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ თუნ­დაც­ ერთი ოჯა­ხი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა გა­ღა­ტა­კე­ბი­სა და გა­უ­ბე­დუ­რე­ბის­გან.

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

თა­ვის­თა­ვად, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­სა თუ წარ­მომ­ად­გენ­ლებს არ მოს­წონთ, რომ ხელი აღარ მი­უწ­ვდე­ბათ "პალ­იტ­რა­მე­დი­ის" აუ­დი­ტორ­იაზე. მათ აღი­ზი­ა­ნებთ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო - იცხოვ­რე". თუმ­ცა­ ყვე­ლა­ზე მე­ტად აი, რისი ეში­ნი­ათ­: - ემანდ, კამ­პა­ნი­ამ მი­ზანს არ მია­ღწი­ოს და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე არ და­წეს­დეს შემ­ზღუ­და­ვი­ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა თუ ბე­თებ­ზე, ვა­ი­თუ, ვე­ღარ ითა­მა­შონ არას­რულ­წლოვ­ნებ­მა, რაც მათი ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფია და ზო­გა­დად, შე­იქ­მნას ბა­რი­ე­რი თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩი­ხის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. სწო­რედ ეს არის მათ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა - რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბით ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი და ბე­თები რის­კჯ­გუ­ფებ­ში­ მყოფ მოქა­ლა­ქე­ებს თა­მაშ­ში მი­ლი­ო­ნებს ვე­ღარ მო­უ­გე­ბენ და ვე­ღარ გაღ­ლე­ტენ.

წა­ი­კი­თხეთ: ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა! - ვინ ლო­ბი­რებს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს?!

ამ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და შფო­თის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ სულ პა­ტა­რა მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­ტო­ტა­ლი­ზა­ტორ "ევ­რო­პა­ბე­თის" თა­ნამ­შრო­მელ­მა,­ ვინ­მე ლაშა გო­გუ­ამ, "ფე­ის­ბუკ­ში" და­წე­რა: "სა­ნამ ამ ქვე­ყა­ნა­ში იარ­სე­ბებს "პა­ლიტ­რა­მე­დია", ინ­ტერ­ნე­ტის ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი არ გან­ვი­თარ­დე­ბა. ვა­ცხა­დებ რო­გორც ერთ-ერთი­ იმ კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დი­ჯი­ტალ ბი­უ­ჯე­ტი აქვს... ისე გა­მახ­სენ­და, უბ­რა­ლოდ".

ანუ მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ კონ­კრე­ტულ ონ­ლა­ინ­ბეთს შე­ექ­მნა ის პრობ­ლე­მა,­ რომ ინ­ტერ­ნეტ­რეკ­ლა­მის­გან შე­სა­ბა­მის ეფექტს­ ვე­ღარ იღებს. ეს არც არის გა­საკვ­ირი, რად­გან რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო-ბე­თე­ბის­თვის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი ზო­ნაა.­ ჰოდა, ამით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ ვაჟ­ბა­ტონს ისე გა­ახ­სენ­და, უბ­რა­ლოდ"(!).

ჩვენ ხომ ვი­ცით, სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა აშ­ფო­თებთ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ძა­ლი­ან კარ­გი, თუ ინ­ტერ­ნეტ­რეკ­ლა­მა მათ­თვის ეფექ­ტი­ა­ნი აღარ არის და სწო­რედ ეს იყო ჩვე­ნი ერთ-ერთი მი­ზა­ნი. ზო­გა­დად კი, რაც უფრო შე­უმ­ცირ­დე­ბათ სა­რეკ­ლა­მო­ ბი­უ­ჯე­ტი, მით უკე­თე­სი.

თო­რემ აგერ გადა­უხდი ფულს ინ­ტერ­ნეტ­ში ისეთ სა­იტს, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი არც აქვს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი აუ­დი­ტო­რია ახალ­გაზ­რდუ­ლია, ან რო­მე­ლი­მე დიდ ტე­ლე­ვიზ­იას, ან სუ­ლაც საზ­მა­უ­წყე­ბელს (ხაზს ვუს­ვამ­ - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბა და წე­სით, სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრობ­ლე­მებ­ზე უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი) და ჩა­გის­ვამს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს რეკ­ლა­მას, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის­ ტრანსლა­ცი­ი­სას, ანუ იმ დროს, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორს ყვე­ლა­ზე მეტი არას­რულ­წლო­ვა­ნი და ახალ­გაზ­რდა უყუ­რებს. ვის-ვის და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­ხის მეს­ვე­უ­რებს მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­თებთ ასე­თი გადა­წყვე­ტი­ლე­ბი­სას - იმის გამო, რომ ფული შე­უ­ვი­დეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (თუნ­დაც დიდი), არა მგო­ნია, ამ ზნე­ობ­რივ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა ღირ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ: "ელი­ო­ზე­ბად" ქცე­უ­ლი კა­ზი­ნოს ტყვე­ე­ბი

კო­ლე­გე­ბო, ჟურ­ნა­ლისტ­ებო, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სია ხომ უკე­თე­სი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა! იქ­ნებ ღირ­დეს, და­ე­ლა­პა­რა­კოთ თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლებს და უარი თქვათ ამ სა­ხის სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვალ­ზე?! რა თქმა უნდა, არა გვაქვს ილუ­ზია, რომ ამის შემ­დეგ აღა­რა­ვინ ითა­მა­შებს, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად ხალ­ხის გაღ­ლე­ტა­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ცდუ­ნე­ბა­ში ხელს არ შე­ვუ­წყობთ ონ­ლა­ინ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებს.

ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა­ კი რა სტა­ტუ­სე­ბიც უნდა გა­მო­ა­ცხონ, სოც­ი­ალუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო - იცხოვ­რე"­ გაგ­რძელ­დე­ბა და უფრო დიდ და ფარ­თო მას­შტაბს შე­ი­ძენს. თუმ­ცა, მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს.­ ჰოდა, ამას კი ვწერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ:

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში არის ასე­თი მუხ­ლი - და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყ­ობ­ინე­ბლო­ბა, ანუ როცა ადა­მი­ან­მა იცის, რომ და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა ან მოხ­და­ და დუმს. სხვა­თა­ შო­რის, და­ნა­შა­უ­ლის შეუ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­დან ერთი ნა­ბი­ჯია უფრო მძი­მე მუხ­ლამ­დე - თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახალ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ბევ­რი იუ­რის­ტია და კარ­გად და­ფიქ­რდნენ ამა­ზე. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ვე­ლო­დე­ბით, ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ერთ-ერთ პირ­ველ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს თუ არა სა­კითხს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის­თვის შემ­ზღუ­და­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ. თუ მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი დუ­მი­ლი გაგ­რძელ­და, მა­შინ უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად მწვა­ვედ დავ­სვამთ კი­თხვას - გვაქვს­ თუ არა საქ­მე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან?!...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: თა­მაშ­ში და­კარ­გუ­ლი ფული - რა­ტომ არ შე­დის ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს შე­მო­სავ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში

ისე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და აქამ­დე ამ პრობ­ლე­მის (რბი­ლად რომ ვთქვათ) მოგ­ვა­რე­ბა - ანუ ათე­უ­ლა­თა­სო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის გა­უ­ბე­დუ­რე­ბის, ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­ზღუდ­ვა.

2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ჯერ კი­დევ პრემ­იე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

(ცი­ტა­ტა) "ჩვე­ნი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­მა­ოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ეს ბიზ­ნე­სი (ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი), თუ არ იქნა ძა­ლი­ან­ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მე უბ­რა­ლოდ მინ­და გა­ვერ­კვე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ტი­პის­ ბიზ­ნეს­ში მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. თუ ჩვენ მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, სხვა ტი­პის ზო­მე­ბიც მივი­ღოთ. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე­ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლით ამ სა­კითხს­ და ვეც­დე­ბით, რომ ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მო­აქვს ამ ბიზ­ნესს და ნამ­დვი­ლად არის ეს პრობ­ლე­მა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი" (ცი­ტა­ტის და­სას­რუ­ლი).

ორი­ო­დე კვი­რა­ში ერთი წელი სრულდ­ება ამ გან­ცხა­დე­ბი­დან და ჩვენც და საზო­გა­დო­ე­ბაც ვე­ლო­დე­ბით ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის შემ­ზღუ­და­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თუნ­დაც პრო­ექტს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად მოხ­დეს ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს რი­გი­თი, უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხია, რო­მე­ლიც მო­იც­დის.

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კვლე­ვე­ბით, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ში თა­მა­შობს სა­ქარ­თვე­ლოს 400 000 მო­ქა­ლა­ქე, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­დან ყო­ვე­ლი მე­ო­თხე! მხო­ლოდ 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სა­ვალ­მა 2 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ანუ ეს 2 მი­ლი­არ­დი ჩვენ­მა და თქვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა წა­ა­გეს, ბა­ტო­ნე­ბო!

ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იმათ­თვის, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი რა­ი­მე შე­მო­სა­ვალს და­კარ­გავს­ - პირს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­რი­ნეს მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს გახ­ნის უფ­ლე­ბაც ენი­ჭე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით აღა­რა­ფერს იხ­დის, ანუ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს შე­მო­სა­ვა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იბეგ­რე­ბა, ანუ ეს ფული სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის და­კარ­გუ­ლია.

ვეჭ­ვობთ, რომ პრე­მი­ე­რის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მფარ­ვე­ლე­ბი­სა და ლო­ბის­ტე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს ან ძვე­ლი მფარ­ვე­ლე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­რეს. სხვა­ნა­ი­რად, ლო­გი­კუ­რად ვერ ავ­ხსნით, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დუმს იმ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მელ­მაც მას­შტა­ბე­ბით ნარ­კო­მა­ნი­ას გა­უს­წრო.

და მა­ინც ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტი პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე გა­ა­ქარ­წყლებს­ ჩვენს ეჭ­ვებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში,­ უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებთ, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოძ­იე­ბის ფარ­გლებ­ში და­ვინ­ტე­რესდ­ეთ, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან ვინ არის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ონ­ლა­ინ-უბე­დუ­რე­ბი­სა და ამ ყო­ვე­ლი­ვეს შემ­ხედ­ვა­რე, ვინ დუმს, რაც თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლია.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი­ და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებ­ლები წერილებში, სატელეფონო ზარების­ თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაი­­ნკაზინოებით გაუბედურებულ თავ­იანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება, ადამიანი ასე დაეცეს? სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია, ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთ­ან დაკავშირებით, მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სოციალურ კამპანიას მისი დაწყების პირველივე დღიდან შედეგი აქვს. თუნდაც ჩვენს მედიასაშუალებებში რეკლამის აკრძალვის შედეგად - "პალიტრამედია" იმხელა აუდიტორიას მოიცავს, რომ წარმოიდგინეთ, ასიათასობით მკითხველს, მსმენელს თუ ტელემაყურებელს (მათ შორის არასრუ­ლწლოვნებს) არ ექმნება ცრუსარეკლამო ილუზია, რომ "წავიდეს, ითამაშოს და უცბად გამდიდრდეს". რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც­ ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომ­ადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალ­იტრამედიის" აუდიტორ­იაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა­ ყველაზე მეტად აი, რისი ეშინი­ათ­: - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მია­ღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი­ რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბე­თები რისკჯგუფებში­ მყოფ მოქა­ლაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.

წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა,­ ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი­ იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა,­ რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს­ ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვ­ირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა.­ ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).

ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში, რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. ზოგადად კი, რაც უფრო შეუმცირდებათ სარეკლამო­ ბიუჯეტი, მით უკეთესი.

თორემ აგერ გადა­უხდი ფულს ინტერნეტში ისეთ საიტს, რომელსაც, შესაძლოა, მაღალი რეიტინგი არც აქვს, მაგრამ ძირითადი აუდიტორია ახალგაზრდულია, ან რომელიმე დიდ ტელევიზ­იას, ან სულაც საზმაუწყებელს (ხაზს ვუსვამ­ - საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც მოსახლეობის ფულით ფინანსდება და წესით, სწორედ საზოგადოებრივ პრობლემებზე უნდა იყოს ორიენტირებული) და ჩაგისვამს ონლაინკაზინოს რეკლამას, მაგალითად, საქართველოს ნაკრების თამაშის­ ტრანსლაციისას, ანუ იმ დროს, როდესაც ტელევიზორს ყველაზე მეტი არასრულწლოვანი და ახალგაზრდა უყურებს. ვის-ვის და, საზოგადოებრივი არხის მესვეურებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ასეთი გადა­წყვეტილებისას - იმის გამო, რომ ფული შეუვიდეთ ტელევიზიაში (თუნდაც დიდი), არა მგონია, ამ ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა ღირდეს.

წაიკითხეთ: "ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

კოლეგებო, ჟურნალისტ­ებო, ჩვენი მთავარი მისია ხომ უკეთესი სახელმწიფოს შექმნაში მონაწილეობაა! იქნებ ღირდეს, დაელაპარაკოთ თქვენს ხელმძღვა­ნელებს და უარი თქვათ ამ სახის სარეკლამო შემოსავალზე?! რა თქმა უნდა, არა გვაქვს ილუზია, რომ ამის შემდეგ აღარავინ ითა­მაშებს, მაგრამ მასობრივად ხალხის გაღლეტასა და ახალგაზრდების ცდუნებაში ხელს არ შევუწყობთ ონლაინტოტალიზატორებს.

ონლაინკაზინოების წარმომადგენლებმა­ კი რა სტატუსებიც უნდა გამოაცხონ, სოც­ი­ალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე"­ გაგრძელდება და უფრო დიდ და ფართო მასშტაბს შეიძენს. თუმცა, მხოლოდ სოციალური კამპანია პრობლემას ვერ მოაგვარებს.­ ჰოდა, ამას კი ვწერთ ხელისუფლების საყურადღებოდ:

სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი - დანაშაულის შეუტყ­ობ­ინე­ბლობა, ანუ როცა ადამიანმა იცის, რომ დანაშაული ხდება ან მოხდა­ და დუმს. სხვათა­ შორის, დანაშაულის შეუ­ტყობინებლობიდან ერთი ნაბიჯია უფრო მძიმე მუხლამდე - თანამონაწილეობა. ახალ საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრი იურისტია და კარგად დაფიქრდნენ ამაზე. რატომ? იმიტომ, რომ ველოდებით, ახალარჩეული პარლამენტი ერთ-ერთ პირველ სხდომაზე განიხილავს თუ არა საკითხს ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთებისთვის შემზღუდავი რეგულაციების დაწესების შესახებ. თუ მრავლისმეტყველი დუმილი გაგრძელდა, მაშინ უკვე საზოგადოებასთან ერთად მწვავედ დავსვამთ კითხვას - გვაქვს­ თუ არა საქმე თანამონაწილეობასთან?!...

ასევე წაიკითხეთ: თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

ისე, ძალიან საინტერესოა, რატომ გაჭიანურდა აქამდე ამ პრობლემის (რბილად რომ ვთქვათ) მოგვარება - ანუ ათეულათა­სობით ჩვენი მოქალაქის გაუბედურების, ოჯახების დანგრევისა და თვითმკვლელობების გამომწვევი მიზეზების შეზღუდვა.

2015 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ პრემ­იერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

(ციტატა) "ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი (ონლაინკაზინოები), თუ არ იქნა ძალიან­ მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის­ ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება­ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივი­ღოთ. მაგრამ ამ ეტაპზე­ შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს­ და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების, თავიდან იქნას აცილებული" (ციტატის დასასრული).

ორიოდე კვირაში ერთი წელი სრულდ­ება ამ განცხადებიდან და ჩვენც და საზო­გადოებაც ველოდებით ონლაინკაზინოების შემზღუდავი რეგულაციების თუნდაც პრო­ექტს, რომ საზოგადოებასთან ერთად მოხდეს ამ საკითხის განხილვა.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს რიგითი, უმნიშვნელო საკითხია, რომელიც მოიცდის.

არასამთავრობოების კვლევებით, ონლაინკაზინოებში თამაშობს საქართველოს 400 000 მოქალაქე, ანუ საქართველოს მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე! მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნე­სის შემოსავალმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ანუ ეს 2 მილიარდი ჩვენ­მა და თქვენმა თანამოქალაქეებმა წააგეს, ბატონებო!

ერთი საინტერესო დეტალი იმათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ონლაინკაზინოებზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი რაიმე შემოსავალს დაკარგავს­ - პირს ჩვეულებრივი სამორინეს მოსაწყობად საჭირო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ონლაინკაზინოს გახნის უფლებაც ენიჭება. შესაბამისად, მისი ამუშავების შემთხვევაში, დამატებით აღარაფერს იხდის, ანუ ონლაინკაზინოს შემოსავალი, ფაქტობრივად, არ იბეგრება, ანუ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაკარგულია.

ვეჭვობთ, რომ პრემიერის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ ონლაინკაზინოების მეპატრონეებმა ხელისუფლებაში მფარველებისა და ლობისტების ძებნა დაიწყეს ან ძველი მფარველები გაააქტიურეს. სხვანაირად, ლოგიკურად ვერ ავხსნით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლება დუმს იმ პრობლემაზე, რომელმაც მასშტაბებით ნარკომანიას გაუსწრო.

და მაინც ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი პირველივე სხდომებზე გააქარწყლებს­ ჩვენს ეჭვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,­ უფლებას ვიტოვებთ, ჟურნალისტური გამოძ­იების ფარგლებში დავინტერესდ­ეთ, მაღალჩინოსნებიდან ვინ არის თანამო­ნაწილე ონლაინ-უბედურებისა და ამ ყოველივეს შემხედვარე, ვინ დუმს, რაც თანამონაწილეობაზე არანაკლები დანაშაულია.

გიორგი კვიტაშვილი

"კვირის პალიტრა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი