საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა
"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ვი­დე­ო­ზე, რო­მე­ლიც 56-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, აღ­საზ­რდე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ქორ­წი­ლია ასა­ხუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია ბაღ­ში აღ­საზ­რდე­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ერთ-ერთი აღ­საზ­რდე­ლის ნა­თე­სა­ვი ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზეც წერს:

"არ შე­მიძ­ლია არ მო­გიყ­ვეთ. ხვალ, ჩემ ბი­ძაშ­ვი­ლის შვილს, თა­თუ­ლი­კოს, რო­მე­ლიც ოთხი წლის არის, ქორ­წი­ლი აქვს. დიახ ქორ­წი­ლი. სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელ­მა, არ­გუ­მენ­ტად გვაჩ­ვე­ნა პროგ­რა­მა ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის, სა­დაც არის ასე­თი პუნ­ქტი: "ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბი", ქვე­პუნ­ქტი: "ქორ­წი­ლი". ამ ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, ბი­ჭებ­მა უნდა აირ­ჩი­ონ გო­გო­ნე­ბი, რო­მელ­ზეც სურთ და­ქორ­წი­ნე­ბა. მშობ­ლებს და­ა­ვა­ლეს მი­ი­ტა­ნონ ტკბი­ლე­უ­ლი.

გო­გო­ნებს ჩა­აც­ვან კა­ბე­ბი, ფა­ტებს თვი­თონ სა­ბავ­შვო ბაღი უზ­რუნ­ველ­ყოფს. არ ვიცი რო­გორ წყვილ­დე­ბი­ან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ჭე­ბის და გო­გო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თა­ნა­ბა­რი არ არის (ნუ ეს იმი­ტომ, რომ ტრა­დი­ცი­ებს აწ­ვე­ბი­ან). ამა­სო­ბა­ში, დე­მეს, თა­თუ­ლის უმ­ცროს დე­ი­დაშ­ვილს აქვს შე­კი­თხვა: "ჯვა­რის­წე­რა იქ­ნე­ბა?" უფ­რო­სი დე­ი­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ქორ­წილს სი­ძის ოჯა­ხი კის­რუ­ლობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თა­თუ­ლის ქორ­წი­ლი აქვს!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას ამ­ბობს ბა­ღის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის აღ­საზ­რდე­ლებ­საც "ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს"

ვი­დე­ოს ფე­ის­ბუქ­ზე ათო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვს. ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს­გან ბა­ღის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ:

"ეს არის მა­რაზ­მი, ხალ­ხო. გა­ა­ზი­ა­რეთ და მშობ­ლებს თქვენს გარ­შე­მო უთხა­რით და აუხ­სე­ნით, რომ ეს არის სი­მა­ხინ­ჯე!"

"თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო რამ გა­მო­გა­თაყ­ვა­ნათ ესე? არც ადრე ბრწყი­ნავ­დით პრინ­ციპ­ში და ჯერ კი­დევ ვერ ვპა­ტი­ობ თავს, რომ გრძლად და დე­ტა­ლუ­რად არ და­მი­წე­რია, რა ხდე­ბა სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში, მაგ­რამ ეს რა უბე­დუ­რე­ბაა, 4 წლის ბავ­შვე­ბის­თვის მეტი სას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეთ, გარ­და იმი­სა, რო­გორ აირ­ჩი­ოს ბიჭ­მა ცოლი და წარ­მა­ტე­ბით გა­თხოვ­დეს გოგო?"

"ანო­მა­ლია და სა­დიზ­მი!! - მეტი არა­ფე­რი რომ არ მოგ­დის თავ­ში მას­წავ­ლე­ბელს ზე­ი­მის ან ღია გაკ­ვე­თი­ლის დროს"

"რო­მე­ლი ზრდას­რუ­ლი პე­და­გო­გის გო­ნე­ბა­ში "მო­ი­ხარ­შა" იდეა,რომ სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლებს "ქორ­წი­ლო­ბა­ნა" თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი იდი­ო­ტო­ბა გა­ა­თა­მა­შე­ბი­ნონ? პატ­რო­ნი არ ჰყავს,ეტყო­ბა,მაგ ბაღს! რა მა­რაზ­მია"

"სად ბაღ­ში ხდე­ბა ესა? "ზე­ი­მე­ბის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია აე­რია? ეს ტვინ­ზე უნა­ო­ჭო "მას­ტავ­ლე­ბე­ლი" კინ­წის­კვრი­თაა გა­საგ­დე­ბი"

"ბაგა-ბაღ­ში რა­ტომ უნდა იყოს დღის თემა და სა­ერ­თოდ თემა "ქორ­წი­ლი" და რა­ტომ უნდა გა­ი­თა­მა­შონ შემ­დეგ ეს ბავ­შვებ­მა? ამას თუ იმით გა­ა­მარ­თლე­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ თა­მა­ში და გარ­თო­ბაა, არას­წო­რია მა­ინც, რად­გან ამ ასაკ­ში ბავ­შვი ხომ თა­მა­შით შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. ეს თა­მა­ში (ზე­ი­მი) კი ძა­ლი­ან სა­ში­შია, რად­გან არ არის სა­ბავ­შვო: ქორ­წი­ლის რი­ტუ­ა­ლი, ფატა, ბეჭ­დის გა­კე­თე­ბა, ქმა­რი, ცოლი... შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ზე­ი­მის სი­უ­ჟე­ტია, მაგ­რამ ეს აქტი მა­ინც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შვში, მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და კაც­მა არ იცის მო­მა­ვალ­ში რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს..." - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს 56-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღი­სა და თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს და მათ კო­მენ­ტა­რებს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სულ ცოტა ხან­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"ჩემს თათულიკოს, რომელიც 4 წლისაა, ქორწილი აქვს!" - ვიდეო თბილისის ბაგა-ბაღიდან, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე, რომელიც 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღშია გადაღებული, აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი აღსაზრდელის ნათესავი ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს:

"არ შემიძლია არ მოგიყვეთ. ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს, თათულიკოს, რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები", ქვეპუნქტი: "ქორწილი". ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული.

გოგონებს ჩააცვან კაბები, ფატებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს. არ ვიცი როგორ წყვილდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბიჭების და გოგონების რაოდენობა თანაბარი არ არის (ნუ ეს იმიტომ, რომ ტრადიციებს აწვებიან). ამასობაში, დემეს, თათულის უმცროს დეიდაშვილს აქვს შეკითხვა: "ჯვარისწერა იქნება?" უფროსი დეიდაშვილი აცხადებს, რომ ქორწილს სიძის ოჯახი კისრულობს. ასეა თუ ისე, ხვალ, თათულის ქორწილი აქვს!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

ასევე წაიკითხეთ: რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

ვიდეოს ფეისბუქზე ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. ფეისბუქ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ:

"ეს არის მარაზმი, ხალხო. გააზიარეთ და მშობლებს თქვენს გარშემო უთხარით და აუხსენით, რომ ეს არის სიმახინჯე!"

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამ გამოგათაყვანათ ესე? არც ადრე ბრწყინავდით პრინციპში და ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ თავს, რომ გრძლად და დეტალურად არ დამიწერია, რა ხდება საჯარო ბაღებში, მაგრამ ეს რა უბედურებაა, 4 წლის ბავშვებისთვის მეტი სასწავლებელი ვერაფერი ნახეთ, გარდა იმისა, როგორ აირჩიოს ბიჭმა ცოლი და წარმატებით გათხოვდეს გოგო?"

"ანომალია და სადიზმი!! - მეტი არაფერი რომ არ მოგდის თავში მასწავლებელს ზეიმის ან ღია გაკვეთილის დროს"

"რომელი ზრდასრული პედაგოგის გონებაში "მოიხარშა" იდეა,რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს "ქორწილობანა" თუ რაღაც ამდაგვარი იდიოტობა გაათამაშებინონ? პატრონი არ ჰყავს,ეტყობა,მაგ ბაღს! რა მარაზმია"

"სად ბაღში ხდება ესა? "ზეიმების" ორგანიზატორის და მასწავლებლის პროფესია აერია? ეს ტვინზე უნაოჭო "მასტავლებელი" კინწისკვრითაა გასაგდები"

"ბაგა-ბაღში რატომ უნდა იყოს დღის თემა და საერთოდ თემა "ქორწილი" და რატომ უნდა გაითამაშონ შემდეგ ეს ბავშვებმა? ამას თუ იმით გაამართლებენ, რომ ეს მხოლოდ თამაში და გართობაა, არასწორია მაინც, რადგან ამ ასაკში ბავშვი ხომ თამაშით შეიმეცნებს სამყაროს. ეს თამაში (ზეიმი) კი ძალიან საშიშია, რადგან არ არის საბავშვო: ქორწილის რიტუალი, ფატა, ბეჭდის გაკეთება, ქმარი, ცოლი... შეიძლება მხოლოდ ზეიმის სიუჟეტია, მაგრამ ეს აქტი მაინც ხორციელდება ბავშვში, მის ცნობიერებაში და კაცმა არ იცის მომავალში რა შედეგს გამოიღებს..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და მათ კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

300-წლოვანი ვაზი, ვენახის უნიკალური ჯიშები და უძველესი ყანწი მსოფლიოში - რის სანახავად დადიან ტურისტები წინანდალსა და ნაფარეულში

"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს