საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა

4

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:13-ზე, მთვარე კუროშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში: სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა? - AMBEBI.GE-ს ექსპერიმენტი
რომელი უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში: სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა? - AMBEBI.GE-ს ექსპერიმენტი

ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ოც­ნე­ბო სახ­ლი აქვს, თუმ­ცა მის ასა­შე­ნებ­ლად, თუ შე­სა­ძე­ნად შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა უფრო იაფი და­გიჯ­დე­ბათ თბი­ლის­ში - სახ­ლის აშე­ნე­ბა თუ ბი­ნის ყიდ­ვა.

გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ი­ტის Saqme.ge-ს დახ­მა­რე­ბით, მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. მო­ცე­მუ­ლო­ბად ავი­ღეთ: 80 კვ.მეტ­რის თეთ­რი კარ­კა­სის ბინა და ამა­ვე ფარ­თის სახ­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 200 კვ. მეტ­რი მი­წის ფარ­თობ­ზე უნდა აშენ­დეს (ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ვით­ვა­ლეთ მი­წის ნაკ­ვე­თის ფა­სიც).

"Saqme.ge-ს მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, სა­ბურ­თა­ლო­ზე, მა­გა­ლი­თად ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნა­ში, თეთ­რი კარ­კა­სის ფასი 750-800 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, რაც 80 კვ.მეტ­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლოდ 60 ათას დო­ლარ­ზე მეტი გა­მო­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა ქავ­თა­რა­ძეს, აქ ფა­სე­ბი ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კვ.მ. მაქ­სი­მუმ 700 დო­ლა­რამ­დე ღირს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი კვად­რა­ტუ­ლო­ბის ბი­ნის ფასი 55 ათას დო­ლარ­ზე მეტი გა­მო­დის. ქავ­თა­რა­ძეს­თან შე­და­რე­ბით ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ბი­ნე­ბი უფრო ძვი­რია.

ისან­ში და სან­ზო­ნა­ში ბი­ნე­ბის ფასი, რა თქმა უნდა, უფრო ია­ფია. მა­გა­ლი­თად, ისან­ში თეთ­რი კარ­კა­სის კვ.მ და­ახ­ლო­ბით 600 დო­ლა­რამ­დე ღირს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში 80 კვ.მეტ­რის ფარ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა სან­ზო­ნას, კვ.მ-ის ფასი 400-450 დო­ლა­რია, ბი­ნის ფასი კი სა­შუ­ა­ლოდ 35 ათა­სის ფარ­გლებ­ში გა­მო­დის", - ამ­ბობს Saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რი ლელა არა­ბუ­ლი.

ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სხვა­დას­ხვა უბან­ში 80 კვ.მ თეთ­რი კარ­კა­სის ფასი გა­მო­დის:

ვაჟა-ფშა­ვე­ლა - 64 ათა­სი დო­ლა­რი

ქავ­თა­რა­ძე - 56 ათა­სი დო­ლა­რი

ისა­ნი - 48 ათა­სი დო­ლა­რი

სან­ზო­ნა - 36 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში

რაც შე­ე­ხე­ბა მი­წის ნაკ­ვე­თებს, რო­გორც Saqme.ge-ს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვარ­კვევთ, დიდ დი­ღომ­ში მი­წის ფარ­თი 12 დო­ლა­რი­დან 100 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ივერ­თუ­ბა­ნი, რო­მე­ლიც ლოტ­კინ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ერთ-ერთი ახა­ლი უბა­ნია და ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ მა­სობ­რი­ვად შენ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. აქ მი­წის ფასი 60 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 100 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა სან­ზო­ნას, იქ სა­შუ­ა­ლოდ 80 დო­ლა­რი ღირს.

კერ­ძო სახ­ლის აშე­ნე­ბას მსურ­ვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია სთა­ზობს. ფა­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. "ამ­ბე­ბი.გე"-ს მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კერ­ძო სახ­ლის აშე­ნე­ბა (კვ. მეტ­რი თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში) სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით 150-450 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. სა­შუ­ა­ლო ფასი 300 დო­ლა­რი გა­მო­დის. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 80 კვ.მ-ის თეთ­რი კარ­კა­სის სახ­ლის აშე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 24 ათა­სი დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

თუ 80 კვ.მეტ­რის სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად, მო­ცე­მუ­ლო­ბის­თვის ავი­ღებთ 200 კვ.მ მი­წის ფარ­თობს, უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შემ­დეგ მო­ნა­ცე­მებს მი­ვი­ღებთ:

დიდ დი­ღომ­ში ამ ფარ­თო­ბის მიწა მაქ­სი­მუმ 20 ათა­სი დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ ამას და­მა­ტე­ბუ­ლი სახ­ლის ფასი და ჯამ­ში 44 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­დის

ივერ­თუ­ბა­ნი - მი­წის ნაკ­ვე­თის­თვის მი­ნი­მუმ 12 ათა­სი დო­ლა­რი დაგ­ჭირ­დე­ბათ, და­მა­ტე­ბუ­ლი სახ­ლის ფასი, რაც ჯამ­ში 36 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­დის

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ზო­ნას - მიწა 16 ათა­სი და­გიჯ­დე­ბათ, სახ­ლი 24 ათა­სი, შე­სა­ბა­მი­სად, ჯა­მუ­რად მი­ვი­ღებთ 40 ათას დო­ლარს

ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით დგინ­დე­ბა, რომ უხე­ში და­ან­გა­რი­შე­ბით კერ­ძო სახ­ლის აშე­ნე­ბა თა­ვი­სი მი­წის შეს­ყიდ­ვით, უფრო ნაკ­ლე­ბი და­გიჯ­დე­ბათ, ვიდ­რე იმა­ვე ფარ­თის ბი­ნის შე­ძე­ნა.

(მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვლი­ლია SAQME.GE-ს გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით)

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GEInterPressNews.Ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

რომელი უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში: სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა? - AMBEBI.GE-ს ექსპერიმენტი

რომელი უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში: სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა? - AMBEBI.GE-ს ექსპერიმენტი

ყველა ადამიანს თავისი საოცნებო სახლი აქვს, თუმცა მის ასაშენებლად, თუ შესაძენად შესაბამისი ფინანსები სჭირდება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში - სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა.

განცხადებების საიტის Saqme.ge-ს დახმარებით, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მოცემულობად ავიღეთ: 80 კვ.მეტრის თეთრი კარკასის ბინა და ამავე ფართის სახლი, რომელიც დაახლოებით 200 კვ. მეტრი მიწის ფართობზე უნდა აშენდეს (ამ შემთხვევაში დავითვალეთ მიწის ნაკვეთის ფასიც).

"Saqme.ge-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საბურთალოზე, მაგალითად ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალაშენებულ ბინაში, თეთრი კარკასის ფასი 750-800 დოლარამდე მერყეობს, რაც 80 კვ.მეტრის შემთხვევაში, საშუალოდ 60 ათას დოლარზე მეტი გამოდის.

რაც შეეხება ქავთარაძეს, აქ ფასები ოდნავ განსხვავებულია. კვ.მ. მაქსიმუმ 700 დოლარამდე ღირს, ამ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული კვადრატულობის ბინის ფასი 55 ათას დოლარზე მეტი გამოდის. ქავთარაძესთან შედარებით ვაჟა-ფშაველაზე ბინები უფრო ძვირია.

ისანში და სანზონაში ბინების ფასი, რა თქმა უნდა, უფრო იაფია. მაგალითად, ისანში თეთრი კარკასის კვ.მ დაახლობით 600 დოლარამდე ღირს, ასეთ შემთხვევაში 80 კვ.მეტრის ფართის ღირებულება 50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, კვ.მ-ის ფასი 400-450 დოლარია, ბინის ფასი კი საშუალოდ 35 ათასის ფარგლებში გამოდის", - ამბობს Saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა უბანში 80 კვ.მ თეთრი კარკასის ფასი გამოდის:

ვაჟა-ფშაველა - 64 ათასი დოლარი

ქავთარაძე - 56 ათასი დოლარი

ისანი - 48 ათასი დოლარი

სანზონა - 36 ათასი დოლარის ფარგლებში

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, როგორც Saqme.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვარკვევთ, დიდ დიღომში მიწის ფართი 12 დოლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს. ივერთუბანი, რომელიც ლოტკინთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი ახალი უბანია და ბოლო პერიოდში აქ მასობრივად შენდება საცხოვრებელი სახლები. აქ მიწის ფასი 60 დოლარიდან იწყება და 100 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, იქ საშუალოდ 80 დოლარი ღირს.

კერძო სახლის აშენებას მსურველებს საქართველოში რამდენიმე კომპანია სთაზობს. ფასები და პირობები განსხვავებულია. "ამბები.გე"-ს მოძიებული ინფორმაციით, კერძო სახლის აშენება (კვ. მეტრი თეთრი კარკასის მდგომარეობაში) სხვადასხვა კომპანიის ფასების მიხედვით 150-450 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საშუალო ფასი 300 დოლარი გამოდის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 კვ.მ-ის თეთრი კარკასის სახლის აშენება საშუალოდ 24 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

თუ 80 კვ.მეტრის სახლის ასაშენებლად, მოცემულობისთვის ავიღებთ 200 კვ.მ მიწის ფართობს, უბნების მიხედვით შემდეგ მონაცემებს მივიღებთ:

დიდ დიღომში ამ ფართობის მიწა მაქსიმუმ 20 ათასი დოლარი დაგიჯდებათ ამას დამატებული სახლის ფასი და ჯამში 44 ათასი დოლარი გამოდის

ივერთუბანი - მიწის ნაკვეთისთვის მინიმუმ 12 ათასი დოლარი დაგჭირდებათ, დამატებული სახლის ფასი, რაც ჯამში 36 ათასი დოლარი გამოდის

რაც შეეხება სანზონას - მიწა 16 ათასი დაგიჯდებათ, სახლი 24 ათასი, შესაბამისად, ჯამურად მივიღებთ 40 ათას დოლარს

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ უხეში დაანგარიშებით კერძო სახლის აშენება თავისი მიწის შესყიდვით, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ფართის ბინის შეძენა.

(მონაცემები დათვლილია SAQME.GE-ს განცხადებების მიხედვით)

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GEInterPressNews.Ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში

LIVE "ნიუსრუმიდან": ელის თუ არა საქართველოს საფრთხე კორონავირუსის გამო? - ინფექციონისტის რეკომენდაციები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ სეზონურ შეთავაზებას თებერვალშიც გააგრძელებს