პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ხანძრის მიზეზი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში - დაზიანებულია უნიკალური კედლის მხატვრობა
რა გახდა ხანძრის მიზეზი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში - დაზიანებულია უნიკალური კედლის მხატვრობა

ვარ­ძი­ის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, და­იწ­ვა ტა­ძარ­ში მდგა­რი სა­სან­თლე მა­გი­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია უნი­კა­ლუ­რი მხატ­ვრო­ბის ნა­წი­ლობ­რივ ჭვარტლით და­ფარ­ვა.

"2016 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ვარ­ძი­ის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში გაჩ­ნდა ცე­ცხლი. და­იწ­ვა ტა­ძარ­ში მდგა­რი სა­სან­თლე მა­გი­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია უნი­კა­ლუ­რი მხატ­ვრო­ბის ნა­წი­ლობ­რივ ჭვარტლით და­ფარ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ვარ­ძი­ა­ში შემ­თხვე­ვის­თა­ნა­ვე მი­ავ­ლი­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გაგ­ზავ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ხა­რა­ჩო-და­ნად­გა­რი. დღე­ი­დან იწყე­ბა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ანა­ლი­ზი და დი­აგ­ნოს­ტი­კა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მოხ­დე­ბა კედ­ლის მხატ­ვრო­ბის გაწ­მენ­დის მე­თო­დი­კის შერ­ჩე­ვა, რის შემ­დე­გაც, და­ი­წყე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე ვარ­ძი­ის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში ცე­ცხლის გაჩ­ნის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს.

"რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა სან­თელს, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე იყო დან­თე­ბუ­ლი. ეს ის მა­გი­დაა, სა­დაც აწყვია სან­თლე­ბი, ხა­ტე­ბი და ასე შემ­დეგ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ა­ზუს­ტე­ბენ, მაგ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩუმი წვა. კა­რე­ბის გა­ღე­ბის შემ­დეგ იქა­უ­რო­ბა უფრო აალ­და. კედ­ლის მხატ­ვრო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­იმჭვარტლა. და­ვი­წყებთ გა­მოკ­ვლე­ვას, თუ რა მე­თო­დით უნდა მოხ­დეს გაწ­მენ­და. იცით, რომ მხატ­ვრო­ბის კონ­სერ­ვა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა და რთუ­ლი დარ­გია. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­თო­დე­ბის შერ­ჩე­ვა, რო­გორ გა­იწ­მინ­დოს მხატ­ვრო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი მოქ­მე­დი ტა­ძა­რია და იქ მუდ­მი­ვად აღევ­ლი­ნე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მო­თხოვ­ნით, მი­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა.

ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ეკ­ლე­სია და­კე­ტი­ლია და იქ შეს­ვლა ვი­ზი­ტო­რე­ბი­სა და ტუ­რის­ტებ­სთვის დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია ვარ­ძი­ის კლდე­ში ნაკ­ვე­თი კომ­პლექ­სის გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მიმ­დი­ნა­რე­ობს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ვარ­ძი­ის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ინ­ტე­რი­ერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი XII სა­უ­კუ­ნის ფრეს­კე­ბის სა­კონ­სერ­ვა­ციო მდგო­მა­რე­ო­ბის კვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ლონ­დო­ნის უნი­ვე­სი­ტე­ტის კურ­ტოს ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით დარ­გში აღი­ა­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. კურ­ტოს ინ­სტი­ტუტ­თან და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას­თან ერ­თად ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ვარ­ძი­ის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის მხატ­ვრო­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა და სა­კონსრე­ვა­ციო მდგო­მა­რე­ო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა. კვლე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს კედ­ლის მხატ­ვრო­ბის სა­ფუძ­ვლის ფე­ნის, ნა­ლე­სო­ბის ფე­ნის, ფერ­წე­რუ­ლი ფე­ნის შეს­წავ­ლას. ლონ­დო­ნის უნი­ვე­სი­ტე­ტის კურ­ტოს ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტამ­დე ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მხატ­ვრო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხე უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა გახდა ხანძრის მიზეზი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში - დაზიანებულია უნიკალური კედლის მხატვრობა

რა გახდა ხანძრის მიზეზი ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში - დაზიანებულია უნიკალური კედლის მხატვრობა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.

"2016 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლის გაჩნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

"როგორც ამბობენ, ცეცხლი გაუჩნდა სანთელს, რომელიც მაგიდაზე იყო დანთებული. ეს ის მაგიდაა, სადაც აწყვია სანთლები, ხატები და ასე შემდეგ. სამართალდამცველები დააზუსტებენ, მაგრამ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩუმი წვა. კარების გაღების შემდეგ იქაურობა უფრო აალდა. კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი გაიმჭვარტლა. დავიწყებთ გამოკვლევას, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს გაწმენდა. იცით, რომ მხატვრობის კონსერვაცია ძალიან რთული თემაა და რთული დარგია. შესაბამისად, აუცილებელია მეთოდების შერჩევა, როგორ გაიწმინდოს მხატვრობა", - განაცხადა ანთიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა.

ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსრევაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა", - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი