მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი
ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

სა­ბერ­ძნეთ­ში, წმინ­და ქალ­წულ­მო­წა­მე თე­ო­დო­რას სა­ხე­ლი არა მხო­ლოდ ბერ­ძე­ნი, არა­მედ სხვა ეროვ­ნე­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. არ­კა­დი­ა­ში, სო­ფელ ვა­ცა­ში არ­სე­ბუ­ლი მისი სა­ხე­ლო­ბის პა­ტა­რა ტაძ­რის მო­სა­ლო­ცად მორ­წმუ­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­დი­ან. ამის მი­ზე­ზი კი წმინ­და­ნის სა­ხე­ლო­ბის პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ის სა­ხუ­რავ­ზე უფეს­ვოდ ამო­სუ­ლი 17 ხეა და ის წყა­რო, რო­მე­ლიც ტაძ­რის ძი­რი­დან გა­მო­დის და კურ­ნე­ბის ძალა აქვს. მნახ­ვე­ლებს უკ­ვირთ, რო­გორ დგა­ნან ხე­ე­ბი ფეს­ვის გა­რე­შე, ან რა­ტომ არ ინ­გრე­ვა ასე­თი სიმ­ძი­მის­გან ტა­ძა­რი, ან რო­გორ გა­მო­ე­დი­ნე­ბა ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი­დან და­უშ­რე­ტე­ლი წყა­რო, რო­მელ­საც მა­კურ­ნე­ბე­ლი ძალა აქვს.

ქალ­წულ­მო­წა­მე თე­ო­დო­რას წა­მე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს. გად­მო­ცე­მით, წმინ­და თე­ო­დო­რა X სა­უ­კუ­ნე­ში, პე­ლო­პო­ნეს­ში ცხოვ­რობ­და. მას ბავ­შვო­ბი­დან­ვე უყ­ვარ­და უფა­ლი და გა­და­წყვი­ტა თავი უფ­ლის­თვის მი­ე­ძღვნა. იგი, რო­გორც ბერი, მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და და მა­მა­კა­ცად იც­ნობ­დნენ. სოფ­ლი­დან სო­ფელ­ში და­დი­ო­და, ხალ­ხს უფ­ლის სიყ­ვა­რულს უქა­და­გებ­და.

ერთ სო­ფელ­ში გა­სა­თხო­ვა­რი ქალი და­ფეხ­მძიმ­და. ქალს შე­ე­შინ­და, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯიდ­ნენ. წმინ­და თე­ო­დო­რას ცილი დას­წა­მა, რომ მის­გან იყო ფეხ­მძი­მედ. თე­ო­დო­რა და­ა­პა­ტიმ­რეს. მან არ გა­ამ­ხი­ლა, რომ ქალი იყო და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. წმინ­დან­მა სას­ჯე­ლი, რო­გორც უფ­ლის ნება, ისე მი­ი­ღო. წმინ­და ქალ­წულ­მო­წა­მემ სიკ­ვდი­ლის წინ ინატ­რა: მისი სხე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ად ქცე­უ­ლი­ყო, თმა - ხე­ე­ბად და სის­ხლი - წყლად. თე­ო­დო­რას სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­დეგ მიხ­ვდნენ, რომ იგი ქალი იყო. იმ ად­გილ­ზე ეკ­ლე­სია აა­შე­ნეს. ტაძ­რის სა­ხუ­რავ­ზე კი 17 ხე აღი­მარ­თა, რო­მელ­თა სი­მაღ­ლე 15 მეტრზე მე­ტია.

იხი­ლეთ ვი­დეო

წმინ­და­ნის აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე ვერ­სი­აც არ­სე­ბობს. ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში არ­სე­ბობ­და კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად ყვე­ლა ოჯა­ხი­დან ერთი კაცი ჯარ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ვი­საც ოჯახ­ში მა­მა­კა­ცი არ ყავ­და, ჯა­რის­კაცს ქი­რა­ობ­და. თე­ო­დო­რა ღა­რი­ბი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. მას მამა ავად­მყო­ფი ყავ­და. ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გა­აჩ­ნდა, ვინ­მე და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა. ამი­ტომ მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელ­ში გა­დაც­მუ­ლი 17 წლის თე­ო­დო­რა ჯარ­ში წა­ვი­და. სა­ხე­ლად თე­ო­დო­რე და­ირ­ქვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი ერთ ქალს შე­უყ­ვარ­და. თე­ო­დო­რამ უთხრა, რომ ის ცოლს ვერ მო­იყ­ვან­და, რად­გან აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი. ქალ­მა ეს არ და­ი­ჯე­რა, ერთი ჯა­რის­კა­ცის­გან და­ფეხ­მძიმ­და და ჯა­რის უფ­როს­თან იჩივ­ლა, რომ თე­ო­დო­რეს­გან და­ორ­სულ­და და ცო­ლად მოყ­ვა­ნას ითხოვ­და.

თე­ო­დო­რამ უარ­ყო, რომ ქალი მის­გან იყო ფეხ­მძი­მედ, მაგ­რამ სი­მარ­თლე ვერ გა­ამ­ხი­ლა. იგი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. სიკ­ვდი­ლის წინ კი მან ილო­ცა, უფალს სთხო­ვა: ჩემი თმე­ბის­გან ხე­ე­ბი აღ­მო­ცენ­დეს, ჩემი სის­ხლის­გან - ნა­კა­დუ­ლი და ჩემი სხე­უ­ლი ტა­ძა­რი იყო­სო.

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­დეგ მას ჯა­რის­კა­ცის ტან­საც­მე­ლი გა­ხა­დეს და მიხ­ვდნენ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო და­სა­ჯეს. იმ ად­გილ­ზე ნა­კა­დუ­ლი წა­მო­ვი­და. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად წლე­ბის შემ­დეგ ერ­თმა ბერ­მა ხილ­ვა ნახა და იმ ად­გილ­ზე პა­ტა­რა ტა­ძა­რი აა­გეს, რომ­ლის სა­ხუ­რავ­ზეც უფეს­ვოდ 17 ხე აღ­მო­ცენ­და.

წმინ­და ქალ­წულ­მო­წა­მე თე­ო­დო­რას ხსე­ნე­ბის დღეს ეკ­ლე­სია 11 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

საბერძნეთში, წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას სახელი არა მხოლოდ ბერძენი, არამედ სხვა ეროვნების მართლმადიდებლებისთვის კარგად არის ცნობილი. არკადიაში, სოფელ ვაცაში არსებული მისი სახელობის პატარა ტაძრის მოსალოცად მორწმუნეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ამის მიზეზი კი წმინდანის სახელობის პატარა ეკლესიის სახურავზე უფესვოდ ამოსული 17 ხეა და ის წყარო, რომელიც ტაძრის ძირიდან გამოდის და კურნების ძალა აქვს. მნახველებს უკვირთ, როგორ დგანან ხეები ფესვის გარეშე, ან რატომ არ ინგრევა ასეთი სიმძიმისგან ტაძარი, ან როგორ გამოედინება ტაძრის საძირკველიდან დაუშრეტელი წყარო, რომელსაც მაკურნებელი ძალა აქვს.

ქალწულმოწამე თეოდორას წამების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. გადმოცემით, წმინდა თეოდორა X საუკუნეში, პელოპონესში ცხოვრობდა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა უფალი და გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა. იგი, როგორც ბერი, მამათა მონასტერში ცხოვრობდა და მამაკაცად იცნობდნენ. სოფლიდან სოფელში დადიოდა, ხალხს უფლის სიყვარულს უქადაგებდა.

ერთ სოფელში გასათხოვარი ქალი დაფეხმძიმდა. ქალს შეეშინდა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ. წმინდა თეოდორას ცილი დასწამა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ. თეოდორა დააპატიმრეს. მან არ გაამხილა, რომ ქალი იყო და სიკვდილით დასაჯეს. წმინდანმა სასჯელი, როგორც უფლის ნება, ისე მიიღო. წმინდა ქალწულმოწამემ სიკვდილის წინ ინატრა: მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად. თეოდორას სიკვდილით დასჯის შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ქალი იყო. იმ ადგილზე ეკლესია ააშენეს. ტაძრის სახურავზე კი 17 ხე აღიმართა, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტია.

იხილეთ ვიდეო

წმინდანის აღსრულების შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს. ამ ვერსიის მიხედვით, ძველ საბერძნეთში არსებობდა კანონი, რომლის თანახმად ყველა ოჯახიდან ერთი კაცი ჯარში უნდა წასულიყო. ვისაც ოჯახში მამაკაცი არ ყავდა, ჯარისკაცს ქირაობდა. თეოდორა ღარიბი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მას მამა ავადმყოფი ყავდა. ოჯახს მატერიალური საშუალებაც არ გააჩნდა, ვინმე დაექირავებინა. ამიტომ მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული 17 წლის თეოდორა ჯარში წავიდა. სახელად თეოდორე დაირქვა.

მოგვიანებით იგი ერთ ქალს შეუყვარდა. თეოდორამ უთხრა, რომ ის ცოლს ვერ მოიყვანდა, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. ქალმა ეს არ დაიჯერა, ერთი ჯარისკაცისგან დაფეხმძიმდა და ჯარის უფროსთან იჩივლა, რომ თეოდორესგან დაორსულდა და ცოლად მოყვანას ითხოვდა.

თეოდორამ უარყო, რომ ქალი მისგან იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სიმართლე ვერ გაამხილა. იგი სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ კი მან ილოცა, უფალს სთხოვა: ჩემი თმებისგან ხეები აღმოცენდეს, ჩემი სისხლისგან - ნაკადული და ჩემი სხეული ტაძარი იყოსო.

სიკვდილით დასჯის შემდეგ მას ჯარისკაცის ტანსაცმელი გახადეს და  მიხვდნენ, რომ უდანაშაულო დასაჯეს. იმ ადგილზე ნაკადული წამოვიდა. გადმოცემის თანახმად წლების შემდეგ ერთმა ბერმა ხილვა ნახა და იმ ადგილზე პატარა ტაძარი ააგეს, რომლის სახურავზეც უფესვოდ 17 ხე აღმოცენდა.

წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას ხსენების დღეს ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი