ხვალ თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების მიწოდების შეზღუდვა დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.
ვაკის რაიონში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საყვირის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.