პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას
კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

გა­მარ­ჯო­ბა ბა­ტო­ნო სან­დრო. მე კომბლე ვარ. ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი ნო­და­რი მქვია, მაგ­რამ ყვე­ლა კომბლე­თი მიც­ნობს, მეც ისე შე­ვეჩ­ვიე, ნო­და­რი რომც და­მი­ძა­ხონ ვერ გა­ვი­გებ. ალ­ბათ იფიქ­რებთ, რამ გა­ახ­სე­ნა ჩემი თა­ვიო, მაგ­რამ მეც ეგრე ვი­ფიქ­რე, თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა რომ ვნა­ხე - კომბლე მო­ძა­ლა­დე და ცუდი მე­ცხვა­რე­აო (იმე­დია ახლა იმას არ იტყვით, უსაქ­მუ­რი­ცაა, რად­გან წე­რის­თვის დრო გა­მო­ნა­ხაო).

რაც და­ვი­ბა­დე, მას მერე ცხვრებს ვუდ­გა­ვარ, ალ­ბათ გგო­ნი­ათ რომ სხვა საქ­მე არ ვიცი, მაგ­რამ იმა­ზე არ ფიქ­რობთ რას ვჭამ, რას ვსვამ, ან რა მაც­ვია?! ზღა­პარ­ში ჩემს გარ­და, რომ არ­ცერ­თი სუ­ლი­ე­რი არაა, გა­მო­დის რომ ჭრაც ვიცი, კერ­ვაც და საჭ­მე­ლებ­საც ვა­კე­თებ, აბა თქვენ­სა­ვით "ბა­ყაყს ხომ არ შევ­ჭამ?!"

კომბლებს თლი­სო, ისე ამ­ბობთ, თით­ქოს ხე-ტყეს ვა­ნად­გუ­რებ­დე. ჰკი­თხეთ ბა­ტონ გიგ­ლა აგუ­აშ­ვილს და გე­ტყვით, რომ ერთი ჯან­სა­ღი ხე არ მო­მიჭ­რია, კომბლის მა­სა­ლად მხო­ლოდ გამ­ხმარ ხე­ებს ვი­ყე­ნებ.

ბა­ტო­ნო სან­დრო, რაღა და­გი­მა­ლოთ და მეც მინ­და ბევ­რი ცხვა­რი, მაგ­რამ რის­თვის ვი­ყო­ლიო? მე ორი ცა­ლიც მყოფ­ნის, ზღა­პარ­ში კი­დევ ჩემს მეტი არა­ვი­ნაა და მგლის­თვის გავ­ზარ­დო?!

თქვე­ნი ამ გან­ცხა­დე­ბის მერე, ვე­ლო­დე­ბი ომ­ბუდსმე­ნის უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ კომბლე არ­ღვევ­და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, როცა მე­ლას, დათვს და ტუ­რას ცხვრე­ბის შეჭ­მას აბ­რა­ლებ­დაო. ისე, სან­დრო ბა­ტო­ნო, იმა­ზე რა­ტომ არა­ფერს ამ­ბობთ, უმაღ­ლე­სი ცოდ­ნა რომ მაქვს ანა­ტო­მი­ა­სა და ქი­რურ­გი­ა­ში? თუ გგო­ნი­ათ, რომ მგლის მუც­ლი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ცხვრე­ბი თა­ვი­სით გამ­თლი­ან­დნენ?! იქ­ნებ, ქარ­თულ-ფრან­გულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც და­გე­ნა­ხათ ჩემი წვლი­ლი? შარლ პე­რომ სწო­რედ მე წა­მიყ­ვა­ნა წი­თელ­ქუ­და­სა და ბე­ბი­ა­მი­სის მგლის მუც­ლი­დან ამო­საყ­ვა­ნად და თუ იცით რა­ტომ?! იმი­ტომ, რომ მას ბო­ლომ­დე და გა­აზ­რე­ბით ჰქონ­და ზღა­პა­რი წა­კი­თხუ­ლი.

"სპა­ი­დერ­მე­ნი" და "სუ­პერ­მე­ნი" გმი­რე­ბი არი­ა­ნო, შე და­ლოც­ვლო, ერთი კომბლის იმე­დად რომ მთელ ტყეს შე­ვებ­რძო­ლე, ეგ არაა გმი­რო­ბა? მო­ძა­ლა­დე­აო, ამ­ბობ, სად ნა­ხეთ ძა­ლა­დო­ბა?! მე რომ მო­ძა­ლა­დე ვიყო, ცხვრებს თა­ვის ნე­ბა­ზე გა­ვუშ­ვებ­დი? არა, ვე­ტყო­დი, 10-ზე სახ­ლში იყა­ვით მეთ­ქი ან კი­დევ სა­ერ­თოდ ჩავ­კე­ტავ­დი და საჭ­მელს შე­ვაწ­ვდი­დი, მაგ­რამ ულტრა­ლი­ბე­რა­ლი ვარ და მი­ვე­ცი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს ჩურ­ჩუ­ტე­ბი კი წა­ვიდ­ნენ, პირ­და­პირ მგელს ჩა­უ­ვარ­დნენ ხა­ხა­ში და სა­ლა­პა­რა­კო მის­ცეს ყვე­ლას.

მოკ­ლედ, ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, ძა­ლი­ან მატ­კი­ნეთ გული, რამ­დე­ნი ჭორი გა­მი­გია ჩემ­ზე (ფიფ­ქი­ას ბო­იფ­რენ­დი, ნა­ცარ­ქე­ქი­ას ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და სხვა), მაგ­რამ ასე არა­ფერს მო­უკ­ლავს ჩემ­თვის გული. არ და­გი­მა­ლავთ და თქვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მე­წყი­ნა, თუმ­ცა რას ვი­ზამთ, ავი­ტან, უბ­რა­ლოდ, სა­მო­მავ­ლოდ იცო­დეთ, ასე­თი რა­მე­ე­ბის თქმას მო­ე­რი­დეთ.

გკოც­ნი ბევ­რს, შენი კომბლე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

ლადო გოგოლაძის ბლოგი

გამარჯობა ბატონო სანდრო. მე კომბლე ვარ. ნამდვილი სახელი ნოდარი მქვია, მაგრამ ყველა კომბლეთი მიცნობს, მეც ისე შევეჩვიე, ნოდარი რომც დამიძახონ ვერ გავიგებ. ალბათ იფიქრებთ, რამ გაახსენა ჩემი თავიო, მაგრამ მეც ეგრე ვიფიქრე, თქვენი განცხადება რომ ვნახე - კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეაო (იმედია ახლა იმას არ იტყვით, უსაქმურიცაა, რადგან წერისთვის დრო გამონახაო).

რაც დავიბადე, მას მერე ცხვრებს ვუდგავარ, ალბათ გგონიათ რომ სხვა საქმე არ ვიცი, მაგრამ იმაზე არ ფიქრობთ რას ვჭამ, რას ვსვამ, ან რა მაცვია?! ზღაპარში ჩემს გარდა, რომ არცერთი სულიერი არაა, გამოდის რომ ჭრაც ვიცი, კერვაც და საჭმელებსაც ვაკეთებ, აბა თქვენსავით "ბაყაყს ხომ არ შევჭამ?!"

კომბლებს თლისო, ისე ამბობთ, თითქოს ხე-ტყეს ვანადგურებდე. ჰკითხეთ ბატონ გიგლა აგუაშვილს და გეტყვით, რომ ერთი ჯანსაღი ხე არ მომიჭრია, კომბლის მასალად მხოლოდ გამხმარ ხეებს ვიყენებ.

ბატონო სანდრო, რაღა დაგიმალოთ და მეც მინდა ბევრი ცხვარი, მაგრამ რისთვის ვიყოლიო? მე ორი ცალიც მყოფნის, ზღაპარში კიდევ ჩემს მეტი არავინაა და მგლისთვის გავზარდო?!

თქვენი ამ განცხადების მერე, ველოდები ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ კომბლე არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, როცა მელას, დათვს და ტურას ცხვრების შეჭმას აბრალებდაო. ისე, სანდრო ბატონო, იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, უმაღლესი ცოდნა რომ მაქვს ანატომიასა და ქირურგიაში? თუ გგონიათ, რომ მგლის მუცლიდან ამოყვანილი ცხვრები თავისით გამთლიანდნენ?! იქნებ, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებშიც დაგენახათ ჩემი წვლილი? შარლ პერომ სწორედ მე წამიყვანა წითელქუდასა და ბებიამისის მგლის მუცლიდან ამოსაყვანად და თუ იცით რატომ?! იმიტომ, რომ მას ბოლომდე და გააზრებით ჰქონდა ზღაპარი წაკითხული.

"სპაიდერმენი" და "სუპერმენი" გმირები არიანო, შე დალოცვლო, ერთი კომბლის იმედად რომ მთელ ტყეს შევებრძოლე, ეგ არაა გმირობა? მოძალადეაო, ამბობ, სად ნახეთ ძალადობა?! მე რომ მოძალადე ვიყო, ცხვრებს თავის ნებაზე გავუშვებდი? არა, ვეტყოდი, 10-ზე სახლში იყავით მეთქი ან კიდევ საერთოდ ჩავკეტავდი და საჭმელს შევაწვდიდი, მაგრამ ულტრალიბერალი ვარ და მივეცი თავისუფლება. ეს ჩურჩუტები კი წავიდნენ, პირდაპირ მგელს ჩაუვარდნენ ხახაში და სალაპარაკო მისცეს ყველას.

მოკლედ, ბატონო ალექსანდრე, ძალიან მატკინეთ გული, რამდენი ჭორი გამიგია ჩემზე (ფიფქიას ბოიფრენდი, ნაცარქექიას ბიზნესპარტნიორი და სხვა), მაგრამ ასე არაფერს მოუკლავს ჩემთვის გული. არ დაგიმალავთ და თქვენგან განსაკუთრებით მეწყინა, თუმცა რას ვიზამთ, ავიტან, უბრალოდ, სამომავლოდ იცოდეთ, ასეთი რამეების თქმას მოერიდეთ.

გკოცნი ბევრს, შენი კომბლე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი