მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: "ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო"
"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: "ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო"

"იმე­დის" გა­და­ცე­მა "დღის შოუს" ეთერ­ში ხუთი თვის გო­გო­ნას ყური პირ­და­პირ ეთერ­ში გა­უხვრი­ტეს. პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ატი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი ხელ­ში დე­დას ეჭი­რა და მის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. მი­უ­ხე­და­ვად ბავ­შვის ტი­რი­ლი­სა, ყუ­რის გახ­ვრე­ტის პრო­ცე­სი არ შე­წყვე­ტი­ლა.

ფაქტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. "დღის შოუს" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უწე­რენ კო­მენ­ტა­რებს, აკ­რი­ტი­კე­ბენ და მათ­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"დღის შოუ" ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღე­ვან­დე­ლი "მშო­ბელ­თა კრე­ბის" ერთ-ერ­თმა თე­მამ, "რო­გორ გა­ვუხვრი­ტოთ ბავ­შვს ყური და რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ" , ჩვე­ნი ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რებ­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე ბავ­შვმა იტი­რა.

წა­ი­კი­თხეთ: "დღის შო­უ­ში" თვე­ე­ბის ბავ­შვს ყური პირ­და­პირ ეთერ­ში გა­უხვრი­ტეს - "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­და­ცე­მის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ

გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ ბავ­შვის ტი­რი­ლი, ზო­გა­დად, ჩვენც "დღის შოუს" პრო­დი­უ­სე­რებ­სა და წამ­ყვა­ნებს, გვაშ­ფო­თებს და გვა­ნერ­ვი­უ­ლებს. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რის გახ­ვრე­ტა გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მოხ­და.

ამას­თან, თა­ვად ბავ­შვის მშო­ბე­ლი თა­ნახ­მა იყო პრო­ცე­დუ­რა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და გან­მარ­ტა, რომ ბავ­შვის ტი­რი­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ძი­ლის პე­რი­ო­დის დად­გო­მით. თა­ვად პრო­ცე­დუ­რა კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

"დღის შოუს" ამ კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მა­ში სწო­რედ იმის ჩვე­ნე­ბა გვსურ­და, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­დუ­რა და პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცა იმ დე­დე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით გვწე­რენ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა ჩვი­ლის­თვის ყუ­რის გახ­ვრე­ტა. ამ დე­მონ­სტრი­რე­ბით, გვსურს მათ თა­ვად გა­და­წყვი­ტონ, გა­უხვრე­ტენ თუ არა სა­კუ­თარ შვი­ლებს ყურს ად­რე­ულ ასაკ­ში.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, პა­ტა­რა ნა­ტა­ლიმ შე­წყვი­ტა ტი­რი­ლი (რაც ეთერ­შიც ჩან­და), მი­ირ­თვა და მშვი­დად და­ი­ძი­ნა" - ვკი­თხუ­ლობთ გა­და­ცე­მის გან­მარ­ტე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: "ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო"

"დღის შოუს" სპეციალური განცხადება: "ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო"

"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში ხუთი თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა.

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს, აკრიტიკებენ და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"დღის შოუ" ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღევანდელი "მშობელთა კრების" ერთ-ერთმა თემამ, "როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ" , ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.

წაიკითხეთ: "დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც "დღის შოუს" პროდიუსერებსა და წამყვანებს, გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.

ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

"დღის შოუს“ ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.

აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი (რაც ეთერშიც ჩანდა), მიირთვა და მშვიდად დაიძინა" - ვკითხულობთ გადაცემის განმარტებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი