სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"
"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

თბი­ლი­სის 56-ე ბაგა-ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ვი­დე­ო­ზე აღ­საზ­რდე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ქორ­წი­ლია ასა­ხუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია ბაღ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

ვი­დე­ოს ფე­ის­ბუქ­ზე ათო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვს. ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს­გან ბა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა­ტომ მი­ი­ღო სა­ბავ­შვო ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად ბა­ღის დი­რექ­ტორს, ლა­მა­რა გო­გი­ნაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლა­მა­რა, ვისი იდეა იყო პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის და­წყვი­ლე­ბა?

- ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ ნამ­ყო­ფი ქორ­წილ­ში და თა­ვად გა­მოთ­ქვეს ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­თა­მა­შე­ბის სურ­ვი­ლი. თა­ვი­სი ხე­ლით გა­ა­კე­თეს ფატა, კარ­დო­ნის ტორ­ტი და ა.შ. როცა მათ ვკი­თხე, რა გახ­სოვთ ქორ­წი­ლი­დან-თქო, ერ­თმა ბავ­შვმა ისიც კი მი­თხრა, პა­ტარ­ძა­ლი თა­ი­გულს ის­ვრის და ვინც და­ი­ჭერს ის სწრა­ფად გა­თხოვ­დე­ბაო. ჩვენ უბ­რა­ლოდ გა­ვი­თა­მა­შეთ პროგ­რა­მით გა­თა­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ბავ­შვე­ბის და­წყვი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა, ვინც და­ამ­ზა­და ფატა, მას და­ვეხ­მა­რეთ ამ ფა­ტის და­ხურ­ვა­ში, შემ­დეგ ამო­ვირ­ჩი­ეთ "სიძე", უმ­რავ­ლე­სო­ბას უნ­დო­და სი­ძე­ო­ბა, მაგ­რამ ვინც სა­სი­ძოდ იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, პირ­ვე­ლი ის ვა­თა­მა­შეთ. არა­ვის­თვის ჯვა­რი დაგ­ვი­წე­რია და მღვდე­ლი არ მოგ­ვიყ­ვა­ნია. ბი­ჭებ­მაც მი­ი­ღეს ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი გა­ა­კე­თეს, კარ­დო­ნის ტორ­ტს ფე­რა­დი ლენ­ტე­ბი შე­მო­ვა­კა­რით და ა.შ. ამ ასა­კის პროგ­რა­მა­ში წე­რია ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან 4-წლი­ა­ნი ბავ­შვე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რად მივ­ყვე­ბით ამ პროგ­რა­მას.

- რა პროგ­რა­მით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბაღ­ში ქორ­წი­ლე­ბის გა­თა­მა­შე­ბა?

- პროგ­რა­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი წიგ­ნია, "სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მა ბაგა-ბა­ღე­ბი­სათ­ვის - აქ­ტი­ვო­ბე­ბის წიგ­ნი" და ამ წიგნს მივ­ყვე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მე­თო­დის­ტთან ერ­თად. კვი­რის თემა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი იყო. ახალ წევ­რზეც იყო თემა, ისა­უბ­რეს ბავ­შვებ­მა, დე­დი­კომ მო­იყ­ვა­ნა ძა­მი­კოო, მაგ­რამ აღარ ვკი­თხეთ სა­ი­დან მო­იყ­ვა­ნა დე­დი­კომ. ჩემ­ზე უკე­თე­სად იცი­ან. მე პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე, მშობ­ლე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. ვინ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლო თუ დარ­ჩა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, ოჯახ­ში 5 წევ­რი მყავს და ერთი მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლოა, თუნ­დაც იმი­ტომ რომ ბორშს მა­რი­ლი აკ­ლია".

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა არის ბა­ღის დი­რექ­ტო­რის, ლა­მა­რა გო­გი­ნაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი "სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მა ბაგა-ბა­ღე­ბი­სათ­ვის - აქ­ტი­ვო­ბე­ბის წიგ­ნი". რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის შეკ­ვე­თი­თა და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სკო­ლამ­დე­ლი და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში.

სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის ანო­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "წი­ნამ­დე­ბა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წარ­მო­ად­გენს სას­წავ­ლო სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მას

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბი­სათ­ვის და გან­კუთ­ვნი­ლია 3-4 და 4-5 წლის აღ­საზ­რდე­ლებ­თან სა­მუ­შა­ოდ. 2011-2012 სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პი­ლო­ტი­რე­ბას გა­ივ­ლის თბი­ლი­სის სა­ბავ­შო ბაგა-ბა­ღებ­ში. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი

იმუ­შა­ვე­ბენ ბაგა-ბა­ღებ­თან და პროგ­რა­მა­ში შე­ი­ტა­ნენ შე­სა­ბა­მის ცვლი­ლე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. 2013 წლი­სათ­ვის და­ი­ბეჭ­დე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი.

იგი ეფუძ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ 0-6 წლამ­დე ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტებს. პროგ­რა­მის მე­თო­დო­ლო­გი­ად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თე­მა­ტუ­რი სწავ­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და ეფექ­ტუ­რი მო­დე­ლი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­ყო­ფი­ლია სას­წავ­ლო კვი­რე­ბის მი­ხედ­ვით და მო­ი­ცავს შემ­დეგ თე­მებს: პირ­ვე­ლი კვი­რა ბაღ­ში, მე და ჩემი სხე­უ­ლი, მე და ჩემი გა­რე­მო, ფე­რე­ბი ჩემ გარ­შე­მო, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ფორ­მე­ბი ჩემ გარ­შე­მო, შეგ­რძნე­ბე­ბი, კა­ტე­გო­რი­ე­ბი, ჯან­მრთე­ლი კვე­ბა, მე და ჩემი ემო­ცი­ე­ბი, დე­და­მი­წა და კოს­მო­სი, დრო-კა­ლენ­და­რი-სა­ა­თი, სა­პი­რის­პი­რო სი­ტყვე­ბი, ჰი­გი­ე­ნა და თვით­მოვ­ლა, მე­გობ­რო­ბა, სხვი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, პრო­ფე­სი­ე­ბი და ა.შ. ...პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლია ისე­თი თე­მე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს...", - ვკი­თხუ­ლობთ პროგ­რა­მის ანო­ტა­ცი­ა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ვიდეოს ფეისბუქზე ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. ფეისბუქ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

რატომ მიიღო საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მსგავსი შინაარსის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად ბაღის დირექტორს, ლამარა გოგინაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ლამარა, ვისი იდეა იყო პატარა ბავშვების დაწყვილება?

- ბავშვები იყვნენ ნამყოფი ქორწილში და თავად გამოთქვეს ამ ტიპის ღონისძიების გათამაშების სურვილი. თავისი ხელით გააკეთეს ფატა, კარდონის ტორტი და ა.შ. როცა მათ ვკითხე, რა გახსოვთ ქორწილიდან-თქო, ერთმა ბავშვმა ისიც კი მითხრა, პატარძალი თაიგულს ისვრის და ვინც დაიჭერს ის სწრაფად გათხოვდებაო. ჩვენ უბრალოდ გავითამაშეთ პროგრამით გათავალისწინებული ღონისძიება. ბავშვების დაწყვილება არ მომხდარა, ვინც დაამზადა ფატა, მას დავეხმარეთ ამ ფატის დახურვაში, შემდეგ ამოვირჩიეთ "სიძე", უმრავლესობას უნდოდა სიძეობა, მაგრამ ვინც სასიძოდ იყო გამოწყობილი, პირველი ის ვათამაშეთ. არავისთვის ჯვარი დაგვიწერია და მღვდელი არ მოგვიყვანია. ბიჭებმაც მიიღეს ორგანიზებაში მონაწილეობა, ყვავილები გააკეთეს, კარდონის ტორტს ფერადი ლენტები შემოვაკარით და ა.შ. ამ ასაკის პროგრამაში წერია ასეთი დავალებები. ესენი არიან 4-წლიანი ბავშვები და ყოველდღიურად მივყვებით ამ პროგრამას.

- რა პროგრამით არის გათვალისწინებული ბაღში ქორწილების გათამაშება?

- პროგრამა სპეციალური წიგნია, "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი" და ამ წიგნს მივყვებით შეძლებისდაგვარად მეთოდისტთან ერთად. კვირის თემა დღესასწაულები იყო. ახალ წევრზეც იყო თემა, ისაუბრეს ბავშვებმა, დედიკომ მოიყვანა ძამიკოო, მაგრამ აღარ ვკითხეთ საიდან მოიყვანა დედიკომ. ჩემზე უკეთესად იციან. მე პროგრამის ფარგლებში ვიხელმძღვანელე, მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ. ვინმე უკმაყოფილო თუ დარჩა, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ოჯახში 5 წევრი მყავს და ერთი მუდმივად უკმაყოფილოა, თუნდაც იმიტომ რომ ბორშს მარილი აკლია".

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა არის ბაღის დირექტორის, ლამარა გოგინაშვილის დასახელებული "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი". როგორც ირკვევა, საპილოტე პროგრამა თბილისის მერიის შეკვეთითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით არის მომზადებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში.

საპილოტე პროგრამის ანოტაციაში ვკითხულობთ: "წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს სასწავლო სააღმზრდელო პროგრამას

თბილისის ბაგა-ბაღებისათვის და განკუთვნილია 3-4 და 4-5 წლის აღსაზრდელებთან სამუშაოდ. 2011-2012 სასწავლო წლის მანძილზე სახელმძღვანელო პილოტირებას გაივლის თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში. პილოტირების პროცესში სახელმძღვანელოს ავტორები

იმუშავებენ ბაგა-ბაღებთან და პროგრამაში შეიტანენ შესაბამის ცვლილებებსა და რეკომენდაციებს. 2013 წლისათვის დაიბეჭდება სახელმძღვანელოს დასრულებული ვარიანტი.

იგი ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ 0-6 წლამდე ბავშვის განვითარების სტანდარტებს. პროგრამის მეთოდოლოგიად გამოყენებულია თემატური სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელი. სახელმძღვანელო დაყოფილია სასწავლო კვირების მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს: პირველი კვირა ბაღში, მე და ჩემი სხეული, მე და ჩემი გარემო, ფერები ჩემ გარშემო, დღესასწაულები, ფორმები ჩემ გარშემო, შეგრძნებები, კატეგორიები, ჯანმრთელი კვება, მე და ჩემი ემოციები, დედამიწა და კოსმოსი, დრო-კალენდარი-საათი, საპირისპირო სიტყვები, ჰიგიენა და თვითმოვლა, მეგობრობა, სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა, პროფესიები და ა.შ. ...პროგრამაში შესულია ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც ბავშვის სოციალური და ემოციურ განვითარებას შეუწყობს ხელს...", - ვკითხულობთ პროგრამის ანოტაციაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი