საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!
თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

თბი­ლის­ში სამ ად­გი­ლას ე.წ. "ბას­ლე­ი­ნე­ბი" (გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გან­კუთ­ვნი­ლი მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის, Bus Lane) და­ი­ხა­ზა. ავ­ტო­ბუ­სის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი კუს ტბის ასახ­ვე­ვი­დან ვა­კის პარ­კამ­დე, ვა­კის პარ­კი­დან გი­ორ­გი წე­რეთ­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მო­ი­ხა­ზა.

საგ­ზაო მო­ნიშ­ვნე­ბი ყვი­თელ ფერ­ში შეს­რულ­და და ზოლ­ში გა­კეთ­და წარ­წე­რე­ბი Bus Lane. გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­სა და ქუ­ჩე­ბის შე­სახ­ვე­ვებ­ში Bus Lane-ები წყვე­ტი­ლია, რაც კერ­ძო მან­ქა­ნებ­სა და ტაქ­სებს სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­ვლის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. უშუ­ა­ლოდ Bus Lane-ში მოძ­რა­ო­ბა მათ­თვის აკ­რძა­ლუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: თბი­ლის­ში "ბას­ლე­ი­ნებ­ზე" მან­ქა­ნე­ბი და­დი­ან - რა ელით კა­ნონ­დამ­რღვევ მძღო­ლებს

თუმ­ცა, თუ დე­და­ქალ­ქში არ­სე­ბულ მოძ­რა­ო­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ქარ­თველ­მა მძღო­ლებ­მა მა­ინც გა­დაკ­ვე­თონ ეს აკ­რძა­ლუ­ლი ხაზი. რო­გორ გა­ა­კონ­ტო­რო­ლებს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია იმას, რომ "ბას­ლე­ი­ნე­ბის" ზოლ­ში მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სებ­მა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­მა ია­რონ, დგას თუ არა იქ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი და რა სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს წე­სის დარ­ღვე­ვა - ამ კი­თხვე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ.

რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, მსგავ­სი ტი­პის საგ­ზაო მო­ნიშ­ვნე­ბი აქამ­დეც იყო, თუმ­ცა თუ მძღო­ლე­ბი ამ ხაზს გა­დაკ­ვე­თენ და მათ­თვის აკ­რძა­ლულ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­ივ­ლი­ან, ისი­ნი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

"ამ სი­ახ­ლით რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კა­ნონ­ში არ შე­სუ­ლა, უბ­რა­ლოდ, საგ­ზაო მო­ნიშნვნე­ბის მკა­ფიო ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია მოხ­და. რო­გორც წესი, ყვე­ლა მძღოლ­მა იცის, რომ როცა ასე­თი მო­ნა­ხა­ზია გზა­ზე, ეს ნიშ­ნავს, რომ იქ გავ­ლა ეკ­რძა­ლე­ბა და ის არის ავ­ტო­ბუ­სი­სა და სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სის სა­ვა­ლი გზა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მძღო­ლი მა­ინც გა­ივ­ლის იქ, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით და­ჯა­რიმ­დე­ბა. პატ­რუ­ლი ამას ყო­ველ­წუთს ვერ გა­ა­კონ­ტო­ლებს, მაგ­რამ თუ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თვალ­თა­ხედ­ვა­ში მოხ­ვდა ასე­თი დარ­ღვე­ვა, მძღო­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ჯა­რიმ­დე­ბა. რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გა­კეთ­დე­ბა, რად­გან თა­ვად არის ისე და­ხა­ზუ­ლი, რომ ყვე­ლა მძღოლ­მა იცის ამ მო­ნა­ხა­ზის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ზო­გა­დად კი, ყვე­ლა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე მოხ­დე­ბა რე­ა­გი­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სის ხაზ­ზე გა­დას­ვლა, ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე თუ სხვა საგ­ზაო ნი­შან­ზე", - გა­ნა­ცხა­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

თბილისში დახაზული "ბასლეინები" და აკრძალვა მძღოლებისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

თბილისში სამ ადგილას ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, Bus Lane) დაიხაზა. ავტობუსის სავალი ნაწილი კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე მოიხაზა.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები Bus Lane. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში Bus Lane-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ Bus Lane-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

იხილეთ ვიდეო: თბილისში "ბასლეინებზე" მანქანები დადიან - რა ელით კანონდამრღვევ მძღოლებს

თუმცა, თუ დედაქალქში არსებულ მოძრაობას გავიხსენებთ, გამორიცხული არ არის, რომ ქართველმა მძღოლებმა მაინც გადაკვეთონ ეს აკრძალული ხაზი. როგორ გააკონტოროლებს საპატრულო პოლიცია იმას, რომ "ბასლეინების" ზოლში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა იარონ, დგას თუ არა იქ გამაფრთხილებელი ნიშანი და რა სანქციას ითვალისწინებს წესის დარღვევა - ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, მსგავსი ტიპის საგზაო მონიშვნები აქამდეც იყო, თუმცა თუ მძღოლები ამ ხაზს გადაკვეთენ და მათთვის აკრძალულ მონაკვეთზე გაივლიან, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

"ამ სიახლით რაიმე ცვლილება ადმინისტრაციულ კანონში არ შესულა, უბრალოდ, საგზაო მონიშნვნების მკაფიო ვიზუალიზაცია მოხდა. როგორც წესი, ყველა მძღოლმა იცის, რომ როცა ასეთი მონახაზია გზაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ გავლა ეკრძალება და ის არის ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მაინც გაივლის იქ, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება. პატრული ამას ყოველწუთს ვერ გააკონტოლებს, მაგრამ თუ საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში მოხვდა ასეთი დარღვევა, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. რაიმე სპეციალური ნიშნები არ გაკეთდება, რადგან თავად არის ისე დახაზული, რომ ყველა მძღოლმა იცის ამ მონახაზის დანიშნულება. ზოგადად კი, ყველა სამართალდარღვევაზე მოხდება რეაგირება, იქნება ეს ავტობუსის ხაზზე გადასვლა, ღერძულა ხაზზე თუ სხვა საგზაო ნიშანზე", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი