კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ, "კამაზის" მარკის" ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი - წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ. ავარიის ადგილზე ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
ასევე წაიკითხეთ: რას წერს თვითმხილველი, რომელიც სამხედროების საზარელ ავარიას შეესწრო