პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ფული ვეღარ ვიშოვე, სამზარეულოს დანით ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა..." - დედის სულისშემძვრელი ნაამბობი თამაშდამოკიდებულ შვილზე
"როცა ფული ვეღარ ვიშოვე, სამზარეულოს დანით ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა..." - დედის სულისშემძვრელი ნაამბობი თამაშდამოკიდებულ შვილზე

პირ­ველ რიგ­ში, ეს სტა­ტია ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა უნდა წა­ი­კი­თხონ. სწო­რედ მათ ხე­ლე­წი­ფე­ბათ და ეს მათი მო­ვა­ლე­ო­ბა­ცაა, ბო­ლოს და ბო­ლოს და­უ­წე­სონ სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სენს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, ეროვ­ნულ უბე­დუ­რე­ბად იქცა - ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გა­იზ­რდე­ბა ისე­თი ტრა­გე­დი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გი­თხრობთ.

...თავ­ზა­რი დამ­ცა დე­დის ნა­ამ­ბობ­მა (ვინ­ა­ობას, მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ), რო­მელ­საც 20 წლის შვი­ლი თვით­მკვლელ­ობის­ პრო­ვო­ცი­რე­ბით აი­ძუ­ლებს, ონლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის ვა­ლე­ბი გა­უს­ტუმ­როს. დედა ამას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ უძ­ლებს და მრა­ვა­ლი დამ­ცი­რე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის­ ფა­სად ცდი­ლობს ფუ­ლის შოვ­ნას. თუმ­ცა ამა­ზე ნაკ­ლე­ბად წუხს, ერთი რამ ადარ­დებს - რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნოს შვი­ლი! მაგ­რამ გზა არ ჩანს.

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

"...ნი­ჭი­ე­რე­ბით ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლი ამიც­და გზი­დან, ახლა კი ისეთ დღე­შია, მას­ზე ლა­პა­რა­კიც მრცხვე­ნია. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­ვდა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ერ­თა­დერ­თი ის მა­ფიქ­რებ­და, რომ კომ­პი­უ­ტერ­თან ზო­მა­ზე მეტ­ხანს იჯდა; თუმ­ცა ვფიქ­რობ­დი, მისი ტო­ლე­ბიც ასე არი­ან, როცა მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს, სხვა საქ­მე­ზე გა­და­ერ­თვე­ბა-მეთ­ქი. ის კი თურ­მე ჩემ თვალ­წინ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში თა­მა­შობ­და და ქვე­ყა­ნა თავ­ზე მენგრე­ო­და...

ერთ სა­ში­ნელ დღეს, როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კურ­სზე იყო, ში­ნი­დან არც კი გა­უ­ხე­დავს, სულ კუდ­ში დამ­დევ­და. გა­ვუ­ჯავ­რდი, - ამ­ხე­ლა ბიჭი რა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით დამ­ყვე­ბი, თუ რა­ი­მე გინ­და, მი­თხა­რი-მეთ­ქი და... აცახ­ცა­ხე­ბულ­მა ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - დე, დიდი ვალი მაქ­ვსო. ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში 3.000 ლარი წა­ვა­გე, ვალი თუ არ გა­და­ვი­ხა­დე, მომ­კლა­ვე­ნო. ასე და­ი­წყო ჩემი უბე­დუ­რე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა! - ვინ ლო­ბი­რებს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს?!

- ისეს­ხეთ და გა­და­უ­ხა­დეთ?

- ვი­სეს­ხე, რად­გან ვისი ვალ­იც ჰქონ­და,­ მარ­თლა მოკ­ლავ­და და შვი­ლი რო­გორ გა­მე­წი­რა! მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ შვილს ამ უბე­დუ­რე­ბი­დან ვერ გა­მო­ვიყ­ვან­დი, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. იმ­დე­ნად ჩა­ეფ­ლო თა­მაშ­ში, რომ ორ­ჯერ თა­ვად მი­ვიყ­ვა­ნე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ი­და­ნაც უა­რე­სი გა­მო­ვი­და. ორ თვე­ში კი­დევ უფრო დიდი ვალი და­ი­დო და ისევ მო­მად­გა - თუ არ გად­ამიხ­დი, მომ­კლა­ვე­ნო. წინა ვა­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე და ამ­ჯე­რად ნა­თე­სა­ვებ­ში წა­ვე­დი ფუ­ლის სა­თხოვ­ნე­ლად. შე­ვე­ცო­დე და მომ­ცეს, მაგ­რამ გა­მაფრ­თხი­ლეს, - ნუ მის­ცემ შვილს უფ­ლე­ბას, ასე გა­მო­გი­ყე­ნოს, თა­ვად ხომ იღუ­პე­ბა, მთელ ოჯახს გღუ­პავ­თო. თუმ­ცა დე­დას­თან ასე­თი ლა­პა­რა­კი რო­დის იყო, ჭრი­და, რაც შვილ­მაც კარ­გად იცის და სულ მალე ყვე­ლა­ფე­რი გა­მა­ყიდ­ვი­ნა, სახ­ლიც კი.

- ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი რას აკე­თებ­დნენ?

- ხომ არ იტყოდ­ნენ, გა­უშ­ვი, მოკ­ლა­ნო... ამ­ჯე­რად გა­სა­ყი­დი აღა­რა­ფე­რი მაქვს. როცა ფული ვე­ღარ ვი­შო­ვე და სა­ბო­ლო­ოდ უარი ვუ­თხა­რი, გა­ვი­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, პუ­რის საჭ­რე­ლი დანა გა­მო­ი­ტა­ნა და ჩემ თვალ­წინ გა­და­ი­სე­რა მაჯა. იქი­დან სის­ხლი თქრი­ა­ლით რომ წა­მო­ვი­და, კი­ნა­ღამ შე­ვი­შა­ლე. სა­ნამ "სას­წრა­ფო" მო­ვი­დო­და, შეშ­ლი­ლი­ვით დავ­კი­ო­დი თავ­ზე... სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ დაბ­რუნ­და, რო­გორც კი შინ მარ­ტო და­მი­გუ­ლა, მე­ო­რე­ ხელი გა­და­ი­სე­რა - იმ­დე­ნი ვალი მაქვს, სა­ნამ სხვა მომ­კლავს, თა­ვად მო­ვიკ­ლავ თავ­სო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"როცა ფული ვეღარ ვიშოვე, სამზარეულოს დანით ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა..." - დედის სულისშემძვრელი ნაამბობი თამაშდამოკიდებულ შვილზე

"როცა ფული ვეღარ ვიშოვე, სამზარეულოს დანით ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა..." - დედის სულისშემძვრელი ნაამბობი თამაშდამოკიდებულ შვილზე

პირველ რიგში, ეს სტატია ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა უნდა წაიკითხონ. სწორედ მათ ხელეწიფებათ და ეს მათი მოვალეობაცაა, ბოლოს და ბოლოს დაუწესონ საკანონმდებლო რეგულაციები სენს, რომელიც ფაქტობრივად, ეროვნულ უბედურებად იქცა - ონლაინკაზინოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება ისეთი ტრაგედიების რაოდენობა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.

...თავზარი დამცა დედის ნაამბობმა (ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ), რომელსაც 20 წლის შვილი თვითმკვლელობის პროვოცირებით აიძულებს, ონლაინკაზინოების ვალები გაუსტუმროს. დედა ამას, რასაკვირველია, ვერ უძლებს და მრავალი დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად ცდილობს ფულის შოვნას. თუმცა ამაზე ნაკლებად წუხს, ერთი რამ ადარდებს - როგორ გადაარჩინოს შვილი! მაგრამ გზა არ ჩანს.

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

"...ნიჭიერებით ყველაზე გამორჩეული შვილი ამიცდა გზიდან, ახლა კი ისეთ დღეშია, მასზე ლაპარაკიც მრცხვენია. სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე მოხვდა უნივერსიტეტში. ერთადერთი ის მაფიქრებდა, რომ კომპიუტერთან ზომაზე მეტხანს იჯდა; თუმცა ვფიქრობდი, მისი ტოლებიც ასე არიან, როცა მუშაობას დაიწყებს, სხვა საქმეზე გადაერთვება-მეთქი. ის კი თურმე ჩემ თვალწინ ონლაინკაზინოში თამაშობდა და ქვეყანა თავზე მენგრეოდა...

ერთ საშინელ დღეს, როცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე იყო, შინიდან არც კი გაუხედავს, სულ კუდში დამდევდა. გავუჯავრდი, - ამხელა ბიჭი რა პატარა ბავშვივით დამყვები, თუ რაიმე გინდა, მითხარი-მეთქი და... აცახცახებულმა ამოილუღლუღა - დე, დიდი ვალი მაქვსო. ონლაინკაზინოში 3.000 ლარი წავაგე, ვალი თუ არ გადავიხადე, მომკლავენო. ასე დაიწყო ჩემი უბედურება.

ასევე წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

- ისესხეთ და გადაუხადეთ?

- ვისესხე, რადგან ვისი ვალიც ჰქონდა, მართლა მოკლავდა და შვილი როგორ გამეწირა! მაშინ ვერაფრით წარმომედგინა, რომ შვილს ამ უბედურებიდან ვერ გამოვიყვანდი, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენად ჩაეფლო თამაშში, რომ ორჯერ თავად მივიყვანე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც უარესი გამოვიდა. ორ თვეში კიდევ უფრო დიდი ვალი დაიდო და ისევ მომადგა - თუ არ გადამიხდი, მომკლავენო. წინა ვალისთვის ყველაფერი გავყიდე და ამჯერად ნათესავებში წავედი ფულის სათხოვნელად. შევეცოდე და მომცეს, მაგრამ გამაფრთხილეს, - ნუ მისცემ შვილს უფლებას, ასე გამოგიყენოს, თავად ხომ იღუპება, მთელ ოჯახს გღუპავთო. თუმცა დედასთან ასეთი ლაპარაკი როდის იყო, ჭრიდა, რაც შვილმაც კარგად იცის და სულ მალე ყველაფერი გამაყიდვინა, სახლიც კი.

- ოჯახის დანარჩენი წევრები რას აკეთებდნენ?

- ხომ არ იტყოდნენ, გაუშვი, მოკლანო... ამჯერად გასაყიდი აღარაფერი მაქვს. როცა ფული ვეღარ ვიშოვე და საბოლოოდ უარი ვუთხარი, გავიდა სამზარეულოში, პურის საჭრელი დანა გამოიტანა და ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა. იქიდან სისხლი თქრიალით რომ წამოვიდა, კინაღამ შევიშალე. სანამ "სასწრაფო" მოვიდოდა, შეშლილივით დავკიოდი თავზე... საავადმყოფოდან რომ დაბრუნდა, როგორც კი შინ მარტო დამიგულა, მეორე ხელი გადაისერა - იმდენი ვალი მაქვს, სანამ სხვა მომკლავს, თავად მოვიკლავ თავსო... წაიკითხეთ ვრცლად

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა