მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს
"ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს

თბი­ლი­სო­ბის ორ­დღი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი 16 ოქ­ტომ­ბერს გრან­დი­ო­ზუ­ლი გალა-კონ­ცერ­ტით დას­რულ­და. კონ­ცერ­ტზე, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჩემო თბი­ლის ქა­ლა­ქო" ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­რულ­და. ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის და სხვა სა­ხე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებ­მა, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სებ­მა, ორ­კესტრთან და ჯგუ­ფებ­თან ერ­თად ახ­ლე­ბუ­რად ააჟ­ღე­რეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ცნო­ბი­ლი მე­ლო­დი­ე­ბის ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უგე­მოვ­ნო უწო­დეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის სა­ბა­ბი გახ­და ჯგუფ "ნი­უ­ტო­ნის" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა "ვარ­დე­ბი არ არი­ან". ჯგუ­ფის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსგავ­სი სა­ლან­ძღა­ვი "ეპი­ტე­თე­ბით" შე­ამ­კეს: "სიმ­ღე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა", "სი­მა­ხინ­ჯე", "უნი­ჭო რე­მიქ­სი" და სხვა.

მო­ის­მი­ნეთ "ვარ­დე­ბი არ არი­ან" ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით

AMBEBI.GE ჯგუფ "ნი­უ­ტო­ნის" წევ­რს შაკო ღე­ლეყ­ვას და­უ­კავ­შირ­და.

"სიმ­ღე­რის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სია და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ ჩავ­წე­რეთ. ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, ასე­თი ამ­ბა­ვი რომ ატყდე­ბო­და. ქარ­თვე­ლე­ბი რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან სი­ახ­ლეს. ვი­საც მუ­სი­კა ეს­მის, ის და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ამ ვერ­სი­ა­ში ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არა­ფე­რი იყო. თა­ვად ბა­ტონ ბი­ძი­ნას შე­მოქ­მე­დე­ბა­საც ვერ ეგუ­ე­ბო­და ხალ­ხი, როცა იწყებ­და სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას, მაგ­რამ დღეს ის აღი­ა­რე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია. ჩვენ­თვის ვისი მო­საზ­რე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს სიმ­ღე­რის ჩვე­ნე­ბუ­რი ვერ­სია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა არის ასე­თი. სხვა კო­მენ­ტარს ამა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებთ.

კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით ჯგუ­ფის სო­ლისტს, თა­მუ­ნა ბა­ბი­ლუ­ას:

"არ ვთვლით, რომ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნეთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს, ვის აზ­რსაც ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მო­ვას­მე­ნი­ნეთ სიმ­ღე­რის ჩვე­ნე­ბუ­რი ვერ­სია და მო­ე­წო­ნათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან სი­ახ­ლე­ებს და თვლი­ან, რომ ჭა­ობ­ში უნდა ჩავ­რჩეთ. ჩვენ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მოგ­ვცეს და­ვა­ლე­ბა და ეს და­ვა­ლე­ბა შე­ვას­რუ­ლეთ. ხში­რად გვთა­ვა­ზობს დამ­კვე­თი ამა თუ იმ სიმ­ღე­რის ჩვე­ნე­ბურ ვერ­სი­ას. სწო­რედ იმი­ტომ, რომ სიმ­ღე­რა უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვი­საც მი­სა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, ბო­ლოს ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის ვერ­სია უც­ვლე­ლად შე­ვას­რუ­ლეთ. კონ­ცერ­ტზე ხალ­ხის ოვა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ჩვენს და ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის სიმ­ღე­რას მოჰ­ყვა.

- შეც­ვლი­დით ახლა რა­მეს თქვენს სიმ­ღე­რა­ში?

- არა­ფერს არ გა­და­ვა­კე­თებ­დით. ვთვლი, რომ კარ­გი ნო­მე­რი გა­ვა­კე­თეთ. იყო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი, მო­ნი­ტორ­ში ხმა არ გვეს­მო­და და ვი­დე­ოს რომ ვუ­ყუ­რებ ერთ მო­მენ­ტში აცა­ბა­ცად ვმღე­რი. მაგ­რამ დიდ ვარ­სკვლა­ვებს მოს­დით შეც­დო­მა სცე­ნა­ზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ; "ცხო­ნე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა წა­მო­ა­ყე­ნა, რას გა­გი­ნებ­დათ?!" - "თბი­ლი­სო­ბა­ზე" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ვარ­დე­ბი არ არი­ან" ფე­ის­ბუქ­ზე კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს

"ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს

თბილისობის ორდღიანი დღესასწაული 16 ოქტომბერს გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე, სახელწოდებით - "ჩემო თბილის ქალაქო" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა. ინოლა გურგულიას, გიორგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის და სხვა სახელოვანი კომპოზიტორების სიმღერებმა, რომელიც მუსიკოსებმა, ორკესტრთან და ჯგუფებთან ერთად ახლებურად ააჟღერეს, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ცნობილი მელოდიების ახლებურ ვერსიებს სოციალურ ქსელში უგემოვნო უწოდეს.

განსაკუთრებული კრიტიკის საბაბი გახდა ჯგუფ "ნიუტონის" შესრულებული სიმღერა "ვარდები არ არიან". ჯგუფის ინტერპრეტაციით შესრულებული კომპოზიცია სოციალურ ქსელში მსგავსი სალანძღავი "ეპიტეთებით" შეამკეს: "სიმღერის გაუპატიურება", "სიმახინჯე", "უნიჭო რემიქსი" და სხვა.

მოისმინეთ "ვარდები არ არიან" ახლებური ინტერპრეტაციით

AMBEBI.GE ჯგუფ "ნიუტონის" წევრს შაკო ღელეყვას დაუკავშირდა.

"სიმღერის ახლებური ვერსია დაახლოებით ორი კვირის წინ ჩავწერეთ. ეს შეთანხმებული იყო ორგანიზატორებთან. თავიდანვე ვიცოდით, ასეთი ამბავი რომ ატყდებოდა. ქართველები რთულად ეგუებიან სიახლეს. ვისაც მუსიკა ესმის, ის დამეთანხმება, რომ ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. თავად ბატონ ბიძინას შემოქმედებასაც ვერ ეგუებოდა ხალხი, როცა იწყებდა საკუთარ კარიერას, მაგრამ დღეს ის აღიარებული კომპოზიტორია. ჩვენთვის ვისი მოსაზრებაც მნიშვნელოვანია, მათ დადებითად შეაფასეს სიმღერის ჩვენებური ვერსია. ჩვეულებრივი მოკვდავების შეფასება არის ასეთი. სხვა კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებთ.

კომენტარისთვის დავუკავშირდით ჯგუფის სოლისტს, თამუნა ბაბილუას:

"არ ვთვლით, რომ ბიძინა კვერნაძის შემოქმედებას შეურაცხყოფა მივაყენეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ, მოვასმენინეთ სიმღერის ჩვენებური ვერსია და მოეწონათ. საქართველოში რთულად ეგუებიან სიახლეებს და თვლიან, რომ ჭაობში უნდა ჩავრჩეთ. ჩვენ კონცერტის ორგანიზატორებმა მოგვცეს დავალება და ეს დავალება შევასრულეთ. ხშირად გვთავაზობს დამკვეთი ამა თუ იმ სიმღერის ჩვენებურ ვერსიას. სწორედ იმიტომ, რომ სიმღერა უფროსი თაობისთვისაც მისაღები ყოფილიყო, ბოლოს ბიძინა კვერნაძის ვერსია უცვლელად შევასრულეთ. კონცერტზე ხალხის ოვაციები მხოლოდ ჩვენს და ზვიად ბოლქვაძის სიმღერას მოჰყვა.

- შეცვლიდით ახლა რამეს თქვენს სიმღერაში?

- არაფერს არ გადავაკეთებდით. ვთვლი, რომ კარგი ნომერი გავაკეთეთ. იყო ტექნიკური ხარვეზები, მონიტორში ხმა არ გვესმოდა და ვიდეოს რომ ვუყურებ ერთ მომენტში აცაბაცად ვმღერი. მაგრამ დიდ ვარსკვლავებს მოსდით შეცდომა სცენაზე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ; "ცხონებული ბიძინა წამოაყენა, რას გაგინებდათ?!" - "თბილისობაზე" შესრულებული "ვარდები არ არიან" ფეისბუქზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი