პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში
"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

ამ კონ­ტექ­სტში ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ სკო­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, შემ­დეგ კი, ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მე­ბი­სა და ზღაპ­რე­ბის გმი­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ხში­რად ვსა­უბ­რობ, ზღაპ­რის გმი­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი... რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ან­ზე მისი ბავ­შვო­ბის გმი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საც­ვლე­ლი გვაქვს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი, მა­გა­ლი­თად შე­ამ­ჩნევ­დით, არ გვაქვს ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მე­ბი. ძვე­ლე­ბი გვაქვს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა მულ­ტფილ­მე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ "ერ­ჩის", მა­გა­ლი­თად, კომბლეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, რა­ზეც ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ უპა­სუ­ხა, რომ კომ­პლეს­თან ორი პრე­ტენ­ზია აქვს.

"კომბლე მო­ძა­ლა­დეა და ცუდი მე­ცხვა­რეა. ორი პრე­ტენ­ზია მაქვს. ორი ცხვა­რი ჰყავს და მე­ცხვა­რეს რა­ტომ უნდა ჰყავ­დეს ორი ცხვა­რი თუ და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, იმი­ტომ არის ცუდი მე­ცხვა­რე, რომ ცხვრის მოვ­ლით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, კომბლის მთლე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზღაპ­რე­ბი და მულ­ტფილ­მე­ბი იმ დრო­ის შე­სა­ბა­მი­სი იყო, რო­დე­საც ისი­ნი შე­იქ­მნა. "სუ­პერ­მე­ნი და სპა­ი­დერ­მე­ნი სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცე­ე­ბი არ არის. ისი­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ბავ­შვე­ბის­თვის გმი­რე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­წყე­ბუ­ლი გმი­რე­ბი­დან ესეც გა­სა­კე­თე­ბე­ლი გვაქვს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ზღაპ­რე­ბით, სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით, სას­კო­ლო პრო­ცე­სით და ა.შ. სკო­ლა აღ­ზრდის ინ­სტრუ­მენ­ტია და არა ქი­მი­ის ან ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

ანა მარ­შა­ნია

AMBEBI.GE

ფოტო: indigo

"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში

"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ამ კონტექსტში ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ კი, ქართული მულტფილმებისა და ზღაპრების გმირების შესახებ ისაუბრა.

"ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გადაცემის წამყვანი მერაბ მეტრეველი დაინტერესდა, რატომ "ერჩის", მაგალითად, კომბლეს განათლების მინისტრი, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ კომპლესთან ორი პრეტენზია აქვს.

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა. "სუპერმენი და სპაიდერმენი სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

ფოტო: indigo

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი